laci მოდი რეალისტები ვიყოთ სადღეგრძელოებიანმა პოლიტიკამ თავის დროზე ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია. შენ ახლა გინდა რომ დოკუმენტში ჩაიწეროს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე? მეც მინდა, მაგრამ დღეს ეს არარეალურია. ეგ რომ ჩაიწეროს, მაშინ რუსებმა უნდა დაიხურონ ქუდი და ჩვენი ტერიტორიიდან გავიდნენ და ეს რომ ასე ადვილად არ გამოვა, მე მგონი ნათელია. ჩვენ ანუ ქართულ მხარეს ჩემი აზრით უნდა აინტერესებდეს დღეს იმის დაფიქსირება, რომ რუსეთი, რომელსაც რაღაც შეაქვს ჩვენს ტერიტორიაზე, ანგარიშვალდებულია საქართველოსთან განაცხადოს ამის შესახებ. ეს თავის მხრივ ნიშნავს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საქართველოდ აღიარებას თუნდაც ირიბად და მომავალში როცა სიტუაცია შეიცვლება, ეს იქნება კარგი პოზიცია მოლაპარაკების ან თუნდაც სასამართლო პროცესის დასაწყებად. რეალურად არ აქვს მნიშვნელობა იქ მებაჟე ჩადგება, ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება თუ სხვა ტიპის კონტროლი. მთავარია არის უბრალოდ დაფიქსირება - რუსეთი საქართველოს წინაშე არის ანგარიშვალდებული. მომავალში ამის გამოყენება მე ვფიქრობ რომ შესაძლებელი იქნება. დანარჩენი ლირიკაა, ხელისუფლების ფანატიკოსმა მომხრეებმა შეიძლება ამას გამარჯვება უწოდონ, ფანატიკოსმა მოწინააღმდეგეებმა - ღალატი, მაგრამ რეალობა ისაა რაც დავწერე. მეორე მხრივ რუსებიც ხვდებიან რა ნაღმი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის აქ ჩადებული და არ გამოვრიცხავ რომ არ დათანხმდნენ ამ შეთავაზებას.