babuagiorgi კიდევ ერთხელ გიმეორებ, მთავარი ჩემთვის და ალბათ ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის არის შედეგი. რა ხეირი ქვეყანას იქიდან რომ წინააღმდეგობას 3 წელი სწევდა და არა 3 დღე? ამ 3-მა წელმა გააცამტვერა ქვეყნის ეკონომიკა, გაზარდა კრიმინალური ფონი (რაც თან ახლავს საბრძოლო მდგომარეობას) და ქვეყნის განვითარება მინიმუმ რამდენიმე წლით შეაფერხა. შედეგი კი იმაზე უარესი დადგა, რაც იმ 3 თუ 7 დღიანმა ომმა მოიტანა. შენ გასაგებია ძმაო რომ წახვედი ამ ქვეყნიდან და მეტ-ნაკლებად დალაგებულ ქვეყანას შეაფარე თავი, მაგრამ აქ ხალხს არ ეკითხები სამი ან თუნდაც ერთი წელი ომი უნდოდათ თუ არა? და შედეგად 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნება? მაქედან ლაპარაკი და დამოძღვრა ყველაზე ადვილია.