-
პოსტები
16.333 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
26
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Saturn
-
ჰილარი კლინტონი რუსეთთან დაგვაახლოვებს მგონი
Saturn replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio lasha1997 ერთი როდესმე თქვენი გაკეთებული პროგნოზი მანახა ახდენილი -
lasha1997 რაღას ატორმუზებენ კაცო, თვითონ იყიდონ თუ ასე მნიშვნელოვანია.
-
asesino_141, ეს ადამიანი დაიღუპა. და მისი ასე მოხსენიება არის გარდაცვლილის შეურაცხყოფა. ამ დაჩის რომ არაფერი წმინდა აღარ შერჩა და გუბაზას ეპითეტს სრულად ამართლებს გასაგებია, მაგრამ იქნებ მოდერაციამ მაინც მიაქციოს ყურადღება ასეთ შემთხვევებს.
-
asds რა თქმა უნდა განსახორციელებლად რთულია და დრო დასჭირდება ამ საქმეს. ამიტომ არის საჭირო უცხოური სამშვიდობო მისია, რომელიც არც ერთ მხარეს არ დაიჭერს, რომელსაც ენდობიან ოსებიც და ქართველებიც და რომელსაც წესრიგისა და კანონის დარღვევის შემთხვევაში ძალის გამოყენების მანდატი ექნება.
-
asds პირველ რიგში უნდა დაფიქსირდეს რომ ომი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის და არა ოსეთსა და საქართველოს შორის. თავის მხრივ ამ ომში მონაწილეობას იღებდნენ ოსური ბანდ ფორმირებები. ახლა რაც შეეხება იმას თუ რა იქნება რუსეთის მიერ ჯარის გაყვანის შემთხვევაში. ჩემი აზრით პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება, მეორე ნაბიჯი - ეკონომიკური დაახლოება და თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა, მესამე ნაბიჯი - მშვიდობიანი ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოში.
-
ვერ დაგეთანხმები. ფაქტიურად მედვედევის ვიზიტის პარალელურად 10 ადამიანის დაკავება რუსეთისათვის შპიონაჟის ბრალდებით, დიპლომატიურ ენაზე აშკარა ჟესტია. ახლა იმ კითხვას რაც შეეხება, რომელიც დახურულ თემაშია. მე ხელისუფლების მოღვაწეობას სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ცალსახად დადებითად ვაფასებ. საქმე მხოლო გზებში, დენში და გაზში არაა. თუმცა ესენი თავისთავად არაა უმნიშვნელო ფაქტორი. მთავარი ქვეყნის მართვაში გატარებული ცვლილებები იყო ჩემი აზრით, რომლის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფცია როგორც მინიმუმ ვერტიკალის ქვედა და საშუალო რგოლებში. მეორე ვადა პრობლემატურია, გეთანხმები.
-
ეს განყოფილება, "ფორუმის შესახებ", შეუერთეთ ადმინისტრაციულს. მე მგონი ასე აჯობებს.
-
babuagiorgi არაადექვატური ხარ. რამის შეტენვა თუ შეგეძლო კიტოვანისთვის შეგეტენა. სადაც მართლა იყო გასაკეთებელი, იქ ჩაისვარეთ და ახლა ათასობით კილომეტრს იქიდან ტყუილად ბრიხინებ.
-
გორში ასაგები მემორიალის პროექტზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ გორის ცენტრში საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნის მემორიალის პროექტზე კონკურსი გამოაცხადა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, ეს მემორიალი ეძღვნება არა მხოლოდ საქართველოში დაღუპულ ადამიანებს, არამედ სხვა ერის ადამიანებსაც, ვინც საბჭოთა დიქტატურას და რუსეთის პოლიტიკას ემსხვერპლა. მისივე თქმით, მემორიალის ჩანაფიქრი და შინაარსი აძლევთ იმის უფლებას, რომ მონუმენტის პროექტზე კონკურსი მსოფლიო მასშტაბით გამოაცხადონ და კონკურსში მონაწილეობის უფლება უცხოელ მოქანდაკეებსაც მისცენ. “ეს მონუმენტი ეძღვნება სტალინიზმის ყველა მსხვერპლს. როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირის დროს დაღუპულებს, ისე აგვიოსტოში დაღუპულ მამაც მეომრებს, ვინც იცავდა ჩვენს უმწეო მოსახლეობას, სამოქალაქო პირებს, ვინც მომხდურის ბოროტ პოლიტიკას და ბოროტ განზრახვას შეეწირა. ეს მსხვერპლი გულისხმობს არა მხოლოდ საქართველოში დაღუპულ უდანაშაულო ადამიანებს, არამედ საქართველოს გარეთ დაღუპულ სტალინიზმის ყველა მსხვერპლს. ხალხმა, რომელმაც საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის სიცოცხლე გაწირა უნგრეთში პოლონეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს ეძღვნება მილიონობით გოლოდომორის მსხვერპლს, რომელიც ჩვენი მოძმე უკრაინელების ერმა გაიღო. ბუნებრივია, როცა ასეთ მნიშვნელობას ვანიჭებთ მემორიალს, მასზე მუშაობას ვთავაზობთ მოქანდაკეებს მთელი მსოფლიოდან”,_განაცხადა ბრიფინგზე ნიკოლოზ რურუამ. კონკურსისი პირობების გაცნობას დაინტერესებულ პირებს სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ http://www.memorial.mcs.gov.ge შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს ღამით, სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან სახლ–მუზეუმის ტერიტორიაზე გადაიტანეს.
-
მე მაგალითად თანახმა ვიქნებოდი დასაწყისისთვის სარკოზის გეგმის სრულად შესრულებაზე.
-
lasha1997 თანხმობას თუ მიცემს, რამის სანაცვლოდ უნდა იყოს.
-
liverpoolfc(ფანკლუბი) ფიფამ ბოდიში მოიხადა
Saturn replied to planetanews's თემა in rss სიახლეები(სპორტი)
ადამიანი ყოველთვის დაუშვებს შეცდომას და მსაჯის გაგდება ამას ვერ უშველის. ამიტომ არის საჭირო ვიდეო რეფერი და აღარ იქნება მსგავსი პრობლემები. -
გიორგი68 რა ვიცი აზერბაიჯანელებს მშვენივრად მოყავთ ყველანაირი ბოსტნეული, ზუსტად ისე როგორც მოყავდათ. ჩამოაქვთ აქ და დახლთან მდგომ ქართველებზე ყიდიან ბითუმად, ყუთებით. ესენი კი ფასს უმატებენ და ისე ყიდიან უკვე კილოგრამობით. ეგ თურქული ბოსტნეული რომ დაბეგრონ, წარმომიდგენია რა ამბავი ატყდება. "არიქა შიმშილით მოკვლას გვიპირებენო" მარტო ნიუსტუდიო გახსნის მინიმუმ სამ თემას სხვადასხვა რაკურსით ამ საკითხზე. ისე ერთი რაღაც მაინც გაუგებარია. ადგილობრივ ბოსტნეულზეც ხომ არ იხდიან საბაჟო გადასახადს და როგორ გამოდის რომ თურქეთიდან შემოტანილი უფრო იაფი ჯდება ვიდრე ადგილობრივი :ravic: მაგას ვამბობ ზუსტად. ვისაც ფული აქვს, ამ ფულს ყიდვა-გაყიდვაში დებს და არა წარმოებაში. ყველაზე სწრაფ და დიდ მოგებას ეტყობა ეგ იძლევა.
-
გიორგი68 აი მაგათ გარემონტებულში უნდა გაცხოვროს კაცმა და სერიოზულად კი რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან უტრირებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ისიც ფაქტია რომ აქ ადამიანების დიდი უმრავლესობა ამჯობინებს ყიდვა-გაყიდვაში დასაქმდეს და არა წარმოებაში ან სოფლის მეურნეობაში. მუშაობაში ფიზიკურ მუშაობას ვგულისხმობ თორე ოფისში, კომპიუტერთან ჯდომაზე არავინ არ იტყვის უარს.
-
lasha1997 რაცხა ნამეტანი ნელია. წავიწიეთ ცოტათი მაინც წინ? :018:
-
თუ ეს: "წინაპირობების გარეშე"-ს ნიშნავს და რაც მთავარია შესრულდება, მაშინ იმდენი ილაპარაკონ სანამ არ მობეზრდებათ. გაწყვეტილია და არ გვეუბნებიან ჯერ :იზოლაციისსმაილი: newstudio შენ კიდე რა იცი ეს შეგნებულად დეზინფორმაციების შემოპარება. იმ ნორმალიზაციაზე რომ გაწყვიტე ფრაზა, მაგის მეტი არაფერი არ ეწერა ხო? მოკლედ მიმიქარავს მაესტროს ჟურნალისტები რა :TAT:
-
ბარელის ფასი 2011 წელს ას დოლარს მიაღწევს.
Saturn replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ალოგიკურია. დოლარის გამყარების შემთხვევაში პირიქით, უნდა დაიკლოს ფასმა.