Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. გიორგი68 თავს თუ დაგვესხმება ვინმე მოგვიწევს შერკინება, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ ომის თავიდან აცილებას. ჯერ ერთი პალესტინის უკან მუსულმანური სამყარო დგას და მეორეც, ისრაელი პასუხობს ხოლმე ამ დივერსიებს და ვის უფრო ძვირი უჯდება ეს დივერსიები კიდევ საკითხავია. არც ქართველების უმრავლესობას არ სურს მე მგონი მეორე პალესტინაში ცხოვრება :ravic:
  2. გიორგი68 სადღეგრძელო აი ეს პოსტია ზუსტად. ჯერ სად აქვს საქართველოს მაგის რესურსები, რომ რუსეთს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დივერსიები მოუწყოს და მერე რას მოიტანს ეს? აზრი ხომ უნდა ჰქონდეს? დივერსიების შედეგად რუსეთი არ დატოვებს მაგ ტერიტორიებს და მშვენიერ კოზირს კი ჩაიგდებს ხელში ახალი აგრესიის განსახორციელებლად. მოკლედ ჩემი რჩევა იქნება შეეშვით ყველანი (ფორუმზეც, პოზიციაშიც, ოპოზიციაშიც) იარაღის ტრიალზე ფიქრს. არაეფექტურია საქართველოს შესაძლებლობების ქვეყნისთვის რუსეთის შესაძლებლობების მქონე ქვეყანასთან იარაღის იმედზე რაიმე პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრი.
  3. რაციონალური ახსნა არ აქვს ამ ფაქტს. ლოგიკურად უნდა აწყობდეს.
  4. რისთვის კაცო? ცუდი არაფერი არ მითქვამს, შევაქე იუზერი :ravic: უფრო მაგარია თუ ?
  5. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ ადმინისტრაცია რაღაც პერიოდის შემდეგ (საკმაო დაგვიანებით) მიდის იმ აზრამდე, რასაც მე ვთავაზობ ხოლმე დროს ვუსწრებ, დროს!
  6. სამაგიეროდ ის სრულიად ბუნებრივია, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობა აქცევს ქართველს ადამიანად :018: P.S. რაღაც უცნაური აზროვნების სტილი ჩამოუყალიბდა ადამიანების ერთ ნაწილს. ეს ხალხი ნებისმიერ საკითხს განიხილავს არა დამოუკიდებლად ანუ ისეთი სახით, როგორითაც ეს საკითხი არსებობს, არამედ ხელისუფლებასთან კავშირში. ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, მასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამონახვის გარეშე ამ ხალხს აზროვნება და ფაქტების აღქმა-გაანალიზება არ შეუძლია. ახალი ტიპის ქართველის ჩამოყალიბების მომსწრე ვართ :ravic:
  7. Siknadmo მნიშვნელოვანი არის თავად ფაქტი და არა ის თუ ვისგან გაიგე ეს ინფორმაცია.
  8. ეგ ვინც აიღო იმას არ გამოუკვლევია და მე რა ვიცი
  9. ოF ქოოორს. რა ჯოპია კაი ჯიპებს. იფ იფ
  10. asesino_141 ამხანაგური სასამართლო როგორც იტყვის ისე იქნება გიორგი68 ნწუ.
  11. Lo Janko მართალია აბა მწვავე დაპირისპირება? არ არსებობს არანაირი მწვავე დაპირისპირება. გავლენის სფეროების გაზრდის მოპოვება რომ გეთქვა კიდე ჰო :boli:
  12. lasha1997 რაღა რას ვფიქრობ ისე შევშფოთდი რომ თითქმის აღვშფოთდი და ამ დილით ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის თანახმადაც მე და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ძალები ხელს არ შეგიშლით ზემოთხსენებული ამხანაგების ამხანაგურ სასამართლოზე გაყვანაში :boli:
  13. Lo Janko ვერცერთ საზოგადოებას ვერ მოთხოვ, რომ მხოლოდ ნორმალური და ჭკვიანი ადამიანებისგან შედგებოდეს. ბრიყვები ყველგანაა, ნებისმიერ სოციუმში. ამიტომ დამიჯერეთ ხოლმე
  14. ეგ უცნობია. აი ჭკუა აქვს თუ არა ადამიანს, ამის დადგენა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.
  15. დღეს, 31 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადების მიღება იწურება, რომლის მიხედვითაც სამინისტრო პროექტი - "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება" ავტორსა და იმავდროულად ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯომარეს გამოავლენს. როგორც ვერა ქობალიამ განმარტა კონკურში გამარჯვებული 5 აგვისტოსთვის გამოცხადდება და გამარჯვებული ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეც გახდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსი 21 ივლისს გამოაცხადა რომლის მიზანიც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია; ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესის ხელის შეწყობა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებისათვის ხელის შეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას. კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ან ჩამოთვლილ პოზიციებზე არა ნაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გამარჯვებული პროექტი შერჩეული იქნება ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საკითხის აქტუალობის შესაბამისად. საუკეთესო პროექტის ავტორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის შემდგომი ეტაპების განვითარების ხელშესაწყობად.
×
×
  • შექმენი...