არა ამერიკული, არამედ ამერიკული ბაზრისთვის გამოშვებული. ასეთი მოდელები ჰყავს ბევრ იაპონელ მწარმოებელს. მაგალითად ჰონდას, სუბარუს, მიცუბიშის და ა.შ. ბენზინის ხარისხის მიმართ წაყენებული მოთხოვნების მხრივ ამერიკის ბაზრისთვის გამოშვებული მანქანა ჯობია რადგან არ სჭირდება მაღალი ოქტანობის მქონე ბენზინი. რაც შეეხება მანქანას, შერჩევაა საჭირო. ბაზარზე არის ისეთი რომელიც არ ვარგა და არის კარგ კონდიციაში მყოფი მანქანებიც. თუ უნდა გამოიწერო, კოპარტზე და სხვა დაზიანებული მანქანების აუქციონებზე ყიდვას მოერიდე და ყურადღება მიაქციე გარბენს და ძრავის გარეგნულ მდგომარეობას, რომელიც ფოტოზეც ჩანს. არ უნდა ჰქონდეს ჟანგები და ჩამჯდარი ჭუჭყი. ეს იმის ნიშანია რომ პატრონი მანქანას არ უვლიდა.