თამამი კი არა უაზრო განცხადებაა, რომელიც არანაირად არ მყარდება ფაქტებით. ეს კონფლიქტი რუსეთმა გამოიწვია მაშინ, როცა არანაირ ნატოზე არ იყო საუბარი. შემდეგში დარწმუნებული ვარ რომ შევარდნაძემაც სცადა სიტუაციის დარეგულირება და მაშინაც არ იყო ნატო ჰორიზონტზე. ნატოს საკითხის გააქტიურება საქართველოში გამოიწვია იმან, რომ ცხადი შეიქნა რუსეთი არ აპირებდა არანაირ დათმობაზე წასვლას ამ რეგიონებთან დაკავშირებით. ფაქტიურად რუსეთის ბრიყვული პოლიტიკის შედეგია საქართველოს სურვილი გახდეს ნატოს წევრი.