ლევან გაჩეჩილაძე შარლ დე გოლის აეროპორტში დააჯარიმეს აპრილი 12, 2011 ლევან გაჩეჩილაძე მორიგ სკანდალში გაეხვა. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, 8 აპრილს თბილისი-პარიზის თვითმფრინავში გაჩეჩილაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბორტგამცილებელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. როგორც ავიაკომპანია „აირზენას“ ბორტგამცილებელმა ჟურნალისტს განუცხადა, გაჩეჩილაძე, რომელიც ბიზნეს-კლასით მგზავრობდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გამომწვევად იქცეოდა. არასათანადო საქციელის გამო მან შენიშვნა ეკიპაჟის მეთაურისგან რამდენჯერმე მიიღო, თუმცა არ გაითვალისწინა. წესების თანახმად, ეკიპაჟის მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოქმი შეადგინა და რეისის შესრულების შემდეგ პარიზის ჟანდარმერიას გადასცა. ფრანგმა პოლიციელებმა ლევან გაჩეჩილაძე შარლ-დე-გოლის აეროპორტში დააკავეს და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ლევან გაჩეჩილაძე თანაპარტიელებთან ერთად თბილისში დღეს დაბრუნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას კომენტარი არ გაუკეთებია. http://www.onlinenews.ge/index.php?id=8643&lang=geo