-
პოსტები
10.988 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი kisa
-
რა ქვია ადამიანს რომელსაც სხვისი უბედურება უხარია? რა ქვია საზოგადოებას, რომელიც საკუთარ წარუმატებლობას სხვას აბრალებს? რა ქვია საზოგადოებას რომელიც ხელს არ ანძრევს და სხვისგან ელოდება სიკეთეს, თან ამ დროს ყველას დასცინის და აკნინებს? რა ქვია საზოგადოებას , რომელიც ელოდება მესიას, თავად კი არაფერს არ აკეთებს? Lo Janko დიახ, ბატონო, ამას სწორედაც ინფანტილიზმი ქვია - პარაზიტების ხროვაა ეს და არა ერი! თან ყველაფერი გვინდა , თან ხელის განძრევა არ გვინდა - სხვისგან ველით, ვინ მოვა და რას გაგვიკეთებს, თან კუდი გვაქ ყავარზე გადებული და ვიწუნებთ ყველაფერს newstudio ცუდ ხასიათზე დავდექი
-
Siknadmo ბუწიკი რაღად გინდა? ამას "გუდვილი" არ ჯობია? საჭმელს მაინც შეჭამ
-
Private Nodari ნაპოლეონ!
-
ყველა სამინისტროებს თითქმის ძალოვნები აკონტროლებენ.
kisa replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Private Nodari დროა სადოქტორო დაიცვა ამ თემაზე ცუუუუუუუდად ვააააარრრრრრ! აპლომბი მომეწონა განსაკუთრებით -
lasha1997 : რა ვქნათ ეხლა? დავაწნევინოთ გოდორი?
-
ყველა სამინისტროებს თითქმის ძალოვნები აკონტროლებენ.
kisa replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Private Nodari აჰა ესეა! უბრალოდ ეს ფორმულა - "ვისაც უნდა სწავლა" მოძველებულია. იმისთვის რომ ადამიანს სწავლა უნდოდეს მას მოტივაცია უნდა ჰქონდეს და ამაზე კი თავიდანვე სწორედაც რომ პედაგოგმა უნდა იზრუნოს. არ დამიწყო ეხლა აქ ჭკვიანური სიტყვების რახარუხი - ჩემი სპეციალობაა ეს საკითხი -
დამნაშავეები უნდა დაისაჯონ - სხვაგვარად არაფერი არ გვეშველება! დიახაც ამოყარონ ყველა ჩანაწერებია თუ მტკიცებულებები - სწორედაც ეს მინდა! სანამ ეს დაუსჯელობის "მანკიერი წრე" არ გაირღვევა არაფერი არ გვეშველება
-
ყველა სამინისტროებს თითქმის ძალოვნები აკონტროლებენ.
kisa replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Private Nodari სამაგიეროდ ეხლა ხომ ააშენეთ ქვეყანა - ვირტუალში ხო, მართლა - არც გეოგრფიას აღარ ასწავლიან სკოლაში, ბოვშებმა რომ ვერ გაიგონ რამხელა იყო საქართველო -
ბაჩო ახალაია შესაძლოა, დიმიტრი შაშკინმა ჩაანაცვლოს
kisa replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
maliari ეჰ, ჩემო maliar ! ასევე უთათუნებდა ოქრუაშვილსაც და კიდე ბევრს, მაგრამ რა? -
ხომ არავინ იცით, როდის იწყება ეს პროექტი - "სახალხო სასამართლო"?
-
ბაჩო ახალაია შესაძლოა, დიმიტრი შაშკინმა ჩაანაცვლოს
kisa replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უცნაური ტენდენციაა - არ მეთანხმებით? ბარემ ჩასვან ციხეში მთელი ჯარი, ამდენი "ტიურემშიკის" დანიშვნნას. ეტყობა ძალიან ეშინიათ არმიის ამ "როჟებს" რომ აგზავნიან იქ ლ ი ც ი არგუმენტი რა გაქ ლ ი ც ი ? ანუ, რატომ ფიქრობ ესე? -
11:57 / 07-12-2009 სკანდალური ჩანაწერები უკვე თბილისშია "როდესაც არ არის შუალობითი დემოკრატია, პარლამენტი, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ, ხალხი თავისი უფლების მოპოვებას იწყებს. ბრალდებები, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებს, გვინდა, ცივილიზებულად, სამართლებრივად დამტკიცდეს ან უარყოფილ იქნეს", - აცხადებს "სახალხო სასამართლოს" ბრალმდებელი გელა ნიკოლაიშვილი. "სახალხო სასამართლომ" უკვე დაიწყო გახმაურებული (თუ ნაკლებად გახმაურებული) საქმეების შესწავლა. ეს ის საქმეებია, რომელთაც სასამართლომ ნაცარი წააყარა ან თაროზე შემოდო. ხელისუფლების მამხილებელი საქმეების "გაცოცხლება", ცხადია, დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომაც "სახალხო სასამართლო" რომ ზემოქმედებისაგან დაეცვათ, პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა "სამართლის საბჭო" შექმნეს. შიო არსენიშვილი, პროექტის "ხალხი ასამართლებს" ავტორი: - "სამართლის საბჭოს" მიზანია დაიცვას "სახალხო სასამართლო" და უზრუნველყოს საზოგადოების ჩართვა პროექტში. "სამართლის საბჭო" გადაწყვეტს, რა საქმეები უნდა განიხილოს "სახალხო სასამართლომ". ჩვენი მთავარი პრინციპი დემოკრატიულობაა. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანსაც გავუგზავნით ბატონი მინდია უგრეხელიძის, ჩემი და გელა ნიკოლაიშვილის ხელმოწერილ წერილს და ვთხოვთ მონაწილეობა მიიღოს "სამართლის საბჭოს" მუშაობაში. როდესაც საქმეები შეირჩევა, მივმართავთ ბატონ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სასამართლოების თავმჯდომარეებს. - ანუ "სახალხო სასამართლოში" მიხეილ სააკაშვილის დაბარებასაც აპირებთ? - თუ გამოიკვეთება დანაშაული, რომელშიც სააკაშვილის ბრალეულობა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, დავიბარებთ. პრეზიდენტთან იურისტებს ბევრი კითხვა აქვთ, მაგალითად, აფრასიძეების საქმეზე. პრეზიდენტმა ტელევიზიით განაცხადა, რომ აფრასიძეების ოჯახზე თავდასხმის გადაწყვეტილება მან მიიღო. ფაქტობრივად, ეს დანაშაულის აღიარებაა. დანაშაულია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სასამართლოს დადგენილების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ მკვლელობა სააკაშვილის პირადი დავალებით მოხდა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ბატონი მინდია ამბობს, იქნებ შეეშალა პრეზიდენტს, ამის თქმა არ უნდოდა და განცხადებაში სხვა რამ იგულისხმაო. ამიტომაც ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილს კითხვა უნდა დავუსვათ. - რამდენადაც ვიცი, მალე "სახალხო სასამართლოს" ხელთ ექნება სკანდალური ჩანაწერები, რომელთაგან ერთ-ერთი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს ეხება. - ჩანაწერები უკვე თბილისშია. თავის დროზე, 10 დეკემბერი პირობითად ითქვა. ეს არ არის ჩანაწერის ერთადერთი ეგზემპლარი. რამდენიმე ვარიანტი ევროპის სხვადასხვა ქალაქში საიმედოდ ინახება, ჭკვიანი ხალხის ხელშია. უკვე ჩატარდა ექსპერტიზა. ისიც დამტკიცებულია, ვისი ხმები ისმის ჩანაწერში. თავად ჯერ არ მომისმენია ჩანაწერი. ეს ინფორმაცია (ჩანაწერი) იმ პირებისაგან გამოვიდა, ვინც ესწრებოდა შეხვედრას ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. შეხვედრაზე უბედური შემთხვევის ინსცენირება დაიგეგმა. თუ ვინმე ეცდება ჩანაწერის ამ ვარიანტის განადგურებას, ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ პრემიერის სიკვდილში დამნაშავე ხელისუფლებაა. ხალხამდე ჩანაწერის სხვა ვარიანტი მაინც მივა. - შესაძლებელია დაინტერესებულმა მხარემ პირდაპირ შეტევას თავი აარიდოს და სხვა ხერხი სცადოს. მაგალითად, "სახალხო სასამართლოს" დისკრედიტაცია. - ასეთი რამ არ არის გამორიცხული, მაგრამ "სახალხო სასამართლოს" უცხოელი დამკვირვებლები მეთვალყურეობენ. ბევრი ორგანიზაცია დაინტერესდა და ელოდება მის დაწყებას. თუ რაიმე ზეწოლა მოხდა ჩვენზე, მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია კი არა, დიქტატურა მძვინვარებს. რამდენადაც ვიცი, სამი კასეტა არსებობს და მხოლოდ ერთი ეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას... თემურ შაშიაშვილის განცხადება, რომ სკანდალურ ჩანაწერში გია ბარამიძის ხმა ისმის, ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ვიცე-პრემიერს, რომელიც აქამდე "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებდა, რომ პრემიერის გარდაცვალება ტელეფონით შეატყობინეს და შემთხვევის ადგილზე შს მინისტრთან ერთად მივიდა. გელა ნიკოლაიშვილი: - საინტერესოა, რას ამბობს ჩანაწერში ბარამიძე. შეიძლება ის იყო დიალოგის მონაწილე, მაგრამ მისი სიტყვები არ ამტკიცებდეს შეთქმულებაში მონაწილეობას. ჩვენს სასამართლოს აქვს საშუალება, ბარამიძისაგან მოითხოვოს ხმის ნიმუშის აღება. თუ მან უარი თქვა, ეს ლოგიკური კითხვის საფუძველს გააჩენს, - რატომ ამბობს ექსპერტიზაზე უარს? თუ ბარამიძე სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ამ ამბავს, შესაძლოა, მოჰყვეს სხვა გაგრძელებაც: ჩანაწერი შესასწავლად პროკურატურას გადაეცეს. ეს არის მამხილებელი დოკუმენტი და როდესაც პროკურატურა მოსთხოვს, ბარამიძე უარს ვეღარ იტყვის ექსპერტიზაზე. თუკი პროკურატურაც შეეცდება ამ საქმის ჩაფარცხვას, საერთაშორისო ექსპერტები შეამოწმებენ ჩანაწერს. წესით, ბარამიძეს ხელს უნდა აძლევდეს სიმართლის გარკვევა. მას შეუძლია თავისი ექსპერტიც ჩართოს საქმეში. - საკმაოდ სკანდალურ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, საფრთხის განცდა არა გაქვთ? - არა მგონია ხელისუფლებაში იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ თავიანთთვისვე საზიანო რამ ჩაიდინონ. ამ საქმეში ჩართულ პირებს თუ რამე დაუშავდათ, ხელისუფლების ბრალი რომც არ იყოს, მაინც მას დაჰბრალდება. დაინტერესებულ პირებს ფაქტის მოცილება უნდა უნდოდეთ, ფაქტის მოცილება კი შეუძლებელია, რადგან ის ჩანაწერები სხვადასხვა ადგილას ინახება. არსებობს თუ არა მასალები პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს ბევრი მასალა იმის თაობაზე, თუ როგორ დაეპატრონნენ მის ქონებას კანონდარღვევით. - ალბათ, როგორც იურისტს ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ ჩანაწერზე, რომელშიც პატარკაციშვილი და კოდუა ფიგურირებენ. - ეს ჩანაწერი ბადრი პატარკაციშვილის გაკეთებულია, რადგან კოდუას მერე ჩანაწერში ისმის პატარკაციშვილის საუბარი სხვასთან. ამიტომაც ეჭვი, რომ ჩანაწერი კოდუასგან გავრცელდა, არასწორია. კოდუა ვერ ჩაიწერდა საუბარს, რომელიც მისი წამოსვლის შემდეგ შედგა. არსებობს ინფორმაცია, რომ ბადრი პატარკაციშვილმა "იმედში" გადაგზავნა ჩანაწერი, რომელიც გზაში დაიკარგა, თუ რა მოხდა, ამის თაობაზე საინტერესოა, რას იტყვიან გიორგი თარგამაძე და "იმედის" სხვა ხელმძღვანელები. თუ საკმარისი მტკიცებულებები მოვაგროვეთ, "სახალხო სასამართლო" ობიექტურ დასკვნას გააკეთებს. იზო რიკაძე ”კვირის პალიტრა” http://www.ambebi.ge/politika/14006-skanda...hbilisshia.html
-
ელიტას რას უწოდებთ საერთოდ? იმ ახალგამომცხვარ მაძანგალებს? ელიტა იმიტომაც არის - ელიტა, რომ მცირერიცხოვანია და სულაც არ "ქმნის ამინდს"
-
Nukriko გურჯული ფსიქოლოგია.. რა შუაშია აქ ფსიქოლოგია? ჩვეულებრივი "სავოკური" მსოფმხედველობის ამბავია და მეტი არაფერი უF, რა! ეს მხოლოდ ქართველებს ადარდებს ამ დედამიწაზე? მომხვეჭველობამ შეჭამა კაცობრიობა - ქართველების რა გაგკვირვებია?
-
choxa :buchti: კაი მაშინ, წავალ კუთხეში
-
სად ვნახო რას აკეთებენ გმირთა მოედანზე? ეს ინფორმაცია დეევს სადმე?
-
SHARI +1 არაფერი კარგი არ მოაქ ტერორიზმს
-
კითხვები საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს
kisa replied to Leo_Nafta's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
naftucha იმ ორის გარდა - არაფრის მთქმელი გვარებია რატომ წუხდები ესე? მოტივი რა არის? -
კითხვები საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს
kisa replied to Leo_Nafta's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვაიგნორებ, ეს ხალხი ჩემთვის არ არსებობს -
lasalexx :2kiss: დათანხმდი რა ძალიან კარგი მოდერი იქნები Pompiero :2kiss: ძალიან მომენატრე