მიუნხენის კონფერენციას მიხეილ სააკაშვილი "გადატვირთული" გრაფიკის გამო არ დაესწრება თბილისი 14:55 - 02.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა44 ზომა: მიუნხენის საერთაშორისო 46-ე კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "გადატვირთული" გრაფიკის გამო არ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. მისივე განცხადებით, ღონისძიებაზე საქართველოს სახელით შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იქნებიან წარმოდგენილნი. "ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციას 2-ჯერ დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციის დირექტორს ჯერ კიდებ იანვრის დასაწყისში საქართველოს მეგობარი ქვეყნების კონფერენციაზე შეხვდა და სწორედ იქ მიიღო მიწვევა მიუნხენის 46-ე კონფერენციას დასწრებოდა, თუმცა ქვეყნის პირველი პირი იქ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ გაემგზავრება",_ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. http://ghn.ge/news-7389.html მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში საერთაშორისო ფორუმს ესწრება თარიღი: 16:23 - 07.01.10 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში გაემგზავრა. კონფერენცია, რომელიც მიუნხენში იმართება საქართველოს თემატიკას ეძღვნება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში გაემგზავრა. კონფერენცია, რომელიც მიუნხენში იმართება საქართველოს თემატიკას ეძღვნება. ფორუმის თემაა "საქართველო ახალ გზაჯვარედინზე", განსახილველი საკითხები კი, ძირითადად, შეეხება ჩვენი ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებს, საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობას, საშინაო რეფორმებს, უსაფრთხოების ახალი ნიმუშის შემუშავების აუცილებლობასა და ნატოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების როლს ამ საქმეში. კონფერენციას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ლიტვისა და ლატვიის, ასევე ნატო-სა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები არიან. საერთაშორისო ფორუმი მუშაობას 10 იანვარს დაასრულებს. http://www.ghn.ge/print-5755.html ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფო რას ნიშნავს? :rolleyes: Saturn ღადაობას გირჩევნია ჩემ წინა პოსტზე გააკეთო კომენტარი - ეგებ ახსნა რას ნიშნავს ეს?