Grig სწორად ფიქრობ, დაბადებიდან ასწავლიან სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს ადამიანს, გარდა ამისა პირადი მაგალითია აუცილებელი თუ მშობელი დაყრის, რაც არ უნდა უძახოს - შენ ესე არ მოიქცე ბავშვი მაინც გააკეტებს ჩემი 4და 6 წლის ძმისშვილები იყვნენ ამ ზაფხულს ჩამოსულები საფრანგეთიდან, ყოველ დღე ზოოპარკში დამყავდა. სადაც ნახეს ნაგავი დაყრილი, კრეფდნენ და სანაგვე ყუთში ყრიდნენ. ერთ დღეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შეგვხდა ბავშვით, ნაყინი უყურეს და იქვე დააგდეს ქაღალდი, გამოენთო უფროსი დაუდგა იმ ქალს წინ და დაუწყო ახსნა - არ შეიძლება დაყრა, ყველაფერი რასაც ხედავ მოკვდება, ცხოველიც და მცენარეც - გაოცებული უყურებდნენ, მერე დაიხარა აიღო ის ქაღალდი და სანაგვე ყუთისკენ გაქანდა . მერე ვკითხე - შენ საიდან იცი, რომ ყველაფერი განადგურდება ნაგვისგამო? სკოლაში ( ესე ეძახიან საბავშვო ბაღს) გვასწავლეს - არ დაყაროთ არაფერი, თორემ რასაც ხედავთ გარშემო ყველაფერი მოკვდებაო. მთელი წელიწადი თურმე ამაზე იყო აქტივობნები - ხატავდენ, მღეროდნენ, თამაშობდნენ, ექსკურსიებზე მიყავდათ და იქ უხსნიდნენ, ბოლოს დიდი ზეიმი მოაწყვეს და ბავშვები იყვენენ მცენარეები და ცხოველები - ნაგავი რომ დაიყარა ყველა დაეცა და "კვდებოდა" ესე დაამახსოვრებინებინეს რა უნდა ეხლა ამის გაკეთებას - არც არაფერი, ოდნავ ტვინი და მონდომება