http://www.osce.org/documents/odihr/2010/05/44179_ka.pdf თუმცა საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მონაცემებით რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა დაძაბულობას და პროცედურულ დარღვევებს, ზოგიერთი მათგანი სერიოზული ხასიათის მქონე დარღვევა იყო, მათ შორის 13 შემთხვევაში სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას. ---------------------------------------------------------------------------- ხმების დათვლის პროცესი უფრო ნეგატიურად შეფასდა, საშუალოდ ხუთიდან ერთ შემთხვევაში ხმების დათვლის პროცესი შეფასდა როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი, მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომები და გამორჩენები იქნა დაფიქსირებული ხმების დათვლის შემთხვევებიდან ერთ მეოთხედზე მეტ შემთხვევაში. საშუალოდ ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები ოქმების შევსების დროს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა რომ ამას კანონი ითხოვს. იმ 43 საოლქო საარჩევნო კომისიიდან, რომელთა მუშაობასაც აკვირდებოდნენ საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, 5-ში წარმოებული ხმების შეჯამების პროცესი ნეგატიურად შეფასდა. პრობლემები განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მოწოდებული ხმების დათვლის შედეგების ოქმებთან დაკავშირებით იქნა დაფიქსირებული. დამკვირვებლებს ზოგჯერ ხელს უშლიდნენ დაკვირვებაში, ხოლო საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი დამკვირვებელი გამოიხმეს რადგან მის განხორციელებული მუქარის გამო. ------------------------------------------------------------------------------ ყველაზე ხშირად დაფიქსირებული პროცედურული დარღვევა ეხებოდა მარკირებას, რაც ერთი და იგივე ადამიანის მიერ ხმის რამოდენიმეჯერ მიცემის აღკვეთისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმ საარჩევნო უბნების 9%-ში, რომლებშიც დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, ყველა ამომრჩევლის მარკირების შემოწმება არ ხდებოდა, ხოლო საარჩევნო უბნების 7%-ში ყველა ამომრჩევლის მარკირება არ ხდებოდა, ხოლო ოთხ საარჩევნო უბანზე იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მარკირება მაინც დართეს ხმის მიცემის უფლება. სხვა დარღვევებს შორის იყო შემთხვევები როდესაც საარჩევნო ყუთები სწორად არ იყო დალუქული (7%), ამომრჩეველთა სიებში ამომრჩევლების ერთი შეხედვით იდენტური ხელმოწერები (6%), ჯგუფურად ხმის მიცემა (7%), მრავალჯერადი ხმის მიცემა (1%), სხვის მაგივრად ხმის მიცემა (1%) და ერთი და იგივე ადამიანის მიერ ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემაში „დახმარების გაწევა“ (2%). 12 საარჩევნო უბანზე არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს იმის ნიშნები, რომ ამ უბნებზე სავარაუდოდ აარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა მოხდა. -------------------------------------------------------------------------- ბევრმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პარტიული აქტივისტები, რომლებიც აფიქსირებდნენ იმას თუ რომელი ამომრჩეველი მოვიდა ხმის მისაცემად ან რომლებიც აცხადებნენ, რომ ისინი ეგზიტპოლებს ატარებდნენ; იმ აქტივისტების უმრავლესობა, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა, ამ საქმიანობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ატარებდა. ---------------------------------------------------------------------- ხმების დათვლის პროცესი უფრო ნეგატიურად შეფასდა, საშუალოდ ხუთიდან ერთ შემთხვევაში ხმების დათვლის პროცესი შეფასდა როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი, ხმების დათვლის პროცესის 25%-ზე მეტი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომებით და დარღვევებით. საკმაოდ ბევრ საუბნო საარჩევნო კომისიებში კანონით მოთხოვნილი ხმების დათვლის ძირითადი პროცედურები არ შესრულდა, მაგალითად ისეთი პროცედურები როგორებიცაა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების ან გამოუყენებელი ბიულეტენების დათვლა და შედეგების ოქმებში შეტანა. ხმის დათვლის დროს ბევრ შემთხვევაში ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ხმამაღლა არ ყოფილა გამოცხადებული, ხოლო უმეტეს შემთხვევაში შევსებულ ბიულეტენებს ყველა დამსწრეს არ აჩვენებდნენ. ბიულეტენების სინამდვილა ყოველთვის გონივრულად და თანმიმდევრულად არ იყო ხოლმე განსაზღვრული. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხშირად აფიქსირებდნენ ხმის დათვლის პროცესში მონაწილე პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ იყვნენ, მათ ასევე დააფიქსირეს ამომრჩეველთა სიებში მონაცემების, შედეგების ან ოქმების ფალსიფიცირების სამი შემთხვევა. საშუალოდ 5 საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები შედეგების ოქმების შევსებასთან დაკავშირებით. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა 7 შემთხვევა დააფიქსირეს, როდესაც შედეგების ოქმები წინასწარ იყო ხელმოწერილი. საუბნო საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა რომ ამას კანონი ითხოვს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების თითქმის 50%-მა ხმის დათვლის ოქმები შევსებისთანავე არ გადააგზავნა ცესკოში. -------------------------------------------------------------------------- იმ 53 საოლქო საარჩევნო კომისიიდან, რომელთა მუშაობასაც აკვირდებოდნენ არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, 5-ში წარმოებული ხმების შეჯამების პროცესი ნეგატიურად შეფასდა. პრობლემებს შორის აღინიშნა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების ოქმების შევსება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ან ამ ოქმებში შესწორებების შეტანა ამ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ფორმალური გადაწყვეტილების გარეშე. ასევე ფიქსირდებოდა ისეთი საარჩევნო მასალების მიღება, რომელთაც ლუქები ახსნილი ჰქონდათ. შედეგების ოქმებში დაფიქსირებული ციფრები ხშირად სწორად არ იყო შეჯამებული. ოფიციალური საჩივარი ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ 10 საოლქო საარჩევნო კომისიაში იქნა შეტანილი. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მათ და ასევე სხვა დამკვირვებლებს უჭირდათ ხმების შეჯამების პროცესის ყველა ასპექტის გაგება. ჩვენ მოგვიხდა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების გამოწვევა ნინოწმინდის 41-ე საოლქო საარჩევნო კომისიიდან მას შემდეგ რაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა მათი თარჯიმნის მიმართ მუქარა განახორციელა. ზოგიერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს განუცხადეს, რომ ისინი ხმების შეჯერებას დაუყოვნებლივ არ დაიწყებდნენ და რომ ისინი ხმების შეჯერებას მხოლოდ 31 მაისს ან 31 მაისის შემდეგ მოახდენდნენ. -------------------------------------------------- ეს ძირითადი დანარჩენი ტვენ ტავად ნახეთ დამიძახეთ მიშისტებს! :beach: