-
პოსტები
10.988 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი kisa
-
გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა
kisa replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
analgin ნათლი მამა ვრო? ნუ თავად უკეთ იცის , ვინცაა ბარამბოს კამფეტებს არ ვიყიდი -
შენ მოიპი დრეეედ! ) სახლი გადავდგი ისე ვხარხარებ, ჩემებს შეეშინდათ
-
გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა
kisa replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კსტატი - "ბარამბო" ვისია? რაღაც ნამეტანი არეკლამებენ ერორები -
ლისაბონის სამიტი-მიშას ბოლო ოფიციალური ვიზიტი თუ...........
kisa replied to Gamdla's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
analgin ანუ, იმდენი არ ქნა 2013 წლამდე რომ ამ ხალხმა ისევ ჯანყი მოაწყოსო მე ესე მესმის -
გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა
kisa replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
:volk: -
გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა
kisa replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T :dontworry: -
გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა
kisa replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela T_A_T მითხარით რა - ვინ არის გენპროკურორი ეხლა ეს წავიუკითხე და დავინტერესდი С нами прилетел прокурор республики. По призванию архитектор. «Кто лучше него проверит: как строят и как деньги тратят», — улыбаясь, объясняет президент. http://www.novgaz.ru/data/2010/129/13.html ბოდვების ტემაში დავდე სტატიიდან ამონარიდები, კაციშვილი არ მპასუხობს http://planeta.ge/index.php?showtopic=46566&st=30 უი, machkatelaსულ დამავიწყდა შენ ეს ენა არ იცი - გადაგითარგმნი კინოფესტივალზე მყოფი რუსები დაპატიჟა მიშამ ინტერვიუზე და ბათუმში წაუყვანია თავისი თვითმფრინავით, გენპროკურორიც ჩვენთან ერთად მოფრინავდაო ამ პროკურორზე უთქვამს პრეზიდენტს "ეს ადამიანი მოწოდებით არის არქიტეQტორიო, მაგაზე კარგად ვინ შეამოწმებს როგორ აშენებენ და როგორ ხარჯავენ სახსრბს"-ო -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
kisa replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არავისტი და არაფრისტი განათლება არაფრის შუაშია საერთოდ ვერ ანსხვავებენ ჯარს და პოლიციას ვისავ ფორმა აცვია ყველა ან ჯარი ან პოლიცია გონით -
გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა
kisa replied to T_A_T's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela მთავარი პროკურორი ეხლა ვინ არის - შენ გეცოდინება გავრი მითხარი რა -
სიყვარულის ქალაქის” სიახლოვეს უბედურება ტრიალებს
kisa replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T ესე გამოდის -
ერორი- სააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტი?
kisa replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn კი იყო საზმაუწყებელზე ნახე 14 საათზე -
ერორი- სააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტი?
kisa replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 შემეშინდა ეს ავატარი რომ დავინახე Saturn გიორგი68 ბარემ აქ ხართ და გილოცავთ - რაგბი მოვუგეთ კანადას 22-15 რეოტონგით ჩვენზე წინ არიან -
PEPE. არა, 27-შია ამერიკსტან ტამაში
-
სიყვარულის ქალაქის” სიახლოვეს უბედურება ტრიალებს http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1992 12:02 20.11.2010 [ლელა ჩქარეული] 1989 წელს დაარსებული სოფელი ერისიმედი მდინარე ალაზნის ნაპირზე, ზედ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. სახელმწიფო საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის დასრულების შემდეგ სოფლის ტერიტორიის ნაწილი შესაძლოა მეზობელ აზერბაიჯანს დარჩეს. მანამდე კი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ, 2007 წლის შემდეგ, სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლებზე გაცემულ პირადობის მოწმობებში, მისამართის გრაფაში დაფიქსირებულია: სიღნაღი, უმისამართო. თურქეთის გარდა, საქართელოს არცერთ მოსაზღვრე ქვეყანასთან არ აქვს დადგენილი სახელმწიფო საზღვარი. დემილიტაცია დემარკაციის კომისიები 1994 წლიდან მუშაობენ. თუმცა არც რუსეთთან, არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან საზღვრები საბოლოოდ ჯერ ვერ დადგინდა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანთან. სადემარკაციო სამუშაოს დასრულების შემდეგ საზღვრისპირა სოფელ ერისიმედის ნახევარი აზერნაიჯანს დარჩება. ამ ინფორმაციამ საქართველო აზერბაიჯანის საზღვრების დამდგენი ორმხრივი კომისიიდან გამოჟონა. წყაროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარეს დარჩება სკოლა, ამბულატორია და 30 საცხოვრებელი სახლი. სოფელი ერისიმედი ოფიციალურად სიღნაღის რაიონს ეკუთვნის. თუმცა სოფელში შესვლამდე ქართველი მისაზღვრეების საგუშაგო უნდა გაიარო. „სოფელი სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს. და ამიტომაც ვაწარმოებთ ამ სოფელში შემსვლელი ადამიანების რეგისტრაციას“, – განუცხადეს „ათბ-ნიუსს“ საქართველოს სასაზღვრო უწყებაში. სასაზღვრო უწყებაში ერისიმედის გაყოფის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. „საზღვრების დადგენა ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ დადგენილ საზღვრებს ვიცავთ“, – განაცხადეს მესაზღვრეებმა. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი დათო თავართქილაძე აცხადებს: სკოლის შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კედლები დახეთქილია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ამიტომაც, მასწავლებელიც და მოსწავლეც ფეხაკრეფით დავდივართ ხოლმე, მაგრამ იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ სარდაფში მაინც ხშირად ვვარდებით. ახალი ინვენტარი კი შემომთავაზეს განათლების სამინისტროდან, მაგრამ ავეჯი სად წამეღო, როცა შენობა არ გვაქვს. ამ მდგომარეობის შესახებ სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმაც იცის და რაიონის გამგებელმაც. დამპირდნენ, რომ გასულ წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლისთვის, ხის ახალ შენობას ააგებდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ ბიუჯეტში ფული აღარ გვაქვს და მომავალ წელს დავგეგმავთო. ელემენტარული პირობებიც არ არის, მაგრამ ბავშვებმა წერა–კითხვა მაინც ხომ უნდა ისწავლონ! ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ. ქარის ან ძლიერი წვიმის დროს სასწავლო პროცესს ვწყვეტთ და შენობას ვცლით, რომ არ დაინგრეს და შიგნით არ მოვყვეთ“. თალიკო მახარაძე, ერისიმედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი: „ლაპარაკს კი გვიკრძალავენ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. არ არის სკოლის შენობა უსაფრთხო და არ ვთქვათ? რით ვერ გამონახეს ჩვენი სოფლისთვის თანხები, რომ პატარა შენობა გვაღირსონ, რამდენიმე საკლასო ოთახით?! ჩვენი მოსწავლეების 90 % ახლომხედველია. არსებული სკოლის შენობაში საკლასო ოთახები იმდენად პატარაა, რომ მერხებსა და დაფას შორის მანძილი ერთი მეტრია. ბავშვების უმრავლესობა სათვალეს ატარებს. საკლასო დავალებას რომ ვაწერინებთ, ბავშვებს თავი ლამის მერხებზე უდევთ და ისე წერენ. მარტო ეს პრობლემა რომ იყოს, გავუძლებდით კიდევ, მაგრამ არც წყალი გვაქვს და არც არაფერი. სამედიცინო ამბულატორია ევროკავშირის გრანტით შეარემონტეს და დაკეტილია, შიგნით არავის უშვებენ. რად გვინდოდა განახლებული ამბულატორია, თუ ექიმი არ გვეყოლებოდა, რაში გადაყარეს ათიათასობით ლარი? ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებისთვის ვახსენდებით. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე გვითხრეს, სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის ჭაბურღილებს გავაკეთებთ, ოღონდ, ხმა ნუგზარ აბულაშვილს მიეცითო. სასმელ წყალს დაგვპირდნენ, ამონიუმის გვარჯილას ხომ არა და… დავთანხმდით. სოფელში ორი ჭაბურღილი გააკეთეს. ბიუჯეტიდან 50 000 ლარზე მეტი გამოყვეს. არჩევნები როგორც კი დამთავრდა, სამ დღეში ორივე ჭაბურღილი ჩაინგრა და ისევ უწყლოდ დავრჩით. სკოლის გვერდზე მდინარე ჩამოდის. სკოლაში წყალი არ გვაქვს და ბავშვებს რომ მოსწყურდებათ, პირდაპირ მდინარის წყალს სვამენ. ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს. ვინც მდინარის წყალს არ სვამს, სახედარით ან ხელით, სოფლიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარე წყაროდან ეზიდება. სიღნაღიდან სასწრაფო დახმარების მანქანა აქამდე რომ მოვიდეს, მინიმუმ 2 საათი სჭირდება. რამდენიმე დღის წინ, ბავშვი კრუნჩხვებში ჩაგვივარდა და ექიმი ტელეფონით გვეუბნებოდა, როგორ მოგვებრუნებინა. ეს კიდევ არაფერი. სოფლიდან სიღნაღში წასვლა თუ მოვახერხეთ, სახლში დაბრუნებაზე პრობლემები გვაქვს. სასაზღვრო პოლიციამ გამშვები პუნქტი სოფლის შემოსასვლელში ჩადგა და თუ პასპორტი დაგვავიწყდა, სოფელში აღარ გვიშვებენ. ამასწინათ, რძალი მესტუმრა ქობულეთიდან. ძმისშვილი ახლდა თან და ბავშვი სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ გაქვს და საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მოგცემთო. რა უნდა იქ საზღვარს?!“ რესან ცეცხლაძე, ერისიმედის მკვიდრი: „სოფელ ერისიმედში 2000 წლიდან ვცხოვრობ. საზღვართან დაკავშირებით ასეთი პრობლემები, რაც ახლა გვაქვს, არასოდეს გვქონია. მესაზღვრეები გვეუბნებიან, იქ თქვენს დასაცავად ვდგავართო. ვისგან გვიცავენ, სიღნაღში და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ხალხისგან? საზღვარი იქ არ გადის და რატომ დგანან? ადგილობრივები თუ წავედით სიღნაღში, იქიდან უკან დაბრუნებისას ამ სოფლის მაცხოვრებლებსაც კი პასპორტებს გვთხოვენ და რეგისტრაციაში გვატარებენ. ცოტა ხნის წინ, ასპინძის რაიონიდან ბიძაშვილი ჩამომივიდა და სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ ჰქონდა თან. სასაზღვრო პოლიციის გამშვებ პუნქტს იქით, მინდორში, აზერბაიჯანელებს ფერმა აქვთ და იქ დავაბინავე“. დათო მახარაძე, ერისიმედის მკვიდრი: „როგორც კი დასახლებული პუნქტი მთავრდება, 100 ჰექტარზე მეტი საძოვარი მიწებია, მაგრამ ვერ გავდივართ და ვერ ვსარგებლობთ. ეს მიწები საქართველოს ეკუთვნის, თუმცა იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და ახლოს ვერ მივდივართ. მაშინვე აკავებენ ადამიანებს – ჩვენს ტერიტორიაზე გადმოხვედითო. ამ მიწებით აქ ჩამოსახლების დროს ჩვენ ვსარგებლობდით და როდის გახდა ამხელა ტერიტორია მაგათი, არ ვიცით. იმ ტერიტორიაზე ჩვენი საქონელი თუ მოხვდა, ძროხებსაც კი აპატიმრებენ და მიჰყავთ. სკოლა თავზე გვენგრევა, საბავშვო ბაღი ჩვენ არ გვაქვს, ექიმი ჩვენ არ გვყვავს, საქონელს ვერ ვინარჩუნეთ, სოფელში უპასპორტოდ არ გვიშვებენ და სტუმარი ვერ მოდის, რა დაგვტოვებს აქ? რამდენიმე ოჯახი წავიდა უკვე და ალბათ, ეს პროცესი მალე მასობრივ ხასიათს მიიღებს“. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ, 2007 წლის შემდეგ, სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლებზე გაცემულ პირადობის მოწმობებში, მისამართის გრაფაში დაფიქსირებულია: “სიღნაღი, უმისამართო”. სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ ერისიმედის მაცხოვრებლებს, სახლები, სადაც ცხოვრობენ, საკუთრებაში არ აქვთ. ცნობისთვის: ერისიმედი - სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა (მდინარის კალაპოტის ცვლილებიდან გამომდინარე, ახლა - მარცხენა) ნაპირზე. აზერბაიჯანის (ბელაქნის რაიონი) საზღვართან, სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით. სოფელი 1989 წელს გაშენდა და ძირითადად აჭარელი მიგრანტებითაა დასახლებული. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 340 კაცი. სოფელი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას. მისგან აღმოსავლეთით მდებარეობს მაჰმადიან ქართველთა (ინგილოთა) სოფელი ითი-თალა. ეს ქვეყანა ვინმეს აინტერესებს? ან საზღვარი შემოავლონ ან ხალხს მიხედონ ან რამე ქნან! როდემდე უნდა იმართებოდეს სახელმწიფო პიარაქციებით? :uh:
-
ერორი- სააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტი?
kisa replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა შურიანები არიან ეს სომხები მეზობლებს გული რომ არ დაწყდეთ - ვაჩუქოთ მიშა! -
შემოვდივარ წინადადებიღ - გავპარსოთ წვერი ანალგინს, პრეკუს ხომ გაეხარდება ( საცოლე მადლობას გვეტყვის) სატურნს კი ვუთხრათ რომ ესე დავსაჯეთ!
-
saturn3 ანალგინის კი არა - შენი ბრალია რას იგინებოდი? პოსტე ეხლა ჭურიდან ..................... თემა გადავიკითხე, ვერაფერი გავიე დედაბერის ამბავს გავს - ეღირსა და არაო
-
მაგული ბაღდასაროვამ თქვა - ჩვენი დათოს ცოლი მოდელი გადაოოოოოოოო! :018:
-
ხვალ 14 საათზე რაგბზე ვინ მოდიხართ ჩემთან ერთად? თუ გაოფებაა ბარემ გკითხავთ
-
ნიანგისცრემლებისმაილიკი
-
Blaugranator რა ხდება საერთოდ?
-
ლევან გაჩეჩილაძეც რევოლუციაზე ალაპარაკდა
kisa replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აღარ მინდა რევოლუცია ევოლუცია მინდაააააააა! -
შეხვდება, არ ინერვიულოთ აუდიენცია თუ არ გამართა აბამამ დერეფანში ან სასადილოში მაინც გამოწერს სადმე აი დარდი, შეხვდება ტუ არ შეხვდება - ტოჟე მნე პრობლემა
-
fashisti მე მომმართე, ახალგაზრდა, ამიტომ გავაპროტესტე ( სრული უფლება მაქ) თუ ვინმესთან გაქ პრეტენზია და ეჭვები გღრღნის, პირადად იმას მიწერე ფაქტი ერთია ბაროუზუს გამოსვლაში მსგავსი არაფერი წერია, ეხლა კარდუს ტელევიზიას თუ ევროკავშირი და ენერგოკავშირი ერთი ჰგონია ეს ჩემი პრობლემა არ არის. საქმე კი იმაში არაა, რა წერია, არამედ იმაშია, რომ - ტყუილზე არიან გამოჭრილები (მერამდენედ უკვე?) სატურნის კი მართლა გამკვირვებია, ყველასგან ლინკს და წყაროს ითხოვს, ყველაფერში ეჭვი შეაქ, მხოლოდ კარდუსტანის სჯერა თვალდახუჭულს - საოცრებაა პირდაპირ
-
Saturn კიდევ კაი ეს იუზერი მოვიდა, თორე ვერარ გამოჩნდებოდი შემდეგ შემოტავაზებამდე