დღევანდელი ქართულ პოლტიკურ და სოციოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი: მიშა - 1. სირცხვილი 2. ერთგვარი დაკნინება და დავრდომა, უძლურება პოლიტიკური ძალების ინსტიტუტების და იდეებისა ქვეყანაში. რა არის მიშა თუ არა ჩრდილი ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე. რა არის მიშა თუ არა იმპოტენცია დღევანდელი პოლიტიკური საზოგადოებისა. რა არის მიშა თუ არა უქონლობა ერთიანი მწყობრი იდეოლოგიისა და პრინციპებისა ქვეყანაში. რა არის მიშა თუ არა სიცრუის აღლუმი ქვეყანაში და ცხენთა საცხოვრებელში გაძევებული უპატრონო, დაუცველი დაბეჩავებული სიმართლე და ნება ხალხისა. რა არის მიშა თუ არა სიმახინჯედ გადაქცეული შიში და ტყუილის ნიღაბი რომელიც ამახინჯებს და ბილწავს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცესა და რეალობას, მენტალობას ერისას. რა არის მიშა თუ არა დაცინვა და დახურდავება საკუთარი ხალხისა. მიშა - ეს არ არის კონკრეტული პიროვნება ეს ჩვენი დღევანდელი რეალობაა რომელიც ზოგიერთს ასე მაგარი ეჩვენება... მიშა ეს ჩვენი დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნიადაგია თავისი პოზიცითა და ოპოზიციით ერთად აღებული, ნიადაგი რომლის ყველაზე "რჩეული და მწიფე" ნაყოფი კონკრეტული პიროვნება მიშაა და ნიადაგი რომელიც ასე საზარლად ყარს...