Jump to content
Planeta.Ge

Fiso

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Fiso

  1. პრეზიდენტის გამოსვლა მქუხარე ტაშით დასრულდა 2009 წლის 21 07, სამშაბათი - 01:52 პარლამენტარებისა და პრეზიდენტის დებატები რამდენიმე წუთის წინ, მქუხარე ტაშით დასრულდა, პრეზიდენტმა პრაქტიკულად არ გაითვალისწინა ოპოზიციის არცერთი შენიშვნა და მოთხოვნა, გამოსვლების სიმწვავის მიხედვით, გააკრიტიკა ქრისტიან-დემოკრატები, ხოლო პაატა დავითაიას და გიორგი თორთლაძის გამოსვლები კონსტრუქციულად და პატრიოტულად შეაფასა, დაკარგულ ტერიტორიებზე საუბრისას, ოპონენეტები “პარკეტის პოლიტიკოსებად” მოიხსენია და დევნილებთან ჩასვა და საუბარი ურჩია, პრეზიდენტის შემაჯამებელ გამოსვლაში, აღარ ყოფილა არცერთი ახალი შეთავაზება, გამოთქმული კრიტიკის გაზიარებისთვის მზადყოფნა, შემაჯამებელი სიტყვის დასასრულს, მან აღნიშნა რომ პუტინი, რომელსაც გიორგი თარგამაძემ იგი არაპირდაპირ შეადარა, 6 საათის განმავლობაში ასე მშვიდად არ მოისმენდა ასეთ გამოსვლებს და დიდი ხნის წინ ფიზიკურად გაუსწორდებოდა ოპონენტებს. მიხეილს სააკაშვილმა 1:39 საათზე კანონმდებლებს ღამე მშვიდობისა უსურვა და საპარლამენტო დებატების 6 საათიანი რაუნდი, დახურულად გამოცხადდა http://www.fact.ge
  2. "ჰქონდა კი ღატაკი ქვეყნის პრეზიდენტს უფლება, რომ 12 მილიონიანი ქონება 1 ლარად გაეყიდა?” 2009 წლის 20 07, ორშაბათი - 22:09 ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტს ისიც შეახსენა, რომ მამალძეები, ჩხარტიშვილები და მთელი ეს რკინის კაცები და ქალები, მისი ყოფილი თანაგუნდელები არიან და მხოლოდ მას შემდეგ მოიცილა, რაც მათთან პოლიტიკური უთანხმოება შეექმნა, - ამიტომ ამ ადამაინებს ნუ გამოიყენებთ ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის – მოუწოდა ჯონდი ბაღათურიამ, და შემდეგ 30 წამში ჩამოთვალა ყველა ძირითადი პრეტენზია: მათ შორის, დამოუკიდებელი სასამართლოს არ არასებობა, სამართლებლივი უთანასწორობა, 900 ათასი ღატაკი და 600 ათასი სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანი, უმუშევრობა რომელის დასაძლევადაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს, დაკარგული ტერიტორები და რუსეთთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა, ბოლოს კონკრეტული კითხვაც დასვა – ჰქონდა კი ღატაკი ქვეყნის პრეზიდენტს უფლება, რომ 12 მილიონიანი ქონება 1 ლარად მიეყიდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის? ჯონდი ბაღათურიამ ინიციატივაც წამოაყენა, რომ შეიქმნას ჯგუფი რომელიც პრეზიდენტის ქმედებების კანონიერებას შეისწავლის და ასევე გაჭირვებულ მოსახლეობას ჩამოაწერონ კომუნალური გადასახადების დავალიანება ანდა გაუყინოს ის ერთი წლის ვადით. http://www.fact.ge/
×
×
  • შექმენი...