Jump to content
Planeta.Ge

interista

პლანეტელი
  • პოსტები

    4
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი interista

  1. babuagiorgi და შენ მკითხე მე ვხედავ თუ არა და მე გიპასუხე, რომ ვერ ვხედავ? მდასს. 7 ნოემბერი იყო უდიდესი შეცდომა და დანაშაული. მთელი უბედურება იმაშია, რომ ადამიანს, რომელსაც თქვენგან განსხვავებულია ზრი აქვს, მიიჩნევთ ყოველგვარი ძალადობისა თუ დანაშაულის ადვოკატად. მე ეს მარაზმი მგონია. მგონია კი არა დარწმუნებული ვარ. dire ყოველგვარი უკანონო ქმედება არის დანაშაული და უნდა დაისაჯოს. თუ ხელისუფლება ამას თავს ვერ ართმევს, უნდა შეიცვალოს, მაგრამ იმისთვის რომ ხელისუფლება შეიცვალოს, უნდა არსებობდეს მასზე უკეთესი ალტერნატივა. ფუნქცია დაკარგული ძველი ბიჭები და სხვა საეჭვო რეპუტაციისა და მიზნების მქონე სუბიექტები ჩემთვის უკეთესი ალტენატივა არ არის. ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ბევრს! და ეს საზიზღრობები, რაც პატივცემულმა ოპოებმა და მისმა მიმდევრებმა აკეთეს ამ ბაქხანალიის პერიოდში ჩემთვის ორმაგად მიუღებელი არის იმიტომ, რომ ეხლა რომ ამას აკეთებენ, მართლა რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, მერე რაღას იზამენ. არ მჯერა იმ ხალხის მიერ აშენებული უკეთესი ქვეყნის, რომელიც 15 წლის ხულიგან ბავშვს ჟურნალისტზე თავდასხმის საქციელს მოუწონებს და გმირად შერაცხავს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. არ მჯერა! გჯერათ? კი ბატონო, ნეტა მე ვცდებოდე და თქვენ იყოთ მართალი.
  2. dire არაფერი არ დამივწიყებია მეგობარო. შენ თუ ჩემი სახით მიშისტს და ნაციონალს ეძებ, მისამართი შეგეშალა. არაპარტიული ვარ და არც ბელადმიანია მჭირს. ხელისუფლებამ რომ უამრავი შეცდომა დაუშვა, ფაქტია, ძალიან ბევრი. მაგრამ ხელისფულება თუ ვთქვათ ცუდია, ეს იმას ნიშნავს რომ ოპოზიციაც ცუდი უნდა იყოს? ორივე თუ ცუდია, ერთი მეორეთი რატომ შევცვალო? ვერ ვხედავ მე უკეთესს სამწუხაროდ და ეს არ მიხარია. ნეტა ვხედავდე. და ამ ხალხს რომ ვუსმენ, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა თუ ხელისფულების შეცვლა სურთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აბსოლუტური უიმედობის გრძნობა მიჩნდება. აი შეხედე, აგერ ბატონმა ჯაბამ 5 წუთიც ვერ გაძლო რომ ვიღაცაზე განსხვავებული აზრის გამო იერიში არ მიეტანა. ძალიან სიმპტომატურია ეს. არ მჯერა მე ამათი აშენებული "უეკთესი საქართველოსი". ვისაც გჯერათ, გატარებთ თხონვა იქნება, თავი შევიკავოთ ოFF ტოპიკისაგან და დავსვათ კითხვები პატივისცემით GODDESS
  3. შენ შემოგევლე, მე არავისთვის არაფერი მიქნია და ერთნაირად საზიზღრობაა ესც და ისიც ჩემთვის. ნებისმიერი ძალადობა საშინელებაა ჩემთვის. ამ თითის გაშვერსა კიდევ მოეშვით რა, თორემ ისევ იგივეს ამტკიცებთ, რომ ვინც თქვენს აზრს არ იზიარებს ყველა მიშისტი და მოღალატეა. ტეხავს, უბრალოდ. ასეთი მიდგომა რომ არის ჩვენს პატივცემულ ოპოლიდერებში, იმიტომაცაა უსაზღვროდ ბევრ წარმატებას რომ მიაღწიეს. შენ ამსე ფიქრობ? კაი, იფიქრე ოჰოო, ეს ოპოპროგრამაა? ვცემოთ ჟურნალისტების 90%. აი ამ ლოზუნგით კი ნამდვილად აგაერთიანებთ მთელს საქართველოს ნუ, რადგან შენ ამსე ამბობ, ამსე იქნება თხონვა იქნება, თავი შევიკავოთ ოFF ტოპიკისაგან და დავსვათ კითხვები პატივისცემით GODDESS
  4. Bauhaus მეც ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ ხალხს მართლა სჯერა, რომ "მთელი საქართველო მათთან არის" არ უნდათ რა, ხედავენ, მაგრამ ხო არ იტყვიან, რა პონტია ესენი ძმაო თავისუფლებისთვის იბრძვიან. აბა, შენ რა გეგონა. აი ის ბიჭი, ხელკეტით რომ ჟურნალისტს მისდევდა მოსაკლავად, თავისუფლებისთვის იბრძოდა, რუსთაველზე და კოსტავაზე რომ საკნებში იჩხერდნენ ისინიც, ჩიტაძეზე რომ ტიპს ალყაში აქცევდნენ, ცემდნენ და საფულეს ართმევდნენ - ისინიც. მაშ. ესენი ყველა თავისუფლებითვის და დემოკრატიისთვის იბრძვიან, და ვინც მათ რ მიჰყვება, ისინი ყველანი მიშისტები და მოღალატეები არიან ვაი ჩვენს პატრონს. დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივას რომ ვუყურებ, აბსოლუტური უიმედობის გრძნობა მეუფლება. ეეეჰ თხონვა იქნება, შეფასებებისაგან თავი შევიკავოთ და დავსვათ კითხვები პატივისცემით GODDESS
×
×
  • შექმენი...