Jump to content
Planeta.Ge

datodo

პლანეტელი
  • პოსტები

    150
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი datodo

  1. დროის უქონლობის გამო თემას სათანადოდ ვერ გაუძეხი, უკაცრავად ყველასთან. თქვენ სხვა მიმართულებით წახვედით, ალბათ ზუსტად ვერ ავხსენი რისი თქმაც მინდოდა. ქორწილის ჩაშლა - ეს ნიმუშისთვის მოტანილი (ჩემის აზრით) ყველაზე მარტივი მაგალითი უნდა ყოფილიყო, აქ კიდე ხალხმა ქორწილის ჩაშლაზე დაიწყო საუბარი. newstudio :tashi: ერთადერთი ადამიანი ვინც შეძლო ცოტა განეზოგადებინა ეს თემა
  2. შენ კი არ უნდა იყო ბედნიერი, შენ გიყვარს ის და თმობ გარკვეული მიზეზების გამო რომ ის იყოს ბედნიერი, ის, ის და არა შენ, მაგალითად ქორწილი აქვს და შეგიძლია ხელი შეუშალო მაგრამ არ აკეთებ ამას, ან რაიმე სხვა მიზეზი
  3. შეუძლია თუ არა ადამინს დათმოს საყვარელი ადამიანი რომელიც უზომოდ უყვარს, იმის გამო რომ ის იყოს ბედნიერი?
  4. Goddess ეგეთი ოჯახი ვისაც აქვს დროა საკუთარ თავს კითხვა დაუსვას, "რისთვის?"
  5. და ძაან მაინტერესებს ეს სისულელეები, რას გულისხმობ ამ სიტყვაში, იქნებ რამდენიმე დაგესახელებინა. ქალი კუნძივიდ რომ გდია ლოგინში ეგაა სისულელე? ყურადღების მოკლებაა? თუ რა, ჩამოგვითვალე რა. ისევ სადილზე არ დაიწყო ოღონდ საუბარი, ეგ უკვე ავხსენით
  6. აქ სადილზე არაა საუბარი machkatela აქ იყო საუბარი ვალდებულების გამო მოთითხნილ სადილზე, ანუ არა საკვებზე, არამედ დამოკიდებულებაზე, ასაა მთავარი, დამოკიდებულება, ყურადღება, ზრუნვა, ფიქრი არა საკუთარ თავზე არამედ საყვარელი ადამიანის სიამუვნებაზე...
  7. ის დროა კიდევ დავდო კადრები :DDD ახალი ფილმია (2009) არავის არ გინახავთ? http://i048.radikal.ru/0910/b3/4bd24d899501.jpg http://i007.radikal.ru/0910/1d/1fb2dc51f632.jpg
  8. Goddess ვფიქრობ დაგეთანხმები შენს მოსაზრებებში, მაგრამ ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია, ბუნებრივი, ბიოლოგიური გადარჩევის პრინციპი გულისხმობს ისეთი პარტნიორის შერჩევას რომელზეც დაყრდნობას შეძლებ, რომელიც უზრუნველყოფს გამრავლებას და მომავალი თაობის მატერიალურად უზრუნველყოფას, ესაა და ეს. თუმცა სწორედ ასეთი პარტნიორის შერჩევის დროსაც კი არაა იმის გარანტია რომ ბედნიერი იქნება ის ოჯახი. შეიზლება კარგადაც მიგამრავლოს, გარჩინოს და ა.შ. მაგრამ გვერდზეც კარგად იაროს და არავითარი პატივისცემა არ ქონდეს შენი. ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხვას და ასეთი მაგალითი უამრავია საქართველოში. ქალის ბრალი არასწორი პარტნიორის შერჩევა არაა, უბრალოდ შენარჩუნებაა ძნელი. სიყვარული და ოჯახი მუდმივი ბრძოლა უნდა იყოს საყვარელი ადამინის შენარჩუნებისთვის, ესაა და ეს. ასე ვფიქრობ, გამუდმებული საყვედურებით, ელემენტარული ყურადღების მოკლებით, ლოგინში კუნძივით გდებით, ხშირად ვალდებულიბის მოხდის მიზნით მოთითხნილი სადილით და ა.შ. ქალი ნელნელა კარგავს მამაკაცს. ერთ დღეს კაცი დასვავს კითხვას, რისთვის, რატო? და იქ დასრულებულია ყველაფერი. ეს კითხვა არ უნდა დაისვას და თუ დაისმევა, კაცს იმდენი არგუმენტი უნდა ქონდეს რომ საკადრისი პასუხი გასცეს საკუთარ თავს, ხშირად ეს არგუმენტები ძალიან მცირეა და უმნიშვნელო :DDD არა, ეს ერთადერთი მოდელი არაა ამ ურთიერთობების, ზოგი უბრალოდ ხალისისთვის ან ღირსების გასამტკიცებლად ღალატობს ქალს, ზოგი აყოლილი ემოციების მსხვერპლი ხდება, ზოგი უბრალოდ ბუნებით არაა ერთგული და სტაბიილური (აი ეს უკანასკნელია სწორედ ბუნებრივი, ბიოლოგიური გადარჩევის პრინციპით არასწორად შერჩეული პარტნიორია), სხვა დანარჩენი ვფიქრობ ქალის საქციელის ბრალია :DDD მაპატიეთ ქალებო, მაგრამ... ეს საკითხი ჩვენ ძაან ვიწრო ჭრილში განვიხილეთ, რატომღაც პირველი აზრი პირდაპირ ღალატზე მიდის, არა და ამის გარდა უამრავი სხვა პრობლემებიცაა. გაუთავებელი ჩხუბები ოჯახებში, ბავშვების აღზრდაში, დიასახლისობაში, ლოგინში (რაც დასანანია და ერთერთი ხშირი მიზეზია სწორედ თქვენთვის საინტერესო ღალატისა) და რა ვიცი, უამრავი სხვა საკითხი. საინტერესო ექსპერიმენტი და დისკუსია გამოვიდოდა ვინმეს რაიმე კონკრეტული ისტორია რომ დაეწერა, სამწუხაროდ მე არ მაქვს ასეთი, სწორად შემარჩიეს ბუნებრივი, ბიოლოგიური გადარჩევის პრინციპით :DDD და მეც კარგი ადამიანი აღმოვჩნდი და ვცხოვრობ ძაან ბედნიერად და უპრობლემოდ :DDD Goddess დიდი მადლობაა, ვაფასებ შენს ყურადღებას და გულახდილობას :DDD იქნებ ვინმემ მაინც გაბედოს და დაწეროს რაიმე კონკრეტული ისტორია და განვიხილოთ კაცებმაც და ქალებმაც, დავწეროთ ჩვენი შეხედულებები და გავარკვიოთ ვისი ბრალია :DDD .
  9. "ერთი ნახვით შეყვარების" ყველაზე საუკეთესო და ყველასთვის ნაცნობი ისტორიაა "რომეო და ჯულიეტა". ეს თითქოს სიყვარულის იდეალია, დაინახა და იმ წამს მიხვდა რომ "ის ის იყო და მე მე ვიყავი"... :DDD ერთი ნახვით შეყვარების ეტალონი, თითქოს... მაგრამ სიყვარული გაცილებით უფრო მეტია ვიდრე რომეოს ახურუშებული ფიზიონომია ჯულიეტას მიმართ. მათი ულამაზესი სიყვარული სულ რაღაც 4 დღე გრძელდებოდა, ესაა და ეს, სავსებით დასაშვები დროა უბრალო ვნებისთვისაც. წარმოიდგინეთ 10 წლის ცოლქმარი რომეო და ჯულიეტა. რომეო ბოზებში დადის და განგრეული მთვრალი ბრუნდება სახლში, ჯულიეტა ბავშვებს ზრდის და არასისტემატიურად მეჯინებესთან ღალატობს საყვარელ რომეოს... მოკლედ უამრავი განვითარება შეიძლება ქონდეს ამ ისტორიას, რომ არა... თუმცა კარგ გაგრძელებასაც არ გამოვრიცხავ, შეიზლება ორივეს ძალიან გაუმართლოს და ბედნიერად და ტკბილად იცხოვრონ მთელი ცხოვრება, მაგრამ ის რაც წიგნშია აღწერილი, ესაა სულ რაღაც 4 დღიანი უდიდესი ვნება და არა სიყვარული. განსხვავება ძალიან მარტივია, სიყვარული მოიცავს ვნებას, ვნება სიყვარულს არა :DDD
  10. მიუხედავად იმისა რომ თითქოს ყველაფერი მამაკაცზეა დამოკიდებული და ის წყვეტს ყველაფერს, მაინც საბოლოოდ ყველაფერი ქალს ბრალდება. მამაცაკი თუ ღალატობს ქალის ბრალია, თუ ოჯახში ჩხუბია ამის მიზეზიც ყოველთვის ქალია, თუ კაცი ქალს სათანადო ყურადღებას არ უთმობს ესეც და ა.შ ეს ყველაფერი და სხვა მრავალიც მართლა ქალის ბრალია თუ უბრალოდ მამაკაცებისთვის ასე უფრო კომფორტულია? როგორ ფიქრობთ? დაწერეთ თქვენი რაიმე ისტორია და გამოვარკვიოთ რეალური დამნაშავე :DDD
  11. Goddess The last temptation of Christ http://i038.radikal.ru/0910/2a/dd99ff17226b.jpg http://i024.radikal.ru/0910/b1/32645e135d62.jpg
  12. Tazo200X არაა ეგ ფილმი სამწუხაროდ
  13. Atonement - მონანიება მგონი ეს უნდა იყოს, ასეა? ტუ მართალი ვარ ვინმემ დადოს ახალი კადრიც
  14. უცენზურო ვიდეოაბის და პორნოების ატვირტვაზე დაბრო :DDD და მთელი საქართველოს ანანისტები პლანეტა.გე-ს ფანები გახდებიან, აი რეიტინგიც :DDD
  15. იმიტომ რომ შეიძლება ისიც უყვარს და შენც :DDD ეგეთებიც ხდება, როცა გრძნობა სხვა ქალის მიმართ შენს მორალურ პრინციპებზე და შენს შეხედულებებზე მაღლა დგება. ნუ სულელებიც არიან რომლებიც ფიქრობენ რომ ღალატი ეს ყოველი კაცის ვალია და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩმორიკები და სირები გამოჩნდებიან. ზოგს უბრალოდ არ ყოფნის იმ ქალის ალერსი და უფრო მეტის მიღება უნდა ცხოვრებისგან, ზოგს ცხვენია თავისი ბინძური სურვილების საყვარელ ქალთან გამომჟღავნება და ეშინია ამის გამო ის არ დაკარგოს, ამიტომ ურჩევნია მასთან პატიოსანი და სუფთა ადამიანის როლი ითამაშოს და სხვა ქალთან დაიხარჯოს. მიზეზი უამრავია. კაცია თუ ქალი მნიშვნელობა არა აქვს, ღალატი დაუშვებელია, უბრალოდ ჩვენს მენტალიტეტში მუსულმანური შეხედულებები ფართოდაა გავრცელებული, კერძოდ ბევრი ცოლის ყოლა და ა.შ ამიტომ კაციც იოლად უყურებს ამ საკითხს და ქალიც უფრო იოლად პატიობს კაცს ამ საქციელს :DDD
  16. ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობს, არის ერთი ნახვით მოწონება და სილამაზით გაგიჟებაც, სიყვარული ურთიერთობის და პიროვნების გარეშე არ არსებობს, ამიტომ უნდა გაიცნო ადამიანი რომ ის შეგიყვარდეს, უნდა დააფასო პიროვნულად და პატივს სცემდე, ამას დრო ჭირდება. რასაც ერთი ნახვით შეყვარებას ეძახიან ეგ უბრალოდ ქმედებათა თანამიმდევრობაში დიდი გამართლებაა, ანუ მოგეწონა სიგიჟემდე, მოიხიბლე მისი სილამაზით და მერე გაიცანი, დააფასე, მისი ხასიათი და ქცევა შენთვის ძალიან ახლობელი და მისაღები არმოჩნდა, უსიტყვოდ უგებთ ერთმანეთს, ეს სიყვარულში გადაიზარდა და ადამიანებს გონიათ რომ პირველივე ნახვით შეუყვარდათ. არის კიდევ ის მომენტიც, რომ ადამინს ერთი შეხედვით გრძნობ რომ ის შენი მომავალია, ფიზიკურადაც მოგწონს ცხადია, როგორც კინოებშია მისი ყოველი მიხვრა-მოხვრა შენელებულად გეჩვნება, იმახსოვრებ მის ყველა მიმიკას, გამოხედვას, საქციელს, მაგრამ სიყვარულამდე ამ გრძნობასაც ბევრი უკლია
  17. ღალატია როცა ადამიანს იმედს და ნდობას უცრუებ და მნიშვნელობა არა აქვს ვინმესთან წვები თუ რას აკეთებ
  18. პროცენტულად ბევრად უფრო მეტი შემთხვევაა როცა ქალი პატიობს კაცს ღალატს. ასე რომ ვფიქრობ ცოტათი განსხვავდება ქალისა და მამაკაცის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ცხადია რომ ქალიც საშინლად განიცდის ამას, მაგრამ ხშირად კაცისგან განსხვავებული ქმედებები აქვს, აი ესაა საინტერესო. იქნებ ამაზე გვესაუბრა, თორე ყველა ადამიანს რომ ტკივა ღალატი ეგ ცხადია და სქესი აქ არაფერ შუაშია. და ისე, უბრალოდ ცნობისთვის, გამახსენდა, ადრე კავკასიის მუსულმანურ ნაწილში მშვენიერი წესჩვეულება იყო :DDD , ასეთ შემთხვევაში ქალს კლავდნენ, მეშოკში დებდნენ და კლდიდან აგდებდნენ, ეს ღირსების საკითხი იყო :DDD
  19. აქ ორმაგ დასმენას აქვს ადგილი, მეზობელმა პატრულში დაასმინა ბიჭები და NuKi -მ მეზობელი ბიჭებთან, დასმენა დასმენაა
  20. ილაპარაკე 2 სიტკვით, ამ თემაში ეს კადრი დავაგდე და გავიფიქრე, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა იცის რა ფილმია და პასუხი დაწეროსთქო :DDD და თუ კიდევ ხალხი შემოგვიერთდება თამაში უფრო საინტერესო გახდება და გაასწორებსთქო... :DDD გამოვიცნოთ კადრებით ფილმი http://img5.imageshack.us/img5/9836/200710193925.jpg
  21. რა კინოა? http://img5.imageshack.us/img5/9836/200710193925.jpg
×
×
  • შექმენი...