-
პოსტები
215 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Precursor'ის მიღწევები
Newbie (1/14)
-
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
Precursor replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
laci მე ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე ყველა პოლიტიკოსმა უნდა გასცეს პასუხი და მხოლოდ ამის მერე უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა მათი მოწვევა... -
Giorgi Kiskeidze ლუბრიკანტი არის პროჭის საცხი, რომელიც, ვაზელინისაგან განსხვავებით, დამზადებულია წყალზე და ამიტომ არ ადნობს პრეზერვატივს... kola კოტე კემულარია დაბრუნდა?
-
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
Precursor replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო გია! ვთქვათ და ერთ მშვენიერ, ან არც ისე მშვენიერ დღესაც აღმოაჩინეთ, რომ თქვენმა საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ ქვეყანას სიკეთის მოტანის მაგივრად ზიანი მიაყენა - ასეთ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი პასუხისმგებლობა? სავარაუდო პასუხები: 1. იხტიბარს არ გავიტეხ და უტიფრად გავაგრძელებ შავზე თეთრის მტკიცებას - აქამდე ყველას გასვლია და მე რითა ვარ ვინმეზე ნაკლები? 2. ვაღიარებ, რომ შევცდი, მაგრამ აქეთ დავამუნათებ ოპონენტებს - თქვენ ხომ ხვდებოდით ჩემს შეცდომებს და რატომ არ შემაჩერეთ-მეთქი? 3. განვეშორები ჩემს სამშობლოს, რამეთუ არ ძალმიძს ყოველდღე ვუყურო ჩემს მიერ ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს... და თანაც, ავის მოსურნეც ვერ მომწვდება... 4. ბერად აღვიკვეცები და დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გავატარებ! 5. თავს მოვიკლავ! 6. რაც მთავარია, მე ხომ ვარ კარგად და ხალხის დედაც არ ვატირე? 7. ყველაფერს სხვებს გადავაბრალებ! ვიტყვი, რომ მატყუებდნენ და მიყენებდნენ! 8. ვიტყვი, რომ შევცდი... და საჯაროდ, მორცხვად დავხრი თვალებს... და მერე კვლად გავაგრძელებ მოღვაწეობას. 9. საჯაროდ მოვინანიებ და პოლიტიკიდან სამუდამოდ წავალ... 10. მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული მთელი ქონებით მცირედ მაინც გამოვისყიდო დანაშაული და მორჩილად წარვსდგე მართლსაჯულების წინაშე! -
ეს თემა ფეიბუქზე დავდე, მაგრამ ვეჭვობ, რომ იქ მავანს ეყოს სითამამე მისი განხილვისათვის... და აქაც გადმოვაკოპირებ: ა ეხლა რაზედ მინდა, რომ გესაუბროთ, დებო და ძმებო! მოკლედა: მტარვალი განვდევნეთ? განვდევნეთ! მარა - ცოტა სხვანაირად ყოფილა საქმე: უკეთუ არჩევნებამდე წარმომადგენელნი ქართულისა ბიზნესისა მპირდებოდნენ ნაცების მოცილების შემთხვევაში სერიოზული კაპიტალდაბანდებების განხორციელებას, დღეს პასიურობენ და თავს იმით იმართლებენ, რომ არაფერი არ შეცვლილა სასიკეთოდ და ნებისმიერი პრეტენზიის გახმოვანება ყოფილი ხელისუფლების მიმართ მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ! და ახლა მე, ვინმე წარმოშობით ხევსური როშკიონი წიკლაური, როგორც წარმომადგენელი თავის დროზე ერთობ წარმატებული სარეკლამო კომპანიისა, ფაიზაღად გეტყვით: ჩემს კომპანიას ნაცებმა კაბალურ პონტში აახიეს ეგრეთწოდებული გარე რეკლამის სრული პაკეტი, რომელიც ამ კომპანიამ წლების განმავლობაში საკუთარი შრომით მოიპოვა არსებული სივრცის კაი 80% და ნაცებმა, იცით როგორც, გაგვაკულაკეს... ჰოდა, გარდა ამისა, კომპანიას შეაწერეს უსამართლო ჯარიმა, რომელიც არ იქნა ბიუჯეტში გადახდილი... და კაიფიც იმაშია, რომ როგორც კი ნაცებმა 1 ოქტომბრის შემდგომ დაზადნეს, ეს წილი გარე რეკლამისა გადაიფორმეს ოცნების წარმომადგენლებმა! ჰოდა, იმას გეუბნებით, რომ უკეთუ ჩემი კომპანიის წარმომადგენლები სასოებით ელოდებოდნენ ნაცთა გადაგდებას და ყოველ ქმედებაში სრულ მხარდაჭერას ახორციელებდნენ, ახლა ამბობენ, რომ ის ნაძიარალები, რომლებიც მილიონობით თანხებს ახევდნენ, ახლა კვლავ ცვეტში არიან! და ამიტომაც, არ სურთ დამატებით კიდევ რამე გარისკონ! ჰოდა, ეს რომ იყოს ერთეული შემთხვევები - ჯანდაბას, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი რომ აქვს და ყოველი ის ადამიანი, რომელიც ცდილობდა ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანას, ახლა რომ გაყურსულია, ერთ რამეს ნიშნავს - რესპებისა და ნაცების კოჰაბიტაცია არათუ დამღუპველია ქვეყნისთვის, არამედ გამხრწნელიცაა! ჰოდა, გეტყვით, ბატონ მეოცნებეებს!: სარეკლამო კომპანია "იმპერიალს" დაუბრუნეთ გარე რეკლამის სრული პაკეტი და ის თანხაც, რაც ნაცბოზანდარებმა ძალით აახიეს, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასა, და მერე არ მივიღებ არანაირ შემაბრალებელ კრუსუნსა - დედას გიტირებთ! და თუ არ იცით ჩემი სიტყვის ფასი, ჩემს მშობლიურ სანზონაში გაიკითხეთ! ვოტ!
-
mama 24 წლის ასაკში თეოლოგიის პროფესორი იყო და იმის მერე კიდევ, ცოტა ეპატაჟსა და სარკაზმს მიჰყო ხელი.... რწმენა რომ ადამიანის თავისუფლების ნაცვლად ხშირად რომ მის დამონებას ემსახურება, ამის აღმოჩენას ნიცშე სულაც არ სჭირდება... "არ ვიცი, მაგრამ მწამს" ჟინიანობას უფრო ჰგავს და ფსიქიატრიასთან უფრო გვაახლოვებს, ვიდრე ღმერთთან, რადგანაც "ვიცი და მწამს" არანაირად არ ეწინააღმდეგება ღმერთს.
-
სამშობიარო და სამზარეულო მანქანა რა შუაშია, ვერ მივხვდი - ქალების წინადაცვეთის მოტივი ის არის, რომ პეტუხ ქმრებს არ უღალატონ... ჰოდა, ნუ იქნებიან პეტუხები და ცოლებიც არ უღალატებენ... მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა... მარა, თუ ქალი ბავშვს არ გამიჩენს და შრომით გასავათებულს არც ჩემს მიერ მოტანილ ლუკმას არ გადამაყლაპებს, მაშინ რად მინდა ცოლი? - ვივლი მეძავებთან და დავიჯერო, ქალებისთვის მეძაობა უკეთესი გამოსავალია?
-
mama საიდან ასეთი დასკვნა? ღმერთი რომ არსებობს და ადამიანს მის მიმართ გული, გონება და ყური დაეხშობა და უღმერთოდ იწყებს ცხოვრებას, ეს ნიშნავს ადამიანში ღმერთის სიკვდილს... ამ ტრაგიზგმის გამოა, ზარატუსტრა პირველი თავის დასასრულს რომ მზეს მიმართავს - რა აზრი ექნებოდა შენს არსებობას, თუკი აღარავინ იქნებოდა, ვინც შენი სხივებით გათბებოდაო? ამ მიმართვაში ზეციერის დამუნათებაა, რომ დროზე მოგვხედე, თორემ ვიღუპებით და ჩვენ თუ დავიღუპებით, მაშინ რაღა აზრი აქვს შენს ღმერთობასო?
-
ნიცშემ კი თქვა, ღმერთი მოკვდაო, მაგრამ იგულისხმა, რომ ადამიანში მოკვდა ღმერთი - მთელი მისი მოძღვრება ამ ტრაგედიის გამოძიებაა და კონტექსტიდან ამოგლეკილი სიტყვების ციტირებით კი შორს ვერ წავალთ...
-
urfinjus რავი, თუკი მიცვალებულებს არჩევნებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, წესით სიტყვიერი გზავნილების მიღებაც უნდა შეეძლოთ... laci რიტუალით - შუბლზე ძარღვის გადაჭრა ადრე დანით ხდებოდა... ახლა ლაზერით წვავენ... ყველაზე უფრო ნიჭიერები თვითშთაგონებით იწყვეტენ!
-
Metalhead გააჩნია, ფულის გამოგონებაში რას ვიგულისხმებთ: მონეტები პირველად ლიდიაში მოიჭრა ჩვენს ერამდე VI საუკუნეში... უფრო ადრე ფულად გამოიყენებოდა სხვადასხვა წონის ოქროს რგოლები - სამაჯურებისა და ბეჭდების სახით... კიდევ უფრო ადრე - კვერცხის ზომის ოქრო ან ვერცხლი, ანუ ტალანტი... და მათი შესაბამისი ხურდაც - ძვირფასი ლითონების ფირფიტები - მათ შორის რკინისაც... ფინიკიელებმა გამოიგონეს ანბანური დამწერლობა და ეთაყვანებოდნენ მატერიალური კეთილდღეობის ღმერთს მამონას.... urfinjus დერბის გადაეცი, დებილი ხარ-თქო!
-
ორიოდ დღის უკან მანჩესტერში (ბლექ საბათის სამშობლოში) ვიდეოკამერაზე გადაიღეს სამკუთხა ფორმის, ასე 45 მეტრამდე ზომის "ამო", რომელიც უძრავად იყო დაკიდული ცაში... qnWzLkwEKVs ნეტა რას უნდა ნიშნავდეს, ჰა? http://www.youtube.c...d&v=qnWzLkwEKVs
-
მაკიაველი :+: :brr:
-
მაკიაველი ჯერ აცალე, კარგად მოქუჩდნენ... აი მერე იგრე უნდა ვაწივლო კე სუყველანი - დედამოუა! მააშ!
-
Shaten ოზია, ხოლო თავად სურათი კლიპიდან არის ამოღებული - ეგ კადრი მხოლოდ 3/25 წამის განმავლობაში მოჩანს, ანუ თვალის დახამხამებასავით კრთება - ამიტომაც ექსკლუზივის პონტია... სხვაგან ვერსად ნახავ, როგორც არ უნდა დაგუგლო... კლიპის მონტაჟი შესრულებულია გადასვლის ყოველგვარი ეფექტების გამოყენების გარეშე და ეტყობა ეგ სამი კადრი ნაშთია უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ქვემოთ მოყოლილი კადრისა, რომელიც მონტაჟის დროს დაბრაკეს... ან გადაავიწყდათ... ოზის მაგარი შეკიდული კლიპმეიკერები ჰყავს და ეგეთები ხდება ხოლმე...
-
Shaten თვისებაა იმდენად, რამდენადაც აუცილებლობაა - შემოქმედების პროცესი განმარტოებას მოითხოვს: მხატვარი - სახელოსნოში პოეტი - მთვარიან ღამეში მეცნიერი - კაბინეტში როკ-ჯგუფი ან თეატრალური დასი - სარეპეტიციოში და აშუშუ... მაგრამ განმარტოება იშვიათად რომ მარტოობის განცდას იწვევდეს - პირიქით, შემოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის წყურვილს გრძნობს და მისკენ მიილტვის, როგორც კი შანსი გაუჩნდება... მარტოობას სხვა რამე იწვევს - თვითრეალიზაციის შეზღუდვა, საკუთარი ადგილის დაუმკვიდრებლობა, ხელმოცარვა... პერიოდულად ნებისმიერი ადამიანი "იჭედება" და ამ დროს თუ არავინ ამოუდგა მხარში, მცირეოდენი გულგრილობაც კი კატასტროფად აღიქმება მის მიერ... მარტოობის საწინააღმდეგო აპრობირებული წამალია "გადატვირთვა", რაც გულისხმობს საკმაოდ მტკივნეულ, კარდინალურ ცვლილებებს და ამ ტკივილის გასანეიტრალებლად ზოგნი მიმართავენ თრობის სხვადასხვა საშუალებებს, თუმცა თრობის ფონზე "გადატვირთვა" იმდენად ჰკარგავს ეფექტურობას, რომ შედეგი შესაძლოა უარესიც დადგეს... ამიტომაც, "გადატვირთვა" მაქსიმალურად ფხიზელ ჭკუაზე უნდა ჩატარდეს...