Jump to content
Planeta.Ge

gurulo9

პლანეტელი
  • პოსტები

    378
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი gurulo9

  1. ორივე ვერა?:buchti: მიყვარს როცა სხვას ვახარებ,მაგრამ ვგიჟდები,როცა მე მანიჭებენ სიხარულს :jump: , პრინციპში სიტუაციას გააჩნია :yes2:
  2. როცა სიყვარული ორმხრივია და თან ძლიერი და თან ურთიერთგაგებაც ახლავს,რატომ უნდა დაიტანჯო ვერ ვხვდები თუ მაზოხისტი არ ხარ და ძალით არ ქმნი სირთულეებს ნუ ეხლა არის პატარ-პატარა ტანჯვები,მაგრამ ეს სათვალავში არაა ჩასაგდები იმ დადებით ენერგიასთან,სიხარულთან და ბედნიერებასთან,რასაც სიყვარული გაძლევს :love2: :buchti: რა ვიცი,მე ვარ თეთრი ყვავი და არასწორად ვფიქრობ?
  3. შეიძლება ყველაფერი გქონდეს,მაგრამ ბოლოდე ბედნიერი არ იყო,მაგრამ შეიძლება მცირედიც გეყოს ბედნიერებისთვის და სრულ ჰარმონიაში იცხოვრო,ადამიანზეა დამოკიდებული,რა შეიძლება გააკეთოს და რაზეა წამსვლელი ბედნიერების მისაღწევად :rolleyes:
  4. როგორ გეკადრებათ ბატონო,მე გამოლენჩებულები ვიგულისხმე
  5. ხოდა აი ზემოთ თუ გადავიდა ქრონიკულში,,მერე ხარ ცოდო,თორემ ისე რა უჭირს
  6. თითით გაკეთებული არც არავინაა,მაგრამ კი დადიან გამოლენჩებულები :iagova: :baby2:
  7. ეხლა შემოვა ნოდარი და დავტუქსავს,ეს თემა შავ თვალებზე იყო და ან მაგაზე დაწერეთ,ან გადით აქედანო მე თვითონ გავალ ხო რა იყო :hello:
  8. ქალიშვილობისგან განკურნებაც შესაძლებელია,ოღონდ ქრონიკული ფორმა ცოტა ძნელად რჩება :
  9. ჩემი მზერა არ დამადებინოთ ეხლა აქ :bob:
  10. არ უნდა ააგო,თორემ ვერ ააგებ რა სისულელეა,მონდომება უნდა ყველაფერს :yes2:
  11. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ გარემოში და როგორი ფსიქოლოგიით აღგზარდეს, როცა დედა მთელი ცხოვრება იმას გიჩიჩინებს,რომ ყველა კაცი ერთნაირია და მაგ საზიზღრებს ქალისგან მარტო "ერთი"რამ უნდათ,რა თქმა უნდა დაკომპლექსებული და კაცთა მოდგმის მოძულე გაიზრდები ,მთელი ცხოვრება ჩაკეტილი რომ იყავი და სიბნელიდან უცებ სინათლეში აღმოჩნდები,ვეღარ გაიგებ სად გადის საზღვარი ბოზობასა და თანამედროვეობას შორის:husein: მთელი ჩვენი უბედურება იმისი შიშია,"რას იტყვის ხალხი" და ვერ შევიგნეთ,რომ ენას ძვალი არ აქვს და თუ ლაპარაკი უნდათ,ისედაც ილაპარაკებენ,ილაპარაკებენ და გაჩერდებიან :rolleyes2: ცოდვით კიდევ ყოველ წუთს ვცოდავთ,სიტყვით,,საქმით თუ საქციელით,უცოდველი ბავშვი იბადება მარტო და ისიც მაშინვე ცოდვილი ხდება
  12. თქვენ იცინეთ,იცინეთ,არადა მართლა არსებობს და ეკლესიაც კი აღიარებს ამას, ანუ ადამიანის ფსიქიკაზე შესაძლებელია ისეთი ზეგავლენის მოხდენა,რომ სამუდამოდ დაუმახინჯდეს ცხოვრება და ზოგჯერ სიკვდილითაც მთავრდება კიდეც ,ჯადოს არსებობას აღიარებენ პარაფსიქოლოგებიც ,მაგრამ ისინი უფრო მეცნიერულად ხსნიან მის ზემოქმედებას
  13. ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად - ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად ყოფენ. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე - ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა), მეორეს - ვეგეტატიური აშლილობანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები, აგრეთვე - მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილები, პროფესიული დისკინეზიები და სხვა. ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ. ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანს ჰგონია, რომ ესა თუ ის სნეულება სჭირს, გამუდმებით შიშობს არარსებული დაავადების გამო და საკუთარი ჯანმრთ-ელობის მდგომა-რეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროზული მდგომარეობის დროს ვლინდება. ნევროზის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმეტესად - სამი სახისა: კარდიალგიური სინდრომი, გულის რიტმის დარღვევის სინდრომი და სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. ნევროზული კარდიალგია (ტკივილის შეგრძნება გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ გაივლის შესაბამისი მედი-კამენტების მიღებისას. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდისა და შესაბამისი დვრილის მიდამოში. ასეთი ტკივილის აღმოცენებისას ადამიანი გულის მძიმე დაავადებას ეჭვობს. გულის რიტმის ნევროზული დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინ-დება. ამ ტიპის დარღვევა მყარიც შეიძლება იყოს და შეტევითი ხასიათისაც. პულსის გახშირება, წესისამებრ, ფსიქომა¬ტრავმირებელ გარემოებებს უკავშირდება. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ამოვარდნები) ნევროზული დარღვევების დროს იშვიათია. ნევროზს უმთავრესად გაძლიერებული გულისცემა ან გულის გაჩერების, ერთგვარი გამოთიშვის შეგრძნება ახასიათებს. სისხლ-ძარღვოვანი დისტონია უმეტესად ნევროზის სხვა სიმპტომებს ერთვის. ის ვლინდება არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით. ამასთანავე, არტერიული წნევის მომატებისას არ აღინიშნება ჰიპერ-ტონიული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნევროზის დროს ხშირია სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სწ¬რაფად იწყებს სუნთქვას. აღმოცენდება სუნთქვითი არიტმია - სუნთქვა ღრმა ან ზედაპირული, ხშირი ან არათანაბარი ხდება. ამავე დროს, იწყება თავბრუხვევა, რაც განსაკუთრებით აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის. ნევროზის დროს ზოგჯერ ნევროზული ლარინგოსპაზმი ან ნევროზული სლოკინი აღმოცენდება. ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ - რამდენიმე წელიწადს. განსხვავებულია მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკაც. ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა: პროგრესირებადი - როდესაც ნევროზული დარღვევები დროის განსაზღვრულ პერიოდში ძლიერდება; რეგრესირებადი - როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება; სტაციონარული - როდესაც ნევროზული გამოვლინებები უცვლელია; ტალღისებრი - როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით; რემისიული - როდესაც აღინიშნება ნევროზულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგების პერიოდები. ყურადსაღებია, რომ ნევროზით დაავადებული ერთდროულად რამდენიმე სინდრომს უჩივის. მაგალითად, იპოქონდრიულ, ასთენიურ სინდრომებს ვეგეტატიური დარღვევებითა და თანდართული ფობიებით.
  14. მეც ეგ პრობლემა მაქვს,ვჭამ და ვერ ვიმატებ,არადა ჯანმრთელი ვარ წონა არც ვიცი,რამდენი ხანია არ ავწონილვარ,ცოტას რომ მაჩვენებს ნერვები მეშლება და საერთოდ აღარ ვცნობ სასწორებს
  15. ვინმემ გასუქების დიეტა არ იცით? :buchti:
  16. მე ვფიქრობ,როცა კაცი გღალატობს,იქ შენც ხარ დამნაშავე,რომ მას სხვასთან წასვლის სურვილი გაუჩნდა :yes2: , მაგრამ ღალატსაც გააჩნია,არის მომენტი,როცა უბრალოდ უნდა გაუშვა შენი ცხოვრებიდან,რადგან დაჭერას აზრი არ აქვს,მაგრამ ხანდახან ღირს პატიება
  17. გეთანხმები,მაგრამ ზოგჯერ ჯობია განიცადო ეს საშინელება და დროზე დაამთავრო ურთიერთობა,ვიდრე შეცოდების ან რამე სხვის გამო შენც დაიტანჯო და სხვაც დატანჯო :sorry:
  18. მე არ მივუტოვებივარ,მაგრამ მოქცეულა ისე,რომ დაშორების ინიციატივა ჩემგან წამოსულა :sorry: , არადა ზოგჯერ ჯობია სხვამ მიგატოვოს :yes2: ,დაშორების გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია,მითუმეტეს თუ კიდევ არის შემორჩენილი გრძნობა :yes2: , შეჩვევა..., არ გინდა გული ატკინო...არ იცი როგორ უთხრა... იყო სიტუაცია,როცა მერჩივნა თვითონ მივეტოვებინე,მაგრამ მე მომიწია
  19. დუმილი ზოგჯერ უარსსაც ნიშნავს,როცა პირდაპირ ვერ ეუბნები :yes2:
  20. ყველაზე რთული მარტივად ცხოვრებაა :papa:
×
×
  • შექმენი...