Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. ვინც იცის 3 საათიანი კურიერის ლინკი დადოს.ვერა ქობალიამ რა ილაპარაკა მიშიკოსთან შეხვედრაზე,ორი ადამიანი ვუსმენდით და ვერცერთმა ვერ გავიგეთ. ზუსტად ამ სტილში
  2. lasha1997 სადღაც წავიკითხე,თბილისში რომ იყოო პუტინის სურათი ეკიდაო.ეტყობა მიშასთან შეხვედრის დროს მოიხსნა.
  3. lasha1997 მე მაგით უნდა დამეწყო დიტო,რომ გეთანხმები და დამავიწყდა.რას იზამ წლები.
  4. მართლაც "მაგრა" მოქმედებს ხელისუფლება.როგორც კი თუნდაც ათასი გარემოვაჭრე თუ დევნილი შეიკრიბა ეგრევე გადაიტანა ყურადღება თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე,თანაც ისე რომ თვითონ ფაქტიურად არ ჩანს.დაერევიან ეხლა ერთმანეთს ლიბერასტები და ციციკორეები,ესენი კი დგანან შორიახლო და ხელებს იფშვნეტენ.
  5. ბატონ ესესდეკას გულითადი მოლოცვა.თუ საიდუმლო არ არის რამდენი წლის გახდით?
  6. lasha1997 სწორია დიტო,ასემც უქნიათ და დონაძეს წაუმძღვარებიათ წინ.
  7. დაგვიანებით მოგილოცავთ.
  8. Saturn მე ბაგებში ვცხოვრობ სატურნ ბატონო და ჩემი(უნივერსიტეტის კორპუსები რომ ქვია,მის ზემოთ წყნეთის ტრასის გასწვრივ ბაგების სტუდქალაქამდე სულ გაჩეხეს ტყე და კორპუსებს აშენებენ.ეს ყველაფერი ნაცების დროს მოხდა. მიშა ოპოზიციაში ყოფნის დროს რომ ნეფარიძეს დასდევდა ქვემო წყნეთში ტყეების გაჩეხვისთვის,მერე ათი იმდენი გააკეთეს.
  9. ლ ი ც ი დასასჯელი იმისთვისა,რომ ცხინვალის ძალისმიერი მოქმედებით დაბრუნებას რა მოყვებოდა,ელემენტარულად უნდა გაეთვალა.მე ვიცოდი ეს და 2008 წლის 1 აგვისტოს დავწერე ფორუმ.გე-ზე. ამ ჩვენი ცოდვით სავსეებს არ უნდა ცოდნოდათ.თორემ თეორიულად ეს სწორი იყო. რამაზს სალამი
  10. akkai ეს გავრცელებული სტერეოტიპია.საია-დან ბევრი რესპუბლიკელი გამოვიდა,მაგრამ ამავე დროს ოპოზიციის სხვა წარმომადგენელები,მასგალითად კობა,ოქრუაშვილი,ბესელია დღესაც გამგეობის წევრია.ხელისუფლებიდან ძმები კუბლაშვილები,საკონსტიტუციოს თავჯდომარე გიორგი პაპუაშვილი,ადეიშვილი,ბურჯანაძეც იყო წევრი,მაგრამ არა აქტიური.ყველას ვერ ვიხსენებ.საია განცხადებებს რესპებს ნამდვილად არ უთანხმებს. ამის კარგი მაგალითი იყო როდესაც საიამ დარღვევის გამო ალასანიას მოხსნა მოითხოვა. მე პირადად მგონია(რადგან ამის სრული მასალა არ არსებობს)რომ იმათ რაღაც მომენტში გზა გადაკეტილი ქონდათ და პოლიციამ ამით ისარგებლა.
  11. საია პარლამენტის წინ მიმდინარე დევნილთა აქციაში პოლიციის ჩარევას გაუმართლებლად მიიჩნევს პარასკევი, 20 აგვისტო 2010 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ, 19 აგვისტოს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი შეკრების მსვლელობაში ჩარევასთან დაკავშირებით და ამ ფაქტს შეკრების თავისუფლების დარღვევად აფასებს. „შეკრებებისა და მანიფესტაციის“ შესახებ საქართველოს კანონი შეკრებასა და მანიფესტაციას განმარტავს, როგორც მოქალაქეთა შეკრებას ან მასობრივ მსვლელობას „სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.“ ბუნებრივია, პროტესტის ნებისმიერი გამოხატულება თავისთავში მოიცავს ხელისუფლებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნას, რომლის თმენის ვალდებულებაც პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან. მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, 2010 წლის 19 აგვისტოს გამართული დევნილთა საპროტესტო აქციის დროს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც ადასტურებს ტელეკომპანიის ,,მაესტრო” და ინტერნეტ-ტელევიზიის itv.ge-ს მიერ გავრცელებული დევნილთა საპროტესტო აქციის კადრები. კერძოდ, itv.ge-ს კადრებიდან ჩანს შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ,,კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც რუპორით მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, არ გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ქმედების ჩადენა დაუშვებელია. ვიდეომასალიდან ასევე ჩანს პოლიციელი, რომელიც ძალით ცდილობს ფეხით მოსიარულეთა სავალ ადგილას მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის ავტამანქანაში ჩასმას. იმავე მასალიდან ასევე დასტურდება, რომ შეკრების მონაწილეები არ აფერხებდნენ ტრანსპორტის მოძრაობას და ისინი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდნენ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა სრულიად გაუგებარი საფუძვლით ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება სცადეს. რუსთაველის გამზირზე გადასვლას და ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების მცდელობას თან მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა შეკრების მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ამის შემდეგ, ფიზიკური დაზიანება მიიღო ლაშა ჩხარტიშვილმა, შეუძლოდ გახდა შეკრების მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სასამართლოს წარუდგინეს შეკრების ორი მონაწილე - მოძრაობა ,,არას” ლიდერი ლევან ჩიტაძე და ,,სახალხო პარტიის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე. სამწუხაროდ, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც წესი, დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას და დადგენილებით სამართალდამრღვევებად ცნო ლევან ჩიტაძე და ალექსანდრე შალამბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა). ლევან ჩიტაძეს და ალექსანდრე შალამბერიძეს 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, შეკრების ორგანიზატორებს ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-5 და მე-8 მუხლების შესაბამისად, საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებ მერიაში შეტანილი ჰქონდათ წინასწარი გაფრთხილება. ამგვარად, შეკრება კანონიერი იყო და არ არსებობდა მასში ჩარევის ან მისი შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, როდესაც პოლიცია შეკრების მონაწილეთა მიმართ ძალადობის აქტებშია ჩართული. 2010 წლის 14 აგვისტოს ბუშის ქუჩაზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეს ირაკლი კაკაბაძეს დაკავების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ირაკლი კაკაბაძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გეგეჭკორი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ტელეკომპანია ,,მაესტროს” მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გიორგი გეგეჭკორი უშუალოდ ხელმძღვანელობდა 2010 წლის 19 აგვისტოს პარლამენტის წინ გამართული დევნილთა აქციის მონაწილეთა დაკავებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების ეფექტური რეალიზება და ადეკვატური შეფასება მისცეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჭირდება სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ დაუსჯელობის სინდრომთან ბრძოლა.
  12. shamili ხო მოსკოვში სირბილი იყო ანტირუსული და გაზეთის დარბევა პროდასავლური ქმედება. თქვენ ბატონო შამილ,დასავლურ ღირებულებებზე სპეციფიკური წარმოდგენა გაქვთ.
  13. babuagiorgi კი, ის სამი კაცი უნდა დაეჭირათ,ალბათ ასეთი ბრძანება ქონდათ.ეტყობა როგორც კი ტროტუარიდან ჩამოვიდნენ,ეგრევე დაეტაკენ.ისე რაც იქ ქალებმა იომეს,საღოლ.პოლიციას ბევრი მოხვდა მაგათგან. უკეთესი სამწუხაროდ არ გვყავს.მე ერორებს საერთოდ არ ვუყურებ,მაგრამ რამდენადაც ვიცი იქ პრაქტიკულად არ გაუშუქებიათ.
  14. babuagiorgi ეგ ნამდვილად. გადაკეტვის მცდელობა იყო,ეს მე მგონი კავკასიაზე მოვისმინე ან მაესტროზე. შარშანდელი აქციების შემდეგ სპეციალურად მიიღეს კანონში შეწორება,რომლის მიხედვით პოლიციას ფაქტიურად ნებისმიერი მიტინგის დარბევის საშუალება მისცეს.ხოლო ვანოს პოლიცია რაცაა ყველამ იცის.ეხლა ეტყობა მიუხედავად ზაფხულისა სოციალური მოთხოვნებით აქციების აგორების შეეშინდათ და პრევენციას აკეთებენ. რამდენიმე დრის წინ ირაკლი კაკაბაძე რომ დაიჭირეს სამი კაცი უსაფრთხოების კუნძული რომ ქვია იმაზე იდგა და ლექსებს კითხულობდა,მაგრამ მაინც დააჯარიმეს.მოკლედ რასაც უნდათ იმას შეგტენიან.
  15. akkai akkai რესპუბლიკელი ნამდვილად არ არის,თუ არ ვცდები კონსერვატორია. babuagiorginewstudio მე რასაც ვუსმინე ჩხარტიშვილმა განაცხადა,რომ ერთი დღის წინ შევიტენეთო განცხადება.მაგრამ ეს არ არის მთავარი.შეკრებების და მანიფესტაციების კანონის 11 პრიმა მუხლში წერია რომ,გზის გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით სხვანაირად ჩატარება შეუძლებელია. აქ ეს ნამდვილად არ იყო და პოლიციას მეტი რა უნდოდა.
  16. shamili ხო,უვაზელინოდაა შემძვრალი ხელისუფლებასთან. გია და მისი პარტია ხელისუფლებაში რომ მოსულიყვნენ,ისეთ რამეებს დაატრიალებდნენ ედიკა და მიშა მონაგონი იქნებოდა.ის მართლაც ძალიან ნიჭიერი იყო,მაგრამ ამავე დროს ძალიან საშიში.
  17. lasha1997 მე როგორც მახსოვს დიტო,თინა ხიდაშელი აქტიურად აპროტესტებდა,პალიკოსთანაც ქონდა რომელიღაც გადაცემაში დებატები.საპარლამენტო ოპოზიციამაც რაღაც წამოიკნავლა,მაგრამ აპროტესტე და იყავი. ირაკლი კაკაბაძეს რაც არ გაუკეთებია იმით გაასამართლეს და ამათ თუ გზა ქონდათ გადაკეტილი,აბა რას უზამდნენ.თანაც არა მგონია ამათ მერიაში შეტყობინება ქონოდათ გაგზავნილი.
  18. სუფთა კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთი რამე მაინტერესებს.მაგათ ქუჩა ქონდათ გადაკეტილი? ანდა ბოლოს მიტინგების კანონში ისეთი შესწორებები შეიტანეს,რომ ნებისმიერ რამეზე მოგედავებიან.
  19. akkai [quote na me=akkai' date='Today, 12:55 PM' timestamp='1282208125' post='314050] თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადააქვთო ზოოპარკი კაი,მაგას გადაიტანს კაცი,თუმცა უმანქანოებისთვის იქ ბავშვების ტარება საკმაოდ ძნელი იქნება,მაგრამ ქალაქის გარეუბანში,(თანაც თბილისის ზღვის მეორე მხარეს) რკინიგზის სადგური ნეტავ რომელ ქვეყანაში ნახეს ამ ინგლისურ-კომპიუტერის მცოდნეებმა.
  20. newstudio კარგი ტემპით გმირთა მოედანს ასრულებენ და არა გზას.ანდა სანამ მაგას ვერ დაასრულებენ ახალი გზის საბურთალოდან მომავალ მონაკვეთს ვერ გასნიან.ეხლა ხარისხი სხვა საქმეა. საერთოდ რაც მე ამ ბოლო დროს გზების მშენებლობებზე გავიგე,ძალიან მძიმე მოსასმენია.
  21. Saturn იმიტომ სატურნ ბატონო,რომ ესენი ბოლშევიკების გამგრძელებლები არიან.თქვენც უნდა გახსოვდეთ იმდროინდელი ლოზუნგები: "პიტილეტკუ ზა ჩეტირე გოდა", "ზდადიმ დასროჩნო კ გოდოვშჩინე ველიკოვო ოკტიაბრია" და ა.შ. ეგრე იყო26 მაისსაც.არ იყო გზა დამთავრებული და არჩევნების წინ მაინც გახსნეს საზეიმოდ.ეხლა ამთავრებენ.მე როგორც ვიცი გომბორის გზის ჩაბარებასაც ასევე "დოსროჩნო" აპირებენ.სამაგიეროდ მაქსიმუმი ორ წელიწადში თავიდან გასაკეთებელი იქნება.
  22. Saturn ზოოპარკი ისედაც გადააქვთ,ხოლო მზიურისგან რა დარჩა შეგიძლიათ ნახოთ. ისე სატურნ ბატონო,26 მაისს საზეიმოდ გახსნილი გზა(მიშიკოს და გიგიკოს ფორმულა 3-ით გასეირნებით),რატომაა თითქმის ერთი თვე დაკეტილი ხომ არ გვეტყოდით.თანაც რომ გაიხსნა ისიც ცალი მხარე მოქმედებდა.
×
×
  • შექმენი...