Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. lasha_alo უფო სწორია მთელი ნაგავი ერთად. სოზარზე მართლა მწყდება გული.
  2. მოკლედ აქ დიდი დისკუსიები აწეულა.მე პირადად ფორუმს რუსოფილებად ვერანაირად ვერ მოვისაზრე და ვერც ვანოს შნირებად. რაც მთავარია ამაზე კამათს მე მგონი აზრი არ აქვს.ვისაც ეს სჯერა,მაინც ვერ გადავარწმუნებთ. მიშასთან ვინც არის შეკრული პარლამენტში ზის,ხოლო რუსეთთან კი მოსკოვში დარბის.
  3. ისე სხვათა შორის,ჩემი პოსტი რა იქნა?
  4. mtidan 300 000 ქართველი რომ ცხოვროდეს სომხეთში,მაშინ შეიძლება ყოფილიყო,თანაც გვარგადაკეთებული. ისე ჯობია თემას არ გადავუხვიოთ,მითუმეტეს ასეთ ტრაგიკულ შემთხვევას ეძღვნება .
  5. დაგვეკარგა ეს კაცი.ყველამ მაინც მივულოცოთ,იქნებ შევიდეს ფორუმზე და წაიკითხოს. თუ არ ვცდები 25 წლის გახდა.გილოცავ შამილ ჩემო,წესიერი და პატრიოტი კაცი ხარ,ოღონ კიკასნაირებს თავი დაანებე. ჩემი როგორც უფროსი მეგობრის რჩევაა. ხო,რაც მთავარია საქართველო მალე გენახოს ოკუპანტების გარეშე.
  6. ვნახე ის ჩანაწრები რაც შ.ს.ს-მ გაავრცელა.რაც სუბარის ძმა ტელეფონით საუბრობდა ეს არაფერს არ ნიშნავს.სხვადასხვა კლიენტებს სხვადასხვა ფასში აძლევენ საქონელს,ეს მიღებული წესია. 1.ხოლო რასაც ის ტიპი ბაზრობს მაგარი სირობაა,რას ქვია 1 და 78 გადაიხადე და ფაქტურაში 1 და 67 ჩაგიწერეს და რაც მთავარია ადგილზევე ნახე და მაინც წამოიღე.გამოდის რომ იდიოტი ხარ.შენ თუ საქვეანგარიშოდ მაგალითად 20 000 ლარი ქონდა წამოღებული და ფაქტურა 18 000 მოგცეს ის 2 000 ხომ შენი გასაწორებელი იქნება.თუ შენი საკუთარი ფულია ზარალში ვარდები და ხმას არ იღებ?მოეთხოვა ფაქტურის შეცვლა და თუ არ გამოუცვლიდნენ მერე გაეხურებინა. 2.დავუშვათ ის ტიპი მართალს ამბობს და სუბარის ძმა აფერისტია.რითი ამტკიცებს ის რომ სინამდვილეში მეტი გადაიხადა როცა ადგილზე არ გაუპროტესტებია.მასე ბევრ რამეს ვიტყვი.
  7. dire ხო,შინაარსით ეგრე იქნება და ისე რაც გინდა ის დავარქვათ,შედეგი ჩვენთვის იგივე იქნება.
  8. Siknadmo არა,გირაოთი არიან გამოშვებულები.უბრალოდ საქმე სასამართლოებს გადაეცათ და არც იციან როდის შედგება,ელოდებიან. ხმას როგორ არ ვიღებდით.მაგრამ "კავკასიის" მეტი არავინ გვაჩვენებს.
  9. Saturn იყო ასეთი რამ.ფრუიძეა მისი გვარი. თუმცა ნაციონალებში ალბათ მათი ელიტა იგულისხმება.ფრუიძე კი შეიძლება საერთოდ არ იყო პარტიის წევრი.
  10. dire დაჯერებით იასნია არავინ არ დაიჯერებს,მაგრამ დასავლეთი იყიდის.
  11. Siknadmo აპრილის აქციების დროს რესპების 11 წევრი დაიჭირეს და უმეტესობა ეხლაც ელოდება სასამართლოს.რამდენ ხანს უნდა ელოდონ უცნობია.
  12. მედია მფლობელების დადგენასთან დაკავშირებით გენიალური ილფი და პეტროვი გამახსენდა.მათი პერსონაჟი ზიცთავჯდომარე ფუნკი თუ არ ვცდები.ის ოსტაპთან რომ მოვიდა და "როგა ი კოპიტას" თავჯდომარეთ ყოფნა რომ შესთავაზა.ხოდა იპოვნიან ასეთ თავჯდომარეებს(მფლობელებს) და ჩვენ და რაც მთავარია დასავლეთს მიყიდიან როგორც დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს და როგორც პაატა ზაქარეიშვილმა დაწერა დღევანდელ "ახალ თაობაში" ისინიც იყიდიან.
  13. dire ალბათ ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი სწორია. მოკლედ ალბათ სულ კიდიათ ეს ხალხი რას იფიქრებს.ორი წლის შემდეგ მოვა მორიგი არჩევნები და ყველაფერი წრეზე დატრიალდება.სამწუხაროდ ჩვენ მოსახლეობას ძალიან მოკლე პოლიტიკური მახსოვრობა აქვს.
  14. dire რომ გააძვირეს,იმით ახსნეს ახალ პარკინგებს ვაკეთებთო.ანდა ეს იმაში გამოიხატება რომ ბოძს დაარჭობენ და ქუჩას დახაზავენ. ამ ჩათლახ სითი-პარკს ჩემი სამსახურის 240 ლარი აქვს ვალი და ერთი წელია არ გვიბრუნებენ.სულ რაღაც სისულელეებს ბოდიალობენ.
  15. dire არ არის ეგრე,თინას მთელი გადაცემა ქონდა აქუსთან მაგ საკითხზე.აგერ მისი განცხადება ამ თემაზე: თინათინ ხიდაშელი „სითი-პარკთან“ დადებული ხელშეკრულების განსაჯაროებას მოითხოვს თარიღი: Oct 01, 2010 - 08:39 AM რესპუბლიკური პარტია„სითი პარკისთვის“ ტარიფის ზრდის ნებართვის გაცემის გამო თბილისის მერიის მისამართით პროტესტს გამოთქვამს და მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი და არალეგიტიმურია. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დედაქალაქის საქმეთა მდივანმა თინათინ ხიდაშელმა გაავრცელა. „თვეების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებები იმის შესახებ, რომ ტარიფი სიმბოლური იქნებოდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად დღეს მისი გაორმაგება ხდება. თავისთავად ამგვარი მოქმედება გვაფიქრებინებს, რომ ასევე, მოულოდნელად, რაიმე ინფორმაციის მიწოდების და დასაბუთების გარეშე შესაძლებელია „სითი-პარკმა“ ტარიფი გაზარდოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით. ერთადერთი დასაბუთება, რომელიც მოვისმინეთ, ის არის, რომ გაძვირება „პარკირების ადგილების მოწესრიგების აუცილებლობით არის გამოწვეული“. თუმცა, ბუნებრივია ასეთი არგუმენტი მიუღებელი და არალოგიკურია“, - ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ თავისთავად „სითი-პარკის“ არსებობა და ექსკლუზიური ურთიერთობები, რომელიც მასსა და ქალაქის მერიას შორის არსებობს, მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ პარკირება მოწესრიგებულიყო ქალაქში, შესაბამისად დაწესდა გადასახადი და მაღალი ჯარიმები. „რესპუბლიკელები მოვითხოვთ „სითი-პარკთან“ დადებული ხელშეკრულების, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და ტარიფების რეგულირების სქემის განსაჯაროებას. ამასთანავე „სითი-პარკმა“ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს ტარიფის ზრდისა და შემდეგი სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი სამუშაოების განრიგი“, - ნათქვამია განცხადებაში. რესპუბლიკური პარტია ასევე ითხოვს, „თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა და „სითი პარკის“ ხელმძღვანელობამ თბილისის საკრებულოს დაუყოვნებლივ წარმოუდგინოს უკვე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და მომავალი გეგმები“.
  16. Siknadmo გამოჩნდება რომ ვიღაც რუსთავი2-ს ყოფილი ოპერატორი თურმე მეპატრონე ყოფილა ან გაამუქებ. მართალია ტონირებულ მინებს კრძალავენ ავტომანქანებზე,მაგრამ ტონირებულ ტელევიზიებზე არაფეია ჯერჯერობით.
  17. Siknadmo მე ამას სიბნელეს ვერ დავარქმევდი.მაგალითად ის იდეები რასაც რესპები ეყრდნობიან არასოდეს არ იქნება საქართველოში არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად საკმარისად მხარდაჭერილი.ჩვენთან კი არა ევროპის წარმატებულ ქვეყნებში უჭირთ ლიბერალური იდეების მქონე პარტიებს.ხანდახან თუ გაუგორდებათ დუშაში და მესამე ადგილს დაიკავებენ ხოლმე. ჩვენთან წარმატებას რომ მიაღწიო ან მიშასავით ძალიან მაგარი დამბოლებელი უნდა იყო,ან ასლანიჩივით შუბლძარღვგაწყვეტილი,ან კი შალიკოსავით სოციალური დემაგოგი.კიდევ ერთი ვარიანტია,გრეჩოსავით მიშა მოვედი უნდა იძახო,თუმცა ამან მე მგონი ამოწურა თავისი შესაძლებლობები. რაც შეეხება დასავლეთის,კერძოდ ამერიკის მორალურ მხარეს,მაგათ პოლიტიკას კარგად ასახავს წინა საუკუნის 30-იანი წლების რომელიღაც სახელმწიფო მდივნის ცნობილი გამოთქმა:"სამოსა სუკინ სინ,ნო ნაშ სუკინ სინ".ევროპელები ცოტა უფრო კარგად იქცევიან.
  18. Siknadmo მეც მასე ვფიქრობ.არ გაწირავენ ჯერჯერობით მაგენი მიშას მარტივი მიზეზით,ვერ ხედავენ მის შემცვლელს. მაისის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რომელიღაც ცნობილმას ამერიკელმა ანალიტიკოსმა დაწერა ალასანიაზე:კი ყოველმხრივ კარგი ტიპიაო,მაგრამ ხმების მიმღები თუაო? ასეა სამწუხაროდ საქართველოში,ვინმე თუ ნორმალურია,ელექტორალურად ვერ ქაჩავს.
  19. ტყუვდებით არ ტყუვდებიან,მაგრამ თავს რომ იტყუებენ ფაქტია.რა რა და ამ ხელისუფლებამ ყოველთვის იცოდა თუ როგორ ელაპარაკა დასავლეთთან.მითუმეტეს ბოლო წლებია მძლავრი პიარ-კომპანიები ყავთ დაქირავებული.
  20. Nukriko არ არის ეს ასე.მშვენივრად დაიკავა გალსტუკიანმა ხვლიკმა ახალი ნიშა,თანაც საკმაოდ ფართე.ეხლა რის ხარჯზე ეს სხვა საკითხია. ძალიან ძნელია დღევანდელ პირობებში ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობა(პარლამენტში მჯდომებს არ ვგულისხმობ).
  21. Nukriko ძალიან ზედაპირული მსჯელობაა ხოდა შეიკრიბეთ ვინც ხართ ამ ფორუმზე თუ გარეთ ასეთი მაგრები და შექმენით ახალი პარტია.ერთი ვნახავ რის გამკეთებლები ხართ.ეს იმას გავს ფეხბურთსი ყველას დიდი სპეციალისტი რომ გონია თავი და ამ დროს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე კი არა,ეზოს გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.
  22. b]Saturn[/b] სატურნ ბატონო,რაღაც იუზერ შამილის კლიშეები გადმოგედოთ.წაიკითხეთ რესპების მონაწილეობით შექმნილი აფხაზეთის კონცეფცია და ასეთ რამეს თუ ნახავთ ხმას არ ამოვიღებ საერთოდ.აფხაზეთის ორ მესამედს რუსებს ვინ ჩუქნიდა,თვითონ განაცხადა საჯაროდ.
  23. ეს დოლარის კურსის შემცირებით არის გამოწვეული მსოფლიო ბაზარზე.სამაგიეროდ ევრომ გაუტია ზევით.
  24. ეს ქალი თუ არ ვცდები რუსუდან ფხაკაძეა.თუ მართლა ასე ფიქრობს,მით უარესი მისთვის.
×
×
  • შექმენი...