Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. ამაზე ცალკე თემის გახსნა არ ღირს და ამიტომ რადგან ამ თემას ეხმაურება აქ იყოს. ვლადიმერ სანაკოევი "ირონის" ფსევდონიმით საქართველოში ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა 14:22 11-01-2011 აქცია "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელი და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში რუსული ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა . ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ ინტერნეტგამოცემა ”კავკასკის უზელის” ვებგვერდზე თავად განათავსა. სტატია სათაურით ”ვლადიმერ სანაკოევის ორმაგი თამაში” ბევრ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს ცხინვალის რეგიონში 2004-2008 წლებში განვითარებულ პროცესებზე. სტატიაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამაშრომლობის შესახებ ინფორმაცია ვლადიკავკაზში იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. მასში დეტალურად არის მონათხრობი იმის თაობაზე, რომ იგი რუსულ სპეცსსამსახურებთან 1989 წლიდან თანამშრომლობს. მისი თანამშრომლობაზე დათანხმება ქალაქ სოჭში მოხდა და მისი ფსევდონიმი - ”ირონი” იყო, რაც ”ოსს” ნიშნავს. სანაკოევის განმარტებით, რუსულმა სპეცსამსახურმა მისგან გააქტიურება საქართველოში "ვარდების რევოლუციისა" და აჭარაში თბილისის იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ მოითხოვა. ვლადიმერ სანაკოევის მტკიცებით, დავალების შესასრულებლად მან ცხინვალში ნათესავებთან სტუმრობას მოუხშირა და ქართულ მხარეში ნდობის მოპოვებისათვის დაწერა სტატია სათაურით _ ”ლიახვს ვერ შემოაბრუნებ და იგი როგორც აქამდე, მტკვარში ჩადინებას გააგრძელებს”. როგორც თავად ამბობს, ეს სტატია ფე-ეს-ბეში მისი კურატორების მეშვეობით გავრცელდა. ამის შემდეგ, მას თბილისში ეპატიჟება მისი ბავშვობის მეგობარი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. მისივე მტკიცებით, სწორედ ამ მეგობრის საშუალებით გაიცნო მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი. სანაკოევის იხსენებს 2004 წლის ბესლანის მოვლენებს და აცხადებს: ”დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა _ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე და სხვა პირები საერთაშორისო ტერორიზმისა და რუსეთისა და მისი ხალხის წინაამდეგ მიმდინარე ომის ხელშემწყობები არიან" და იგი მზადაა, ეს ღიად დაადასტუროს. მისივე მტკიცებით, დიმიტრი სანაკოევის ”სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის” იდეის ავტორი სწორედ იგია, რის შესახებაც მან თავისი მოსაზრებები ამირან მესხელს და შალვა ჟღენტს თბილისში მეორეჯერ ჩამოსვლისას, ანუ, 2005 წლის 17 სექტემბერს გაუზიარა. მისივე თქმით, თავისი სამოქმედო გეგმით იგი თბილისში 2005 წლის 21 ნოემბერს ჩამოვიდა. ამის შემდეგ ვლადიმერ სანაკოევი დაწვრილებით აღწერს, როგორ მიიღო 2005 წლის 24 ნოემბერს სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობა და როგორ ჩაერთო ქართულ პოლიტიკაში იმის მტკიცებით, რომ საქართველო მისი სამშობლოა; როგორ მისცა პირველი ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია ”ალანიას”, რის შემდეგაც მას ამავე ტელეკომპანიაში საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა ”დენ ზა დნიომის” წამყვანობა შესთავაზეს. სანაკოევის მტკიცებით, საქართველოში მისი საქმიანობის მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვა საომარი მოქმედებვების დაწყება, იგი თავის დამსახურებად მიიჩნევს საქმიანობიდან ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოშორებას და ”პროექტ ვანო მერაბიშვილის” ამოქმედებას. მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილი რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, იგი ძალის გამოყენებით შეძლებდა ცხინვალის დამორჩილებას და რუსეთის 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას ვერ მიიღებდა. ვლადიმერ სანაკოევი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის 2 ივნისს ,”მოდულის” შენობაში გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის ნათელი იყო, რომ ომი აგვისტოს პირველ დეკადაში დაიწყებოდა. მისივე მტკიცებით, იმ დროიდან იგი ცდილობდა ”თამაშიდად” გასვლას და კვლავ რუსეთში დაბრუნებას. ”საქართველოს დატოვება დიდი რისკის მიუხედავად 2010 წლის 13 სექტემბერს შევძელი. თუმცა, როგორც ვხედავ აქაც კარგი არაფერია, მაგრამ საბედნიეროდ, ახლა გასაქცევი აღარსად მაქვს”, _ ასე ასრულებს თავის თხრობას ვლადიმერ სანაკოევი, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა. კოკოითი ფანდერასტ
  2. Siknadmo აი მაგაზე რომ შეთანხმდებიამ(რასაც ნამდვილად არ გამოვრიცხავ),მაშინ მიშას საქმე დამთავრებული იქნება.მანამდე ცალ-ცალკე არც ამერიკა და არც რუსეთი მაგის გამკეთებული არ არიან.
  3. asds ნამდვილად არა,მაგრამ ეს მაგათმა მეზობლებმა უნდა იკითხონ.ჩვენ კი ჩვენი მეზობელის. არის ასეთი მექსიკური გამოთქმა: რა შორს არის მექსიკა ღმერთისგან და რა ახლოს ამერიკასთან. ამის პერაფრაზირება ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოდ.
  4. აგერ რუსების სახე,.ნაგვები რომ არიან ეს ერთი,მაგრამ იდიოტებიც არიან.საქმეები გააგზავნეს და შემდგომ ვერ მიხედას. მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა 10:46 11-01-2011 მოსკოვი უკმაყოფილოა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს წინააღმდეგ საქმეების ნაწილი . ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-სთან საუბარში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, სერგეი მარკოვმა განაცხადა. მარკოვს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლებამ მწვავე განცხადება უნდა გააკეთოს. "ეს იურიდიული ტრიუკი და სრულიად პოლიტიზირებული პოზიციაა, რომელსაც აშკარად ანტირუსული მიმართულება აქვს", - განაცხადა მარკოვმა. სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ კი, სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა. "არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ სასამართლომ ამ საკითხში პროქართული პოზიცია დაიკავა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ამავე დროს გაუგებრობას იწვევს, რომ სტრასბურგის სასამართლო მოსარჩელეებისგან კიდევ რაღაც დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს ამ თემაზე", - განაცხადა სლუცკიმ. ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი ინფორმაციის უქონლობის გამო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300 სარჩელიდან 1549 დახუროს. საქმეები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეხება. მოსარჩელეები იყვნენ როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, ისე რუსი სამხედრო მოსამსახურეები.
  5. ვეფხვი უკაცრავად ბატონო ვეფხვო,მაგრამ ეს ჩემი პოსტია?
  6. LANA88 კი ბატონო.პოსტებს გავიმეორებ LANA88 ვინ და რას იტანს? ან რა არქივი არ გადამწვარა,მე ჟვანიას გუნდზე ვსაუბრობდი,რომლებიც მართლაც ყველაფერს იტანენ,ოღონდ კი კეთილდღეობა შენარჩუნონ. ხო ამ კითხვასაც გავიმეორებ. თუ ფულის ამღები ცუდები არიან, მიმცემი ვინაა. ისე, მოდერები ძველით ახალ წლამდე არ გამოჩნდებიან?
  7. LANA88 უკაცრავად ქალბატონო(ამაში ცოტა ეჭვი მეპარება თქვენი ლექსიკიდან გამომდინარე)რა არქივზე მესაუბრებით ჟვანიას ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებით? LANA88 თქვენ თუ ეს დაიჯერეთ(ანდა ძალიან გავს სიმართლეს),ამ დროს ფულის ამღები გასაგებია ვინცაა გასაგებია,მაგრამ მიმცემი ვინ გამოდის?
  8. LANA88 არ არის ეს ასე მარტივად.თუ მარტო თანამდებობების და კეთილდღეობის შენარჩუნება უნდოდათ,სხვანაირად მოიქცეოდნენ, ისევ იქ იჯდებოდნენ და ყველაფერს აიტანდნენ რის მაგალითები უამრავი გვაქვს დღევანდელ ხელისუფლებაში(ყველაზე თვალსაჩინო ზურაბ ჟვანიას უახლოესი გარემოცვა).
  9. LANA88 ამაში ვერ დაგეთანხმებით.მაგენი შეიძლება ძალიან ცუდი,მაგრამ ოპოები ნამდვილად არიან,ნუ დაღლილ ვირზე კიდევ შეიძლება რამის თქმა.ხოლო ძალათ ოპოები ჩემი აზრით პადოშა,მე თვითონ,ე.დ.პ და ასლანიჩა არიან.
  10. T_A_T კატერინა,მე ხმა რომ მივეცი მაშინ მხოლოდ არა იყო(ასე მახსოვს).მეორესი ნამდვილად არ მჯერა და მიუხედავად ამის მაინც არა. LANA88 ეგ ძალით ოპოები ვინ არიან?
  11. კიდევ 30 ლარი გამოაკელი ტრანსპორტი.
  12. asds ეგეთებს მე არ ვიცნობ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან. ასლანა ხომ არ დავაბრუნოთ? ან შემთხვევით თქვენ თავს ხომ არ თავაზობთ?
  13. DonCaredo მე შენ გეტყვი და ვერ გადმოატრიალებენ პლასტინკას ჯერ არ გაუკეთებიათ.
  14. DonCaredo დღეგრძელი იყოს ისლამის მახვილი და ირანის ლომი მაჰმუდ ახმედინეჟადი.
  15. მოკლედ მაგარი დღეები მაქვს,ერთმა დემონსტრაციების დახვრეტა დამაბრალა,მეორემ კი ცერეუს აგენტობა გითხარით წავიდეთ მესტიაში, უფასო სალა და არაყიაო(უკრაინული,რუსული არ გეგონოთ)კაციშვილი არ გამომეხმაურა,მარტო გამიტყდა აბა სხვა რა ვქნა,ასეთ რამეებზე სერიოზული რეაქცია როგორ შეიძლება.
  16. DonCaredo ეგ რა კანიბალური მოტივებია წინადადება მაქვს,მაჰმუდას ავატარი მოხსენით და ბოკასასი დადეთ.
  17. ნუ ჩხუბობთ ხალხო,ამას ჯობია ყველანი მესტიაში წავიდეთ: მესტიაში უკრაინულ ლორსა და არაყს უფასოდ დაარიგებენ 16:35 08-01-2011 მესტიაში დღეს უკრაინული შოუ გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ჯაყელმა განუცხადა , შოუში უკრაინელი მომღერლები, მოცეკვავეები და აკრობატები მიიღებენ მონაწილეობას. "პროგრამაში მონაწილეობენ ფოლკლორული ჯფუფი "სლავია", ასევე ჯაზბენდი, მილა ნიდიჩი, ნაციონალურ ტალანტშოუში გამარჯვებული ტატიანა ბალახინა, აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელი ალა კუშნირი", - განაცხადა ბექა ჯაყელმა. მისივე თქმით, კონცერტის შემდეგ მესტიაში გაიმართება სახალხო სეირნობა. "უფასოდ დარიგდება უკრაინიდან საგანგებოდ ამ საღამოსთვის ჩამოტანილი 150 კილოგრამი ლორი და 200 ლიტრი არაყი", - აღნიშნა ბექა ჯაყელმა. მისივე ინფორმაციით, მესტიაში ასვლის მსურველებისთვის ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან უფასო ავტობუსი იმოძრავებს. "მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს უკრაინულ ბაზარზე მესტიის კურორტის პოპულარიზაციას. ამასთან, დამატებითი შემოსავალია ადგილობრივი მსოახლეობისთვისაც – საოჯახო სასტუმროებში თავისუფლელი ნომერი უკვე არარ არის", - განაცხადა ბექა ჯაყელმა. ავტობუსიც უფასო ყოფილა
  18. ისიც კი არ შეგიძლია კონკრეტულ კითხვებზე უპასუხო.ერთი 91 წელში ჩარჩენილი ავადმყოფი ხარ,ერთი და იგივე პოსტებს მერამდენჯერ წერ?ეგღა მაკლია საქართველოს სიყვარული შენ მასწავლო და რუსეთი სამშობლოდ გამიხადო.რამდენჯერმე გკითხე 26 მაისი პირველად რომელ წელში გაიგე,ალბათ 88-ში და პარტიის მანდატი მაშინ ჩააბარე. მე ჩემი სახელიც გითხარი და გვარი, შენ მაგის თავიც არ გაქვს. მე ზვიადის მომხრეებს,თანაც საკმაოდ გავლენიანებს ბევრს ვიცნობდი და მათთან კარგი ურთიერთობები მქონდა იმ გადატრიალების შემდეგაც.ზვიადთანაც მქონდა აუდენცია მისი თხოვნით რასაც მთელი მაშინდელი უზენაესი საბჭოს მთელი პრეზიდიუმი ესწრებოდა და მან მადლობა გადამიხადა ე.წ. ეროვნული კონგრესის ჩაძირვისთვის.ამიტომ შენისთანებისთვის თავის გაყადრება აშკარად სისულელეა და ამის შემდეგ სრული იგნორირება გექნება ჩემგან.აკოპირე და აკოპირე შენი პოსტები და იყავი.
  19. T_A_T შობას გილოცავ ტატ და თუ შიძლება ამ სუბიეტქს მიხედე.ან დაამტკიცოს რომ რესპუბლიკელები ვინმეს ტყვიებს უშენდნენ ან დავახურავ თავზე და მერე მოდერებმა არაფერი არ თქვან ესეც დიდი ტყუილია,არც ბერძენიშვილები,არც ხაინდრავები და არც ზურა ჟვანია(ესეც ჩემი დასაცავი გახდა) პრაღაში საერთოდ არ ყოფილან და არც არაფერზე ხელი არ მოუწერიათ.ე.დ.პ-სთან თვითონ გაარკვიოს საქმეები.ეს ადრეც დაუწერია ,მაშინაც ვუპასუხე და მაინც იგივეს აგრძელებს. მოკლედ მაგი ან პროვოკატორია ან სულიერად ავადმყოფი.მოდერებმა მიხედეთ.
  20. Saturn იმიტომაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევებში 104 ადგილზე ვართ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიხედვით.იქ კიდევ ბევრი პატარა ქვეყანა არ არის შესული,თორემ გაცილებით უკან ვიქნებოდით. http://gcr.weforum.org/gcr2010/
  21. Saturn ხო ასეა დღეს,აბა რა ჯობია იმას როცა მოსამართლე პროკურორის მითითებების უსიტყვო შემსრულებელია.
  22. babuagiorgi შანსი არაა ბაბუ,მაგენი ფულს ვერ აიღებენ ძალიანაც რომ უნდოდნენ.ეგრევე გატისკავენ.ისინი მხოლოდ სახელისუფლო დაკვეთებით მოქმედებენ.ეს ე.წ. მოსამართლეები პროკურორებს სულ თვალებში შესციცინებენ რამე არ გამოგვეპაროსო.
×
×
  • შექმენი...