Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. mama თქვენ თუ გნებავთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება,სადაც ნაგვის ურნებზე წარწერისთვის იჭერენ,ეს თქვენი არჩევანია.მე ამას მთელი შეგნებული ცხოვრება(სადღაც 47 წელი) ვეწინააღმდეგებოდი და ყოველთვის შევეწინააღმდეგები და ევროპა არაფერ შუაშია.ნებისმიერ მეტნაკლებად ნორმალურ ქვეყანას ეხება.
  2. mama მე ძნელად წარმომიდგენია,რომელიმე არა თუ დემოკრატიულ ქვეყანაში,არამედ დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ასეთი რამისთვის იჭერდნენ. ფიდელ კასტროსთან და კიმ ჩენ ირთან კი ბატონო.ამას ალბათ ასადიც არ იზამს. mama ისე არაა ცუდი იდეა
  3. mama ის რასაც ეს ხელისუფლება თვითონ აკეთებდა(თანაც არა ნაგვის ურნებზე),ეხლა კეთილი ინებოს და სხვებისგანაც მოითმინოს.
  4. წავა ეხლა ივანიშვილი და მერე ამ ხელისუფლებას რას მოიგებს ამით?
  5. mama მე არცერთს არ ვუწუნებ საქციელს და ნაგვის ურნაზე რაღაცის დაწერისთვის დაჭერა, ესაა სწორედ უსამართლობა. ორმაგი სტანდარტები არ ვარგა,ხელისუფლებას ვგულისხმობ.
  6. mama უკაცრავად,მაგრამ ნაგვის ურნა და კორპუსი ერთი და იგივეა? თუ ის შეგახსენოთ ვარდების რევოლუციის დროს ვინც "რაღაცეებს დღაბნიდა,ეხლა რა თანამდებობები უჭირავთ?
  7. Siknadmo მითუმეტეს თუ ცალ ცალკე ჩაატარებენ.მიუხედავად იმისა რომ ორივე ჩემთვის მიღებელია,მინდოდა გაერთიანებულიყვნენ,რადგან ხელისუფლებას რაღაც ძალა დაენახა.
  8. რაღაც დათბობის მსგავსი გამოჩნდა: 19.05.11 15:09 Грузия подарит Израилю свою любовь в Иерусалиме Знаменитые грузинские исполнители совместно со своими израильскими коллегами – выходцами из Грузии – дадут гала-концерт "Из Грузии – с любовью" в иерусалимском "Брехат ха-Султан". Среди участников – Буба Кикабидзе, Лела Туртумия, Нино Катамадзе, Нино Чхеидзе, Мераби Сепашвили, Софо Хальбаши, Нани Брегвадзе, Георгий Усикишвили, Омер Адам и другие. Концерт приурочен в Дню независимости Грузии, он состоится 25 мая (начало в 19 часов) и будет адресован широкой публике (вход – свободный). "Цель фестиваля - укрепление связей между двумя государствами и двумя народами", - сказал проф. Джамал Аджашвили, генеральный директор Всемирного еврейско-грузинского конгресса. Он также напомнил, что еврейская община Грузии имеет 2600-летнюю историю, истоки которой уходят к периоду разрушения Первого храма Проф. Аджашвили считает, что "потенциал культурного, туристического и экономического развития и укрепления связей между двумя странами неисчерпаем". Планируется, что к участникам концерта и зрителям обратится президент Грузии Михаил Саакашвили. В специально видеобращении он поблагодарит своего израильского коллегу Шимона Переса за поддержку развития сотрудничества между двумя государствами и народами. http://cursorinfo.co.il/news/culture/2011/05/19/gruz/
  9. georgekh13 Saturn ძალიან მარტივი ასასხნელია სატურნ ბატონო ეს.გარემოს გაუმჯესობაზე დიალოგს ხელისუფლება გაექცა და არაფერზე პასუხს არ იძლევა,ეს კი ძალიან ძნელი ასასხნელია დასავლელი პარტნიორებისთვის,რომლებიც უკვე ძალიან ღიად მოგვიწოდებენ ამ საკითხის მოგვარებისკენ.შეასაბამისად რადიკალების მიერ ქუჩაში გამოსვლები და არეულობები ხელისუფლებას საშუალებას მისცემს განაცხადოს,რომ მას უნდოდა მოლაპარაკებები და ამ რუსეთუმეებმა და ანტიდასავლელებმა არ აცალეს.მითუმეტეს მათ ასეთი სიტუაციებში მოქმედებების დიდი გამოცდილება და ძალაც აქვთ და სხვადასხვა სცენარებიც მომზადებული ექნება. Saturn ხო კიდევ,რაღაც მასშტაბურ გამოსვლებს და შესაბამის შეტაკებებს არ მოველი.
  10. lasha1997 ალბათ უფრო ისაა,რომ ორივე მხარეს აწყობს ეს.ბურჯიკა იცის,რომ მხოლოდ ამღვრეულ წყალში შეუძლია თევზის დაჭერა,ხოლოხელისუფლებას კი აწყობს დაპირისპირების ქუჩაში გადატანა.
  11. lasha1997 აგერ დიტო ლინკოლნ მიტჩელის მოსაზრება.მე მთლიანად ვეთანხმები. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება „ცეცხლს ეთამაშება". ამერიკელ პროფესორს აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, რითაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილის კიდევ უფრო გაღიზიანებას ხელოვნურად ახდენს. „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება კომპრომისზე უნდა წავიდეს და ოპოზიციასაც მისცეს საშუალება არჩევნებში თავისი სათქმელი თქვას. თუკი საქართველოს მთავრობა ასე არ მოიქცევა და „რვიანთან" დათმობებზე არ წავა, ამით რადიკალური ოპოზიციის პოზიციებს გააძლიერებს. სხვათაშორის, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მთავრობა რადიკალების გაღიზიანებას განგებაც ახდენდეს, რათა შემდეგ დასავლეთს უთხრას, „შეხედეთ როგორი რადიკალურია ჩვენი ოპოზიციაო". შეიძება სწორედ ამას ემსახურება საქართველოს მთავრობის მხრიდან „არდათმობის" სურვილი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცეცხლთან თამაში", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელიმ ტელეკომპანია „მაესტროსთან" საუბარში. მისივე განმარტებით, დასავლეთი და კონკრეტულად შეერთებული შტატები უკვე ახდენს ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რათა ის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით დათმობებზე წავიდეს, თუმცა ამას „საზოგაოდებისგან უხულავად" აკეთებს. „საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები შესაძლოა დაისვას, მაგრამ მხოლოდ კარგად განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოში სიტუაცია სხვაგვარია. აქ მთავრობა ისევ ძალიან ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება, პარლამენტში ჰყავდეს უმრავლესობა და ამაზე დიდ აქცენტს აკეთებს. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასე არ ხდება. დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან ბუნებრივია, რომ ერთ მთავრობას მეორე მთავრობა ცვლილს, მმართველი პარტია უმცირესობით იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და ა.შ. ეს არის დემოკრატიული სულისკვეთება", - აღნიშნა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა. გარდა ამისა, მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ეს პროცესის დასრულებას არ ნიშნავს. „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დიდი და რთული პროცესია, რადგან ქვეყანაში, სადაც მედიაგამჭვირვალობა არ არის საკმარისი, სადაც სასამართლო სისტემა ვერ არის ბოლომდე დამოუკიდებელი, სადაც სახელმწიფოსა და პარტიას შორის არსებობს მჭიდრო კავშირები, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის კიდევ ბევრი სხვა რამ იქნება შესაცვლელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა მნიშვნელოვანი არ არის. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იქნება პირველი და არა ბოლო ნაბიჯი", - აღნიშნა მან. რაც შეეხება ოპოზიციის რევოლუციურად განწყობილ ნაწილს, ამერიკელი პროფესორის აზრით, საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც რევოლუციისთვის ნიადაგი არსებობს. „საქართველოში ხელისუფლება ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია. მას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და არამგონია, რომ ეს იყოს ის ქვეყანა, სადაც რევოლუცია მოხდება", - დასძინა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა. http://ghn.ge/news-42433.html
  12. lasha1997 დიტოს სალამი.მე როგორც ვიც ისინი არა რუსები,არამედ ოსები იყვნენ.თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით გამოვა ხალხის არც თუ მცირე რაოდენობა,თუმცა დიდი რევოლუციური განწყობა ქალაქში არ შეიმჩნევა.
  13. DonCaredo რომ აიღებ, მაშინ არჩევნებზე აუცილებლად უნდა მიხვიდე,რასდგან ნაცმოძრაობის კურატორები ყველაფერ ამას აკონტროლებენ და კაბინაში უნდა შეხვიდე,აი იქ რას იზამ,ეს უკვე სხვა საქმეა. თუმცა შეიძლება არც მიხვიდე,მაგრამ ეგრევე შავ სიაში მოხვდები და ეს რაში გამოყოფს თავს ვერ გეტყვით.
  14. ცალსახად საპარლამენტო..პრეზიდენტი სამი გვყავდა და ვნახეთ რაც გამოვიდა. ის ვერ გავიგე ხმის მიცემა სადაა?
  15. გიორგი68 მერე იტყვით ჭკუას არ გარიგებთო. ის გავიგე რომ ჩემს ადგილზე რომ იყოთ პარტიას დაშლიდით და გავითვალისწინებ ამას,მგრამ პირადად თქვენ როგორ მოიქცეოდით ოპოზიციის ადგილას,ეს მაინც ვერ მოვისმინე.
  16. ცნობილმა ფეიბუქელმა გურამ შამანიდიმ "რეზონანსში" წერილი გამოაქვეყნა.მე პირადად ძალიან მომეწონა. ამ წერილის დანიშნულება სულაც არ გახლავთ იმის კვლევა, თუ რამდენი იდიოტი ცხოვრობს საქართველოში. მოდი, იმის გარკვევა ვცადოთ, ვინ არიან და რატომ მომრავლდნენ ასე იდიოტები. ზოგადად, ცნება "იდიოტს" ქრისტიანობაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500-480 წლებში, ბერძნული დემოკრატიის ჩამოყალიბება-განმტკიცების პროცესში ბერძნები ძალზე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და საკუთარ თავს "პოლიტეს"-ს (πολίτης) უწოდებდნენ, ხოლო მათ, ვინც არ იყო მონა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ გააჩნდა სამოქალაქო პოზიცია, თავს არიდებდა პოლიტიკას, არ დადიოდა კენჭისყრაზე და მხოლოდ საკუთარი ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლებოდა, უწოდებდნენ "იდიოტეს"-ს (ბერძნ. ιδιώτης - კერძო პირი, ცალკე მდგომი, განცალკევებული ადამიანი). თანდათანობით ამ სიტყვამ სხვა, შეურაცხმყოფელი მნიშვნელობები (შეზღუდული, უმეცარი, უვიცი, განუვითარებელი ადამიანი) შეიძინა. უკვე რომაელებთან ლათინურმა "idiota"-მ დღევანდელი მნიშვნელობა (უბირი, გონებაჩლუნგი) მიიღო. ამგვარად, ყოველგვარი ფსიქოპათოლოგიური ელფერის გარეშე "იდიოტი" ბერძნებისთვის არის ის, ვისთვისაც კერძო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთო და საზოგადოებრივი. სავარაუდოდ, სწორედ ეს განაპირობებს ბერძნული საზოგადოების უმწვავეს რეაქციას ამა თუ იმ გამაღიზიანებელზე. შესაძლოა, მავანმა ბერძნების ასეთი მწვავე გამოსვლები მათ გაუნათლებლობას(!) ან დაბალ კულტურას(!!!) მიაწეროს, მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება, დიდად საამაყო იყოს ის ფაქტი, როცა ორასი ათასი პროტესტანტი-დემონსტრანტი "ისე ჩამოიშრიალებს ქალაქის ცენტრში, რომ ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება ხიდან". საქართველოს ცესკოს მონაცემებით 3465736 ამომრჩევლიდან 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1850407 ამომრჩეველმა (53,4%), ხოლო 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლის 48 პროცენტმა მისცა ხმა. ამ ორი მონაცემის საშუალო არითმეტიკულს თუ გამოვიყვანთ, ცხადი გახდება, რომ ქართველი ამომრჩევლის დაახლოებით ნახევარი (1732868 ადამიანი) "იდიოტია". მართალი გითხრათ, არ გამიკვირდება, ვინმე "იდიოტმა" ქართველების შეურაცხყოფა რომ დამწამოს. თუკი ასეთი ადამიანი გამოჩნდება, იქნებ ისიც მითხრას, იდიოტის (ყველა მნიშვნელობით) გარდა, რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, ვინც ამაყად აცხადებს, მეტიც, ტრაბახობს, რომ "არჩევნებში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას", რომ "პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს" და რომ "არც ხელისუფლებისკენ არის და არც ოპოზიციისკენ"? კარგი, ბატონო, დავუშვათ "იეღოველი" ხარ და რწმენა გიკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას, ან "აპოლიტიკური" ადამიანი (seu იდიოტი) ბრძანდები და საზოგადოებისა და ქვეყნის ბედი არ გაინტერესებს. მაშინ რაღაზე რეკავ პოლიტიკურ თოქ-შოუში და ამა თუ იმ თემაზე კომენტარს ფრაზით - "მე არავისკენ არ ვარ" - რატომ იწყებ? ან საერთოდ რატომ უსმენ და უყურებ მსგავს გადაცემებს? თუ არავისკენ არ ხარ და არაფერი გინდა, რაღას ეკვეხები პოლიტიკურ დისპუტში "Facebook"-ში? "დაუფრენდდი" "ყველაზე ლამაზებს", "ყველაზე სვეტებს", "ფეშენ-ვიკებს", "ყველაზე სიმპათიურებს" და წერე მათ კედლებზე "აუუუუუუუუუუ, რა მაგრობაა", "რა ლამაზი ხარრრრრრრრრრ", "მიყვარხააააარრრრრ" და მსგავსი იდიოტობები. ან იჯექი და უყურე სერიალებს და "ცხოვრება მშვენიერია"-ს. გადახედეთ არჩევნების (უქმე) დღეს სამრეწველო ბაზრობებს, ბაზრებს, გარე მოვაჭრეებს, მაღაზიებს, უმუშევარი ხელოსნების თავშეყრის ადგილებს - ყველგან ხალხმრავლობაა, ყველაფერი მუშაობს და არც მყიდველი აკლია იქაურობას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს იმ დღეს ნაშოვნი ფული ამ ხალხს შემდგომი 4-5 წლის მანძილზე საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად ეყოფა კი არა, თავზეც გადაუვა. მათგან არც ერთს არ მოსდის თავში, რომ სწორედ არჩევნების დღეს მისი ხმა განსაზღვრავს, კვლავაც გაყრიან თუ არა გარე მოვაჭრეებს ქუჩებიდან, კვლავაც გაადეპორტებენ თუ არა ლტოლვილებს საბარგო ავტომანქანებით ფოცხო-ეწერში, კვლავაც დააწიოკებენ თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესს, კვლავაც უსაქმოდ იდგებიან ქუჩაში, თუ, ბოლოს და ბოლოს, სამსახური ეღირსება ათიათასობით უმუშევარს. ვისაც ასაკი უწყობს ხელს, თავად გაიხსენებს კომუნისტებისდროინდელ არჩევნებს, ახალგაზრდებს კი მოვუყვები: მაშინ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა ხოლმე და ყველა მას აძლევდა ხმას. სულ რომ ოცი ხმა მოეგროვებინა, მაინც გამარჯვებული იყო. მიუხედავად ამისა, შუა დღის მერე იმ ამომრჩევლებთან, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიცემული ხმა, არჩევნებზე მისაპატიჟებლად სკოლის მოსწავლეებს დაარბენინებდნენ, ხოლო 18 საათიდან განსაკუთრებით ჯიუტებს მასწავლებლები თავად ეახლებოდნენ ხოლმე სახლებში. ასე შეხსენებითა და თხოვნით არჩევნებში ამომრჩევლის 90-95 პროცენტი რეალურად მონაწილეობდა. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენა ხელისუფლებამ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ საკუთარ მომხრეებს ეპატიჟებოდა, ხოლო ლაღი ბავშვები აქტივისტი დეიდებით, თხოვნა კი მუქარით შეცვალა. არავინ იფიქროს, რომ ხელისუფლებას ვუწუნებ საქციელს! პირიქით, მათ შეძლეს საკუთარი მომხრეების სრული მობილიზაცია და ამიტომაც დამსახურებულად გაიმარჯვეს, ოპოზიციის მომხრეების უმეტესობა კი იდიოტი აღმოჩნდა. შესაბამისად, როცა იდიოტები გიჭერენ მხარს, არც შენ ხარ მთლად დალაგებული! (ხელისუფლების ჯინიანობას რა ვუთხარი, თორემ ქვეყანაში სულ ცოტა სამართლიანობა რომ დაუშვას (მაგალითად, ციხიდან გამოუშვას მძიმე ავადმყოფები, 35-ლარიანი ფიცრის და ოცი აგურის მომპარავები, ნარკომანები), ამ უნიათო ოპოზიციის ფონზე კიდევ ას წელიწადს სულ ლიწინ-ლიწინით მოიგებდა არჩევნებს და ლუკაშენკოსავით ყველგან თან რომ დაატარებს უმცროს შვილს, იმ შვილს გადასცემდა ხელისუფლებას სააკაშვილი!) თუ არა იდიოტი, სხვა რა შეიძლება უწოდო ადამიანს, ვინც შვიდ ნოემბერს ორჯერ აცემინებს ხელისუფლებას თავს, შემდეგ ყინვაში იპოდრომზე მივა, "დინამოს" სტადიონიდან სამების ტაძრამდე ფეხით ივლის, ხოლო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში არ წავა, ან წავა და ოცლარ-ფქვილმიღებული ისევ ხუთიანს შემოხაზავს? იდიოტი თუ არ ხარ, აიღე ის ოცი ლარი და ხმა იმას მიეცი, ვინც მოგწონს და გულზე გეხატება. დღეს ბევრი აცხადებს - "აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება, თორემ არაფერი გამოვა". იდიოტი თუ არ ხარ, ერთ მუშტად შეკრული "ერთიანი ნაცმოძრაობის" გადამკიდე, როგორ ითხოვ ახლა ოპოზიციის "ერთ გუნდად" გაერთიანებას? ვერ უნდა მიხვდე, რომ რაც უფრო დაქუცმაცებული იქნება ოპოზიცია და რაც უფრო მეტ პარტიას მოუწევს კოალიციის შექმნა ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად, მით უკეთესად იცხოვრებენ რიგითი მოქალაქეებიც და ქვეყანაც? რაც უფრო კრიჭაში ედგებიან ერთმანეთს პარტიები, მით უფრო ძნელი იქნება უსამართლო კანონის "გათრევა" პარლამენტში და ძნელი იქნება არა იმიტომ, რომ რომელიმე პარტიას ნამუსი შეაწუხებს (თუმცა, არც ეს არის გამორიცხული), არამედ იმიტომ, რომ განსხვავებული, ერთმანეთის საპირისპირო ინტერესები აქვთ. რას იზამ, ასეა - პოლიტიკასთან შედარებით პროსტიტუციაც კი პატიოსანი ბიზნესია. ბიზნესში კი კონკურენცია დიდი ძალაა! გაიხსენეთ, 10 წლის განმავლობაში როგორ გვწოვდნენ სისხლს ერთმანეთში მორიგებული "ჯეოსელი" და "მაგთი"! შემოვიდა "ბილაინი", გაჩნდა რეალური კონკურენცია და ახლა, ოღონდ ჩემი მომსახურებით ისარგებლეთო, ლამის, აქეთ უხდიან აბონენტებს ფულს მობილური ოპერატორები. სამაგიეროდ, ინტერესებისგან განსხვავებით, ოპოზიციას ჰყავს საერთო მტერი - ხელისუფლება. ამგვარად, თუკი დავუჯერებთ სიან-ცზის, რომელიც ამბობდა, რომ მოკავშირეები არიან მტრები, რომლებსაც საერთო მტერი ჰყავთო, ოპოზიცია კარგა ხნის გაერთიანებულია! რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ მაღალი ხარისხის ნდობის არარსებობას, ამომრჩეველი პოლიტიკოსს ძაან არც უნდა ენდობოდეს, რადგან როცა ვინმეს უსიტყვოდ ენდობიან, მისთვის პატიოსნება აზრს კარგავს და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. როცა გულივერმა ლილიპუტების ხელმწიფის სასახლეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად წყალი ვერ მოიძია, სასახლეს დედოფლიანად მიაფსა და ისე ჩააქრო ხანძარი, თუმცა, შემდგომში ამის გამო უამრავი უსიამოვნება შეხვდა, რადგან ღვარძლიანმა ლილიპუტებმა "დაივიწყეს", რომ გულივერმა დედოფალს სიცოცხლე შეუნარჩუნა და მხოლოდ იმაზე აკეთებდნენ აქცენტს, როგორ გაბედა და ჩვენს დედოფალს მიაფსაო. დღეს საქართველოში ხანძარია. საზოგადოებას სულ არ აინტერესებს, ვინ და რა გზით ჩააქრობს მას - "რვიანი" მიასხამს წყალს ან ქაფს, "რევოლუციონერები" ჩააქრობენ შემხვედრი ხანძრით ან აფეთქებით, თუ ხელისუფლება მიაფსამს. მთავარია, რიგით მოქალაქეს ეშველოს რამე და არავინ იქნება უკმაყოფილო, ვაიმე, შარდის წვეთები მომეწუწაო. არადა, როგორც ვატყობ, ხანძრის ჩაქრობას არც არავინ აპირებს. პირიქით, ყველა თავისას აწვება და შედეგი არავის აწუხებს - პოლიტიკოსებში სულ უფრო მკვიდრდება სიტყვის თავისუფლება საქმისგან, საქმის თავისუფლება ნამუსისგან და ნამუსის თავისუფლება ქენჯნისგან. ამ ბოლო დროს ქართული ოპოზიცია მორცხვად აღნიშნავს, რომ "დემოკრატიულ" საქართველოში აქა-იქ ავტორიტარიზმის და დიქტატურის ელემენტები შეიმჩნევა და არავინ უწყის, რომ დემოკრატია დიქტატურის ელემენტებით იგივეა, რაც ყაბზობა ფაღარათის ელემენტებით. დემოკრატია ან არის, ან არა. თუმცა, როდესაც დემოკრატიას ვადიდებთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თავდაპირველად დემოკრატია მონათმფლობელურ სახელმწიფოში ბატონების თანასწორობისთვის შეიქმნა. თავად ანტიკური საბერძნეთის და აშშ-ს მაგალითი გვიჩვენებს, რომ მონების გარეშე ნორმალურ დემოკრატიას ვერ შექმნი. მონები უკვე ვართ. ბლომად. უმეტესობა. მონები კი, როგორც მოგეხსენებათ, გალერებს არ ირჩევენ. "ბატონების დემოკრატიას" უნდა დაველოდოთ! გაინტერესებთ, რატომ მომრავლდა "თავისუფლებისმოყვარე" და "ამაყ" ქართველებში ამდენი იდიოტი (და მონა), რომელსაც, ქვეყნის ბედს ვიღა ჩივის, საკუთარი ბედიც კი აღარ აინტერესებს? როგორც გაირკვა, ქართველების გაიდიოტება და დამონება არც ისეთი ძნელი საქმე ყოფილა. ის, რაც ვერ შეძლო მურვან-ყრუმ, შაჰ-აბასმა და კიდევ ათასი ჯურის დამპყრობელმა, შესანიშნავად მოახერხეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა 3-4 ტელევიზიიდან და არა იმდენად საზოგადოებაში შიშის დათესვით, რამდენადაც უდარდელი ცხოვრების პროპაგანდით. ამ ტელევიზიებმა პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ჯგუფისთვის - სტუდენტებისთვის უმაღლეს ღირებულებად აქციეს კაფე-რესტორნებში, "ივენთებზე", "ფეშენ-ვიკებზე", პრეზენტაციებზე, "ბათუმურ უიკ-ენდებზე" და სხვა ტაკარაცუკა-ღონისძიებებზე მოხვედრა და დროსტარება. ჰოდა, სადღა სცალია პოლიტიკისთვის სტუდენტს, რომელსაც დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი სძინავს, რადგან იმდენ დროს ატარებს ბარ-რესტორნებში, რომ იქაური მუსიკოს-მომღერლების რეპერტუარი ზეპირად იცის? დამონებაზე გამახსენდა: საქართველოში ჯერ კიდევ კომპაქტურად მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე ვერავინ იტყვის, რომ ისინიც იდიოტები არიან, რადგან სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, იქ არჩევნებში მონაწილეობას იღებს მოსახლეობის 102-დან 105 პროცენტამდე. მართალია, მათ არ უჩნდებათ არანაირი კითხვა, როცა დასახლებულ პუნქტში, სადაც მცხოვრებთა ნახევარი ბაირამოვია, ხოლო მეორე ნახევარი ალიევი, ალიევსა და ბაირამოვს არჩევნებს გურიიდან ჩამოყვანილი დოლიძე უგებს, სამაგიეროდ, თავს არ გრძნობენ იდიოტებად, რადგან არჩევნებში ნამდვილად მასობრივად მონაწილეობენ - როგორც მრავალათასიანი ცხვრის ფარა, რომელსაც ერთი ყოჩი და რამდენიმე ძაღლი მოძრაობის მიმართულებასაც უთითებს და გვერდზე გადახვევის საშუალებასაც არ აძლევს. შევარდნაძის ეპოქაზე უარესიც თუ შეიძლებოდა, ქართველებს ვერც კი წარმოგვედგინა. აღმოჩნდა, რომ ღარიბი ფანტაზია გვქონია. ნახეთ, რამდენი რამ შეიცვალა საქართველოში: ადრე, საბჭოთა წყობილების და შევარდნაძის დროს ხელისუფლება რყვნიდა ადამიანებს, ახლა ხელისუფლებაში უკვე გამზადებული კადრები მიდიან; საქართველო საოცრების ქვეყნად იქცა - რაც უფრო მატულობს აფთიაქების რაოდენობა, მით ნაკლებია ჯანმრთელი ადამიანი; დღეს სამშობლოსა და საკუთარი თავის დაცვა ქართველისგან ბევრად უფრო ძნელი გახდა, ვიდრე მომხდურისგან; დღევანდელ ეკლესიას იმდენივე საერთო აქვს ღმერთთან, რამდენიც თეატრის მოლარეს ხელოვნებასთან. და შაგრენის ტყავივით მცირდება საქართველოს მოსახლეობა (და არა ამომრჩეველი). "ღმერთის წილხვედრი" ქვეყნიდან საზღვარგარეთ გარბიან მეტ-ნაკლებად თავისუფლებისმოყვარე და თავმოყვარე ადამიანები, რადგან ამჯობინებენ, უცხოეთში იტანჯებოდნენ სამშობლოს გარეშე, ვიდრე სახლში სამშობლოსგან. სამშობლოზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა და უნდა მოვყვე. მატლი შვილი ეკითხება მამას: - სხვა მატლები ალუბალში კარგად ცხოვრობენ? - კი, შვილო. - ვაშლში? - იქაც კარგად ცხოვრობენ. - აბა, ჩვენ რატომ ვცხოვრობთ განავალში? - რა არის, იცი, შვილო? არის ასეთი ცნება - სამშობლო. ალბათ, ამიტომაც არის, რომ საქართველოში დარჩენილი იდიოტები და მონები თავს ვიტყუებთ, თითქოს სამშობლოს ვერ ველევით და იმით ვანუგეშებთ ერთმანეთს, რომ, რაც უნდა იყოს, მაინც ბევრი რამ კეთდება ადამიანის საკეთილდღეოდ. არადა, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მართლაც ძაან ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის საკეთილდღეოდ! საზოგადოებამ ამ ადამიანის სახელიც კი იცის! ჰოდა, რადგან იცის, ხმას არ იღებს, მაინც სახლში ზის და მიტინგს და რევოლუციას ვიღა ჩივის, არჩევნებზეც კი არ აპირებს წასვლას, ნუღარც სამზარეულოში იწუწუნებს. შეეგუოს იმ ფაქტს, რომ იდიოტია და მშვიდად ატაროს ბორკილები! ხოლო იმას, ვინც ქვეყნის მოქალაქედ სთვლის თავს, ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს იმისთვის, რის გამოც სიკვდილი შეიძლება! გურამ შამანიდი "რეზონანსი-მთელი კვირა", 16 მაისი 2011 მე გასაკუთრებით წითლად გამოყოფილი მომეწონა.სხვათა შორის აქ მპოსტავებსაც ბევრს ეხება.მწვანეც მაგარია.
  17. newstudio ეს კარგი,ოღონდ ამიხსენით ამიხსენით,ეს ოქრუაშვილის განცხადებასთან როგორ კავშირშია?
  18. გიორგი68 თარგამძეზე კარგს არაფერს,თუმცა ჯერჯერობით კარგად იქცევა იმისგან განსხვავებით როგორ იქცეოდნენ აპრილში გრეჩო,ანზოროვნა,ბესელია და ა.შ.თუმცა მას არ ვენდობი.ჭკუის სწავლება იმაში გამოიხატება,რომ ყველაფერზე დამცინავი და აგდებული პოსტები გაქვთ,საარჩევნო გარემოს გაუმჯებესობაზე ღადავის ტიპის.მეც ვიმეორებ შეკითხვას,თქვენ ჩვენს ადგილზე რას გააკეთებდით?
  19. გიორგი68 კარგით რა გიორგი,ჭკუას ნუ გვასწავლით მაქედან.ერთი თქვენ რას იზამდით ის მაიტერესებს.
  20. lasha_alo ზომიერები აპრილის აქციების დროს რომ ვიყავით,კარგი რა გამოვიდა? სულ იმას ვამბობდი პარტიაში იმ ნაგვებთან ერთად რა გვინდაო?ბურჯანაძეს,ბესელიას და გრეჩიხას ვგულისხმობდი.
  21. lasha_alo ეგრეა,მაგრამ გაყოფა იმათ დაიწყეს.ეხლა გრაჩიხასგან ,ეროსასგან და მითუმეტეს ოქრუაშვილისაგან არაფერი არ მიკვირს,მაგრამ სოზარისგან ნამდვილად გამიკვირდა მისი განცხადება.დავუშვათ ერთი წამით,რომ ალასანია რუსებისგან მართლაც მოელოდა ფინანსებს,რაც მტკნარი ტყუილია.სოზარი ხომ ალიანსის თანათავჯდომარე იყო და თუ ხმამაღლა ამის განცხადება არ ჩათვალა საჭიროდ,მაშინ უნდა ეთქვა თუნდაც რესპებისთვის და ახლებისთვის და თუ უთხრა მაშინ უსუფაშვილისთვის უნდა შეეხსენებინა ეს.
  22. lasha_alo ლაშა,მე არ მითქვამს რომ ისინი რუსეთის პირდაპირ დავალებას ასრულებენ,არამედ ის რომ თუ ამერიკას წაეჩხუბებიან,მაშინ გამარჯვების შემთხვევაში მათი მხარდამჭერი მხოლოდ რუსეთი დარჩება.ან ცხონებული ზვიადივით მოუვათ,როცა ის რუსეთსაც წაეჩხუბა და უფროს ბუშს და მარტო დარჩა.
  23. Siknadmo ეგრეა ნამდვილად.მაგიტომაც გაცხარდა სუბარი როცა უსუფას კითხვებზე ვერ უპასუხა,განსაკუთრებით იმას რომ თუ ამერიკას რომ ეჩხუბებიან,ვისი მხარდაჭერით აპირებენ რევოლუციით(რაშიც დიდი ეჭვი მეპარება,რომ ეს გამოუვათ)მოპოვებული ხელისუფლების ლეგიტიმაციას. რჩება რუსეთი.
  24. როგორც დაგპირდით იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში სანთელი დდავანთე ყველა პლანეტელის სახელით.სურათიც მაქვს გადაღებული,მგრამ ვერ ვდებ.ფაილის მიმაგრებამდე მივდივარ მაგრამ მერე ვერა.
×
×
  • შექმენი...