Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. Saturn ჰოდა ჩვენს პურმარილს მაინც დაესწარით. თუ არ მოხვალთ თქვენს სადღეგრძელოს დაოჟახებასთან დაკავშირებით მაინც დავლევთ.
  2. ლ ი ც ი ისე როცა პრეზიდენტი ასეთ რამეებს ამბობს, სალომეს ციტირება რაღა საჭიროა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00 პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია. ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”. ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”. ბოლო ფრაზა ჩემთვის ყველაფერს ამბობს. ამიტომ დაიჯერა მიშამ რომ რუსები არ ჩაერეოდნენ და დაიწყო ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებები და ამას რაც მოყვა ყველამ ვნახეთ..
  3. ლ ი ც ი ისე მაგი ქალი მთლად დალაგებული რომ არ არის გასაგებია. თუმცა რუსთავი2 -ს ინფორმაცია რამდენად საიმედოა?
  4. Private Nodari SHARI კონკრეტული საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ისე 12 ანუ შაბათი არ სჯობია. თორემ ორშაბათს პახმელიაზე ყოფნა ძნელია. მე თქვენზე ვზრუნავ, თორემ მე ხომ არ (ვერ) ვსვამ. ადგილი იგივე დავტოვოთ ანუ მაფშალი? ამაზე ველი წინადადებებს საწრაფოდ.
  5. ნამდვილად. მეც გილოცავთ. ისე ჩვენთან ხშირად რომ შემოხვიდეთ კარგი იქნება.
  6. ლ ი ც ი მეც, თეა თუთბერიძე ნამდვილად არ არის.მაგრამ თუ მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა...
  7. Saturn ლინკები, ანუ სურათები დაიდოს ჯვრისწერის, ან თუნდაც ხელმოწერის. მოლოცვები მერე.
  8. lasha1997 მაგაში გეთანხმებით. Siknadmo თქვენც გეთანხმებით.მაგრამ ამას ძალიან სახიფათო რამე შეიძლება მოყვეს. მიშა თუ მარტოდ დარჩება რუსების მიერ შესაჭმელად იქნება გამზადებული და ასეთ ვარიანტში ის შეიძლება მორიგ ავანტიურაზე წავიდეს.
  9. ჭანო ძალიან ძნელია ლევან რამიშვილის ბინძურ აზრებს ბოლომდე ჩასწვდე. ფეისბუქზე პატრიარქზე დადებული ვიდეოები გაიხსენეთ, როცა მისი შემქნელები ვითომ დაიჭირეს. ამას ფსევდო ლიბერალური საზოგადოების დარაზმვა მოყვა, მეორეს მხრივ სახელისუფლო დეპუტატები ფარისევულ აღშფოთებას გამოხატავდნენ და პატრიარქის დასაცავად მიკროფონებთან რიგში დგებოდნენ.პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გააკეთა განცხადება. მოკლედ საკმაოდ ბინძური სპექტაკლი გაითამაშეს. ეხლა ალბათ სხვა სცენარით იმოქმედებენ, რასაც ნუგზარ წიკლაურის გამოსვლა მოწმობს. ალბათ გამოვა საქართველოს დიდი ინკვიზიტორი თორთლაძე ან ვინმე სხვა და ერთი მხვრივ ბრამდებლებს მხარს არ დაუჭერს, მაგრამ ყოველგვარი ეჭვების გასაფანტად სიმართლის დადგენისკენ მოგვიწოდებს
  10. lasha1997 სუბარი არაპოლიტიკური ფიგურაა,უფრო სწორედ დამწყები და ეტყობა პოლიტიკურ ”ლომებს” გაუტყდებოდათ მეორე პლანზე ყოფნა.
  11. ჭანო მაგაშია სწორედ საქმე, ცალი ხელით აფინანსებს ეკლესიის იერარქებს ჯიპებით ასაჩუქრებს, ხოლო მეორე ხელით ძირს უთხრის.თანაც მეორე შემთხვევაში პირდაპირ არ ჩანს.
  12. lasha1997 რა თქმა უნდა, თუმცა ალიანსის სხვა წევრებისთვის რამდენად მისაღები იქნებოდა სოზარის პირველობა ვერ გეტყვით. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია.
  13. ჭანო ვინ და რამიშვილ ბოკერიას დუეტი. რა თქმა უნდა მიშას ნებართვით.
  14. FrankEinstein აბა ფრენკი სადამდე დავიდა ჩვენი ბოცმანა. რა სამსახური აქვს ასეთი ყურებით რომ დაიჭირეს.
  15. იდეაშიკი, თუმცა როგორც ყველა პოლიტიკოს ალასანიასაც აქვს ამბიციები და დედაქალაქის მერობა ტრამპლინისთვის უნდა. ესეთი რამე სხვაგანაც მოსულა. ისე სოზარი წყვილში გამოდის ალასანიასთან საკრებულოს თავჯდომარის პოსტზე. ე.ი. სიას სათავეში სოზარი ჩაუდგება.
  16. ხალხო რაც უფრო ხშირად გამოვა თუთბერიძე ტელევიზიით, მით უკეთესი. თუმცა მე მაშინაც ვამბობდი რომ მისი სტუმრად მოწვევა ჩვენს ფორუმზე დიდი პატივი იყო მისთვის.
  17. Gagi 67 მე მესმის ბატონო გაგი თქვენი სურვილი რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ბევრისთვის სამწუხაროდ ჩვენ ვარსებობთ და კიდევ დიდხანს ვიარსებებთ.რაც შეეხება იურიდიულ კანტორას უსუფაშვილ და ხიდაშელამდე რესპუბლიკული პარტია 25 წელიწადს ითვლიდა.
  18. Lo Janko ხოდა შენც ამ დღეს დაამთხვიე მივლინება. უფრო სწორედ ორშაბათს, ანუ 14-ს და ერთი დღით ადრე ჩამოდი.
  19. Nukriko მაფშალში თუ წავალთ შეიძლება ათ ათი ლარიც გვეყოს. სამი ნემიროვი ჩემზე იყოს.
  20. Lo Janko შენც ერთი ჩამოირბინე თბილისში.მთავარია გორამდე მოაღწიო, მერე ახალი ტრასით სრიალ-სრიალით ჩამოხვალ.
×
×
  • შექმენი...