Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. მოკლედ ახალგაზრდებო, დატრიალდით და რამე კარგი,უმრავლესობის ჯიბის შესაფერისი ადგილი მონახეთ, თანაც კარგი, თანაც ქალბატონებს რომ შეეფერებათ ისეთი.ბებერ კაცს ნუ შემაწუხებთ. ისე შარი ბატონო, 17 ნამეტანი ახლოს ხომ არ არის ძველ ახალ წელთან. იქნებ ერთი კვირით გადაგვეტანა?
  2. kisa შეძლებით შეიძლება,მაგრამ სანამ ვადებს დარღვევდა მანამდე უნდა მიემართა. დაარღვია და ეხლა ითხოვს უკანა რიცხვით გაასწორეთო, ნამდვილად არაკანონიერია.
  3. ლ ი ც ი რამაზ მე ზუსტად ამაზე დავწერე მეზობელ თემაში "ჩანასახშივე უკანონო არჩევნები". იქნებ გაერთიანო.
  4. მოკლედ მოვლენები ელვის სისრაფით განვითარდა. მიშა ბოლოს და ბოლოს შეხვდა არასამთავროებებს და "ექსპერტებს" და განუცხადა რომ ეს ყველაფერი ორი კვირით გადავდოთო. იცით რა მომაგონა ამ ყველაფერმა. ვარსიმაშვილის ფილმში რომაა ბოლოს პრეზიდენტი(დუტა) ამბობს : კი მაგრამ ამათ ინდოეთში რა უნდოდათო? ამ შემთხვევაში ესენი აქ ვინ დაიბარაო? მოკლედ კანონიც და ისინიც შორს გაუშვა და ალბათ საგრიალოდ წავიდა, ან მაკკეინთან. ისე კანდიდატების სია ძალიან საინტერესოა: დასახელდა შემდეგ კანდიდატურები - ეკა სირაძე, ოთარ სიჭინავა, ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი, დავით აფრასიძე, სერგო რატიანი, დავით პაიჭაძე, ზურა ჭიაბერაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ლევან ბეჟაშვილი და არჩილ მიქელაძე.
  5. კარგია ეგ მაინც რომ გამოუშვეს, თუმცა გულზე ხელს რომ დავიდებ უნდა ვაღიარო რომ არასასიამოვნო ტიპი არის.
  6. როგორც გურულები იტყვიან, ა კიდო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა უკვე მეორედ გადაიდო. შეხვედრა ბათუმში გუშინ საღამოს უნდა გამართულიყო, თუმცა დღეს, 12:00 საათისთვის გადაიდო, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ შეხვედრა 14:00 საათზე შედგება. ამის მიზეზით ჯერ გარკვეული არ არის, რომელ საათზე დაინიშნება ცესკო-ს სხდომა, რომელიც ‘’საარჩევნო კოდექსში” ცვლილების თანახმად, არაუგვიანეს 11 იანვრისთვის უნდა იყოს მოწვეული. როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ ცესკო-ში განუმარტეს, სხდომის ზუსტი დრო ბათუმის შეხვედრის დასრულებაზეა დამოკიდებული. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკო-ს თამჯდომარის პოსტისთვის იურისტების – ეკა სირაძისა და კახა სოფრომაძის კანდიდატურებს უჭერენ მხარს. მესამე კანდიდატურის ვინაობა ჯერ უცნობია. “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით იღებენ ცესკო-ს ის წევრები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების მიერ არიან დანიშნულნი, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება, მაგრამ არანაკლებ 4 ხმისა. თუ აღნიშნულ ვადებში არ იქნება სხდომა მოწვეული ან სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ცესკო-ს თავმჯდომარე არ იქნება არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატიდან ცესკო-ს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის წარდგინებით, 7 დღის ვადაში ირჩევს. "საარჩევნო კოდექსის" თანახმადვე, პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით შერჩეული ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ცესკო-სთვის არა უგვიანეს 8 იანვრისა უნდა წარედგინა. თუმცა, კანდიდატებზე საბოლოო შეთანხმება პრეზიდენტსა და არასამთავრობოებს შორის დღეს შედგება. რაც შეეხება ცესკო-ს ოპოზიციურ წარმომადგენლებს, კომისიში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულია ექვსი წევრი. ზურაბ მარაქველიძე – “რესპუბლიკური პარტიიდან”, გიორგი ჯავახიშვილი – “მრეწველებიდან”, ნინო გოგუაძე – “კონსერვატორებიდან”, გიორგი მთვარელიძე – “ლეიბორისტული პარტიიდან”, გოჩა ჯოჯუა – “ქრისტიან-დემოკრატებიდან” და ვალერი ჭელიძე – პარტიდან “ჩვენ თვითონ”. ასე თუ გააგრძელეს შეიძლება ღამის 11 საათზე შეხვდეს.ეს შეხვედრა რომ ფორმალურია, სწორედ აქედან ჩანს.რადგან ეს მხოლოდ კონსულტაციებს ითვალისწინებს სამი კანდიდატის ასარჩევად. შემდგომ არჩევას ხომ დრო სჭირდება. ცალსახაა რომ კანდიდატები დიდი ხანია შერჩეული არიან, ან მართლაც ცესკოს სხდომის ჩაშლა უნდათ.
  7. kisa არასერიოზული სტატიაა კისა.
  8. Saturn ერთი ჩემმა პარტიულმა მეგობარმა მომიყვა, თუ როგორ მოვიდა გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე რაღაც საშინელ ჭრელ ჰალსტუხში და კედებში. ქალს თვალები შუბლზე აუვიდა.
  9. მიშას არაუგვიანეს 8 იანვრისა უნდა წარედგინა ცესკოს თავჯდომარეობის სამი კანდიდატი. დღეს კი 11 იანვარია. ამაზე დავით დარჩიაშვილმა კომენტარი გააკეთა, რა მოხდა მარსზე ხომ არ ვცხოვრობთ, კაცი უცხოეთშია სამუშაო ვიზიტითო.თანაც მთავარიაოსაკანომდებლო ვადებში იყოს წარდგენილი და არა კონსულტაციები როდის შედგებაო. ურცხვად იტყება.საარჩევნო კოექსი ამბობს: მუხლი129(11) 2.საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავჯდომარეობის 3 კანდიდატის შერჩევის მიზნით იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც არა უგვიანეს 2010 წლის 8 იანვრისა საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს თავჯდომარეობის 3 კანდიდატს. ეს ნამდვილად დარღვევა, თუმცა მე პირადად ეს საიმპიჩმენტო საკითხად ნამდვილად არ მიმაჩნია. თუმცა კანონის ფეხებზე დაკიდება ნამდვილად არის. მაგრამ ამაზე არ მთავრედება ყველაფერი. იმავე მუხლის შემდეგი პარაგრაფი გვეუნება: 3.არა უგვიანეს 2010 წლის 11 იანვრისა ცესკოს სხდომას თაჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავჯდომარეობს ცესკოში პარტიების მიერ დაშნინული(გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის დანიშნილი წევრისა) კომისიის უხუცესი წევრი..... 4. თუ ამ მუხლის მე3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა მოწვეული სხდომა, ან სხდომაზე კენჭისყრის შედეგად თავჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატისგან საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავჯდომარეს. რა გამოდის, ცესკოს მხოლოდ დღევანდელი დღე რჩება სხდომის მოსაწვევად და არცევნების ჩასატარებლად. ვთქვათ სია სემოვიდა 18 საათზე. პარტიებს კონსულტაციები ხომ ჭირდებათ და სხდომასაც ხომ უნდა მოწვევა და წევრებს შეკრება? ე.ი დიდი შანსია რომ საკითხი პარლამენტში გადავიდეს.ამ დროს პარლამენტს უმრავლესობისთვის უკვე გარკვეულ საკითხზე 7 დღე აქვს.
  10. Siknadmo ალბათ არ შეეძლო და უსუფაშვილმა შეცვალა. მანდ პრობლემას ვერ ვხედავ.
  11. newstudio ანზოროვნა მოტეხეს? გრეჩიხა იმედია კეტებში ჩაცმული არ მივა.
  12. shamili ეს აგვისტოს ომამდე კი არა დაახლოებით 2000 წელში უნდა იყოს დაბეჭდილი.ის რომ თქვენთვის ეს მოდელი მიუღებელია ვიცი.მაგრამ ის რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილია მგონი დარწმუნდით და ასავალ-დასავალის "ობიექტურობაშიც". რაც შეეხება რუსეთზე ზეწოლას, აქედან რა გამოვიდა ვნახეთ.რამე სანქცია დაადეს რუსეთს? სულ ფეხებზე კიდია დასავლეთს ვისი იქნება აფხაზეთი.მათთვის მთავარია ომი არ იყოს. გენერალურ ასამბლეაზე ან გამოვა რამე, ან არა, თანაც მის დადგენილებას არავითარი ძალა არ აქვს.ხოლო ორასი კი არა 50 წლის შემდეგ მატარებელი გასული კი არა, უკვე დანიშნულების ადგილას იქნება ჩასული და ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას დაემსგავსება.
  13. babuagiorgi ამჯერად ვერ დაგეთანხმებით ბაბუ. არსად წამსვლელი მიშა არ არის და არც მისი ხროვა. ამ ვარიანტში ის ამერიკელებსაც გადააგდებს და მერე რუსებთან პირისპირ დარჩენილი განსაკუთრებით საშიში გახდება.
  14. fashisti ერთი ხუთი წლის წინათ ჩინელები მართლაც იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ როგორც ჩამოვიდნენ, ისე წავიდნენ, ყოველ შემთხვევაში მათი დიდი უმრავლესობა. ვის რა დარჩენია ამ ქვეყანაში ჩვენს გარდა.
  15. newstudio სასმელის შეტანა თუ შეიძლება მანდ და რა ფასებია?
  16. shamili დიდებული წყაროა მე შემიძლია დაგიდოთ ის თუ როგორაა ეს ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს სტატია კარგად ვიცოდი და იმიტომ Что касается испанской модели. Я был бы рад - и до войны наш подход в основном и был таким - чтобы из бывшей Грузинской ССР сделать такое государство, в которое, по аналогии с Испанией, входили бы и Абхазия и Аджария и другие регионы Грузии. Полномочия у Каталонии, особенно у басков, на самом деле очень высокие. больше чем у субъектов федерации во многих странах. Но мне кажется, что после войны, после той ситуации, которая сложилась сейчас, просто бесполезно говорить о вхождении Абхазии в состав Грузии, где грузинский центр хотя бы формально передавал какие-нибудь полномочия региону. Например, Страна Басков или Каталония. Я был в прошлом году в Галисии. Там тоже автономный регион Может быть, не совсем теплый, на бытовом, или на каком-нибудь другом уровне - в Галисии я обнаружил какие-то параметры даже этнократии. Но это все же преуспевающая модель. Это модель, которая работает. Создаются новые проблемы, и эти проблемы решаются. Я был бы в восторге, если из той территории, которая называлась Грузинской ССР, лет через 10-15 получится такая, похожая на Испанию, страна с теми проблемами, которые есть у них. Тем не менее, у них есть все... по опросам общественного мнения, по тому, как они голосуют, как входят в Каталонскую партию, правительство. Они входят в любое правительство, социал-демократическое или народное Так что, большая часть населения, как в стране Басков, так и в Каталонии, не говоря о Галисии, поддерживает ту ситуацию, в которой они находятся. Т.е. единство Испании. რუსულის ცუდად მცოდნეებს გადავურთარგმნი: იმ სიტუაციის შემდეგ რაც ომის შემდეგ შეიქმნა, შეუძლებელია ილაპარაკო აფხაზეთის საქართველოში შესვლაზე, სადაც ქართული ცენტრი თუნდაც ფორმალურად გადასცემს უფლებამოსილებას რეგიონს. ეხლა ეს და ის რაც ზემოთ წერია თუ ერთი და იგივეა, მაშინ მე არ ვიცი. საერთოდ ბატონო შამილ და სხვებსაც მოგმართავთ, შეიძლება თქვენ არ მოგწონდეთ ასიმეტრიული რეგიონალიზმის პრინციპი. მაშინ იქნებ ვინმემ თავისი ხედვა დამანახოს პრობლემის გადაჭრისა, ოღონდ ლოზუნგების გარეშე. თუმცა აგვისტოს შემდეგ ჩემი აზრით ყველაფერმა ძალიან დიდი ხნით გადაიწია.
  17. machkatela რაც წარმოადგინეს ხომ ტაშით მიიღეს.მაგიტომაც გადამალეს ვიდეო თვალის ჩანაწერები. ისე ეუთოს ბოლო დასკვნაც საკმარისია. თარხნიშვილი რათ უნდატ, თარხნიშვილებს მიაქვთ საქართველო. მარტო ფორუმ.გოვ.ჯე-ზე მოიძებნება რამდენიმე ათეული. რა დროს დანიშნეს ტელევიზიის ბორდში კარდუ.რავარი თავჯდომარე იქნებოდა.
  18. SHARI აი დასაწყისში დეპრესა რომ ამბობდა რაღაც დირკა ვიციო, იქნებ დააზუსტოს.
  19. dire ეგრეა ნამდვილად, თანაც მატერიალურად უზრუნველყოფილი ყავს თავისი ხალხი
  20. გაგიმარჯოს ბაბუ, ასეთებს რომ ვკითხულობ სულ გული მიკვდება. თქვენი მდგომარეობისგან და იმისგანაც რომ ჩვენ არაფრის რეალურის გაკეთება არ შეგვიძლია.
  21. იქნებ ადგილი გამოგვეცვალა.ბოლო ვარიანტი არ მომეწონა, ბნელოდა, ციოდა, თანაც მგონი წინასთან შედარებით ბევრი წაიღეს. ანალგინმა იცის ზუსტად.
  22. დაველოდოთ, ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან. მე უფრო მგონია არჩევნების პიარისთვისაა ეს ყველაფერი. ომში კი ჩემი აზრით უფრო ჩეინის მიუძღვის როლი.
  23. lasha1997 ალბათ აქედან მოწოდებული ინფორმაცია საინტერესო იქნება თქვენთვის. საფუძვლიანად მოემზადენ ნაცები ამ არცევნებისთვის ყოველნაირად. ყველაფერი კონტროლს ქვეშ აქვთ.კი რა ტქმა უნდა შეიძლება ედავო რომ 30%-იანი მერი ცუდია. მაგრამ ეს ვერ გამოდგება არგუმენტად იმისთვის რომ განაცხადო, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. იყვიან უცხოელები, რომ ეს მანდამაინც სამართლიანი არ იყოო, ხელისუფლებას ტელევიზები მონოპოლიზირებული ქონდაო,ადმინისტრაციულ რესურს ზედმეტად იყენებდაო, მაგრამ იასო და ესაო არც ოპოზიცია უქნიაო ღმერთსო. გვეყოლება გიგიკო კიდევ ოთხი წელი მერად. თქვენ როგორც ვიცი ნიუჯერსიში ცხოვრობთ და არა მგონია ვთქვათ ნიუარკის მერობის კანდიდატი(მოქმედი მერი), რომ დადიოდეს ქალაქში და ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულებს ხარჯავდეს მოსახლეობის მოსყიდვაში.
×
×
  • შექმენი...