-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
lasha1997 ამ შემთხვევაში რა უნდა ექნა ოპოზიციას მართლა არ ვიცი.ისე მაგათ ამაზე გაცილებით უარესი გასვლიათ და კიდევ მრავალჯერ გაუვათ.
-
machkatela მაგარი არჩევანი შესთავაზეს ოპოზიციას, თარხნიშვილი1, თარხნიშვილი2, თარხნიშვილი3. ცინიზმი იმაშია, რომ საქართველოში არჩევნების ერთ ერთი მთავარი გამყალბებელი-მიშა მაჭავარიანი რომ დაგმოძღვრავს ამ თემაზე. ხათუნა გოგორიშვილი არ გამოსულა სიტყვით?
-
Saturn რავა სატურნ ბატონო, ესთი ნიჭიერი კაცისთვის კომპიტერებში გარკვევა რა პრობლემაა,თუნდაც აიტის დონეზე
-
maliari პატარა რატომაა აპრილში 38 ხდება.
-
Siknadmo ძალადობრივი გამოვრიცხოთ, უპირველეს ყოვლისა მისი მიუღებლობის გამო. რაც შეეხება ამერიკის ზოგადად მხარდაჭერის (ამაში დაფინანსებაც შედის) ჯერ ჯერობით არ ჩანს მიშასთვის ამის შეწყვეტის საშიშროება.მაგათ მიშაში იმდენი ფული აქვთ ჩადებული, რომ ასე ადვილათ ვერ შეელევიან ერთგულ კაცს. რა თქმა უნდა ალასანიაც ამერიკის კაცი იქნება, მაგრამ ეს არ არის ჩემი აზრით საკმარისი. ერთხელ ერთმა ამეიკელმა ექსპერტმა სწორედ დაწერა. ალასანია კარგი ტიპია, მაგრამ is he vote getter. ანუ ხმების მიმღები თუ არისო. არა მგონია მაგათ აკმაყოფილებდეს ხმების ის რაოდენობა, რაც ამ ეტაპზე ალასანიამ შეიძლება მიიღოს.
-
newstudio ამათ თუ წარმოუდგენიათ, რამდენი მსურველი შეილება იყოს? ისე რატომ 23 წლიდან?
-
newstudio პარლამენტი ალბათ სიჭინავას აირჩევს. კაცს მაგარი კარიერა აქვს გაკეთებული. უნივერსიტეტის ლაბორანტიდან, 2005-ში ჯერ იუსტიციის საბჭოს წევრი გახდა უცბად, მერე კი ერთ წელიწადში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, მიშას მეგობარიაო. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ რატომღაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უცბათ საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის აღება მოუნდა. კიდევ კარგი IT-ის სერტიფიკატი არ აიღო, თორემ შეიძლებოდა ჩვენი saturn-ი უმუშევარი დარჩენილიყო.
-
newstudio რაღაც ცაგარეიშვილს ჩამოგავს, თანაც არა. ისე ცესკოში არჩევნების შედეგით მე კმაყოფილი ვარ. ეხლა ვეღარ იტყვის ხელისუფლება, რომ მე რა შუაში ვარ, ოპოზიცია ვერ შეთანხმდაო კანდიდატზე. თუმცა ეს დიდი ვერაფერი თავის დამშვიდებაა.
-
Siknadmo არჩევნების უსამართლობა უკვე სახეზეა და მერე ალბათ უარესი იქნება. ოღონდ უნდა განვასხვავოთ ტერმინები უსამართლო და გაყალბებული არჩევნები. გაყალბებაზე ხელისუფლება მაშინ წავა, როცა დაინახავს რომ ოდნავი საშიშროება მაინც ემუქრება. ნამდვილად არა მგონია ალასანია და მისი პარტნიორები რამე ანტიკონსტიტუციურზე წავიდნენ.თუმცა მე ალასანია არ ვარ.
-
lasha1997 არა მგონია დიტო ბატონო რამე შეიცვალოს, ნოემბერში ის გამოთქვამდა იმედს, რომ საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვლებაო. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. იძულებული ვიქნებით თამაშის ამ წესებით ვიბრძოლოთ. არა მგონია აქედან რამე კარგი გამოვიდეს. ალიანსი ალბათ 10-12 ადგილს მიიღებს საკრებულოში. ეგაა და ეგ. dire დირე ბატონო ჩვენ მე მგონი ერთი და იგივე რამე გვინდა. ოღონდ მიდგომები გვაქვს სხვადასხვა. რევოლუციებიდან რაც გამოვიდა მე პირადად ორჯერ ვნახე. რა თქმა უნდა თუ გამსახურდიას სამხედრო ძალით ჩამოგდების მიმართ ამ ტერმინს გამოვიყენებთ.რაც მთავარია არც რევოლუციის მომწყობია ვინმე. რა რა და ეს ხელისუფლება მთელ ძალებს სწორედ ხელისუფლების შენარჩუნებაზე ხარჯავს და ეს კარგად გამოსდის, სხვა კი არაფერი.
-
lasha1997 ბოდიში იმდენი ვწერე ამ თემაზე რომ ბოლოს აურიე.ამ ოთხიდან ფორუმი და ლეიბორისტები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ ოთხეულს + ნაცები მე დღეს სხვებთან შედარებით რეიტინგულ ძალებად ვთვლი. პარტიულ მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს, ალიანს ვგულისხმობ მთლიანად და არა რესპებს. აბა ჩვენ მარტო რაც მივიღეთ არჩევნებზე გამოჩნდა.
-
lasha1997 მაგაშია საქმე დიტო, რომ უარს ამბობს.ისევ გავიმეორებ მეტ-ნაკლებად ძლიერი პარტიებიდან ალიანსი, ფორუმი, ლეიბორისტები,ასლანიჩები, ფორუმი და ლეიბები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობზე. ასევე ნაკლებად ძლიერი ოპოზიციონერები ბურჯანაძე,ოქრუაშვილი, სალომეს საკითხი გასარკვევია. ვინღა დარჩა არ ვიცი. რაცაა ეგაა ჩვენი ქვეყანა, სათადარიგო არ გვაქვს.
-
lasha1997 liliko რაც მე ჩამოვთავალე, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრი, თავისი მეტ-ნაკლებად ძლიერი პარტიებით, სუსტი და სამკაციანი.სხვას ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე არ უნდა ველოდეთ. ჰოდა აქედან გვაქვს არჩევანი, გვინდა ეს თუ არ გვინდა ალიანსთან გაერთიანების სერიოზული კანდიდატი ფორუმია, მაგრამ ისინი უარს ამბობენ მონაწილეობაზე. კარგი შემოვიერთედ გრეჩიხა, კონსერვები, კობა.სხვა ერთი მაინც დამისახელეთ? რა გალსტუკიან ხვლიკთან გავერთიანდეთ? თუ ვინმეს გაერთიანებაა საჭირო, ეს ამომრჩეველის, რომელიც რაც შეიძლება მეტი უნდა მოვიდეს არჩევნებზე და მაშინ აუცილებლად წააგებს ხელისუფლება.
-
liliko თემები რომ შეერთდა ეხლა #34-ია. იქნებ წაიკითხოთ ის პოსტი და მერე მითხრათ კონკრეტულად ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს? გაერთიანება არ გამოდის და ეს მარტო ქართული სენი არ არის,ამიტომ ყველა მოწოდება ამისკენ კეთილი სურვილებიდან ლოზუნგებს ემსგავსება.
-
კიკაბიძე კენჭს იყრის ქალაქის ................?
ძუკუ replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ჭორები დადის დიტო ბატონო, მაგრამ რადგან არჩევნებამდე ჯერ შორსაა, სიებზე საუბარი ჯერ ადრეა.თუმცა რატომაც არა. -
ამაზე კომენტარი რომ გავაკეთო როგორც მინიმუმი დამვორნავენ.
-
lasha1997 ეგრეა დიტო ნამდვილად. რა გამოდის მაკკეინთან შეხვედრაზე მიშა რომ ამბობდა თქვენ დაგვიდეგით გვერდზე, ხოლო ზოგიერთები ბუჩქებში შეძვრნენო. ერთერთი ასეთი ბუში იყო? ჩეინი კი წამქეზებელი?
-
liliko ქალბატონო ლილიკო, იქნებ წაგეგითხათ ამ თემაში ჩემი პოსტი #14 გაერთიანების შესახებ და თუ რამე შენიშვნა გაქვთ მითხარით. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ყველაფერი ლოზუნგებია.
-
დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ოპოზიციის 4 წარმომადგენელი - “ქრისტიან–დემოკრატები”, “ჩვენ თვითონ”, “მრეწველები” და “რესპუბლიკელები”. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სამმა მათგანმა. კენჭისყრაზე უარი განაცხადა “ქრისტიან–დემოკრატების” წარმომადგენელმა გოჩა ჯოჯუამ. შედეგების მიხედვით სამივე ბიულეტენი გაბათილდა. ოპოზიციის წევრებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან არც ერთს არ დაუჭირეს მხარი. ეს ცუდი არ არის, რომ სამივე ბიულეტენში სამივე კანდიდატი იყო გადახაზული.ეხლა ხელისუფლება ვეღარ იტყვის,ჩვენ რა შუაში ვართ ოპოზიცია ვერ შეთანხმდაო. ეხლა აირჩიოს პარლამენტის ნაციონალურმა უმრავლესობამ ვინც უნდა. საინტერესოა იქაური ოპოზიციიდან ერთი ვინმე მაინც მისცემს ხმას ამ ტიპებს. dire ბატონო დირე, თქვენს პოსტში ვის გულისხმობთ მართლა ვერ გავიგე