ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი ვახო სანაიას გადაცემის - “სპეციალური რეპორტაჟის” დახურვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ინწკირველმა განუცხადა, “სპეციალური რეპორტაჟი” არ დახურულა. “ინტერპრესნიუსმა” ინფორმაციის გადამოწმება თავად ვახო სანაიასთან და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ეკა წამალაშვილთან სცადა. სანაია მობილურ ტელეფონს არ პასუხობს. ეკა წამალაშვილმა კი, განაცხადა, რომ თათბირზეა და საუბარი არ შეუძლია. ერთი-ერთი ვერსიით, ვახო სანაიამ უარი თქვა გადაცემის წაყვანაზე, გადაცამა დატოვა შემოქმედებითმა ჯგუფმაც. მათ ასეთი გადაწყვეტილება “სპეციალური რეპორტაჟის” ბოლო გადაცემის შემდეგ მიიღეს, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელიც იყვნენ მიწვეული. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია გადაცემის წამყვანის შეცვლასთან დაკავშირებითაც. “სპეციალური რეპორტაჟი” შაბათობით, 20.30 საათზე გადის-ხოლმე ეთერში. ამასთან, ”ტელეიმედის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაცემათა პროგრამაში 30 იანვრის 20.30 საათზე ”ჟურნალისტის დღიურია” მითითებული. თუ მართალია ორი ვარიანტია 1. შერცხვა იმისა რასაც აკეთებდა 2. გაუშვეს იმიტომ რომ, ბოლომდა ნაძირალა ვერ გახდა. პირველი არა მგონია, ალბათ უფრო მეორე.