-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
რა ყველა უბედურებამ ჩვენ თავზე უნდა გადაიაროს. საწყალი ბიჭი.
-
Siknadmo ქალაქში რა მოგახსენოთ, მაგრამ გმირთა მოედანზე განტვირთავს. თუ ამას როგორც სქემაზეა ვერეს ხეობის გზა წაემატება შეიძლება ვაკე-საბურთალო განიტვირთოს.მაგრამ ამ სქემასთანაც ნაქვს კითხვები. კონკრეტულად სადაც თამარ მეფეზე ჩამოდის ესტაკადა იქ გზა საკმაოდ ვიწროა და ესტაკადა კი აშკარად ერთ რიგზე მეტს დაფარავს. ჰი კიდევ, ეს ფალოსური სიმბოლო რაღაა.
-
Saturn აქ ყველაზე კარგი ის არის როცა shavlego91 პოსტავს და bimo ეთანხმება ან პირიქით.
-
ბინების გაყიდვა მხოლოდ ბანკის მეშვეობითო
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მანდ გარდა იმისა რომ საბანკო მომსახურების პროცენტი უნდა გადაიხადო, ბინას ოფიციალურად დოლარებში ვერ გაყიდი,ამ დროს ბინები და მანქანები სწორედ დოლარებში იყიდება. ე. ი მყიდველმა უნდა გადააკონვერტოს დოლარები ლარებში, შეიტანოს ბანკში, ხოლო შემდეგ უნდა გაყიდველმა უნდა უკუოპერაცია ჩაატაროს. რამდენიმე ათას დაკარგავს თვითოეული. -
ნისიის რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთი ჩემი ნაცნობი ერთ ერთი საქართველოს მასშტაბებით მსხვილი წარმოების დირექტორია. მანამდე საგადასახადოში მუშაობდა. ქარხნის მეპატრონის გვარს არ დავასახელებ. ძალიან ცნობილი ადამიანია. შევიდა მაგათთან საგადასახადო. რადგან ეს კაცი ასეთ საქმეებში გამოცდილია ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ უპოვეს. გაგეცინებათ სატირალი რომ არ იყოს რაზე ედავებიან. საწყობში წესებით სრული დაცვით შეძენილი ქარხნული დამზადების გაუხსნელი საღებავები ქონდათ. ვთქვათ საღებავის ქილას აწერია 1კგ და 750 გრ. აწონეს და სინამდვილეში ნაკლები გამოვიდა.ჰოდა ეს დანაკლისში ჩაუთვალეს და დააჯარიმეს. შემთხვევით მეტი რომ ყოფილიყო მეტობაში ჩაუთვლიდნენ და მაინც დააჯარიმებდნენ.
-
ალასანიამ დასავლეთისგან გარანტიები მივიღეთო
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shamili დეოკუპაციასთან დაკავშირებით ალასანია ლავროვს ესაუბრა.იხ. თემა ალასანია ლავროვს შეხვდა. -
lasha1997 ერთი განსხვავებაა, მედვედევმა არჩევნებში წარმატება მიულოცა, მიშამ კი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.DMS :eshmak: ამავე დროს ჩვენი გუნდი ვანკუვერში ყველაზე მრავალრიცხოვანი და გუნდური პირველი ადგილის სერიოზული პრეტედენტიაო. Как пишет официальный сайт Януковича, с победой его также поздравили президент США Барак Обама, президент Франции Николя Саркози, президент ФРГ Хорст Келер, президент Польши Лех Качиньски, первый постоянный председатель Европейского Совета Херман ван Ромпей, а также президент Грузии Михаил Саакашвили и президент Латвии Валдис Затлерс. არ ყოფილა ჩვენი მიშიკო მარტო.
-
sexi-bicola თავი მოიკლა შ.ს.ს-ს შენობაში. რატომღაც იარაღი თან ქონდა.
-
ჩამომითვალეთ პროფესიონალი მინისტრები საქართველოში.
ძუკუ replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 რთული კითხვაა დიტო ბატონო. ჩვენ მინისტრებს ბრიყვების გუნდს ვერ ვუწოდებ. უბრალოდ ცუდ საქმეს ემსახურებიან და ამ ცუდის კეთებაში ხშირად პროფესიონალიზმს ავლენენ. -
DMS ოლიმპიადა მე მგონი კვირას იხსნება. მსგავსება ბევრ რამეშია. ოღონდ როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა კარგად აღნიშნა მიშა წარუმატებელი პუტინია.
-
მიხეილ სააკაშვილმა ვიქტორ იანუკოვიჩს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 11 / 02, 2010 20:45 Print Font size: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე საათის წინ, უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს საღამოს, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მათ შორის თბილი და კეთილგანწყობილი საუბარი შედგა, საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკური წარმატებები უსურვა როგორც იანუკოვიჩს, ასევე უკრაინელ ხალხს. ‘’თავის მხრივ, ვიქტორ იანუკოვიჩმა საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა’’, - დასძინა პრესსპიკერმა. მანჯგალაძის ცნობით, სატელეფონო საუბარი სააკაშვილის ინიციატივით შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა იანუკოვიჩს კიევში, კანადის ქალაქ ვანკოვერიდან დაურეკა, სადაც აჭარის მთავრობის მეთაურთან, ლევან ვარშალომიძესთან და კულტურის მინისტრ ნიკა რურუასთან ერთად იმყოფება. როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, სააკაშვილი ვანკოვერში კიდევ ორ დღეს დარჩება და რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ‘’ამასთან, პრეზიდენტი კანადაში სპორტულ ობიექტებს დაათვალიერებს. როგორც ვიცით, აჭარაში სპორტული კომპლექსების მშენებლობა იგეგმება’’, - დასძინა მანჯგალაძემ მე რამდენადაც ვიცი იანუკოვიჩისთვის ჯერ პრეზიდენტობა არავის არ მიულოცია. მითუმეტეს ჯერ უკრაინის ცესკოს ოფიციალური შედეგები არ გამოუქვეყნებია. მოკლედ მიშა "მაგარია" ჰო კიდევ ვანკუვერში რა ჯანდაბა უნდა?
-
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shavlego91 ნამდვილად შევარდნაძის გარდა არავის ვებრძოდი. დამოუკიდებლობის გაფორმებაში თუ იმას გულისხმობთ,რომ დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეთ ხელი, ე.ი. უზანაესი საბჭოს დეპუტატი იყავით. მე ძალიან ბევრ მაშინდელ დეპუტატს ვიცნობდი და მათთან როგრც პუტჩამდე და მერეც მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. მრგვალმა მაგიდამ რომ არჩევნები მოიგო მე როგორც წაგებული ბლოკის "თავისუფლების" წევრმა პირველმა მოვულოცე მათ. შემდგომში კონგრესის საწინააღმდეგოდ დაწერილი სტატიის გამო ზვიადთანაც მქონდა აუდენცია. იქ ბიუროს წევრები ესწრებოდნენ და თუ ვინმეს იცნობთ კითხეთ "დას"-ის წევრი რომ იყოო. სწორედ იმ "დას"ის რომელმაც ყველა არჩევნები ჩაატარა მაშინ, მათ შორის რეფერენდუმიც დამოუკიდებლობაზე და აფხაზეთის საარჩევნო კანონიც დაწერა. ამიტომ ვერაფერშიც ვერ მომიგებთ. ჰო კიდევ ჩემი სახელი და გვარი მიხეილ ბაჟუნაიშვილია, ეს ისე ცნობისთვის. -
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shavlego91 მოკლედ მოგახსენებთ ჩემზე ბატონო შავლეგო. არ დავალ თქვენ დონეზე და ამხანაგოს არ გიწოდებთ. ბაბუაჩემი აჭარის თურქებისგან განთავისუფლებაში მონაწილეობდა 1877 წელს და გიორგის კავალერი იყო. მამაჩემი 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების მონაწილე იყო და 1924-ში მეტეხში იჯდა. ვისი სახელიც მე მქვია ბიძაჩემი,გვარდიის ოფიცერი იყო და 37-ში დახვრიტეს.ამიტომ 26 მაისიც და ქაქუცაც ბავშობიდან ვიცოდი და 1988-ში არ გამიგია. ამიტომ თქვენისთანებთან კამათი ჩემთვის ძალიან ადვილია.ვერანაირად ვერ მასწავლით ქვეყნის სიყვარულს. -
Saturn მერე აიღეთ და შეუერთდით. იქნებ ირაკლი წერეთელის გმირობები შეგახსენოთ 91-92 წლებში
-
ალასანიამ დასავლეთისგან გარანტიები მივიღეთო
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოდით ყველა შევთანმხდეთ ერთ საკითხზე. 1. არის გაყალბებული არჩევნები სადაც მაგალითად ხდება ბიულეტენების დიდი რაოდენობით ჩაყრა, ოქმების გადაკეთება და ა.შ. 2. არასამართლიანი არჩევნები. ამის ნიშნები უკვე არის.კერძოდ, მართალია საარჩევნო პროცესი ჯერ არ დაწყებულა და ამიტომ ხელისუფლებას ეს ფორმალურად კანონის დარღვევაში არ ეთვლება, მაგრამ გიგი უგულავა რომ ყოველდღე ტელევიზორშია და ბიუჯეტის(ანუ ჩვენი ყველას) ფულებით აწარმოებს ამომრჩეველის მოსყიდვას. ალბათ მაღალი ალბათობით ჩათვლიან რომ არჩევნები არასამართლიანი იყო და ამაზე დამთავრდება ყველაფერი. საერთოდ საქართველოს გულისთვის თავს არავინ შეიწუხებს.ჩვენი მისამართით ითქმება როგორც გურულები ამბობენ: მოგს......ნიათ პატრონიო. ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ალასანიას ალიანს ვეკუთვნი, ვერ გავიზიარებ მის ოპტიმიზმს. -
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shavlego91 პრაღაში ხელი გია ჭანტურიამ მოაწერა და გ. ხაინდრავამ ყალბი ფაქტები მიაწოდა ქართველების მიერს ცოცხალი ოსების დაწვის შესახებ. აქამდე წერდით რომ ბერძენიშვილებმა და ზურა ჟვანიამაც მოაწერაო ხელი, რაც აშკარა ტყუილია, გოგა ხაინდრავა კი არასოდეს არ ყოფილა რესპუბლიკელი. [ quote name='shavlego91' date='11th February 2010 - 12:56 PM' post=193128] ისე დოქტორის ხარისხი ზოგიერთებივით ჭორაობაში კი არ მაქვს მიღებული და კონფედერაციაც ვიცი და რუსული ასიმეტრიული რეგიონალიზმი... მე არ ვიცი დოქტორობა რაში გაქვთ მიღებული, მაგრამ ვინმეს რომელიც ამ საკითხებში ერკვევა რომ უთხრათ ასიმეტრიული რეგიონალიზმი რუსულიაო, სასაცილოდ აგიგდებენ. ესპანური მოდელია ბატონო ჩემო ესპანური. ერთი მითხარით ბატონო შავლეგო 26 მაისი როდის გაიგეთ პირველად ცხოვრებაში? გამომიჩნდა უსიოკ -
ირაკლი ალასანია - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა სახელმწიფოთა მეთაურების პრეროგატივაა სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 10 / 02, 2010 16:40 Print Font size: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკების შედეგად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ალიანსის” მიუნჰენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენცია და კონფერენციის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა შეაფასა. “სერგეი ლავროვთან შეხვედრა დაიგეგმა ადგილზე, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი და პრინციპული იყო. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, მას ქართული მხარის პრინციპული პოზიცია გავაცანი, თუ რა არის აუცილებელი ჩიხში შესული ურთიერთობების დასარეგულირებლად. ჩემი მხრიდან ნათლად ითქვა, რომ აუცილებელია 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაცია. ამან, ბუნებრივია, ჩვენს შორის აზრთა სხავადასხვაობა გამოიწვია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობა დაფიქსირდა”, - აღნიშნა ალასანიამ. მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთოებები, პირველ რიგში, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში უნდა აღდგეს, რათა მხარეებს შორის ნდობა გაჩნდეს. ევროპული უსაფრთხოების სტურუქტურების მონაწილეობით კი, უნდა დავიწყოთ საუბარი რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. “ორმხრივ ურთიერთობებში რომ ხელშესახები ცვლილებები მოხდეს, ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს. ბატონ ლავროვს ვუთხარი, რომ არ შეიძლება, პოზიცია იყოს ასეთი - არ დაველაპარაკები საქართველოს ხელისუფალს. ეს არასწორია”, - განაცხადა ალასანიამ. “ალიანსის” ლიდერის თქმით, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ, “ფრთხილი ოპტიმიზმის საბაბი გაუჩნდა”, რადგან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებების დარეგულირების სურვილი იგრძნობოდა. “შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ჩვენ არ გვისაუბრია. მივიჩნევ, რომ საქართველოს შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მხოლოდ საქართველოს საქმეა. ჩემს რუსეთში მიწვევაზე საუბარი არ ყოფილა. ლავროვთან შეხვედრაზეც ვთქვი, რომ ოპოზიციას შეუძლია, საზოგადოებრივი აზრი შექმნას, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურების მოლაპარაკების პრეროგატივაა. რუსეთთან ამ სიტუაციაში არანიარი პარტნიორული ურთიერთობები არ შეიძლება გვქონდეს. საუბარია მხოლოდ დიალოგის დაწყებაზე”, - განაცხადა ალასანიამ. მაინტერესებს ამ ფორუმის მიშისტების და არა მარტო მათი აზრი ამაზე. ალასანიაც მოღალატეა?
-
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shamili შევარდნაძის დროს ასეთი დადგენილება არ მახსოვს, ხოლო მიშას დროს ასეთი რამე პირდაპირ არ მომხდარა, ოღონდ სანაკოევის პროექტი, რომელსაც რესპები ყოველთვის აკრიტიკებდნენ, ამას ირიბად შეიცავდა. კარგით რა ბატონო შამილ, რეების გჯერათ(ფაქტს არ ვგულისხმობ).ელცინს ეს იმ მომენტში გორბაჩოვის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჭირდებოდა და სულ მალე არც კი გახსენებია. -
shavlego91 ნოღაიდელის ასეც და ისე, მაგრამ არ გამოვიდა ეს ავანტიურა. ჩაიშალა და შერჩა საქართველოს ეს გაუფასურებული 103 მილიარდი.
-
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shavlego91 რაც დადეთ იქ ვინ საუბრობს კონფედარაციულ მოწყობაზე? საერთოდ თუ იცით რამე კონფედერაციულ ან სხვა მოწყობაზე? რაც მთავარია იმააზეც გაგეცით კონკრეტული პასუხი დოკუმენტარულად, კერძოდ როგორაა კონტექსტიდან დათო ბერძენიშვილის სიტყვები ამოგლეჯილი. სხვა "დოკუმენტებზე" ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთივე ტყუილია, როგორც ბერძენიშვილების თუ ი.ხაინდრავას ხელმოწერა პრაღის დეკლარაციაზე. ტყუილების კასკადია. რაც შეეხება ამ "დუკუმენტს" რომელსაც 999-ჯერ დებთ და მისი წარმომავლობაც არ იცით, მე დაგეხმარებით. ჭორიკანა გაზეთის "ასავალ-დასავალის" შემოქმედებაა. ეხლა ეს გაზეთი რას წარმოადგენს, მე მგონი ყველამ იცის. მალე ალბათ "რეალტივი"-ს ციტირებას დაიწყებთ. -
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shavlego91 ტყუილის კიდევ ერთხელ გამეორება. ცაბოშვილმა რა პროექტი დაწერა არ ვიცი, მაგრამ ზაქარეიშვილს არავითარი კონფედარაციული მოწყობის პროექტი არ დაუწერია. თუ გაქვთ დადეთ. -
საბოლოო შედეგი უკრაინული არჩევნების ის არის, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა და მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა (უკრაინაში პრემიერს დიდი ძალაუფლება გააჩნია) არჩევნები წააგეს.
-
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი მე რაც მაქვს მოსმენილი ამბობს, ჩვენ როგორც ქვეყანაში ძირითად ერს მეტი მოგვეთხოვება. -
უზერებო, თქვენი აზრით, ოსების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი?
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი ორივე მხარეს აქვს ჩადენილი დანაშაული ერთმანეთის მიმართ რამაზ -
sexi-bicola ეგ რომელია რეალტვ-ის ბიძაშვილი? ნოღაიდელის ასე და ისე, მაგრამ ვთქვათ გივის ფირმების სია სადაა?