-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
machkatela თქვენი დამარხვა რა მოგახსენოთ, მაგრამ შარშან აპრილის აქციაზე ერთი ჩემი ძველი ნაცნობი შემხვდა, რომელსაც 1988 წლიდან ხშირად რუსთაველზე ვხვდებოდი სხვადასხვა აქციებზე. მან მითხრა ეტყობა ჩვენ აქ უნდა დავიმარხოთო. არ იქნება რამე სერიოზული გამოსვლები. შემიძლია დაგამშვიდოთ.
-
დავიწყოთ თავიდან. პირველი თანამდებობა უშიშროების მინისტრის მოადგილე.ეგრევე სკანდალში გაეხვა.ერთ ერთ ფეხბურთელს,რატი ალექსიძეს X5 ჩამოართვეს. მაშინ ეს მანქანა იშვიათობა იყო, თანაც ფერი ქონდა არასტანდარტული-მწვანე. ხოდა მოდის ეს კაცი ქუჩაში და ხედავს მისი მანქანა იმის მაგივრად, რომ საჯარიმო სადგომზე იდგას უგულავას ცოლის და მისი დაქალებით სავსე მოგრიალებს. სხვათა შორის საჭესთან დღევანდელი მინისტრი სუბელიანი იჯდა,ის მაშინ გიგის მძღოლი იყო.ატეხა რატიმ ერთი ამბავი. საპასუხოდ გიგიკო გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ ალექსიძე ჭკუით იყოს თორემ უარესი დაემართებაო.მაშინ ნაცები სულ ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში და მიხვდნენ რომ არ ღირდა და სკადალი მიჩქმალეს. მოკლედ დასაწყისი მაგარი ქონდა გიგიკოს.
-
Saturn მაგას ნუ იტყით ბატონო სატურნ. დღეს ასეა, მაგრამ ზეგ რა იქნება ძნელი სათქმელია. დააკვირდით ჩვენი ხელისუფლების თანდათან გაუცხოებას დასავლეთიდან. ეს ჩვენი მიშიკო ხომ არ გაჩერდება. კიდევ მრავალ მოდელირებულ ”ქრონიკის” მაგვარ ან უარეს მოაწყობს. ხოდა ერთ მშვენიერ დღეს მარტო შევრჩებით რუსებს. მერე რაც მოხდება გასაგებია.
-
zen მე ეგ არ მითქვამს. დაღლილი ვირი თავისთავადაა. ვერავინ, ვერც ამერიკა და ვერც რუსეთი ვერავის ვერსად დამნიშვნელი ვერაა .თუ რა თქმა უნდა შიგნიდან აქტიურად არ შეუწყვეს ხელი.
-
zen მოსკოვში ჩამსვლელები არ გვაკლია.საერთოდ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ხელისუფლების პრეროგატივაა.პირველ ეტაპზე თუნდაც შუამავლების საშუალებით.
-
არ იქნება ხალხო არავითარი სერიოზული გამოსვლები. ხალხიც არ მოვა არჩევნებზე. არ დასჭირდებათ თბილისში არჩევნების დრეს ნაცებს რამე ჩალიჩი, რადგან რისი ჩალიჩიც შეიძლებოდა უკვე გაკეთებული აქვთ.კერძოდ 30%-იანი ბარიერი და რეგიონებიდან თბილისში რეგისტრირებული ხალხი.ამიტომ რაც არ უნდა მონდომებული დამკვირვებლები იყვნენ, 30-ში ვერაფერს ვერ დააფიქსირებენ. ერთადერთი წინასაარჩევნო პერიოდზე დაწერენ ალბათ, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხდებოდა და კარგ შემთხვევაში არჩევნებს არასამართლიანად შეაფასებენ. ხოლო ოპოზიციის სავარაუდო პროტესტი ტიმოშჩენკოს პროტესტს დაემგვანება, რომელიც ბევრს იქაჩებოდა, მაგრამ ვერც ხალხის გამოყვანა მოახერხა და ვერც ვერავისთვის რაიმეს დამტკიცება. თანაც აქ 4%-ი განსხვავება ნამდვილად არ იქნება. გაცილებით მეტი. რაოდენადაც სამწუხარო ეს არ იყოს ბევრი ჩვენთაგანისთვის და უბედურება ქვეყნისთვის.
-
გიორგი68 მე ამისთვის ასლანიჩების საიტზე შევედი და სია ვერ ვნახე.
-
მაგაზე ერთი რამე გამახსენდა. დაახლოებით ათი წლის წინათ ხათუნა გოგორიშვილი ყვებოდა, თუ როგორ იყო ბრიტანეთში არჩევნებზე. იქ ერთმა პიროვნებამ განუცხადა, რომ მისი მამაც და ბაბუაც არჩევნების ჩატარებით იყვნენ დაკავებულნი.ხათუნას შეკითხვაზე შეეძლო თუ არა არჩევნების გაყალბება, მან ძალიან გაიკვირვა, ეს როგორ შეიძლება, ხომ შევრცხვები სამუდამოდო. მთელი ცინიზმი იმაშია, რომ ამას გოგორიშვილი ყვება. და კიდევ. ჩვენს რეალობაში არჩევნებს აყალბებენ არა მარტო ხელისუფლებისგან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი მაღალჩინოსნები და აქტივისტები, არამედ საუბნო კომისიების ჩვეულებრივი წევრები, მაგალითად უბრალო მასწავლებლები, ოჯახის დიასახლისები და ა.შ. მათ სინდისი სულ არ აწუხებთ ამასთან დაკავშირებით, გვიბრძანეს და აბა რა გვექნაო.
-
mtidan bowman უფრო ახლოს ოჩამჩირეში. ისე ჩვენში დარჩეს და ყირიმი უკრაინული არაა და სევასტოპოლის დაკარგვა რუსებზე მაგრა მოქმედებს. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად შეინარჩუნონ თავის მართლა ჯანგიანი გემებით.თუმცა ისინი ჩვენს ჟანგიან კატერებს ნამდვილად მოუვლიან. მისტრალს რაც შეეხება, მისი შავ ზღვაში შემოყვანა დიდი პრობლემაა. თუმცა შესაძლებელია (სადმე არ ვიცი სად აქვთ რუსებს შავიზღვიპირეთში ქარხნები) აშენება.
-
აგერ ტალიავინის გამოსვლა: 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელის, ჰაიდი ტალიავინის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 28 აპრილი, 2010 ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება იმისათვის, რომ მომიწვიეთ აქ და მომეცა შესაძლებლობა, გამოვიდე ამ მნიშნველოვანი ორგანოს წინაშე იმ საკითხის შესახებ, რომელიც მრავალი მოლოდინის მოუხედავად, კვლავ მთავარ თემად რჩება, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებასა და ამჟამინდელ საფრთხეებზე, რაც ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას ემუქრება.რამდენადაც პირველი შემთხვევაა, როცა მე გამოვდივარ ამ აუდიტორიის წინაშე, ნება მომეცით ვთქვა, რაოდენ მოხარული ვარ და რამდენად დიდი პატივია ჩემთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის თაობაზე ანგარიშიდან ზოგიერთი მოსაზრება და დასკვნა გაგიზიაროთ. კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოში კოფლიქტის გაჩაღების შემდეგ ევროპის საბჭომ აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, დიდი ინტერესი გამოხატა და სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა არხების მეშვეობით ჩაერთო მასში, თუნდაც ადამიანის უფლებების საკითხებში კომისრის, ღრმად პატივცემული თომას ჰამამბერგის მეშვეობით, რომელთანაც ჩვენ ფაქტების დადგენის მისიის შესრულებისას აქტიურად ვითანამშრომლეთ. დღევანდელი დებატები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საბჭო აგრძელებს თავის ძალისხმევას იმისათვის, რათა ამჟამინდელი არადამაკმაყოფილებელი სიტუაციიდან გამოსასვლელად მონახოს გზები. ეს ეხება არა მარტო ადგილზე მუშაობას, არამედ კონფლიქტში მყოფ მხარეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის ურთიერთობებს. სწორედ ასეთ შეკრებაზე, როგორიცაა ევროპის საბჭო, საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია და უნდა წარმოაჩინოს დიალოგისა და დებატებისათვის საჭირო კულტურა, რაც, ალბათ, საფუძველს ჩაუყრის უკეთ გაგებას ისეთი საპირისპირო საკითხებისაც კი, როგორიცაა საქართველოში კონფლიქტი. როგორც იცით, ანგარიში, რაც დღეს უნდა წარმოგიდგინოთ, ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ჩავაბარეთ ევროპის კავშირის საბჭოს. ამავე დროს, ანგარიში გადაეცა კონფლიქტის მხარეებს, საქართველოსა და რუსეთს, ეუთოს და გაეროს, როგორც ეს მითითებულია მისიის მანდატში. ანგარიში, ასევე, გადაეცა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. მრავალ მიზეზთა გამო, და იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა არასწორი ინტერპრეტაციები და ციტირებები, ანგარიში, მისი გამოცემის შემდეგ, დაუყოვნებლივ საჯარო და ხელმიწსაწვდომი გავხადეთ ინტერნეტში. ანგარიშმა საერთაშორისო მასშტაბით დიდი დაინტერესება გამოიწვია. პრესის და საზოგადოების რეაქცია თითქმის ყოველთვის დადებითი, სასარგებლო ან ნეიტრალური იყო. კონფლიქტის მხარეებს, გადამწყვეტი უმრავლესობით, თავშეკავებული რეაქცია ჰქონდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან ანგარიშის ერთგვარი შერჩევითი წაკითხვა შევნიშნეთ, მხარეები წარმოადგენდნენ ანგარიშის მხოლოდ იმ ნაწილს, რაც მათ მოსწონდათ. ნება მიბოძეთ, ანგარიშთან დაკავშირებით მოკლედ გითხრათ მისი საფუძვლებისა და მანდატის შესახებ. 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საბჭომ დამოუკიდებელ საერთაშორისო ფაქტების დამდგენ მისიას დაავალა, გამოეძია 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი საქართველოში. საბჭომ მე ამ ფაქტების დამდგენი მისიის ხელმძღვანელად დამნიშნა და სამუშაო მეთოდებსა და პროცესებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილების მიღება მომანდო. მანდატის მოქმედების პირობები მოითხოვდა, რომ მისიას გამოეძია 2008 წელს საქართველოში კონფლიქტის საფუძველი და მიზეზები, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული სამართლის კუთხით, ადამიანის უფლებებსა და ამის თაობაზე გაკეთებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, სამხედრო (ომის) დანაშაულის მტკიცებების ჩათვლით. გეოგრაფიული ფარგლები და გამოყოფილი დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ყველა შესაძლო მიზეზის დასადგენად - მეტად ფართო ამოცანა, რისთვისაც ჩვენს მისიას შედარებით მოკლე დრო, დაახლოებით ცხრა თვე, მიეცა. ანგარიში მოიცავს 1000-ზე მეტ გვერდს. ის ნამდვილად მოცულობითია, მაგრამ მისი მთავარი შედეგები რეზუმირებულია დასაწყისშივე 25 გვერდად სათაურით „კონფლიქტი საქართველოში, 2008 წლის აგვისტოში“. ის მოიცავს ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს, ფაქტებს და დასკვნებს, რასაც თან სდევს ათობით უმნიშვნელოვანესი დაკვირვების შედეგი - ერთგვარი მიღებული გაკვეთილები - რამაც ჩვენი მუშაობის დროს იჩინა თავი. რეზუმეს წინ უსწრებს მოკლე შესავალი, რომელიც განმარტავს მისიის მუშაობის გარემოს, მეთოდებსა და ამოცანას. რეზუმეს მოყვება ინფორმაცია იმ ადამიანთა ძალისხმევის შესახებ, ვინც ხელი შეუწყო მისიის მუშაობას. ეს თავები უფრო ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ რამდენიმე დამატებით გვერდთან - რუქებთან, მისიის მთავარი ვიზიტებისა და შეხვერების სიასთან ერთად, ანგარიშის პირველი ტომის უმეტეს ნაწილს წარმოადგენს. მას მოყვება მეორე და მესამე ტომები. მეორე ტომი დაახლოებით 450 გვერდს მოიცავს, მასში მოცემულია საექსპერტო მოსაზრება და ანალიზი, რაც ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ არა ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ანგარიშში ფაქტების დადგენისა და დასკვნებისათვის. ეს 450 გვერდი ყველა შესაბამის ინფორმაციას შეიცავს, რაც ამა თუ იმ გზით საქართველოს კონფლიქტს ეხება. მესამე ტომი დაახლოებით 650 გვერდია, ის მოიცავს, ძირითადად, სრულ და შეუცვლელ განცხადებებს და მისიის შეკითხვებზე პასუხებს იმ ფორმით, როგორიც ის კონფლიქტის სხვადასხვა მხარიდან და სხვა წყაროებიდან იქნა მიღებული. სრული ანგარიში დაახლოებით 1150 გვერდს მოიცავს, რომელიც დაყოფილია სამ ტომად. ნება მიბოძეთ, გამოვყო რამდენიმე დეტალი, რომელიც მისიის მუშაობას და მის ანგარიშს უკავშირდება. პირველი მათგანი არის პოლიტიკური კონტექსტი. ის საჭიროებს გავიხსენოთ, რომ ევროპის კავშირმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ომის შეჩერებასა და ცეცხლის შესაწყვეტად საჭირო შეთანხმებების თაობაზე მოლაპარაკებებში. ეს დიდად განაპირობა მაშინდელი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის - სარკოზის მეთაურობით წარმართულმა ძალისხმევამ. ახლაც კი ევროპის კავშირი აგრძელებს და აქტიურადაა ჩართული სიტუაციის სტაბილიზირებაში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და ჟენევის მოლაპარაკებების სახით. გვესმის, რომ ჩვენი მისიაც საერთო ევროპული პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან და გრძელვადიანი გადაწყვეტის უზრუნველყოფას. თუმცა, კონფლიქტის რეგიონში საერთო სიტუაცია არის დაურეგულირებელი და არამყარი, ანგარიში უნდა იქნას განხილული, როგორც ევროკავშირის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში სიტუაციის დასტაბილურებას. მან კონფლიქტის გადაწყვეტა მოლაპარაკებებით უნდა მოაგვაროს. მეორე მნიშვნელოვანი პუნქტია ის, რომ ჩვენი ფაქტების დამდგენი მისია, ასეთი სახით, იყო პირველი, რაც ევროკავშირის ისტორიაში შეიქმნა. ჩვენი მიზანი იყო, მოგვემზადებინა მოვლენების სამართლიანი და არატენდენციური წარმოდგენა და, ასევე, დაბალანსებული შეფასება გაგვეკეთებინა საერთაშორისო და ჰუმანიტარულ სამართალთან დაკავშირებით. იმედი გვქონდა, რომ ჩვენი ანგარიში მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობდა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას. თუმცა, საკმარისი არაა განიხილო კონფლიქტი პოლიტიკური, სამართლებრივი თუ სამხედრო კუთხით. ეს უფრო მეტად მხარეების განწყობის საკითხია. ისინი, ვინც ჩართულნი იყვნენ კონფლიქტში, ფოკუსირებულნი იყვნენ თავიანთ საკუთარ სიმართლეზე და არ იყვნენ მზად, სხვათა სიმართლეც დაენახათ. ამის მიუხედავად, უნდა გავიგოთ, რომ კონფლიქტის არანაირი მოგვარება არ იქნება შესაძლებელი მანამ, სანამ ის თავად პრინციპებიდან არ წამოვა და მანამ, სანამ არ ასახავს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების აღქმას, არამედ მეორე მხარის აღქმასაც. ანგარიშის მიზანია, ხელი შეუწყოს რეორიენტაციის პროცესს. ამ თვალსაზრისით, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ფაქტების დამდგენი მისია არ წარმართავდა გამოძიებას რაიმე სახის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. ეს იყო ფაქტების მკაფიოდ დამდგენი მისია. ევროპის კავშირის საბჭოს მიერ დადასტურებული მანდატის გათვალისწინებით, ეს ანგარიში არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც სასამართლო - ის არ ამზადებდა არანაირ სამართლებრივ მოქმედებებს ერთი რომელიმე მხარის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. მისიის ამოცანა იყო შეძლებისდაგვარად ფაქტები (და მათი საერთაშორისო და ჰუმანიტარულ სამართალთან შესაბამისობა) დაედგინა. სამომავალოდ მშვიდობას თითქმის არანაირი შანსი არ ექნება, თუ ფაქტები მკაცრად და ობიექტურად წარმოდგენილი არ იქნება. ეს არის ანგარიშის მთავარი ამოცანა. თუ არის ანგარიშში რაიმე საფუძვლიანი მესიჯი, გარდა იმისა, რომ ყურადღება იქნა გამახვილებული კონფლიქტის ადამიანურ მასშტაბებსა და ტრაგიკულ მოვლენებზე, ეს არის ყველა კონფლიქტში მონაწილე მხარის მიმართ ხელახალი მოწოდება, შეესაბამონ საერთაშორისო სამართლის საბაზისო წესებს, როგორიცაა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ძალის გამოუყენებლობა ან ძალის გამოყენების თაობაზე მუქარის გამორიცხვა, რამდენადაც ეს პრინციპებია დაცული გაეროს ქარტიაში. ამავე დონეზეც არის ანალოგიური საჭიროება საერთაშორისო ურთიერთქმედებისა და ქცევის თაობაზე ინსტრუქციების (გაიდლაინსების) უკომპრომისო დაცვა, რაც ევროპის თვალსაზრისით დაკავშირებულია ეუთოსთან და მის ნიშნის მქონე დოკუმენტებთან, 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტით დაწყებული და 1999 წელს სტამბულში მიღებული ევროპის უსაფრთხოების თაობაზე ქარტიის და ასევე ევროპის საბჭოს შესაბამისი დოკუმენტების ჩათვლით. ყველა მათგანი დაირღვა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად და კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა გააკეთოს მაქსიმალური იმისათვის, რომ ამ პოლიტიკურ და სამართლებრივ მექანიზმებს საერთაშორისო ურთიერთობებში გადაწყვეტისუნარიანობის კანონიერი ადგილი დაუბრუნდეთ. ამავე დროს, ის გამომდინარეობს იმ დაკვირვებებიდან, რომ ამ კონფლიქტს არ ჰქონდა მხოლოდ ადგილობრივი და რეგიონული გავლენა, მან პირდაპირ იმოქმედა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ანგარიში რეზუმირებულია და მოცემულია დაახლოებით 25 გვერდად სათაურით „კონფლიქტი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში“, რომელიც დაუყოვნებლივ მოსდევს შესავალს პირველი ტომის დასაწყისში. რეზუმე მოიცავს მთავარ მოვლენებს, რაც მოხდა და აღნიშნულ მიზეზებს პოლიტიკური, ისტორიული, სამხედრო და სამართლებრივი შესაბამისობის თვალსაზრისით (ეს უკანასკნელი ორივე - საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის კონტექსტში, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების კანონის თვალსაზრისით). ანგარიშის სირთულეს წარმოადგენდა არა პოლიტიკური, სამხედრო და სამართლებრივი ბუნება, არამედ ადამიანთა ტანჯვა და ტრაგედია, რაც ყოველთვის შეიარაღებული კონფრონტაციის გარდაუვალი შედეგია. როგორც უპირველესი ნაბიჯი მიზნების განხილვისას, მისიას სურს, ამ მოხსენებით გამოხატოს უდიდესი თანაგრძნობა მათ მიმართ, ვინც განიცადა დიდი ტკივილი ახლობელი ადამიანის სიკვდილით, ყველა მათ მიმართ, ვინც დაიჭრა, ვინც იცემა და დამცირებული იქნა და ათასობით მათ მიმართ, ვინც საკუთარი სახლები დაკარგა. სამხედრო და პოლიტიკური მოქმედებების უმეტესობა იყო კრიტიკულად განხილული ამ ანგარიშში, მაგრამ არ ეხება მისიის პატივისცემას დიდი თუ პატარა რეგიონის ხალხთა ინდივიდუალურ რწმენასა და მისწრაფებებს. რამდენადაც სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ობიექტური მიდგომა არის მისიის მუშაობის მეთოდების წარმმართავი, მსგავსი ძალისხმევა იქნა ჩადებული მისიის მუშაობის შედეგებშიც მკაფიო და კონრეტული პასუხების მოწოდებით. ნება მიბოძეთ, დავიწყო პასუხით კითხვაზე, რომელიც ყველაზე ხშირად იქნა დასმული. მისიის თვალსაზრისით, ომი გამოიწვია საქართველომ, როდესაც შეუტია ცხინვალს მძიმე არტილერიით 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს. ვერანაირი ახსნა, რომელიც მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისგან (და მან მოგვაწოდა პასუხი - შეტევის გამო) ვერ წარმოადგენს ღირებულ განმარტებას რამენაირი ფორმის სამართლებრივი გამართლების სახით. კერძოდ, როგორც მისიამ დაადგინა, არ ყოფილა მასიური რუსული სამხედრო შემოტევა, რისი შეჩერებისათვისაც საქართველოს სამხედრო ძალებმა ცხინვალს ესროლეს ასევე, საჭიროა აღინიშნოს, რომ ქართველთა შეტევა ცხინვალზე 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს არანაირად არ იყო ცალკეული მოვლენა. ეს იყო თვეობით და წლობით მზარდი დაძაბულობის, შეიარაღებული ინციდენტებისა და თანდათანობით გაუარესებული სიტუაციის კულმინაციური მომენტი. კონფლიქტის ყველა მხარე არის პასუხისმგებელი ამ მოვლენების მეტად სერიოზული განვითარებისათვის. მართლაც, კონფლიქტს ჰქონდა მეტად ღრმა ფესვები რეგიონის ისტორიაში და ხალხის ეროვნულ ტრადიციებსა და მისწრაფებებში, ისევე, როგორც საუკუნოვან წარმოდგენებში (ან თითქმის არასწორ წარმოდგენაში) ერთმანეთის მიმართ, რაც არასოდეს იყო გასწორებული და ზოგჯერ ცუდადაც იქნა გამოყენებული. საქართველოს კონფლიქტის თაობაზე ანგარიშმა აჩვენა, რომ კონფლიქტის წარმოშობის ნებისმიერი ახსნა არ შეიძლება ფოკუსირებული იქნას მხლოდ არტილერიის მხრიდან ცხინვალის შეტევაზე 7-8 აგვისტოს ღამეს. ამგვარი შეფასება ყოველთვის საჭიროებს წლების წინ საომარი მოქმედების მიმდინარეობის და მზარდი დაძაბულობის გათვალისწინებას კონფლიქტის წინმსწრები თვეებისა და კვირების განმავლობაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული წლობით მიმდინარე პროვოკაციების, ურთიერთბრალდებების, სამხედრო და პოლიტიკური მუქარების, აგრეთვე, ძალადობის აქტები როგორც კონფლიქტის ზონებს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აგრეთვე, გასათვალისწინებელია დიდი სახელმწიფოების პოლიტიკისა და დიპლომატიის გავლენა პატარა და დაუმორჩილებელი მეზობლის წინააღმდეგ, პატარა მეზობლის მიდრეკილებასთან ერთად, იმოქმედოს კრიტიკულ მომენტში ისე, რომ არ გაითვალისწინოს საბოლოო შედეგები, რომ არაფერი ვთქვათ მის შიშზე, რომ მას შეეძლო, სამუდამოდ დაეკარგა მისი ტერიტორიის მნიშნველოვანი ნაწილები, რასაც, ჩვეულებრივ, მცოცავ ანექსიას უწოდებენ. ომის წამოწყებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ მხარეს, მაგრამ ასევე რუსულ მხარესაც ეკისრება პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის დარღვევისათვის. ეს გამოიხატა შეიარაღებულ კონფლიქტამდეც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის რუსული მოქალაქეობის მასობრივად მინიჭებაში. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართალი დამატებით დაირღვა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებებით საქართველოს ტერიტორიაზე, რაც პროპორციულად ბევრად გაცდა ქართველთა შეტევის ქვეშ მოყოლილი ცხინვალში მყოფი რუსი სამშვიდობოების დაცვისთვის აუცილებელ ზომათა ფარგლებს. ამასთან, რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება განხილულ უნდა იქნას, როგორც საერთაშორისო სამართლის ძალის არმქონე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. რამდენადაც სადავო საკითხები ეხება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ადამიანის უფლებების დაცვის კანონს, ფაქტების დამდგენმა მისიამ ერთ-ერთი მთავარი დასკვნა გამოიტანა ის, რომ რუსეთისა და ოსეთის განცხადებები, რომლებიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდში ადანაშაულებენ, არ არის დასაბუთებული. მეორე მხრივ, არის სერიოზული მინიშნება, რომ ეთნიკურ წმენდას ადგილი ჰქონდა მრავალ შემთხვევაში ეთნიკური ქართველების მიმართ და მათი სოფლების და დასახლებების მიმართ სამხრეთ ოსეთში. საქმე გვაქვს, ასევე, სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებთან, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და ამის შესახებ მიეთითოს ყველა მხარეს. მეტიც, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ, რომელმაც არ ან ვერ გააჩერა სისასტიკე, რაც სამხრეთ ოსეთის მხარეს მებრძოლმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ან კერძო პირებმა ჩაიდინეს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ იმ ტერიტორიებზე, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. ჩვენ ანგარიშში სინანულით აღვნიშნეთ საერთაშორისო სამართლით დადგენილი პრინციპის - ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შელახვა. აღვნიშნეთ მზარდი სურვილი ყველა მხარის მხრიდან, გამოიყენონ ძალა, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება და იმოქმედონ ცალმხრივად, იმის ნაცვლად, რომ ეძებონ მოლაპარაკებით საკითხის გადაწყვეტის გზები, რამდენადაც რთული და ძნელი არ უნდა იყოს ასეთი მოლაპარაკების პროცესი. საბოლოოდ, ჩვენ ვიხილეთ ადამიანთა გრძელი რიგი, რომელიც იტანჯებოდა და სიღატაკე - საომარი მოქმედებების კვალდაკვალ. რამდენადაც დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია იქნა შექმნილი, როგორც ფაქტების დამდგენი მისია და არა როგორც პოლიტიკური კონსულტაციის უწყება, მისიამ თავი შეიკავა პოლიტიკური „საგზაო რუქის“ წარმოდგენისაგან, თუ როგორ უნდა იმარათოს და გადაწყდეს ჯერ კიდევ არსებული კონფლიქტი. მოვლენებისა და მათი მიზეზების აღწერით, მისიამ აღნიშნა, რომ მთელმა რიგმა დეტალებმა ხელი შეუწყო დაძაბულობის თანდათანობით ესკალაციას და საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტს. მისია შეეცადა, დაედგინა დეტალები და ჩაურთო მოკლე მოსაზრება ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. უწინარეს ყოვლისა, ჩემი რჩევა იქნება, თავი შევიკავოთ იმისაგან, რომ ვინმეს სრული პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმისათვის, რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს. კონფლიქტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განაპირობა უამრავმა მიზეზმა, რომელიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მოქმედებებს მოიცავს. თუმცა, შესაძლებელია დადგინდეს ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენისა და გადაწყვეტილების ავტორი, რამაც ამ პროცესის მიმდინარეობას დაასვა კვალი. შეუძლებელია კონფლიქტისათვის პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს. კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარემ დააკლო ძალისხმევა და მათ უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ამგვარი მარცხისათვის. მეორე, პრევენციული დიპლომატია და საერთაშორისო კონფლიქტების მართვა არ იყო წარმატებული 2008 წლის კონფლიქტში, ნაწილობრივ იმიტომ, რასაც მე ვუწოდებ ადრიდანვე მოლაპარაკებული და შეთანხმებული საერთაშორისო პარამეტრების თანდათანობით დარღვევას, ისევე, როგორც საერთაშორისო ვალდებულების მზარდ უპატივცემულობას. მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების ეფექტურობის შესანარჩუნებლადაც, ჩვენ არ გვჭირდება არანაირი ახალი ვალდებულება ან დებულება, გარდა იმისა, რაც უკვე არსებობს. მხოლოდ მისი დაცვაა საჭირო. ჩვენ, როგორც ჩანს დაგვავიწყდა გაეროს ქარტიის დებულებები და გაეროს ქარტიის ჰელსინკის საბოლოო აქტი, მუხლი 2(4), ის მკაფიოდ ადგენს, რომ ყველა ქვეყანამ, უნდა „შეიკავოს თავი. . . მუქარისა და ძალის გამოყენებისაგან“. პარაგრაფი 3 ადგენს, რომ ყველა დავა უნდა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. კონფლიქტის ყველა მხარემ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველომ და რუსეთმა, მაგრამ ასევე სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა, დაარღვიეს ამ დებულებებში მოცემული პრინციპები. სამხედრო მოქმედებების გაჩაღებას რამდენიმე წლით ადრე წინ უსწრებდა ძალის გამოყენების მუქარები, გავლენიანი და ცეცხლისგამჩაღებელი მედიის ანგარიშები, აგრეთვე, ზეპირი შეტევები, რომელიც მიზნად კონფლიქტის მეორე მხარის შეშინებასა და აზრის შეცვლას ისახავდა. ამან შექმნა მღელვარება და მზარდი იმედგაცრუება; და, სავარაუდოდ, განაპირობა მხარეების მოუმზადებლობა, კონფლიქტი კონსტრუქციული გზით გადაეწყვეტათ ან ყველა ჩართული მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება მოეძებნათ. ნება მოგვეცით, ასევე განვიხილოთ გაეროს ქარტიის 51-ე მუხლი კანონიერი თავდაცვის შესახებ. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს კონფლიქტში ყველა მხარემ მოიყვანა მუხლი 51 მათი ქმედებების გასამართლებლად, მაგრამ ჩვენმა გამოძიებამ აჩვენა მრავალრიცხოვანი შეუსაბამობები ამ განცხადებებთან დაკავშირებით. სამხედრო მოქმედებების უმეტესობა იყო შორს თავდაცვის ლეგიტიმური მაგალითებისაგან. ეს ეწინააღმდეება საერთაშორისო სამართალს. ჰელსინკის საბოლოო აქტის პირველი პრინციპი იძლევა პრინციპების ნათელ განმარტებას, რომელიც ღირსეული და მშვიდობიანი საერთაშორისო გარემოს მისაღწევად უნდა დავიცვათ. პირველი პრინციპის მე-10 ქვესათაური ადგენს მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანაარსებობის წესებს საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ისინი ლაპარაკობენ მუქარისა და ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავებაზე და საზღვრების დაურღვევლობაზე, სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობაზე, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე, თანასწორ უფლებებზე, თვითგამორკვევაზე და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებების კეთილსინდიერად შესრულებაზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება არსებულ დებულებებს არმიის და სამხედრო აღჭურვილობის თაობაზე და ასევე სამხედრო ვარჯიშების უზრუნველყოფას კონფლიქტის რეგიონებში. მაშინაც კი, როცა ის მოცემულია საერთაშორისო სამართლით დადგენილი შეზღუდვების ან ვალდებულებების მიუხედავად (როგორიცაა ეუთოს და გაეროს შესაბამისი ვალდებულებები, ან Wassenaar-ის შეთანხმება), სამხედრო მხარდაჭერა უნდა დარჩეს საღი აზრისა და სათანადო გულმოდგინების ფარგლებში. სამხედრო დახმარების უზრუნველმყოფებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ თავი შეიკავონ განუზრახველი და არაპირდაპირი მხარდაჭერისაგანაც კი, ისეთი მოქმედებებისაგან და მოვლენათა განვითარებისაგან, რომელიც რეგიონში სტაბილურობის დამანგრეველია. მეორე საკითხი ეხება, ფაქტობრივად, პასიურ და არაახლებურ მიდგომას სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მიერაა მიღებული, ვგულისხმობ ეუთოს - სამხრეთ ოსეთში და გაეროს - აფხაზეთში, რაც არ დაეხმარა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. 2008 წლის ადრეულ გაზაფხულზე საერთაშორისო საზოგადოებამ, ალბათ, გააცნობიერა სიტუაციის სერიოზულობა და მიავლინა რეგულარული, მაღალი დონის დიპლომატები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლის, ხავიერ სოლანას და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-გალტერ შტეიმეიერის სახით, რომლებმაც ერთი-მეორის მიყოლებით წარმოადგინეს ინიციატივები, მაგრამ საკმარისი არ გააკეთეს მოახლოებული კრიზისის პრევენციისათვის. იყო მთელი რიგი არასწორი წარმოდგენები, ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობები, ყველა მხარეს დაუშვეს შეცდომები. და ეს დაგროვდა იმ წერტილში, სადაც ძალადობის აფეთქების საფრთხე რეალურად იქცა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები უეჭველად გაართულა გადაწყვეტილებებმა კოსოვოს დამოუკიდებლობისა და მისი საერთაშორისო აღიარების თაობაზე, ნატოს 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტთან და საქართველოს ნატოში სამომავლოდ გაწევრიანების შესახებ დაპირებასთან ერთად. ამ მოვლენებმა გაართულა ის საერთაშორისო გარემო, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი მოვლენები განვითარდა. რუსეთის ფედერაციის 2008 წლის გადაწყვეტილებამ, გაეუქმებინა 1996 წლის დსთ-ს შეზღუდვები აფხაზეთზე და პირდაპირი კავშირი დაემყარებინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მხარეებთან მრავალ სფეროში, სხვა მასშტაბი მისცა უკვე არსებულ რთულ სიტუაციას. ამას ხელი შეუწყო დროული და საკმარისად განსაზღვრული მოქმედებების ნაკლებობამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, და როგორც ითქვა, არაახლებურმა მიდგომამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც მიღებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამანაც ასევე შეუწყო ხელი კრიზისის გაღვივებას. მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი - ეს არის უპირატესი თემა ჩემთვის, რისი გამოცდილებაც შევიძინე კონფლიქტურ ზონებში მრავალწლოვანი მუშაობით - ის ეხება მოგვარების ფორმებს ღია კონფლიქტების დასასრულებლად. ღრმად მჯერა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომდენადაც არასაკმარისი შეიძლება იყოს ყველა მხარისათვის, კვლავ უკეთესია ომზე ან ღია საომარ მოქმედებებზე. თუმცა, ასევე, საჭიროა ითქვას, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ყველა შეთანხმება ადრე თუ გვიან წაიშლება ან სხვა მოვლენებით გადაიფარება, როგორც ეს იყო გაეროს შემთხვევა აფხაზეთში ან ეუთოსი - სამხრეთ ოსეთში. მანდატები შეუსაბამოა და სასარგებლოც კია უკომპრომისო პოზიციის ჩამოყალიბებაში. რა შეიძლება იყოს ეფექტური იარაღი საომარი მოქმედებების დასრულებისათვის - ამ შემთხვევაში, ადრეული, 1990-იანი წლების კონფლიქტები - შეიძლება 15 წლის შემდეგ დასრულდეს, ან შეიძლება ღია სამხედრო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონფლიქტში გამარჯვებულები არ არიან. ყველამ წააგო - თუ ცხოვრება და საკუთრება არ დაკარგეს, სულ მცირე, მათ სამომავლო იმედები და პერსპექტივები დაემსხვრათ. ეს არის სიმართლე, ერთი მხრივ, თბილისსა და, მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ურთიერთობის შესახებ, სადაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა არც ერთი საკითხი არ მოაგვარა. კონფლიქტის რეგიონში სიტუაცია დაძაბული რჩება. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. საერთაშორისო საზოგადოებაც წაგებულთა შორისაა. ევროპაში თანამშრომლობის პოლიტიკურმა კულტურამ (რაც განვითარდა 1970-იანი წლებიდან, ეუთოს ნიშნიანი დოკუმენტის და ევროპის საბჭოს ბაზაზე, რაც უკვე ვახსენე) ბევრი იწვნია. მუქარა და ძალის გამოყენება შემოუბრუნდა ევროპელ პოლიტიკოსებს. საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, უგულებელყოფილი იქნა. საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართლის დაღვევები, როგორიცაა ეთნიკური წმენდა, ამოტივტივდა, როგორც პოლიტიკური რეალობის ელემენტი. ბოლოს, კონკრეტულად კი, რუსეთსა და დასავლეთის ხელისუფალთ შორის ურთიერთობაც დაზარალდა. საერთაშორისო საზოგადოებამ და სხვა, კონფლიქტში მოქმედმა რეგიონულმა თუ არარეგიონულმა პირებმა, უნდა გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლო ძალისხმევა არა მხოლოდ იმისათვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან მხარეები, არამედ წარმოადგინონ სასწრაფო პოლიტიკური საკითხი, თუ როგორ ამოვავსოთ ის სიცარიელე, რაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაჩნდა საქართველოში. ამგვარი მოლაპარაკებების წარმატებულ შედეგს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს ურთიერთობის გამოსასწორებლად დასავლეთის ხელისუფლებებსა და რუსეთს შორის. ასე შევაჯამებ მოხსენების დასკვნას: „ეს არის მცირედი იმედი მშვიდობიანი მომავლისათვის კონფლიქტის რეგიონში მანამ, სანამ ორი ძირითადი მოწინააღმდეგე - რუსეთი და საქართველო თავად არ დაიშურებენ ორმხრივ ძალისხმევას, რომ მათი დავა გადაწყვიტონ. ეს ახლა უნდა გაკეთდეს.” ეს არის ჩვენი გულწრფელი რწმენა, რომ ანგარიშს შეუძლია ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროა სიტუაციის გონივრული შეფასება კონფლიქტის მხარეების მიერ, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის რეგიონში და მის მიღმა მშვიდობასა და სტაბილურობას. მადლობას გიხდით მოთმინებისათვის. http://www.coe.int/t/dc/files/pa_session/a...gliavini_EN.asp?
-
ლ ი ც ი მაგი უბრალოდ ნაძირალაა და თუ დასჭირდა ამერიკოფილიც გახდება.
-
ლ ი ც ი კარგი რა ლიც, გულაშვილზე მაგის თქმა როგორ შეიძლება
-
mtidan მაპზე კარგი ხომ მიღებული გვაქვს. ეხლა ეტყობა იმაზე კარგი გვინდა.
-
DonCaredo ბატონო დონ, არ გინდათ რამეზე დავნიძლავდეთ, მაგალითად ალასანია მყარ მეორე ადგილზე გავა. მერის არჩევნებს ვგულისხმობ. ან ხლისტები, ანუ ეროვნული საბჭო ბარიერს ვერ გადალახავს თბილისში.
-
asds გრეჩიხისტი სხვა რაღაცაა, ხოლო გრეჩოიდები ეს ის პარტიები არიან ვინც შარშან აპრილში სამი თვე იდგნენ იქ იმ იმედით რომ მიშა გადადგებოდა. ჩამოგითვლით: ანზოროვნა, ბესელია, ძიძი, კობა, სალომე და პიროვნულად ორი გრეჩო. ფორუმი და ალიანსი სხვა ჭკუაზე იყვნენ. რაც შეეხება თქვენს განუმეორობობლას მაგაში ეჭვი არ შემიტანია.
-
ინტერნეტ პროტესტი ბენზინის ფასების წინააღმდეგ
ძუკუ replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ჩვენთან დიზელი ბენზინზე არანაკლები ღირს, იქ? -
asds სწორედ მაგას იძახდნენ გრეჩოიდები შარშან აპრილის აქციების დროს. იმიტომაც გადაგა.
-
kisa არჩევნებამდე 16 დღით ადრე შეგიძლიათ მიმართოთ საუბნო ან საოლქო კომისიას და უნდა გაასწორონ. საარჩევნო კოდექსი მუხლი 9.7 irusha შეგიძლიათ საქართველოს მოქალაქის პასპორტით მუხლი 57.1
-
საერთოდ უნივერსიტეტებში ლექციების კითხვით ყოფილი პრეზიდენტები არიან დაკავებული. შემთვევით ხომ არ გადამდგარა?
-
Siknadmo პრინციპში ეგრეც შეიძლება. მე მაგალითად ხელისუფლების მომხრეებს ვხმარობ,უბრალოდ მეტი წერა უნდა, თორემ იგივეა.
-
Saturn ვერ მივხვდი რას გულისხმობთ?