აგერ ალასანიას განცხადება: ალიანსი” “ქრისტიან-დემოკრატებისადმი” გუშინდელ შეთავაზებას ძალაში ტოვებს. როგორც ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ დავით გამყრელიძემ ”მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში შესთავაზა “ქრისტიან–დემოკრატებს”, თუ მხარს დაუჭერენ მერობის პოსტზე ირაკლია ალასანიას, სანაცვლოდ “ალიანსი” მხარს დაუჭერს “ქრისტიან–დემოკრატების” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. “ამაში უცნაური არაფერია. სწორედ ამიტომ დატოვეთ საკრებულოს თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური, რომ გაზრდილიყო ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. ეს თანამშრომლობა უნდა შედგეს არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ. თუკი იქნება ამგვარი შემხვედრი ნაბიჯი, ცხადია, ეს ჩვენთვის სასიამოვნო იქნება. ცხადია, ძალასთან, ვინც გადაწყვეტს მხარი დაუჭიროს ასეთ წინადადებას, კონსულტაციები გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ე.ი. ალიანსი ასეთი თანამშრომლობის პირობად არ აყენებს ჭანტურიას კანდიდატურის მოხსნას. გარკვევით ამბობს, თუ ამას იზამენ სასიამოვნო იქნებაო.