Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. newstudio დღევანდელი მაჟორიტარების წესი,ანუ ფარდობითი უმრავლესობით შეიძლება უკან შეუტრიალდეს ხელისუფლებას.ანუ ამ ვარიანტში იმარჯვებს ის კანდიდატი რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს,მაგრამ 30%-ზე მეტს.ადრე ეს ნაცებს ფაქტიურად ყველა ოლქს აგებინებდა,რადგან ნებისმიერ ოპო კანდიდატზე მეტს იღებდნენ.ეხლა ვნახოთ. babuagiorgi ძალიან ცუდად მოქმედებს ბაბუ თქვენზე ევროპა. იქ პარტია თუ 40%-ს იღებს ძალიან მაგარია.აქ კი მაჟორიტარებს თუ გავითვალისწინებთ,პარტიულის ნახევარზე მეტით მოგებაც კი არაფერს არ იძლევა. ეს კი არა ადრეც აგიხსენით რომ ჩვენი უკუღმართი კონსტიტუციით ჯამში ნახევარზე მეტი რომ გყავდეს,ესეც ერთი წლის განმავლობაში,სანამ მიშა რჩება ესეც ჩიხია.
  2. laci ეგ მარტივია,ტელეფონის ნომერი ხომ ფიქსირდება და ნახავენ ვისზეა რეგისტრირებული ტელეფონი.
  3. Министр иностранных дел Грузии Григол Вашадзе 05.12.11 21:47 Глава МИД Грузии посетит Израиль Министр иностранных дел Грузии Григол Вашадзе в ближайшее время посетит с визитом Израиль, сообщила на брифинге 5 декабря заместитель министра иностранных дел Грузии Нино Каландадзе კარგია თუ ისრაელთან ნორმალური ურთიერთობები აღდგება.
  4. babuagiorgi თინა ნამდვილად ძალიან ბევრს აკეთებს,თუმცა ჩვენთან თავჯდომარეობა ფაქტიურად შეტენვაზეა(რ ა თქმა უნდა არა ნებისმიერისთვის)
  5. babuagiorgi მე მგონი დაგაინტერესებთ თინა ხიდაშელის ბრიფინგი ვენეციის კომისიის დასკვნაზე საარჩევნო კანონში ცვლილებებზე. http://www.livestream.com/republicans100/video?clipId=pla_4f176555-7717-4fee-9b6c-21f923172d2e
  6. babuagiorgi ვერ ჩაგვყლაპავენ.მაგაზე უარესებსაც გავუძელით.კერძოდ მიშას,რომელმაც 2004 წლის არჩევნების დროს ჟვანია ჩაყლაპა,ჩვენს მიმართაც იგივე სურვილი ქონდა,მაგრამ არ გამოუვიდა. ეს სურვილი იმ უკუღმართი კონსტიტუციის ბრალია,რომლის მიხედვითაც შემდეგი საპარლამენტო არჩევნები რომც მოიგო,ერთი წლის განმავლობაში ვერაფერს ვერ იზამ,რადგან მიშა ისევ თავისი დღევანდელი უფლებებით რჩება.ამიტომაა საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა,რომ მიშას უფლებები შეუკვეცო.თუმცა ამის მიღწევა მე არარეალურად მეჩვენება.
  7. babuagiorgi ჯერ მოვიდეს არჩევნები და ვნახოთ ე.წ. იქნება თუ სხვა რამე.შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოს ბიძინამ მონაწილეობა ვერავითარი სახით და დარჩებიან ნაცები საკონსტიტუციო უმრავლესობაში და ამ ფორუმის ბევრი ოპოზიციონერი წევრიც დაწყნარდება.
  8. "რატომღაც" ამ ფაქტს დაემთხვა მიშას "ჰუმანურობა": საქართველოს მთავრობამ მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა დაასრულა 15:57 02-12-2011 იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად 2011 წლის 29 ნოემბერს მიაღწია ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას კომპანია Tramex International Inc-თან . კერძოდ, ქართულმა მხარემ საბოლოოდ დაასრულა მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დავა შეეხებოდა, 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო კომპანია "საქნავთობმა" გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებთან რონი ფუქსსა და იოანის კარდასოპულოსთან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ერთ კომპანიას, Tramex International Inc-ს ეძლეოდა ექსკლუზიური უფლება ქვეყანაში არსებულ გაზისა და ნავთობის ინფრასტუქტურაზე. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ერთ წელიწადში, ამავე კომპანიამ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო ქმედებების შედეგად, მოიპოვა 30-წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და მომავალში გაყვანილ ნავთობსადენებზე. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებების სანაცვლოდ, კომპანიას საქართველოს სასარგებლოდ არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, არ შესრულებულა ის მცირედი ვალდებულებები, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია, საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო. რის შემდეგაც კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, Tramex International Inc-ის წილის მფლობელების რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სასარგებლოდ, საქართველოს დაეკისრა 98 მილიონი დოლარის გადახდა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას თავიდან აეცილებინა მძიმე ფინანსური სანქციები, რომელიც გამოწვეული იყო წინამორბედი ხელისუფლების უკანონო ქმედებებითა და ქვეყანაში იმ დროს არსებული კორუფციით. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან ერთად აწარმოა მოლაპარაკებები და მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საბოლოოდ, საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3, შესაბამისად ბიუჯეტიდან დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი, რაც ფინანსური თვალსაზრისით საქართველოსთვის სასარგებლოა. მოკლედ ბევრი ევაჭრეს ამ დაჭერილ ებრაელ ბიზნესმენებს და 37 მილიონზე შეთანხმდნენ. ისე ამ თანხისთვის ღირდა ალბათ ერთი წლით ციხეში ყოფნა.მითუმეტეს მართლაც კაბალური ხელშეკრულება ქონდათ მათ გაფორმებული,მაგრამ ეს დამდებს უნდა მოკითხონ.
  9. რეესტრში ყოველთვის იქნება ძველი დირექტორი დაფიქსირებული.სანამ ის არ შეიცვლება უფლებამოსილი პირის მიერ,ამის შემდეგ ხდება ახლის დაფიქსირება და ამას რაღაც დრო სჭირდება.რა თქმა უნდა ეროსის არავითარი უფლება არ ქონდა დირექტორის განთავისუფლების.
  10. dire მე მგონი იყო კადრები როცა დიპკორპუსი მივიდა შესახვედრად არხის დამფუძნებლებთან.ამის შემდეგ მათ რა მოიმოქმედეს,ჩვენ არ ვიცით.ისე ეროსის დაეტყო "ზადნის" მიცემა. ისე ეროსი ხომ რაფინირებული ნაძირალაა,მაგრამ არც ღლონტი უქნია ღმერთს.
  11. dire ის რომ მას არ შეეძლო მაესტროს გენდირექტორის მოხსნა,ეროსამაც არიარა "სუბიექტურ აზრში" ჩართვისას.რაც შეეხება მასთან ხელსეკრულების შეწყვეტას,ეს დამფუძნებლებს შეუძლიათ,ოღონდ ეროსასაც შეუძლია სასამართლოში ამის გასაჩივრება და კომპენსაციის მოთხოვნა. ისე ფეისბუქზე ერთმა კარგად დაწერა: მაესტროში პიდ-ერასტები შევარდნენო. ცნობისთვის ეროსას ოფიციალურად ერასტი ქვია.
  12. Saturn რა ვიცი,სულ ამ ხელისუფლებას იცავთ სატურნ ბატონო. ეხლა თუ ჩვენ ხელისუფლებაში მყოფების მიერ დიდი ფულის შოვნის და რუსეთში ბიზნესით(შეიძლება ზოგჯერ არა მთლად მოსაწონი გზით) ნაშოვნ ფულს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ,ეს სხვა საქმეა. Ostap მე ყური მოვკარი რომ რაღაც რეიტინგები გამოქვეყნდა და ბიძინასი ნაცებს დაეწია თუ გაუსწრო.თუმცა ამაში არაა საქმე.ის რომ მისმა გამოჩენამ უამრავ ხალხს გაუჩინა რაღაც იმედი.მგონი ამის უარყოფა ძნელია. ამაზე ვიფიქრებ
  13. Saturn თქვენგან მოწონებული ხელისუფლების ბონზებისგან განსხვავებით ჩვენი ჯიბიდან არ წაუღია.
  14. Ostap მე მგონი აქ სამარჩიელო არაფერი არა.ლიდერი ბიძინა იქნება და ეს ამ მომენტისთვის სავსებით სამართლიანია.რადგან ჩემი(და არა მარტო ჩემი)აზრით,ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო,ეს ადრეც რამდენჯერმე დავწერე რომ შემდეგი არჩევნები თელავის შედეგით დასრულდებოდა,ანუ ნაცები ისე(თანაც გრიალით) მოიგებდნენ რომ გაყალბებაც არ დასჭირდებოდათ.ერთადერთი ციცო დეიდები იდგებოდნენ საარჩევნო უბნებთან,რაც სამწუხაროდ კანონით არაა აკრძალული.
  15. ბათიაშვილზე დაგეთანხმებით.მე ამაზე ორი წლის წინაც წერდი ფორუმ.გე-ზე.იკაკო თუ ლიდერი არ იქნება,მაშინ ასატანია.
  16. DonCaredo რა ფაქტი გინდათ,ამის ვიდეოჩანაწერი?ყველამ იცოდა მაშინ პოლიტიკურ სპექტრში ეს ამბავი.უსუფას ეს ტელევიზიით უთქვამს და ნაცებს არც უარყვიათ.მას გენერალური პროკურორის,შინაგან საქმეთა მინისტრის და იუსტიციის მინისტრის თანამდებობებს სთავაზობდნენ არჩევით.რა არის ამაში საკვირველი,მაშინ დღევანდელი უმაღლესი თანამდებობის პირები არაფერს არ წარმოდგენდნენ,ზოგიერთი საერთოდ ხელის ბიჭი იყო რაღაცეების მოსატანად,ჩვენ და ეროვნულ ძალთა გაერთიანება ჯერ კიდევ საკრებულოდან ერთ ბლოკში ვიყავით მაგათთან.
  17. DonCaredo თინას შოვნა რომ ნდომოდა ბოკერიაზე არაკლებ თანმდებობებს თავაზობდა მიშა,მაგრამ ამას თქვენ ვერ გაიგებთ.უსუფას კი საერთოდ ნებისმიერს.
  18. DonCaredo თქვენი აზრები ბატონო დონ არაფრით არ განსხვავდება იმ ადამიანის მოსაზრებებიდან რომელიც ავატარზე გაქვთ. ელოდეთ ვოვოჩკა ბადრი ბიწაძეს რომ გამოუშვებს თეთრ ცხენზე ამხედრებულს. სამწუხაროდ ამ ფორუმის ოპოზიციონერების საკმაო დიდი ნაწილი ნებით თუ უნებურად მიშას დატოვებას ემსახურება.
  19. Ostap შედით ერთი ფორუმ.გე-ზე და იქ რესპებზე თემები უკვე რამდენიმე წელია რაც რამდენიმე ასეულ გვერდზეა(თუ არა ათასზე) და აქ ბიძინა არაფერ შუაში არ არის. თავჯდომარეებს კი არ ვაყენებთ არამედ რაღაც დროიოს შემდეგ თვითონ მიდიან და გზას სხვას უთმობენ.უსუფას შემთხვევაშიც ასე იქნება. ლიბერალური მიმდინარეობის პარტიას საქართველოში კიდევ დიდი ხანი არ ექნება მაღალი რეიტინგი.თანაც ჩვენ მართლაც ლიბერალური ღირებულების მატარებელი ვართ და არა ისეთები ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი ჯგუფი რომ იბრალებს. პრინციპში მე ეხლაც ბოლომდე ვერ გვხვდები ბიძინამ რატომ აგვირჩია ჩვენ.
  20. Ostap მე სხვა კითხვა დავსვი,რომელ პარტიაზე ლაპარაკობენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ამდენს,მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრს არ მოწონს. ერთადერთი პარტია ვართ სადაც ამდენი თავჯდომარე გამოიცვალა და გადამდგარები პარტიაში დარჩნენ და არ გაქცეულან სხვა პარტიის შესაქმნელად. ყველა დანარჩენი ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული და როგორც კი ის მიდის,ეგრევე იშლებიან მარტივ მამრავლებლად.რაც მთავარია ჩვენი პრინციპები გაგვაჩნია და მას არ ვღალატობთ.
  21. DonCaredo ცალკე მაგდენი არასოდეს არ აგვიღია ბოლო არჩევნებზე როცა მარტო ვიყავით 3,8% ავიღეთ. ისე ყველაზე საინტერესო ისაა რომ,ყველა ჩვენზე ამბობს რომ ურეიტინგო ვართ,ასეთები ისეთები.მაგრამ ყოველთვის ჩვენზე ლაპარაკობს ყველა,მოვწონვართ თუ არა.აბა ანზოროვნაზე არავინ არ ლაპარაკობს.
  22. DonCaredo ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი თუ დაეხმარება(ჯარით),ნამდვილად.აი ნაცები რესპებს როდის გვეხმარებიდნენ,იქნებ ვინმემ გაიხსენოს.ერთ ბლოკში რომ ვიყავით ის არ ითვლება.
  23. DonCaredo რკინის ლოგიკაა.მიშას დროს ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ედიკას და მიშას დროს პარლამენტის თავჯდომარე ოპოა და რესპები ნაციონალ-ოპოები. სხვისი რა მოგახსენოთ და მე პირადად რუსების წინააღმდეგ ვიბრძოლებ და ეს აგერ უკვე 46 წელია რაც ჩემში დევს. მე სხვა პარიის წევრებისგან განსხვავებით არასოდეს არსად არ მითქვამს რომ რესპებს რამე სერიოზული რეიტინგი აქვთ,სადღაც 5%-ის ფარგლებშია ეს.ბიძინამ ჩვენ რეიტინგის გამო არ შეგვარჩია,არამედ ქვეყნაში მიმდინარე პროცესების ერთნაირი ხედვის გამო.
×
×
  • შექმენი...