Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. ხი კიდევ ბატონო სატურნ, არ უთქვი ძიძის რომ მას 50 შეირაღებული პირი დაესხა თავს.ეხლა ვნახე IPN-ზე" “50 კაცი დამესხა თავს, ძველი ბიჭები, იარაღიანები, “ნაცმოძრაობის” აქტივისტები. მათ ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. დავიხიე უკან, ჭიშკრამდე, რის შემდეგაც ამოვიღე იარაღი და რამდენჯერმე ჰაერში გავისროლე”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და მოუწოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, თავი დაანებონ მის ოჯახს და ოჯახის წევრებს. ვთქვათ გაზვიადებას ადგილი და 15 კაცი იყო, მათ შორის ძველი ბიჭები და იარაღიანებიც. რა არის ამაში დაუჯერებელი.
  2. Saturn ვის ქონდათ ამის სურვილი ბატონო სატურნ, ნაცემებს?
  3. მე ხმა მივეცი იმას რომ ბოლობოლო იმის შემდეგ რაც მიშა საბოლოო იზოლაციაში მოექცევა დასავლეთიდან, პირისპირ შერჩება რუსებს, აქედან გამომდინარე შედეგებით. თუმცა ეს უახლოეს ერთ-ორ წელიწადში არ მოხდება. ხო კიდევ რაც მთავარია,ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
  4. Siknadmo მე როგორც ვოცი ერორები ღამის ორ საათზე დაადგნენ ძიძიგურს თავზე, ასევე ეს ინციდენტი გადაღებული არაა. ეტყობა მოგვიანებით მივიდნენ. ისე ინციდენტი რომელ საათზე მოხდა, ხომ არ იცის ვინმემ?
  5. Saturn მე არ მითქვია რომ მას მანდამაინც 50 შეიარაღებული კაცი დაესხა თავს. მაგრამ ზონდერებში 10-15 ხელკეტიანი ადამიანის თავდასხმა და მაგრად ცემა ჩვეულებრივი ამბავია. ხოდა თუ გუშინდელი დარბევიდან გამოყოლილ ბოღმას გავითვალისწინებთ, ზვიადსაც დაახლოებით იგივე ელოდა და სავსებით დასაშვებია რომ ჰაერში სროლამ გადაარჩინა. ისე ჩემ საკუთარ სახლზე შემიძლია არავის არ გავარკვევინო პლაკატები.ალბათ ასეც მოხდა, ნაცების აგიტატორები პლაკატებს აკრავდნენ, მათ დაუშალეს, ამას მიოყვა შელაპარაკება, ალბათ ზონდერებიც გამოჩნდნენ და წავიდა და წავიდა.
  6. Saturn თქვენ ისე საუბრობთ ბატონო სატურნ, თითქოს ნაცმოძრაობის აქტივისტებს თუ ზონდერებს, ჯერ არავინ უცემიათ ან პროვოკაცია არ მოუწყიათ. მითუმეტეს თუ ისინი მის კერძო სახლზე აკრავდნენ პლაკატებს,მაშინ მას სრული უფლება ქონდა არ დაეშვა ეს. მერე იქ რა მოხდა ძალიან ძნელი გასარკვევია. ისე რაც მე ვნახე, როგორ უვარდებოდნენ ერორები სახლში, ზონდერებისგან რა გასაკვირია.
  7. [b]McLaren[/b] [quote name='lasalexx' post='258216' date='7th May 2010 - 12:21 PM']ყველას თავისას მისცემენ, ნაციონალებს ყველასი და ერორს როგორც უნდა ისე შეკერავენ და ისე გამოგვიცხადებენ[/quote] რა ვიცი, ჯერ იძახდნენ რომ საჯარო იქნებაო. ეხლა კი ალბათ ისევ ძველებურად გააკეთებენ, ანუ როგორც თქვენ დაწერეთ.
  8. dariala ვინ სიხარულიძე იყო მაშინ, ზაზა? ისე თქვენი ხმა სხვას როგორ გადაულოცა?
  9. akkai ნამდვილად, მე დავწერე რომ მეზობლები სროლებს ადასტურებენ და არა იმას რომ ძიძიმ ისროლა. kisa მაგას ყველა ღამე აკეთებს. თან თავისას გააკრავენ, თან სხვებისას ჩამოხევენ. ეგ ნამდვილად.
  10. მეც ვნახე ეს კადრები იმედზე. ძიძი იძახდა ღამის ორი საათია და სახლში ხუთი ბავშვი მყავს და ნაციონალებივით სახლში ნუ მივარდებითო. შეშლილი სახე ქონდა. მანამდე რა მოხდა გაუგებარია. სროლას ნამდვილად ქონდა ადგილი, რასაც მეზობლებიც ადასტურებდნენ. ორი ვარიანტია, ან ხელისუფლებამ მორიგი პროვოკაცია მოწყო, ან კი ძიძიმ გაუბერა.
  11. SHARI აი პირველის რა მოგახსენოთ. ბარიერს სავარაუდოდ მხოლოდ პირველი სამი პარტია გადალახავს. ხლისტები, თუ გუშინდელსაც გავითვალისწინებთ, გარეთ დარჩებიან.
  12. SHARI სამწუხაროდ ეს რეალში არ გადავა, თუმცა შეიძლება რაღაც სახით, მაგრამ არა მნისვნელოვანი.
  13. analgin ნაღდად პირველი. მეორეზე გუშინ გეპეისთან გამოჩნდა რომ არ არის ხალხი გამომსვლელი.თანაც არ გააყალბებენ, ხალხის ნიჰილიზმის გამო არ სჭირდებათ. მესამისთვის ელემენტარულად დრო არ რჩება. მეოთხე კი გამორიცხულია, მაშინ რა ალასანიას გაიყვანენ? ალბათ ეგრე იქნება, ციფრების დაზუსტება მიჭირს.
  14. ვეფხვი მიშას როცა სჭირდება, ვისაც გინდა იმას გამოიყენებს. რა იგორ გიორგაძის ნაჩუქარი დაჯავშნული უაზით არ დადიოდა.სჭირდებოდა იმ ეტაპზე გოგა და გამოიყენა.
  15. shamili ბატონო შამილ, თანმიმდევრობით ჩამოგიწერთ. 1. მე არსად მიწერია, რომ გოგას კაცობა, მა მგონი პირიქით. 2.ზვიადის მანქანისთვის არავის უსვრია, თუ სწორედ მახსოვს პურის მოედანთან ესროლეს მისი მომხრეების ავტობუსს. რასაც რა თქმა უნდა არავითარი გამართლება არ აქვს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ სამოქალაქო ომი იყო, გინდათ პუტჩი დაარქვით. 3. საიდან დაასკვენით რომ ეს გოგამ გააკეთა. 4.მაგ მხარეს სხვათა შორის "დიდი ეროვნული მოღვაწე" ვაჟა ადამია და მისი ხალხი ამაგრებდა. 5.ე.ი. საკუთარ ბიძაშვილს თუ არ ესვრი, დანარჩენი მოსულა?
  16. ეს ძალიან დიდი კვლევაა. ოღონდ გუშინ პოლიტიკური ნაწილი ანუ რაც პარტიებს და მერობის კანდიდატების რეიტინგებს ეხებათ, არ წარმოუდგენიათ. მაგას ალბათ ორშაბათს პარტიებს მისცემენ. ეგ მაინტერესებს ძალიან.
  17. FRIDRIX ისე კარგათ გაიკითხეთ თქვენი ხელისუფლებიდან ვინ მონაწილეობდა ასევე გამსახურდიას დამხობაში ბატონო ფრიდრიხ. ისე გოგას შეფასებაში გეთანხმებით, მაგრამ იმ ადამიანებთან შედარებით რომლებიც თქვენ ავატარზე გიხატიათ, ფრთიანი ანგელოზია.
  18. Siknadmo ვიცი ეგ ყველაფერი, თანაც გოგა ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ივლიანეს ძმაა. ისინი დიამეტრალურად საწინააღმდეგო პიროვნებები არიან. ეს როგორც ვთქვი ქუჩის ბიჭი, ივლიანე კი რაფინირებული ინტილიგენტი.მათი პოლიტიკური შეხედულებები არასოდეს არ ემთხვეოდა ერთმანეთს.
  19. გოგა ხაინდრავა ქუჩის ბიჭია და მაგრად არ მევასება. ოღონდ ახალაიბთან, სანოძესთან, დონაძესთან და სხვა მასეთ უამრავ ნაცთან შედარებით ანგელოზია.
  20. shamili სწორედ მაკკეინის, ჩეინის და სხვა ნეოკონების დამსახურებაა 08.08.08, ააგდეს მიშა და მერე შეატოვეს რუსებს. ეხლა არ მითხრათ წამსვლელი ადმინისტრაცია იყოო. ნოემბრამდე საკმაო დრო რჩებოდა. მაკკეინმა კი მაგაზე თავისი საარჩევნო კარიერა ააწყო და რაღაც მომენტში ობამას თითქმის დაეწია.ბუში კი სარკოზის ეუნებოდა, სად მიდიხარ ორ დღეში რუსები თბილისში იქნებიანო.
  21. babuagiorgi რაც შეიძლება ბევრჯერ. ეს იმისთვის კი არ არის, რომ აჩვენოს ხალხს, აგერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარო. არამედ მშვენიერი ადგილია ამომრჩევლებან შეხვედრისთვის.უამრავი ადამიანი გაივლის და ბევრი შეჩერდება და დაგელაპარაკება.
  22. fashisti გიორგობა არაფერ შუაშია. ზუსტად ერთი წლის წინ პოლიციამ ყველა კანონი დაარღვია და თავგატეხილებზე არაფერს არ ვამბობ და ორ კაცს თვალი გამოთხარეს.
  23. shamili ხოდა მაგას გეკითხებოდით, ამერიკის სურვილი ოდნავი მინიშნებით, რომელიმე ადმინისტრაციის დროს სადმე, ოდესმე დაინახეთ? ეს ხომ ზღაპრების სფეროდანაა.
  24. fashisti ნაწილობრივ გეთანხმებიტ. მაგრამ პროვოკაცია სწორედ 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება იყო. თუმცა ეს მომიტინგეებს არ ამართლებს. მაგრამ პოლიციის მიერ ქვების სროლა რა უბედურებაა.
  25. shamili ეგ ჩემთან სად წაიკითხეთ? ერთი მითხარით ამერიკის მხრიდან ამაზე რამე თანხმობა გაქვთ?
×
×
  • შექმენი...