Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. ტაშიი ხო, ვაჟას თავის ეზოში ბეტერი რომ ედგა, იმაზე ამხედრებული.
  2. Pompiero ნუ გჯერათ, მაგრამ დაინახავთ, რომ არჩევნებზე მომსვლელების უმრავლესობა გიგიკოს მისცემს ხმას. სამწუხარო იქნება მაგრამ ფაქტი. ეხლა რამდენი მოვა ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, სადღაც 350 000.
  3. მე მრავალჯერ დამიწერია, რომ საქართველოში მუშაობს ან მიშა მაგარია, ან მიშა მოვედი. უფრო სწორედ თვალების დაქაჩვა და მიშა მოვედი აღარ მუშაობს.DonCaredo ხა, ხა, ხა. ბატონო დონ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე რესპებმა მარტომ ავიღეთ თბილისში 7,5 პროცენტი. რატომ არ იყარა გრეჩომ კენჭი, დავინახავდი როგორ გაფაჩარკდებოდა. თუმცა ალასანიას 14%-ი მეტნაკლებად დასაჯერებელია. ისე თქვენ ხინკალზე რომ არ იდარდოთ, ისედაც გიკისრებთ.
  4. SHARI ნიკუშ, ეხლა გავარკვიე თუ რა ხდება. მორიგი ნაცმაცუნური გოთვერნობა. საარჩევნო კოდექსის 9პრიმა მუხლის10 პრიმა პარაგრაფში წერია თუ ვინ იღებს მერის და საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას, რომლებიც კენჭისყრია ადგილას განთავსებული არიან: ა)შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლის ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში ბ) მუდმივი დისლოკაციის, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი საარჩევნო ოლქის საზღვრებს. ერთი შეხედვით ძალიან კარგი მუხლია, რომელიც არ აძლევს ხელისუფლებას საშუალებას თავისი საჭიროების მიხედვით ამ ხალხს ნებისმიერ ოლქში მიაცემინოს ხმა და სწორედ ამისთვის იქნა მიღებული. მაგრამ... ნაცებმა ეს ასე მოთარმნეს, ჩვენ ვისაც გვინდა დავუდებთ ერთწლიან კონტრაქტს თუნდაც 29 მაისს და სადაც გვინდა იქ მივაცემინებთ ხმას.წერტილი.
  5. SHARI მაჟორიტარს ისინი მისცემენ ხმას ვინც იმ რაიონშია რეგისტრირებული. ვინ ვისი პატრონია ეგ ძალიან საკამათოა.ეხლა ალიანსისთვის რუსოფილობის დაბრალებას მხილოდ შამილი ახერხებს. აი ვისი წყალობით დგანან, ეგ კი საკამათო ნაღდი არ არის.
  6. kisa მაგ დოკუმენტებზე კობას მიუწვდებოდა ხელი, როგორც საკრებულოს დეპუტატს და მან წამოიწყო ეგ საქმე და მერე რატომღაც გაჩერდა.ყოველ შემთხვევაში როგორც მახსოვს პროკურატურაში შეიტანა საჩივარი.ერორებმა რა თქმა უნდა არ გააშუქეს. ამაზე ამ ფორუმზე თემაც იყო გახსნილი.
  7. machkatela მერიის მიერაც იყო დაფინანსებული გიგიკოს გერლფრენდი (შემდგომში ცოლი) ლელა კილაძეც. მაგ დოკუმენტებს კობა დავითაშვილი აფრიალებდა. ოღონდ რით დამთავრდა უცნობია, მიეყვანა ბოლომდე საქმე, რატო გაჩერდა?
  8. გიორგი68 მოკვდა დიდი ხანია, თორემ უცნობს თუ მარინას წარდგენა თუ უნდოდა, მაშინ ჩვენ კიკა წარგვედგინა და ყველა ბედნიერები ვიქნებოდით.
  9. Blaugranator აქ მრავლობით რიცხვს არ ვიხმარდი. მოკლედ შეგახსენებთ როგორ მიდიოდა ამაზე ბრძოლა NDI-ს ფორმატით. ალაიანსმა ბოლომდე იბრძოლა მის გასატანად. მაგრამ ე.წ. ოპო პარტიებმა ე.დ.პ, ასლანიცებმა, მრეწველებმა, პადოშამ, მე თვითონ და ჯონდიმ ბოლოში გვიღალატეს და ხელისუფლებას გაუფორმეს 30%-იანი. სხვა პარტიები, არც კონსერვები, არც ფორუმი, არც ლეიბები არ მონაწილეობდნენ და ჩვენ რა გვექნა. აქაც ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ ყოველთვის არჩევნების მომხრე ვართ. კიდევაც რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ზემოთ ჩამოთვლილი პარტიები მაინც მიიღებენ (სხვა უცნობ პარტიებზე არაფერს არ ვამბობ) და ნაცებს არჩევნები მაინც გაპრავებული ექნებათ. ისე მოვიდეს ამ არჩევნებზე, როგორც საპრეზიდენტოზე 500 000 კაცი და რასაც მოიგებენ ნაცები იმასაც ვნახავთ. გიორგი68 აბა რა ვიცი, სულ იკაკო, იკაკო და სმაილები. თითქოს ალასანია კი არა პლეხანოველი კიკა გვყავდეს წარდგენილი.
  10. არავის არავისთვის მესია არ მოუვლენია. ეხლა თქვენ თუ პირადი გართულება გაქვთ ალასანიაზე, რაც აშკარად ჩანს თქვენი პოსტებიდან, ეს სხვა საქმეა. ელემენტარულ რამეზეა საუბარი. თუ მოვა ისე როგორც საპრეზიდენტოზე 500 000 კაცი, ნაცები წააგებენ.იმის და მიუხედავად "მესია იქნება" ოპო კანდიდატი, თუ სხვები. მოვა 3000 000 მოიგებენ ძალიან ადვილად.იმაში რომ ხალხი არ მოვიდეს და საზოგადოებაში ნიჰილიზმი იყოს, ბევრმა მიიღო მონაწილეობა ამ ფორუმის იუზერების ჩათვლით, მათ შორის თქვენც დადეთ ერთი აგური. აღდგომა და ხვალეო.
  11. dire მე რესპუბლიკელი, უკვე ორი თვეა ვწერ ამ ფორუმზე, რომ 30-ში თბილისში გაყალბებას ადგილი არ ექნება, თუ რა თქმა უნდა რაღაც საწაული არ მოხდა და ნაცებს ცუდად არ წაუვიდათ საქმე.ხალხი უბრალოდ არ მოვა (ნაცების მხარდამჭერებს არ ეხება) და ეს ვისი დამსახურება იქნება, თქვენ თვითონ გაარკვიეთ.
  12. DonCaredo მანდ მთავარი კერძი "ჩიჟი-პიჟი" იყო.
  13. erfiro უკაცრავად, მაგრამ ებრაელი რატომ არის. მართლა მაინტერესებს.
  14. FRIDRIX კარგად წაიკითხეთ ჩემი პოსტი ბატონო ფრიდრიხ. მე ის დავწერე რომ მიშას ნამდვილად არავინ არ შეუჩერებია. გუშინ ვუსმენდი და ის ფილმი გამახსენდა "ივან ვასილევიჩი". ეტუშის პერსონაჟი, რომ ნელ ნელა უმატებს, ჯერ ერთი ზამშის კურტკა მომპარესო, მერე ორი, მერე სამი. ხოდა მიშაც ასეა, გუშინდელი მონაცემებით 130 000 ჯარისკაცი, 2500 ტანკი შემოგვესია და 200 თვითმფრინავი გვბომბავდა. 2500 ტანკი ერთი მხრიდან კურსკის ბრძოლაში იყო, 130 000 კაცი კი იქ სად უნდა დატეულიყო და 200 თანამედროვე თვითმფრინავის მიერ დაბომბვა თუ წარმოუდგენია ვინმეს.
  15. FRIDRIX რაც იყო იმასაც დედა უტირეს. არ ჭირდება მიშას არმია არაფერში.ერთადერთი პოლიცია და ჰა ჰა შინაგანი ჯარი თუ დასჭირდა, ისიც ოპოზიციის წინააღმდეგ. აბა ჯერ კეზერაშვილის, მერე ბაჩო ახალაიას მინისტრობა არ გაიშვა.FRIDRIX ხო, მას შემდეგ რაც გორის მტვერში ამოგანგლული დაინახეს, რას გაბედავდნენ შემოსვლას.
  16. FRIDRIX უძახეთ ეხლა შავტრაკა და აბორიგენი. მაგით რა იცვლება. დარჩა ევროპაში თუნდაც ერთი ქვეყანა რომელიც მხარს გვიჭერს? მთლიანობაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია.
  17. დევიდ კრამერი დაახლოებით თოთხმეტი თვის წინ, ამ გაზეთის ფურცლებზე მე ყველას ვაფრთხილები აშშ–ს და რუსეთს შორის „დიდი გარიგების“ შესახებ, რომლის მიღწევაც ობამას ადმინისტრაციას „გადატვირთვის“ ფარგლებში სურს; სტატიას ერქვა „გარიგება, მაგრამ არა დიდი“. მაგალითად, მე მაწუხებდა ის, რომ ობამას ადმინისტრაცია პრინციპის „რუსეთი უპირველეს ყოვლისა“ გამო, მოსკოვის მეზობლების საზიანოდ იმოქდებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო უარესადაა: ახლა ისინი მოქმედებენ პრინციპით „რუსეთი და მხოლოდ რუსეთი“ და ავიწყდებათ და მეტიც, ბედის ანაბარა ტოვებენ რეგიონის დანარჩენ ქვეყნებს. ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ამ კვირაში გაჩნდა. თეთრმა სახლმა განმეორებით შეიტანა კონგრესში რუსეთთან ბირთვულ საკითხზე შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ბარიერი“ კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზე. ბუშის ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტს, რომელსაც „შეთანხმება – 123“ უწოდეს, ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში მოაწერა ხელი, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში ინტერვენციის გამო, მასზე უარი თქვა. რუსეთის არმიას დღემდე ოკუპირებული აქვს სეპარატისტების მიერ დაპყრობილი ქართული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც ღიად არღვევს ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს; ასევე ორივე რეგიონში, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ბაზების მშენებლობაა გაჩაღებული. სიტუაცია კვლავ დაძაბულია, და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხელახლა აფეთქდეს. სხვა საქმეა – კონგრესში „შეთანხმება – 123“–ის ხელახლა შეტანა იმის აღნიშვნით, რომ აშშ–ს საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთთან სერიოზული უთანხმოება აქვს. ამის ნაცვლად „პირდაპირ“ ითქვა, რომ საქართველოს სიტუაცია ამიერიდან რუსულ–ამერიკული ურთიერთობების განვითარების გზაზე დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს და ამით ადმინისტრაციამ ქართველები ფაქტობრივად ბედის ანაბარა მიატოვა, ხოლო რუსეთს საზღვრისპირა რაიონებში მომდევნო პროვოკაციებისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო. ანალოგიურ შეშფოთებას იწვევს, ობამას ადმინისტრაციის დაინტერესება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმების (CFE) რესტავრაციით, რომლის მხარდაჭერაზეც 2007 წლის ბოლოს რუსეთმა უარი განაცხადა. ბუშის ადმინისტრაციის ყველა ძალისხმევის მიუხედავად, რათა დაერწმუნებინა ალიანსის მოკავშირეები და ზემოთხსენებული შეთანხმების მონაწილეები დაეკმაყოფილებინათ რუსეთის ინტერესები, მოსკოვმა უარი თქვა საქართველოდან და მოლდავეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ 1999 წელს აღებული ვალდებულების შესრულებაზე. არცერთ ამ ქვეყანას საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციაზე რუსეთისთვის თანხმობა არ მიუცია, მაგრამ მას შემდეგ რაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ყველაფერი გაუარესდა. მანამდე რუსეთს გაუქმებას დაქვემდებარებული მხოლოდ ერთი ბაზა გააჩნდა გუდაუთაში, ახლა კი საქართველოს ტერიტორიაზე მას გაცილებით მეტი სამხედრო და საბრძოლო მასალა აქვს (ხოლო მოლდავეთიდან რუსეთის არმია აშკარად არსად წასვლას არ აპირებს). მოსკოვთან გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან გათავისუფლების სურვილით ობამას ადმინისტრაცია ჩააბარებს საქართველოს და მოლდავეთს, შეწყვეტს რა ამ ქვეყნებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნას, თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ურღვევ პრინციპად იმის მიჩნევით, რომ ოკუპირებული ქვეყნის მთავრობასთან შეთახმება აუცილებელია, განიარაღებაზე შეთანხმების რეჟიმის აღდგენის მცდელობას სწორედ რუსეთის დარწმუნებისთვის გამოიყენებს დატოვოს საქართველო და მოლდავეთი? როგორც ობამას, ასევე აშშ–ს სხვა მაღალჩინოსანებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ აღიარებენ რუსეთის „გავლენის სფეროს“ უფლებას, მაგრამ ქმედებები (ისევე როგორც უმოქმედობა) განცხადბებზე მეტს მეტყველებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ობამა მის „მეგობარსა და პარტნიორს“ დიმიტრი მედვედევს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მეთაურზე ბევრჯერ შეხვდა და მასთან ხშირად კონტაქტობს; ბოლოს ეს ამ ხუთშაბათს მოხდა. ობამამ უნდა გამოიყენოს ეს უამრავი შესაძლებლობა, რათა მკაფიო სიგნალები გასცეს: რუსეთის აგრესია მისი მეზობლების მიმართ და მათი ტერიტორიების ოკუპაცია მიუღებელია. ასევე მან „მეგობრები და პარტნიორები“ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც უნდა გაიჩინოს; ზოგიერთ იქაურ ლიდერთან, შესაძლოა მოლაპარაკება არც ისე იოლია, იმავდროულად დემოკრატიის იდეალებისა და ადამიანის უფლებების მხრივ ისინი იდეალურები არ არიან, მაგრამ ამ მხრივ იდეალური არც მედვედევია და არც რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი. სტატიის ავტორი მარშალის ფონდში მიწვეული უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია ტრანსატლანტიკურ საკითხებში, მანამდე კი უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში იგი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა. სტატიაში გამოთქმულია მისი პირადი მოსაზრებები. ორიგინალი
  18. ისე რაზე უნდა ველაპარაკოთ რუსებს მე არ ვიცი. სამაგიეროდ დუგინმა იცის. http://www.ekhokavkaza.com/audio/audio/267604.html მოუსმინეთ ძალიან საინტერესოა.
  19. shamili ხო პადოშა და ე.დ.პ არიან ჭეშმარიტი პატრიოტები. რატომ არ აპროტესტებენ, მითუმეტეს მათთან ქონდა კვასნევსკის შეხვედრა.
  20. Saturn ომამდეც იდგა როგორც აფხაზეთში ისე ე.წ. ოსეთში რუსების ჯარი, ოღონ სამშვიდოები ერქვა და რომელიც ჩენმა ძვირფასმა ხელისუფლებამ ცოცხალი თავით არ გაიყვანა, ჯერ არ არის დროო. ის ხელშეკრულება კიდევაც რომ შესრულდეს, რა გამოდის სამშვიდოები აღარ არსებობენ, ამიტომ აუცილებლად შევალთ ჩიხში. ეხლა რუსები საერთოდ რომ არ გავლენ, ცხადზე ცხადია.მაშინ რაღაც ახალი სტატუსი უნდა ქონდეთ.მოკლედ არარეალურია. Saturn ომამდეც იდგა როგორც აფხაზეთში ისე ე.წ. ოსეთში რუსების ჯარი, ოღონ სამშვიდოები ერქვა და რომელიც ჩენმა ძვირფასმა ხელისუფლებამ ცოცხალი თავით არ გაიყვანა, ჯერ არ არის დროო. ის ხელშეკრულება კიდევაც რომ შესრულდეს, რა გამოდის სამშვიდოები აღარ არსებობენ, ამიტომ აუცილებლად შევალთ ჩიხში. ეხლა რუსები საერთოდ რომ არ გავლენ, ცხადზე ცხადია.მაშინ რაღაც ახალი სტატუსი უნდა ქონდეთ.მოკლედ არარეალურია. ისე მე ერორზე ვეძებე ეს ინფო და ვერ ვიპოვე. გუშინდელია?
  21. ეხლა იტყვიან, კვასნევსკიმ კარგად ვერ გაიგოო, ვაშაძემ სხვა რამე თქვაო. Saturn ისე იმ ექვსპუნქტიან ხეშშეკრულებას თუ გადავხედავთ იქ კარგი არაფერი არ სწერია. Saturn ისე იმ ექვსპუნქტიან ხელშეკრულებას თუ გადავხედავთ იქ კარგი არაფერი არ სწერია.
  22. babuagiorgi გასულ წელს პარალმენტმა პარტიების დაფინანსების ახალი წესი დააკანონა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია ადგილობრივ არჩევნებში 3%-იან ბარიერს გადახალახავს, საპარლამენტო არჩევნებში კი -4%-იანს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსედება. საბაზისო თანხას ხმების რაოდენობის მიხედვით მიღებული თანხაც ემატება, რაც დაფინანსებას კიდევ უფრო ზრდის. მონაწილეობისთვის არაფერს არ იხდიან.
  23. Grig ღმერთმა მოგცეს კარგ უბანში პენტხაუზი. რა თქმა უნდა ჟურნალი არა, რომელიც ეროტიკულია და არა პორნო როგორც ჰასტლერი.
  24. Saturn ლარი ფლინტმა პირიქით პროცესები მოიგო.ის პორნო და არა ეროტიკული ჟურნალის "ჰასტლერის" გამომცემელია.მან 1988 წელს ამერიკის უზენაეს სასამართლოში მოიგო პროცესი ცნობილ მორალის დამცველ ამერიკელ პასტორს ჯერი ფალუელს , ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების თანახმად. Первая поправка к Конституции США является частью Билля о правах. Она гарантирует, что Конгресс США не будет: Поддерживать какую-либо религию, либо утверждать государственную религию. Запрещать свободное вероисповедание. Посягать на свободу слова. Посягать на свободу прессы. Ограничивать свободу собраний. Ограничивать право народа обращаться к Правительству с петициями об удовлетворении жалоб. Первая поправка вместе с остальным содержанием Билля о правах была предложена Конгрессом в 1789 и ратифицирована в 1791 году.
×
×
  • შექმენი...