Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. Saturn პუტინი რაცაა ყველამ ვიცით, მაგრამ ეს ყველაფერი ოდნავაც ვერ შეურყევს ავტორიტეტს, რომელიც სამწუხაროდ მას რუსეთში გააჩნია. მითუმეტეს ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, როცა მიშა გვყავს, რომელიც წარუმატებელი პუტინია და მიუხედავად ამისა 30-ში ხალხი გაიქცევა და ნაცებს ხმას მისცემს.
  2. მე ადრეც დავდე დევიდ კრემერის სტატია, რომელიც აქაა მოხსენიებული. http://planeta.ge/index.php?showtopic=2492...t=0&start=0
  3. ეს კარგია ტალიავინის დასკვნაზე დათანხმება გასაგებია და არც ისე კარგია, იმიტომ რომ რუსებს თუ ბევრი მოხვდათ, ჩვენც გვარიანად შემოგვილაწუნეს.რაც შეეხება სასამართლოებს,ეს კარგია ერთის მხრივ ჩვენთვის, რადგან ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შეტანილი სხვადასხვა სარჩელები, მაგრამ ამავე დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც შეუძლიათ და შეტანილიც აქვთ სარჩელები. საერთო ჯამში კარგია. ხო კიდევ, ტერმინი ოკუპაცია, როგორც მოსალოდნელი იყო არ ფიგურირებს.
  4. Saturn ჩემს პოსტ#3 და #21-ში ზუსტად მაგი მიწერია.
  5. ვეფხვი ვაი ყველა ჩვენს პატრონს ბატონო ვეფხვო.
  6. erfiro 30-летний Рафаэль Глюксман ( Rapha l Glucksmann ), сын французского философа Андрэ Глюксмана ( Andr Glucksmann ), проживает в столице Грузии Тбилиси, где работает в качестве советника президента этой страны Михаила Саакакшвили.... ეს ის ანდრე გლუკსმანია, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში იყო
  7. Siknadmo ალბათ ჯერჯერობით არა.ჩემი აზრით ორი სამი წელი კიდევ უნდა გავუძლოთ. ოღონდ ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ნაცებმა მიშა მოიშორონ და თვითონ დარჩნენ. ისე თანხას რაც შეეხება, როგორც მე ვიცი ომის შემდეგ ერთი მილიარდი მოგვცეს და ამით დამთავრდა. შარშან ცოტა იყო, დაახლოებით 63 მილიონი თუ არ მეშლება.
  8. lasha1997 ცხადია რომ აქეთკენ მიდიოდა ჩვენი(აბა მიშა ნაკლებად მაინტერესებს) საქმე. შავტრაკა ობამას ბრალია ყველაფერი. სუბელიანი პრეზიდენტად, ოღონდ მანქანაზე მაკკეინის ნომერი დააბრუნოს
  9. საიმონ შუსტერი მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის ოფისამდე მისასვლელად, ის ოთახი უნდა გაიარო, რომელიც ასობით ფოტოსურათით არის მოფენილი. აქ ბილ კლინტონიცაა და ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში. კართან, ცენტრალურ ადგილას იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და მის ტერიერს, ბარნის ეფერება. ერთიანად კი ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის თვითდაჯერებულობის წყარო. მაგრამ ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარაა. 10 მაისს კონგრესისადმი მიმართულ განცხადებაში ობამამ ცხადყო, რომ მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, ის საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ ”სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვის”. 2008 წელს ბუშმა იგივე ხელშეკრულება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო შეაჩერა. ის, რომ ობამას განცხადებით, ვითარება განხილვას აღარ მოითხოვს, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ქართველებისთვის ვითარება მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რადგან რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ერთ მეხუთედის ოკუპაცია კიდევ უფრო განამტკიცა. როგორც ჩანს ობამამ ჩათვალა, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს: საქართველოს გაცვლა რუსეთზე თეთრი სახლის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა. იმის გავითვალისწინებთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ღალატს ნიშნავს, ობამას სასტიკი საპასუხო რეაქცია უნდა მიეღო და შაბათს პროცესი დაიწყო კიდეც. The Washington Post-მა ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკის, ევროპასა და ევრაზიის საქმეების განმგებლის, დევიდ კრამერის წერილი გამოაქვეყნა. ეს ის ბიჭია, რომელმაც ბუშის მმართველობისას სააკაშვილი თეთრი სახლის პროექტად აქცია. 15 მაისს კრამერი წერდა: ”ადმინისტრაციამ არსებითად მიატოვა ქართველები და რუსეთს მათი საზღვრების გასწვრივ შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აუნთო”. ეს ალბათ მართლაც ასეა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს, მის მრჩევლებსა და ოპონენტებს ინტერვიუ ჩამოვართვი, ის, თუ რატომ გადაწყვიტა ობამამ, ზურგი შეექცია საქართველოს პრეზიდენტისთვის, ჩემთვის სავსებით გასაგები გახდა. თბილისში უპირველეს ყოვლისა იმისთვის ჩამოვედი, რომ ერთი რამ გამერკვია – რა როლი ითამაშა სააკაშვილმა 13 მარტის სკანდალში. ეს ის დღე იყო, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრ დასავლელ ლიდერს მოთმინება ამოეწურა. საღამოს 7 საათზე, ტელეკომპანია „იმედმა“, რომელსაც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, საინფორმაციო პრგრამის მეშვეობით მთელს ქვეყანას ამცნო, რომ რუსეთი საქართველოში ისევ შემოიჭრა, რომ სააკაშვილი მოკლულია, ხოლო ქართული არმიის დიდი ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა. აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო გამოშვება ინსცენირებულია და ომის სიმულირებას ახდენს, რაც დიქტორმა ნახევარსაათიანი გადაცემის დასაწყისში და ბოლოს მოკლედ აღნიშნა. მაგრამ გაფრთხილება ათასობით მაყურებელს გამორჩა და ისინი რუსული ტანკებისგან თავის დასაღწევის მიზნით, პანიკაში ქუჩაში გამოცვივდნენ. თბილისში ქაოსმა დაისადგურა. (მე ერთ ქალს ველაპარაკე, არმიის რეზერვისტის ცოლს, რომელსაც ამ გამოშვების შემდეგ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო). დროთა განმავლობაში მოქალაქეთა უმეტესობამ გააცნობიერა, რომ ტანკები არსად ჩანს, რომ მთელი ამბავი გამოგონილია და „იმედის“ შენობასთან არეულობა დაიწყო. მეორე დღეს ბრალი სააკაშვილს დასდეს და ევროპის ლიდერებმა მისი დაგმობა იწყეს – გამანადგურებელი ომიდან ჯერ ორი წელიც კი არ გასულა, მან კი ეს ყველაფერი დაუშვა. ორი კვირის შემდეგ, თავის ოფისში სააკაშვილმა დუნედ უარყო თავისი მონაწილეობა ამ ისტორიაში. მან მითხრა „იმედის“ ამ გადაცემამ თავი მოაბეზრა. მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქართველებს ეს უნდა ენახათ, რათა რუსეთის საფრთხე არ დავიწყებოდათ. „ხალხი ჩიოდა გადაცემაზე, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო დრამატულია, ვიდრე გადაცემა“, – განაცხადა მან. როგორც ჩანს, უფრო დრამატული ვიდრე მისი სიკვდილი და მისი არმიის გახლეჩა. წინა დღეს, თბილისის ცენტრში, კაფეში სახელწოდებით „პურ-პური“ მისმა უახლოესმა მრჩეველმა საგარეო საქმეებსა და მედიის დარგში, რაფაელ გლუკსმანმა, ვითარების რამდენადმე უფრო სრული სურათი დამიხატა. მან მითხრა, რომ გადაცემამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, იმედის მაუწყებლობაზე ტელეკომპანიის დირექტორთან იმსჯელა. გლუკსმანს უთქვამს, რომ ისინი: „უფრო პროვოკაციულები უნდა იყვნენ, უფრო სექსუალურები, ამერიკული ტელევიზიებივით… მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია, რომ ეს უნდა გაეკეთებინა“. რეალურად, ყველას, ვისაც თბილისში ველაპარაკე, ამ უარყოფის არ სჯერა. სააკაშვილის გუნდი არ მალავს მისი და იმედის შეფის, გიორგი არველაძის (როემლიც სხვათა შორის, არ გადამდგარა) მეგობრობის ამბავს და ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მრჩეველი, მედიის დარგში, არველაძესთან ტელეკომპანიის პროგრამებს განიხილავდა, ცოტა არ იყოს უცნაურია. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სააკაშვილი იმიჯის შექმნის დეტალებშიც ერევა. როდესაც მის ოფისში შევედი, ის ქალაქ ბათუმის რეკონსტრუქციის გეგმას განიხილავდა და თითოეული სახლის პროექტს აანალიზებდა. ასეთი პატარა ქვეყნის პრეზიდენტისთვისაც კი ეს რუტინული დეტალებით ზედმეტ გატაცებას წააგავს. ჩემთვის ძალიან უცნაური იქნებოდა, თუკი ასეთი შოკისმომგვრელი გადაცემის ეთერში გასვლამდე, მას არაფერი ეცოდინებოდა, მით უფრო, მას მერე რაც აღიარა, რომ მისი აზრით, ქართველი ხალხისთვის ამ გადაცემის ნახვა სასარგებლო იყო. რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ინციდენტის გამო აღშფოთდა, ხოლო ობამასთვის ყველაფერს ამას გარკვეული მნიშვნელობა მიეცა. პირველი – თუ სააკაშვილმა „იმედს“ მწვანე შუქი აუნთო, ე.ი. მას სახიფათო სპექტაკლებით რუსეთის გახელება სურს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, რუსეთის აგრესიის იდეა ასაზრდოებს, რადგან თავს იმ ერთადერთ ადამიანად წარმოაჩენს, რომელსაც დასავლეთთან თავისი კონტაქტების და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მის ოფისთან წარჩინებულთა დაფაზე არიან წარმოდგენილნი, ძალუძს ამ საფრთხის მოგერიება. აქედან იმის ვარაუდიც ჩნდება, რომ თუ პოლიტიკურ საფრთხეს იგრძნობს, ის თავის მოკავშირეებს რუსეთთან კონფრონტაციისკენ უბიძგებს. გასული წლის შემდეგ, მას მერე, რაც ევროკავშირის გამოძიებამ დაასკვნა, რომ 2008 წლის ომში პირველი გასროლა სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, ამ ვარაუდს სულ უფრო მეტი რამ ადასტურებს. ეს გიჟური რისკი იყო, მაგრამ სააკაშვილი ამაზე წავიდა და აშშ და მისი მოკავშირეები ბირთვულ სუპერსახელმწიფოსთან კონფრონტაციაში თითქმის ჩაითრია. როგორც თბილისის ერთმა მკვიდრმა მითხრა, ”ომის დროს სულ ცას შევყურებდით და ვფიქრობდით ”სად ჯანდაბაშია ნატოს თვითმფრინავები?”. როგორც ჩანს, სააკაშვილიც იგივეს იმედოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის რაციონალური მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. ასეთი შეცდომის პატიება ძალიან ძნელია. დენიელ კუნინი, იმ დროს სააკაშვილის უახლოესი მრჩველი იყო და ჩემი აზრით, ის ყველაზე ნიშნეული პერსონაჟია ამ ისტორიაში. ვერმონტის გუბერნატორის ვაჟი, სააკაშვილის გუნდს 2003 წელს, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ შეურთდა და დემოკრატიით ინფიცირების, ნეოკონების იმჟამინდელი კრედოს ერთ-ერთ ჩემპიონად იქცა (შეიძლება უნებლიედაც). ის ძალიან წარმატებული იყო და სააკაშვილის ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ კუნინი საუკეთესო რამ იყო, რაც იმ დროს საქართველოში ხდებოდა. (”ის ძალიან ნიჭიერი და საქმიანი ადამიანია. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი, ვისაც კი შევხვედრივარ”, – ამბობს ნინო ბურჯანაძე, სააკაშვილის პოლიტიკური მტერი). მაგრამ რუსეთთან კატასტროფული ომის შემდეგ, კუნინმა ქართული პროექტისგან დისტანცირება იწყო. ”ახლა ძირითადად არაოფიციალური მრჩველი ვარ”, – მითხრა მან მარტში და დასძინა, რომ თბილისს იმდენ ყურადღებას აღარ უთმობს. ამ ფაქტმა ჩამაფიქრა. თუ კუნინმა, დაახლოებულმა კაცმა, რომლემაც რამდენიმე წელიწადი საქართველოს მთვარობას შესწირა, სააკაშვილისგან გამიჯვნა გადაწყვიტა, რატომ უნდა უერთგულოს მას ობამამ? რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასაც რომ დავანებოთ თავი, რატომ არ უნდა გაეთვალისწინებინა ობამას ეს გამოცდილება? ვერავინ იტყვის, რომ ობამას მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ არის ფარისევლური, ან პოლიტიკურად უხერხული შეერთებული შტატებისთვის. რა თქმა უნდა არის. სულ რაღაც 5 მარტს, როდესაც ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან ინტერვიუს ვიღებდი, შეერთებული შტატები ღიად უცხადებდა თავის ერთგულებას საქართველოს და სხვა ექს-კომუნისტურ მოკავშირეებს. ”ჩვენ გადატვრითვის ფასად არასდროს შევაგდებთ პოლონეთს ავტობუსის ქვეშ”, – მითხრა ოფიციალურმა პირმა. ”ჩვენ არ გავწირავთ უკრაინას და საქართველოს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების გამო”. ახლა კი ”იმედის” სკანდალის შემდეგ, მათ რეალურად შეაგდეს საქართველო ავტობუსის ქვეშ და ჯერ არაა ცნობილი, დანამდვილებით დააჯილდოვებს თუ არა მათ რუსეთი გულითადი მეგობრობით. მაგრამ რუსეთის კონტექსტის გარეშეც, ფაქტი ერთია – სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ის შეერთებული შტატებისთვის იმპულსური, უფრო მეტიც, არაპროგნოზირებადი და სახიფათო პარტნიორია. ობამა, როგორც ჩანს, ამას გულისხმობდა, როდესაც კონგრესს იმ განცხადებით მიმართავდა. ორიგინალი
  10. lasha_alo ფაიზაღს უბნობ, როგორც ამბობს ლიცი.
  11. dire რესპებისთვის წაგება უცხო ხილი არ არის. მაგრამ ჩვენ "ვანკა-ვსტანკასავით ვართ, მაინც ფეხზე დავრჩებით.
  12. Siknadmo წევრების და შესაბამისად მდივნების დანიშვნის უფლება ქონდათ: 1.რესპებს 2. კონსერვებს 3.მრეწველებს 4.ასლანიჩებს 5.მე თვითონს 6.ლეიბებს ლეიბორისტები ფაქტიურად არ მონაწილეობდნენ და შესაბამისად 3/2-ზე ვაგებდით.
  13. Siknadmo სიკნადმო ბატონო, რომ ალბათ იცით რომ საუბნო კომისიის მდივნები ოპოზიციას დაუთმეს.ყველაზე მეტი 1193 "ჩვენ თვითონ" ანუ მე თვითონმა დანიშნა. შედარებისთვის ალიანს 385 მდივანი ყავს. თუ ვინ არიან დავითაიას მიერ დანიშნულები, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.
  14. აქ აშკარა შეუსაბამობაა. თუ უკვე მოხსენიებულია, დებატები რაზე გაიმართება.ალბათ პროექტშია მოხსენიებული.
  15. shamili უკაცრავად და მე თვითონს პარტია სად ყავს. სწორედ მაგიტომ ეძახიან მე თვითონს რომ მარტო თვითონაა. ისე პადოშას რომ 24 000 კაცი ყავს პარტიაში,სადაა მაგათი ხმები, რატომ არ ჩანან გამოკითხვებში?
  16. FRIDRIX რავა, გიგიკოც? არჩევნებიდან ხომ არ მოგვეხსნა?
  17. FRIDRIX დავუშვათ ასეა,თუმცა ქმარი რა შუაშია ვერ ვხვდები.მაგრამ არამიზნობრივად დამხარჯველს რა ვუყოთ მაშინ?
  18. FRIDRIX მაგ ქალის ქმარი საიას ჩვეულებრივი თანამშრომელია და არა წევრი, ამიტომ ის არანაირად არ გამოხატავს ასოციაცის აზრს.
  19. კარგით რა, ზუსტად ისე იყო ყველაფერი როგორც ქეთი ბოჯგუამ თქვა ეთერში. ეხლა საიდან ვიცი ვერ ვამბობ.
  20. თქვენ ორნი უნისონში მოქმედებთ, ოღონდ დონს უფრო რესპებზე აქვს გართულება.
  21. FRIDRIX არჩევნები იქნება არა გაყალბებული, არამედ უკვე შეიძლება ვთქვათ არასამართლიანად ჩატარებული.ძირითადი მიზეზი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
  22. DonCaredo თინას საქციელზე მე ვერ დაგენიძლავებით, მაგრამ იმაზე რომ ძიძი ალასანიას გაასწრებს, კი ბატონო. ოღონდ მერის არჩევნების შედეგები მაქვს მხედველობაში, ან თუნდაც პარტიულ სიებში. ისევ იმ პირობით, თუ მოვიგებ არაფერი არ მინდა.
×
×
  • შექმენი...