-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
Siknadmo თქვენს ჩამონათვალს ერთი შემიძლია დავუმატო. არც იქ და არც ჩვენთან თვითმართველობა არ არსებობს. ოღონდ ერთი დიდი განსხვავებაა, მიშა წარუმატებელი პუტინია. რაც შეეხება ქვეყნის მოწყობას, რესპები 25 წელია საპარლამენტო რესპუბლიკას ვუჭერთ მხარს. ეხლა იმის შიშით რომ მიშამ თავის თავზე არ მოირგოს, აზრს არა მგონია შევიცვლით. მასე ნებისმიერი რამის მორგება შეიძლება, თუ გაგდის.
-
lasha1997 ამ შემადგენლობიდან 7 ოპოზიციონერია. ასლანიჩებს არ ვთვლი, არც ტყემალაძის შვილს. მაგი წინა საკრებულოში იყო და ვინმეს მაგისგან რამე გაუგია? თანაც ხელისუფლების წარმოუდგენელი უტიფრობით მოხდა მაშინ საკრებულოში.1000%-ით თინასი იყო მაგი ადგილი და ნაგლად წაართვეს.მრეწველებმა(ვაჭრებმა)მშვენივრად შეირგეს.
-
Siknadmo აგიტატორები მეც მახსოვს. ოღონდ ქართულ რეალობაში აგიტატორი ჩამოივლიდა მეზობლებს, მოკრიფავდამოსაწვევებს და მერე ყველას მაგივრად აძლევდა ხმას.რა თქმა უნდა მეზობლების თანხმობით.მე შენ გეტყვი და არჩევანი იყო.
-
kisa მაგას ვარკვევთ დიდი ხანია, მაგრამ ვერ გავარკვიეთ. არ იძლევიან ინფორმაციას. ისე რა ცოდნა უნდა, ჩვენი ჯიბიდან.ჩემი უხეში გათვლებით სადღაც 90 მილიონია.
-
kisa რა თქმა უნდა სხვადასხვაა. მე ამ არჩევნებზე ადრე მრავალჯერ დავწერე, რომ ეს იქნება უსამართლო არჩევნები და იმედია უცხოელებიც ასე შეაფასებენ. სხვა თემაში დავწერე რომ გიგიმ მიიღო თითქმის 250 000 ხმა, რაც ჩემი აზრით ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგია. რა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებზე ნაკლები ზეწოლა იყო თუ ნაკლებს ჩალიჩობდნენ? მაშინ მიშამ თბილისში 160 000 ხმა მიიღო, საპარლამენტოში კი ნაცებმა ოდნავ მეტი.რა ნაცების უბნებს გარეთ მდგარმა კოორდინატორებმა(ეს ახალი იყო)ასე დააფრთხეს ხალხი? საერთოდ მე არ მესმის უბნებზე დარღვევები რაში სჭირდებოდათ(კოორდინატორებს არ ვგულისხმობ,რაც ფორმალურად კანონის დარღვევა არაა), ეტყობა ჩვეულებაში აქვთ გადაზრდილი.
-
mtidan სწორი ბრძანდებით. ზუსტად მასე აძლევენ პუტინს ხმებს რუსეთში. მაგრამ აძლევენ. ისე ბებოს ვინ დაიჭერდა საინტერესოა.შვილიშვილი ალბათ პატიმარი ყავს და მაგათზე თამაში ნაცების "ნოუ ხაუა"
-
lasha1997 მიშამდე ალასანია უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო და მისი დიდი დამსახურებაა პანკისის მართლაც ტერორისტებისგან განწმენდა. ათასჯერ აქვს ნათქვამი რომ არ ვარ მიშას ნათესავი. ეხლა ჩემი აზრით მთავარი არჩევნებზე. თბილისსი უგულავამ თითქმის 250 000 ხმა აიღო,რაც გაცილებით მეტია მიშას მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე აღებული ხმებია(ეს მიშასთვის მაგარი დარტყმაა). მე პირადად ასეთ შედეგს ნამდვილად არ მოველოდი და არა მგონია ვინმე სხვა. მესმის რომ არასამართლიანი არჩევნები იყო, ამომრჩეველზე ზეწოლა, მარტო ნაცების კოორდინატორების ყოფნა უბნების გარეთ რად ღირს.მაგრამ თბილისში ბიულეტენების ჩაყრა ალბათ უმნიშვნელო იყო, კარუსელებიც კი მათი კარგი ორგანიზების შემთხვევაში 10%-ზე მეტს ვერ ქაჩავენ.ხოდა მისცა ამ ხალხმა ნაცებს ხმა და ... ოღონდ არავინ არ მითხრას საზოგადოებას ნუ აბრალებთო.
-
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ ტვირთიან გემებზე
ძუკუ replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa მადლობა კისა. მე მაგ კადრებს ვგულისხმობდი. -
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ ტვირთიან გემებზე
ძუკუ replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX მაგ ვიდეოზე ნაკლებად ჩანს, არის სხვაც სადაც ყველაფერი კარგად ჩანს, როგორ ავიდა დესანტი(სულ ერთი ვეტრმფრენიდან)გემზე და იმწუთშივე მათ თავს დაესხენ. ეს იმას გავს, როცა ჩვენები აფხაზეთში მიმავალ გემებს აჩერებდნენ, გემზე ხომ უნდა ასულიყვნენ და ამ დროს მათ რომ თავზე დასხმოდნენ. ისრაელს ღაზას სექტორის ოფიციალური ბლოკადა აქვს გამოცხადებული, რათა იქ იარაღი არ შევიდეს და ყველა სხვა დანარჩენი ტვირთი მხოლოდ ისრაელის გავლით. ისე ყველას შეგახსენებთ, რომ ღაზაში პალესტინის ადმინისტრაცია ვერ მოქმედებს, არამედ იქ ჰამასს აქვს ძალაუფლება. -
სად არის ნოღაიდელი და გახსოვთ რას ვამბობდი?
ძუკუ replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა ხდება ხალხო, მე არ ვარ საქართველოში, მართლა დახურა ნოღამ ოფისები. სადმე გაცხადდა ეს? ისე იმაზე გაცილებით მეტი ხმები მიიღეს, ვიდრე მე მეგონა. -
newstudio რაამაზე გაცილებით უარესები აქვთ გაკეთებული,ბიულეტენები მაინც აღარ უყრიათ ყუთებში, ყოველ შემთხვევაში თბილისში. მე ადრეც ვწერდი რომ მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდეს, ეს ის რომ არჩევნები უცხოელებმა არასამართლიანად გამოაცხადონ. ისე რუსეთშიც ასეთივე არჩევნებია და იქაც პუტინს მართლა აძლევენ ხმას.
-
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ ტვირთიან გემებზე
ძუკუ replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Grig მე ეხლა ისრაელში ვარ მალხაზ. აქ ტელევიზიით აჩვენებენ უპილოტოდან გადაღებულ კადრებს. ერთი ვერტმფრენით გადასხეს კომანდოსები გემზე, რომელზეც 600 კაცი იყო, თანაც თოკებით ეშვებოდნენ. როგორც კი რამოდენიმე ჯარისკაცი გემბანზე დაეშვა მათ რკინის ჯოხებით და დანებით შეიარაღებული 20-30 ადამიანი დაესხა თავს, ერთი მათგანი ქვედა გემბანზე გადააგდეს,ამის შემდეგ კომანდოსებმა ცეცხლი გახსნეს. მოკლედ მაგარ პროვოკაციაში ჩაითრიეს. რაც შეეხება ტვირთს, ისრაელი ითხოვდა ის მათ პორტში გადმოეტვირთათ და გასინჯვის შემდეგ ხმელეთით მიაწოდებდნენ ღაზას. -
newstudio lash a1997 რა პატარა ბავშვივით იქცევი არჩილ, ჯერ რაღაც დაუსაბუთებელი ოპტიმიზმი გქონდა, ეხლა კი ასეთივე პესიმიზმი.
-
Ana Sulhufat საწყის ეტაპზე ბოკერია იყო, ეხლა ეტყობა რაღაც სექტორებად დაყვეს და უფრო მეტნი არიან. ისე საერთოდ ყველაფერს მიშა წყვეტს.
-
analgin ნახეთ ჩემი პოსტები 95%-ით გამოვიცანი შედეგები. მერე ვისი ბრალი იყო ეს? არავინ ხელისუფლების სატელიტების გარდა მონაწილეობა არ მიიღო კანონის შემუშავებაში და სწორედ მათი ხელშეწყობით გააპრავეს ნაცებმა ახალი კოდექსი. არ არის ეს სწორი. როცა სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი ანგარიში გამოაქვეყნა, სულ ორი დადებითი ეწერა და ერთი სწორედ ის, რომ ახალი კოდექსი მრავალპარტიული შეთანხმებით იქნა მიღებული. ზუსტად ასევე მოხდებოდა არჩევნების შემთხვევაში.ხო კიდევ მაგ სიას მრეწველები აკლიან. ვინ დანარჩენები, ერთადერთი კონსერვებთან შეიძლებოდა საუბარი და მათ ალასანიას დასახელებამდე რამდენჯერმე ქონდათ შეთავაზება, მაგრამ მათ ნოღაიდელთან ერთად რუსული კარტის გათამაშება არჩიეს, რამაც უფრო მეტი წარმატება მოუტანათ ვიდრე მე მეგონა.
-
ისრაელმა იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ ტვირთიან გემებზე
ძუკუ replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa მთლიანად ეს ასეა, იგივე წყაროდან. Корреспондент израильской государственной радиостанцией Kol Israel передает, что на требование израильских военных прекратить движение в сторону сектора Газа капитан одного из судов Free Gaza ответил ругательством: "Fuck you". Аудиозапись звонка, поступившего в эфир Al-Jazeera, заканчивается выкриком на иврите: "Всем заткнуться!" მე ისრაელი მხოლოდ იმაში შემიძლია დავადანაშაულო რომ ოპერაციის მოუმზადებლობაში, არ შეიძლებოდა იმხელა გემზე ერთი ვერტმფრენით დესანტის გადასხმა, ისინი იმ წუთში გახდნენ თავდასხმის ობიექტები, რამაც შემდეგ ეს ტრაგედია გამოიწვია. -
shamili რესპებმა საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში 7%-ი აიღეს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 3,8%-ი. შევადაროთ პადოშას მონაცემებს. თანაც ჩვენ 4 000 წევრი გვყას, ანუ პადოშა რომ ამბობს იმაზე 8 -ჯერ ნაკლები. kisa ხო ცუდი ამბები მოხდა. ჰამასის მხარდამჭერები ფლოტილიით ღაზისკენ მიემართებოდნენ, ისრაელმა რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა არ შემოხვიდეთო. ისინი არ გაჩერდნენ და როცა ისრაელის სამხედროები იმ თურქულ გემზე ავიდნენ, მათ გავეშებული, არმატურებით, დანებით და ნაჯახებით შეიარაღებული ხალხი დაესხა თავს. ისინიც იძულებული იყვნენ სროლა აეტეხათ. 16 კაცია მოკლული. აშლარად ცუდად ჩაატარეს ოპერაცია.გემი საკმაოდ დიდი იყო და მცირე რაზმით მასზე ასვლა არ შეიძლებოდა.
-
analgin რაღაც ვერ გავიგე ირაკლი. რა აჩვენა ამ არჩევნებმა? ის რომ ალასანია უახლოეს მეტოქეზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო(გიგის არ ვგულისხმობ). ერონული საბჭოს ასე თუ ისე კარგი შედეგი,ჩემი აზრით მათ მიერ ბოლოს სწორად გადადგმული ნაბიჯები იყო, ანუ კუკავას მიერ კანდიდატურის მოხსნა. ე.ი შეთანხმება შესაძლებელი იყო და კომპრომისზე ისინი უნდა წამოსულიყვნენ. ისე ნაცებმა გიგის ჩათვლით(მე მგონი ყველა მაჟორიტარმა)50%-ზე მეტი აიღეს.
-
საქართველოში დემოკრატია არ დამყარდება კარგა ხანი
ძუკუ replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ეტყობა დაგავიწყდა რომ შალიკომ დაუთმო სწორედ მიშას საკრებულოს თავჯდომარეობა, რითაც მის აღმასვლას დაუდო სათავე. ასევე შალიკოს ვითომ პარლამენტში არშესვლა რა იყო. ხელფასებს მშვენივრად იღებენ. -
zen ჯერერთი რომ თოფაძეს მეტით გაასწრო.მეორე რომელი ოპოზიციონერია თოფაძე.ეს ცარიელი სიტყვებად რომ არ დარჩეს ნახეთ თუ როგორ აძლევდნენ ისინი ხმას საარჩევნო კანონთან დაკავშირებით. ძიძი კი ნამდვილად ოპოზიციონერია, მაგრამ იმედია ყველაფერს მიხვდება და ნოღაიდელს შეეშვება.
-
newstudio რაც შენ დაწერე ამას ვიძახი ამ ფორუმზე ორი თვეა. ოღონდ ამას გაყალბება კი არ ქვია, არამედ არასამართლიანი არჩევნები. მიუხედავად წაგებისა, მე რაღაც პლიუსსაც ვხედავ. გამოკვეთილი მეორე ადგილი აქვს ალიანსს. ეხლა მელაპარაკონ ძიძის და გრეჩოს ფანები. ვინ ყოფილა ოპოზიციაში გამოკვეთილი ლიდერი? ხო კიდევ ასლანიჩებსაც გავასწარით, ესეც კარგია
-
machkatela რაღაც მაგას გავს. დაველოდოთ ყუთებიდან ბიულეტენების ამოსვლას. თუნდაც 45% იყოს გიგიკოსი, მაინც ცუდათაა საქმე.
-
babuagiorgi ასეთი საქციელის შესახებ პალიკო კუბლაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა.ე.ი არაფრის არ ეშინიათ, რადგან ცესკოსაც ისინი აკონტროლებენ და სასამართლოსაც. ფორმალურად ეს კანონის დარღვევა არაა. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ჩაუთვლიან ამომრჩევლებზე ზეწოლად და კარგ შემთხვევაში არჩევნებს არასამართლიანად გამოაცხადებენ.
-
lasha1997 თბილისს რომ არ დასთმობდა ცხადზე უცხადესი იყო.მე უკვე დავწერე და მაინტერესებს ყუთებიდან რა შედეგები ამოვიდა. ეხლა ზეწოლა რომ იყო გასაგებია, მაგრამ თუ ეს შედეგები რეალურთან მიახლოებული მაინც არის,მაშინ მართლაც ცუდადაა საქმე.