Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. dire არ გვინდა ეხლა ეგ "შენ რო მოდიოდი, მე მივდიოდი"... კარგად არ კითხულობ ჩემს პოსტებს ეტყობა, მათ შორის შენთვის მოწერილსაც, თორე ტყემალი და ტყლაპი არ მოგელანდებოდა.
  2. dire დირე, რა გინდა ტო? :ravic: ვისგან რას ითხოვ შენც არ გესმის მგონი... წაი დეიჭირე ხელში ტაპორი და დეერიე ყველას თუ გაქვენ ტაკუცუნები, თვარა ყველა რო ნაგავია და გაჭირვებული ხალხისთვის არავინაა, მაგი ყველამ იცის ბიძიკო. მეიცა პაწა ხანს ჩემსავით, დააკვირდი სიტუაციას, მიდექი-მოდექი, იფიქრე და მერე იმოქმედე ისე რაფერც ჩათვლი საჭიროდ. ყველას ლანძღვა და დაცინვა ნაადრევმა კლიმაქსმა ან დაჭკნობამდე ქალიშვილობამ იცის და არ მაფიქრებინო ეხლა რო ჯვარი აქაურობას და შენიღბული თეა ხარ თუთბერიძე
  3. კარგი რა მართლა. მართალია მაჭკატელა 100%. შენ აზრზე არ ხარ რას ნიშნავს კიდევ 4 წელი უგულავა-კეზერაშვილის გრიმიტი თბილისში. ჩათვალე ამ ხნის განმავლობაში კიდევ ორი ოფიციალური მილიარდერი შეემატება მსოფლიოს და ჩვენ დავალთ სიღარიბის დონით ჰაიტიზე ქვემოთ... ნუ ღირსებაზე და ეგეთებზე აღარა ვლაპარაკობ, ღირსებას უცხო სიტყვათა ლექსიკონში თუ იპოვის ისიც ვინც კითხვა იცის...
  4. დააჯამეთ ეხლა ეს პროცენტები, გამოაკელით უგულავას და დაუმატეთ ოპოზიციას. P.S. სადაც ესენი არ აკვირდებოდნენ იქ წარმოიდგინეთ რა ხდებოდა.
  5. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=caucasia&seekTime=31-05-2010+21:19
  6. shamili ცდები, ცდები. ჯერჯერობით ნახევარზე მეტი დათვლილია უკვე და 8295 ხმა აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით http://results.cec.gov.ge/ ნუ პრინციპში საკუთარი წევრების ნახევარი მაინც თუ დაუჭერს მხარს ჩემთვის სრული შოკი იქნება
  7. dire პირიქით, მშიშრები მგონია და იმიტომ ვერ გავლენ უმეტესობა. აი ჩემმა მეზობლებმა მაგალითად ზუსტად იციან, რომ ეგ რომ გაბედონ მოუწევთ გადაბარგება. ერთი 7 ნოემბრის გმირი ასე მოიქცა მაგალითად, თანაც ვაბშე თურქეთში გადაიხვეწნენ მთელი ოჯახი. პატიოსანი ხალხიც არიან, ძირითადად ადმინისტრაციული კადრები ოღონდ და პატრულის რაღაც ნაწილი. მე ზუსტად ჩამოვთვალე აქ ვინც არიან ნაცების რესურსი და არ ვაპირებ ეხლა ვინმესთვის რამის მტკიცებას. ვისაც რა გგონიათ შეგარგოთ. მე ნამუშევარი მაქვს მაგ საკითხზე.
  8. ძუკუ ის აჩვენა რომ უაზრო ილუზიები ჰქონდა ალიანსის მომხრეთა ნაწილს შექმნილი, რომ უგულავას ყველა ვარიანტში დაამარცხებდნენ თუ იქნებოდა მაღალი აქტივობა და გთხოვთ მიშა აქ არ ამომაქექინოთ ასობით პოსტი, სადაც არაერთი ამტკიცებდა, რომ მაგალითად ძიძიგურს და თოფაძეს 1%-იც არ ჰქონიათ რეიტინგი. რომ მაგალითად გრეჩიხას იმდენად დაბალი რეიტინგი ჰქონია, რომ არავის არაფერში სჭირდება. რომ ფორუმს და ლეიბებს მხარდამჭერები არ ჰყავთ და ა.შ. მე და ჩემს ირგვლივ რამდენიმე ადამიანმა მხოლოდ იმიტომ მივიღეთ ამ არცევნებში მონაწილეობა, რომ საკუტარ სინდისტან ვყოფილიყავით მარტალი და გვეთქვა, აი ხომ ვცადეთ ესეც და არავინ წამოგვაძახოს აი რომ არ იყავით აქტივობა დაბალი იყო და იმიტომ წავაგეთო. პრინციპში დაახლოებით იგივე ლოგიკით დავუჭირეთ მხარი ალასანიასაც, თორემ რაიმე განსაკუთრებული სიმპათია მისი და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ არ გვაქვს და არც მაგალითად ძიძიგურზე (ზოგს მაგალითად უგულავაზე ან თოფაძეზე) უკეთესი გვგონია. ჩემს ირგვლივ ჩემნაირი ბევრი იყო და ჩემი აზრით ამის წყალობით მიიღო რაც მიიღო, %-ებში ვგულისხმობ. ფორუმის და ლეიბორისტების მხარდამჭერები საერთოდ არ მივიდნენ არჩევნებზე. როცა ხედავ, რომ ამდენი არჩევნებია გიყალბებენ, ამდენი სატელიტი პარტია შექმნეს, ცესკო-ს თავმჯდომარე ვანომ დანიშნა, 50%-ნი ბარიერი ჩაგიგდეს და არ დათანხმდნენ, შენზე მეტად თუა არა არანაკლებ რეიტინგული 2 პარტია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, დანარცენები გეჩალიჩებიან გაერთიანებაზე და შენ ხისთავიანივით მაინც გადიხარ არჩევნებზე და თან მარტო, აი ამაგას ვგულისხმობ მიშა ბატონო! და რამდენი წელი კი არა საუკუნეც არ უნდა გავიდეს არ მესმის და ვერ გავიგებ, რას ნიშნავდა ის აკვიატება და ულტიმატუმი, გინდა თუ არა ჩვენ კანდიდატს დაუჭირეთ მხარი არა და ინხ, მარტო გავდივართო. რისი იმედით??? ცხადზე ცხადი იყო, რომ ამით მხოლოდ გაუპრავებდით არჩევნებს. არ ვეთანხმები და ინფანტილიზმად მეჩვენება ის მოსაზრება, რომ "მაინც გაპრავდებოდა" - ალასანია, ფორუმი, ლეიბორისტები, რესპუბლიკელები, კონსერვატორები, თოფაძე, ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, სალომე, გრეჩიხა, კობა, ჯონდი, კოკო...ამდენი პოლიტიკური ძალა ერთად რომ ბოიკოტს გამოაცხადებდა, ჩემს ფეხებს გაუპრავებდნენ მარტო ქდმ, ედპ და თორთლაძე. ბიძგი ალიანსმა მისცა სვებს. პირველები იყვნენ ვინც იმეტიჩრეს ჩვენ არჩევნებზე გავდივართო და ამით შექმნეს სიტუაცია, რომ არცევნები პრავდებოდა, რაკი არასაპარლამენტო ოპოზიციაც იღებდა უკვე მონაწილეობას. პირიქით მტკიცედ უნდა მდგარიყვნენ განზე და ეს მაგალითი მიეცათ სხვებისთვის თუ ვინმე გავიდოდა იმათზე ემუშავათ რომ არ გასულიყვნენ. გვიანია თითზე კბენები. გინდა "ხომ გეუბნებოდით" უძახეთ ჩემს ამ მოსაზრებას და გინდა ჭრილობაში მარილი, მარა სიმართლე ეს არის.
  9. FRIDRIX რა ციფრებს წერ ფრიდრიხ რა სისულელეა ტო? ქართველი ვარ, ბელგიელი კი არა?! ჯარიდან არანაირად არ გამოვა ხალხის დასარბევად არასოდეს არავინ. ეგ დაივიწყე. პოლიციიდანაც 50% ან დათანხმდება ამ დარბევაზე ან არა. 20-30 ათასი კაცია ნაცების მთელი დამრბევი რესურსი თავის დედის პრო...ბიანად და ამათი მობილიზება და კოორდინაცია საკმაოდ რთული პროცესია. თანაც 5 კაცს რომ დაარბევს (შენი აზრით) აქედან ეგეთი მხოლოდ 5000 ყავთ. პახოდუ რო იცოდე 5 კაცს დაარბევს არა შვანცკი კიდე. რა იყო ვისაც საქართველოში კუნთები ადგას მაგ კუნინძებში მოიყარეს შენი აზრით თავი? აქეთ გგონია არავინ იცის რაგბი, ჭიდაობა, ბოქსი და კარატე? მაგეებს ტყუილად წერ. მეც და შენც ზუსტად და 100% ვიცით, რომ მაგათი უპირატესობა არის მხოლოდ შეიარაღება + ფული, რითიც ეს შეიარაღებული ხალხი მაძღარი, მობილური და მოტივირებული იქნება. კაროჩე არ არის დაუძლეველი ბარიერი.
  10. FRIDRIX სხვათაშორის ძირითადში ძნელია რომ არ დაგეთანხმო. ძალების ძალიან არასერიოზული ბალანსია შეიარაღების და ფინანსების მხროვ, პროსტო შენ ეხლა სპეცნაზის შესაძლებლობებს სასაცილოდ აბუქებ. 400 000 ვერა, მარა ერთი 100 000 არაორგანიზებულ კაცს დაშლიან. ვაბშეტა სპეცნაზი არანაირად არაა ნაცების საყრდენი. არ ვიცი შენ რამდენად გახედებენ გაცილებით ბინძურ საქმეებში, მარა ნაცების საყრდენი შევარდნაძის ოპერები და ყოფილი ძველი ბიჭები არიან, რომლებსაც დაახლოებით 2-3 წელია ყოველთვიურად 1000$-ზე მეტს უხდიან თითოს და მნიშვნელოვანი შეიარაღება აქვთ. + საქმე საქმეზე რომ მიდგეს მთელი კუდ-ი, სოდ-ი, და სად-ის დიდი ნაწილი შენს მიერ ნახსენებ სპეცნაზთან ერთად რამე რომ იყოს ტყვიის მსროლელია დაუფიქრებლად. ამას დავუმატოთ სამეგრელოს და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციები და სოფლელი მოხალისე მუტრუკი ნაცები...აი მაგაზე დგანან მიშა და ვანო. რამე რომ იყოს მაგათ ეგრევე იარაღი ურიგდებათ და მაგარი პრემიები ენიშნებათ. ის კუ-ნინძები ბევრი არაფერია. მარტო მაგათი განეიტრალება პრობლემა არაა, რამდენიმე საათის ბაზარია მაგათი განეიტრალება. დალშე ეხლა, ვის რითი და როგორ უნდა ებრძოლო და აჯობო მაგას იასნია არ ვიტყვი :D
  11. ჰოდეეე, მაგას გეუბნები ბიჯოო, მაგას! ე დედანატირები აქამდე რომ დაგეწყოთ მაგაზე ფიქრი, რამდენ დროს, ნერვებს და ფულს დაზოგავდით და რამდენი ნაბიჯი გექნებოდათ წინ გადადგმული? ეხლა გაუპრავეთ ყველაფერი, ისინი გააძლიერეთ, თქვენ ხელი გკრეს და უკან გადაგადგმევინეს ნაბიჯები და ეხლა იწყებთ ფიქრს? და საერთოდ ეს თემა იმიტომ გავხსენი, რომ "ზამასკას" გადაგაჩვიოთ...იცოდეთ შემდეგი სატყუარა ისევ წვრილმანებში დროის გაწელვა იქნება და ყველა არჩევნებზე ესე მიგიტყუებენ და ცოტა თავის გაჯანჯღარება უნდა მაგ ყველაფერს მეთქი. არჩევნები არ არის გზა. გზა არის სამი, გვერდზე ტემაში რომ მიწერია ისინი: - კომბლების და პანღურების. - ვიზის და დავიწყების. - ჩაჯმის და ვაზელინის.
  12. FRIDRIX ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ერთიანი ძალებით მძლავრი სამოქმედო გეგმა უნდა შეედგინათ ნაციონალების დემონტაჟის, მოვლენების ნებისმიერი შესაძლო განვითარების პრევენციით. რაოდენობით, მხარდაჭერით და ვაჟკაცობით ორი ლუკმა არიან ნაცები. შეიარაღებით და ფინანსებით რამოდენიმე ათეულჯერ მეტი რესურსი აქვთ ვიდრე მთელ დანარჩენ ქვეყანას და ამით გრიმიტობენ, მაგრამ პირადი ამბიციების მოთოკვით და ტრაკის მაგივრად ტვინის განძრევით მაქსიმუმ 1 კვირის ამბავია ნაციონალების კუდით ბეისბოლის თამაში. ;)
  13. lasha1997 დიტოჯან ეტყობა ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად აშშ-ში მაინც გვიან ჩამოდის ინფორმაციები, რადგან ავტოკრატია უკვე მიღებული გვაქვს საქართველოში სადღაც 6 წელია, უკვე ტირანიაში გადადის დაჟე.
  14. ლაშა, არჩილ, ნიკუშ ანუ ალო, დეპრეს (ნიუსტუდიო) და შარი თქვენ მოგმართავთ და არა მარტო თქვენ, ყველას ვინც მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მოუწოდებდა საზოგადოებას მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და მხარი დაეჭირათ ერთი კონკრეტული კანდიდატისთვის; ყველას, ვინც არად დაგიდევდათ რეალობას, ლოგიკას, გამოცდილებას, ალბათობას და რატომღაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ ის ერთი კონკრეტული კანდიდატი გარდა იმისა რომ სხვებზე უკეთესი იყო, ფართო საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერითაც სარგებლობდა, რომ მის გარდა სხვა ოპოზიციურ ძალებს 1-2% რეიტინგიც კი არ ჰქონდათ, რომ მაღალი აქტივობის შემთხვევაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებდნენ, რომ არ იყო საჭირო ერთიან კანდიდატზე შეთანხმება და მაინცდამაინც მისთვის უნდა დაეჭირა ყველა სხვას მხარი... რომ, რომ, რომ...და ჰა, კიდევ ერთხელ გაუპრავეთ ნაცებს ხელისუფლება არიფებივით. როგორ გგონიათ რატომ აგებს ხალხი კაზინოში ასობით ათას დოლარს, რატომ ყიდიან სახლებს და რა ემართებათ? ნუთუ ძნელია თუ საერთოდ უთამაშებლობა არ შეგიძლია, ცოტას რომ წააგებ ადგე და წამოხვიდე? მითუმეტეს მთელ თანხას რომ წააგებ, რარატო ყიდი სახლს და იმ ფულით ისევე სათამაშოდ რად მიდიხარ? ამას "იგროკების" ენაზე "ზამასკა" ქვია და ფაქტიურად უკურნებელი დაავადებაა. მათ სულ თან სდევთ პატარა ეშმაკუნა, რომელიც ყურში ჩასძახით : "აი, ეხლა გაგიმართლებს, აი, ეხლა მოიგებ, ეხლა მოიგებ, უეჭველი მოიგებ, ეხლა მოიგებ ფაიზაღი, ოდესმე ხომ უნდა გაგიმართლოს???" ...და მათაც სწამთ, საკუთარ თავს აჯერებენ და დარწმუნებულნიც კი არიან, რომ აუცილებლად მოიგებენ. კაროჩე ცუდია ეგ თვისება და ღუპავს ადამიანებს. გისურვებთ "ზამასკის" გადაგდებას და საკუთარი სურვილების რეალობისგან განსხვავებას. პატივისცემით, ანალგინი. P.S. ადრესატი მხოლოდ ეს სამი კაცი არ არის.
  15. უი რუსეთი დამიწერია ირანის მაგივრად, ეშმაკმა დალახვროს ერთიც და მეორეც
  16. kisa ეხლა არ ვიცი, მარა წინა არჩევნებზე თუ არ ვცდები კომაროვის სკოლაში იყო ვაკის 28-ე უბანი.
  17. მშვენიერი კონგლომერატია: ქრისტიანულ-ისლამურ-კონფუციანურ-ბუდისტური ალიანსი ისე ნამუსიც კაი ძროხაა და ამხელა ჩინეთ-იაპონია-რუსეთს საქართველო და ჩემს სიქიმად დასჭირდებათ რამე რომ იყოს? ირაკლი ჩხეიძის სადღეგრძელოები მახსენდება: ერთხელ ერთმა ცნობილმა სოვდაგარმა...
  18. ) ) ლელა კაკულიას დედა! რა ზუსტად გამირტყია ყველაფერი. http://planeta.ge/index.php?showtopic=26608&view=findpost&p=276352 http://planeta.ge/index.php?showtopic=26608&view=findpost&p=276846
  19. წავედი ეხლა მე. მსგავსი არაფერი მინახავს! ოფიციალურად უკვე 4 საათია დამთავრდა არჩევნები და ჯერ ერთი უბნის შედეგებიც არ დაუდიათ საიტზე. ტფუი! მეძინებააა!!! როდემდე ველოდო ან რა აზრი აქვს? მაზიანს ვდებ, წავალ ეხლა დავიძინებ და ხვალ დილას დამხვდება ცესკოს შედეგბი სადღაც 50 სჩემტა (ოღონდ ცოტა) 5 გიგის პოდ 20 ალასანიას, 10-ზე მეტი ქდმ-ს და ეგაა რა. ფანტაზიაც ვერ დახვეწეს ამ ნაცებმა. არ მესმის როგორ შეიძლება 6 წელი ნებისმიერი რანგის და აქტივობის არჩევნებში ერთი და იგივე პროცენტი დაიწერო ნაგლად? სამი გზა გვაქვს ქართველებს: -კომბლების და პანღურების -ვიზის და დავიწყების -ჩაჯმის და ვაზელინის ძილინებისა ფორუმ.
  20. fashisti არ გეკადრება ეგეთი ტყუილის თქმა და აშკარად შენ გძულს მთელი ტანით ყველა ოპოზიციონერი. ვინ ხსნიდა აგვისტოს ომის დროს შამპანურებს?
  21. ნწუ...მაგის იმედი 0% მქონდა და მაქვს. არც თბილისს და არცერთ სოფელს არ დათმობს ვაბშე. მე მხოლოდ იმიტომ ვიყავი არჩევნებზე, რომ საკუტარ სინდისთან ვიყო მართალი და მიზეზიანად გავატრაკო. ყველამ ტავის საარჩევნო უბნის შედეგებს გადახედეთ რომ მოვა და მიხვდებით გაყალბების დოზას. ჩვენ-ჩვენ უბანში მაინც ხომ ყველამ ვიცით ვინ ვისი მხარდამჭერია? პირადად ჩემს კორპუსში მხოლოდ 90-დან მხოლოდ 5 ოჯახია ნაციონალების მხარდამჭერი. აქედან 3 შსს-ს თანამშრომლების ოჯახებია, ერთი კორპუსის ამხანაგობის და კომუნისტების დროიდან მოყოლებული პოლიციის ნასედკა (მარტო ცხვორობს) და ერთი რომელიღაც სოფლის გამგებლის ცოლ-შვილი. ეგ ვიცი 100%. ალიანსის, ნოღაიდელის პარტიის და ნაცების კარდაკარის შედეგები მაქვს ნანახი და იდენტურია.
  22. ეხლა სხვანაირადაა დაყოფილი http://planeta.ge/index.php?showtopic=26573&view=findpost&p=276218 P.S. ცესკო ინფოა ზედა ლინკი: http://new.interpressnews.ge/ge/politika/136116-30-maisis-archevnebshi-amomrcheveltha-51-monatsileobda.html
  23. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: მთაწმინდა- 31 688 ამომრჩეველი – 59.10%; ვაკე – 50 406, 52.63%; საბურთალო – 63 709, 50.19%; კრწანისი – 19 178, 42.80%; ისანი – 45 487, 40.70%; სამგორი – 108 571, 73.41%; ჩუღურეთი – 27 112, 73.41%; დიდუბე – 37 236, 48.52%; ნაძალადევი – 62 211, 47.26%; გლდანი - 60 253, 40.83% ამ მონაცემებს და შარის ინფორმაციას თუ ვენდობით მთლად ცუდად არაა საქმე.
  24. ისე შამილი სადაა, შამილი? 32 000 წევრიანმა პარტიამ 0.1% როგორ აიღო ყველას ინფორმაციით და ამაზე რომ არავინ დავობს? :D
  25. თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა არჩევნებზე? ირაკლი ალასანია 45.9% გიგი უგულავა 35.6% ზვიად ძიძიგური 6% ყველას წინააღმდეგ 5.7% გიორგი ჭანტურია 2.1% ნიკოლოზ ივანიშვილი 1.8% გიორგი თოფაძე 1.2% გიორგი ლაღიძე 0.6% თამაზ ვაშაძე 0.6% დავით იაკობიძე 0.3% ხმების რაოდენობა : 331 ამ წამის მონაცემები ინტერპრესნიუსიდან.
×
×
  • შექმენი...