Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. kisa ბარამბოც იმისა ვისიც ეხლა კავკაზუსი. ოღონდ კავკაზუსი მამიას წაართვა და ბარამბო თავიდანვე მაგისი იყო. ამას აუცილებლად უყურეთ: http://www.ijp.ge/vi...ank.php?vid=213 ყანაში ვცხოვრობთ რა, ტფუ...
  2. newstudio მოისპო კი არა ლაშამ დადო ძალიან "კსტატი" თემა წეღან და რა იქნა. მაიცა მე დავლინკავ იმ გადაცემას: http://www.ijp.ge/video_blank.php?vid=213
  3. ირაკლი75 ახალი წელი მოდის და ჩურჩხელები და ფელამუში ალბათ. ერAთი-ორი ბოთლი კარგი ღვინოც არ აწყენდა. მე "თელავის ღვინის მარნის" ქინძმარაულს გირჩევდი. რომ გადაწყვეტ რა გაუგზავნო, მითხარი და გადავიტან ამ თემას შესაბამის განყოფილებაში.
  4. ამდენი წელია ვაკვირდები და ყველა "ნაციონალურ" არხზე ყველაზე მეტჯერ სხვადასხვა სამთავრობო უწყების რეკლამა მიდის, არა PR, არამედ რეკლამა: მაგალითად "განათლების სამინისტრო გვაცნობებს, რომ სკოლებში ფიზკულტურის მაგივრად 24 სპორტის სახეობაა და უნდა ამოირჩიონ ბავშვებმა", ქალაქის ცენტრალურ უბნებში ამ შინაარსის დიდი სარეკლამო ბანერებიცაა. შე ოჯახაშენებულო ამ ბავშვების მშობლების გადახდილი გადასახადებით, თანაპარტიელების ჯიბეებს რატომ ავსებ??? რატომ ყიდულობ ძალიან ძვირადღირებულ რეკლამას??? დიდი ბანერები როა ქუჩაში, იმაზე რეკლამის განტავსება თვეში 10 000 ლარი ღირს თითო, ტელევიზიაში გააჩნია დროს და გააჩნია გადაცემას, მაგრამ რუსთავი2-ზე და იმედზე საღამოს ეთერში 10 წამიანი რეკლამა მინიმუმ 300$ ღირს. მთელი თვე და დღეში 50-ჯერ რო არ მანახო ეს, ის ბავშვი სკოლაში ხო მოდის და დადის, იქ ვერ ეტყვი??? რა იდიოტობააა??? დაცვის პოლიცია რატომ არის ვანოს შოუს გენერალური სპონსორი??? რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი გაუგონარი Y-ობა, რომ სახელმწიფო სტრუქტურა კერძო არხის იუმორისტული გადაცემის სპონსორია და გადასახადის გადამხდელთა ფულს იქ ხარჯავდეს??? მაგალითები უამრავია: ეკონომიკის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იგივე შსს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უამრავ რეკლამას ანთავსებენ ერორზე, იმედზე, პირველ არხზე, რეალ ტივიზე, აჭარაზე და საქართველოზე (თავდაცვის სამინისტროს არხი)...ანუ ხელოვნურად ასაზრდოებენ ამ არხის თანამშრომლების უზარმაზარ ხელფასებს და ბონისებს (საავტორო გადაცემის წამყვანებს 10 000 ლარზე მეტი აქვთ ხელფასები, საინფორმაციოს შტატიან დიქტორებს მინიმუმ 4000 + ყოველთვიურად იღებენ პრემიებს), გარდა ამისა ბიზნესის ტერორიც სახეზეა და ავხსნი რატომაც: ნებისმიერი კომპანია როცა იწყებს ფიქრს, სად და როგორ მოახერხოს საკუთარი პროდუქციის პრომოცია პირველ რიგში რა თქმა უნდა მარკეტინგულად იკვლევს ცალკე გადაცემის რეიტინგს და ცალკე იმას, იმ გადაცემას რა კატეგორიის ხალხი უყურებს, მაგალითად ცემენტის მწარმოებელი ფირმა ბრაზილიური სერიალის დროს არ განათავსებს რეკლამას და ქალის ჰიგიენური საფენებისა კრივის ჩემპიონატის დროს. ყველაზე ხანგრძლივი და მრავალფეროვანი რეკლამა აქვს თუ დააკვირდებით ნანუკას შოუს. თან აქ მარტო იმაში არ არის საქმე, რომ შენ გადაცემას აკეთებ და მერე მოდის სპონსორი. სპონსორი თავიდანვე გაძლევს ფულს, რაც პროექტით გათვალისწინებულ ხარჯებს მთლიანად თუ არა, დიდ ნაწილს მაინც ფარავს; ანუ დეკორაციების ფული, გადაცემის ქუდის, ტიხრების, მუსიკალური გაფორმების ფული და გადაცემაზე მომუშავე ადამიანების ხელფასები. ეს ნანუკას შოუ ძალიან ძვირადღირებული პროექტია და ჩემი დაკვირვებით რამოდენიმე ასეულ ათას დოლარს მოიცავს + რეკლამები შემოსდის და შემოსდის. ამ დროს არათუ გადაცემა, არამედ სპორტული არხის გაკეთება წელიწადში 900 000-მდე ჯდებოდა და სპონსორებმა უარი თქვეს, როცა მარკეტინგულად ეს ყველაზე გამართლებული რეკლამაა მთელს მსოფლიოში და მითუმეტეს საქართველოში. "ნანუკას შოუებს" მდედრობითი სქესის პროვინციელი ჭორიკნების ნაწილი შეიძლება უყურებდეს ისეთი ინტერესით, რომ მაგალითად იმ გადაცემისთვის შემოვიდეს სახლში და რაღაც საქმე გადადოს ან ელოდებოდეს მაინც მის დაწყებას და ტელევიზორი გადართოს. მათგანაც არ ვიცი რეკლამას რამდენი უყურებს "ვინუჟდენში", რომ არიქა გადაცემის გაგრძელება არ გამომეპაროსო. ეხლა წარმოიდგინეთ სპორტული არხი, რომელსაც ნაყიდი აქვს ყველა წამყვანი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატების პირდაპირი ტრანსლაციის უფლება, აჩვენებს რაგბს, კალათბურთს, ჩოგბურთს, ჭიდაობას, კრივს და ა.შ. ტრანსლირების უფლების ყიდვა ნიშნავს, რომ მათ გარდა ვერავინ აჩვენებს. რამდენი მანიაკია საქართველოში ფეხბურთისა თქვენს ირგვლივ თუ ვერ ამჩნებთ სოკოებივით მომრავლებულ ტოტალიზატორებში შეიხედეთ. აი ეს ხალხი გადადებს ყველაფერს, მივა მაგ "გადაცემის" ანუ რომელიმე მატჩის საყურებლად და რეკლამასაც უყურებს, რომ მატცის რაღაც მონაკვეთი არ გამოტოვოს. ასეთი ადამიანები ქართველი მამაკაცების მინიმუმ 50%-ია. ხოდა რატომ არ ჩადო ფული არავინ? იმიტომ, რომ კიდიათ, არავის ცოლი არ აკეთებს ასეთ რამეს და არავის აიძულებენ უაზროდ გადაყარონ ამდენი ფული. ეეეეეეჰ P.S. ამ სპორტულ არხთან მე არ ვარ კავშირში. ლაშა დვალიშვილმა, სოსო კოტორეიშვილმა და სანდრო ცნობილაძემ თქვეს მაგაზე და იქიდან ვამბობ.
  5. Saturn დასჯა საერთოდ რა შუაში იყო? ეეჰ...
  6. მაგაზე გამახსენდა და ბოლო 1 თვის განმავლობაში თქვენთანაც თიშავენ დენს ყოველ დღე? ჩემთან დღეში ორჯერ, დღისით პიკის საათებში და ღამე 12-ის მერე. თავიდან 5-5 წუთი თიშავდნენ და ეხლა უკვე ნახევარ საათზე ავიდნენ.
  7. Saturn რატომ ხვდები ესეთი აღტკინებით ყველაფერს? ერთი ობიექტი მითხარი რაც ამათ ხარისხიანად გააკეთეს და გავჩუმდები. გამოყოფენ ეხლა ასეულობით მილიონს, მიისქელ–მოისქელებენ გიგი&co. ჯიბეებს და ეგ იქნება.
  8. რამდენიმე თვეა ვანომ აახია. მამიას ვინ მისცემდა მაგის უფლებას?
  9. არ დაიჯერო მაგი. ეს ზეევ (და არა ზე, როგორც ეს სირიკოები ამბობენ) ისეთი გაქექილი ებრაელია, ებრაელებშიც კი ცნობილია თავისი გაქექილობით. არაა ეგ ეგეთი ადვილი დასაგოიმებელი, არ წამოეგებოდა მაგათ პროვოკაციებს. იქით დააშანტაჟებდა. ეს უფრო შურისძიებას ჰგავს ან იმას, რომ როგორმე უარი ათქმევინონ რაღაცაზე.
  10. მაქედან ერთერთს ვიცნობ, ზეევს. ძალიან დიდი აფერები აქვს ნაკეთები და მთელი ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებაა მასთან ჩახლართული. იმასაც არ გამოვრიცხავ იმ არბიტრაჟის მოსამართლეებიც ეყიდა ეგ ისეთი გაქნილი და გამოცდილი კლიენტია, მაგრამ... ზეევი თუ ალაპარაკდა იმდენ და ისეთ ხალხს და ისეთ საქმეებს ჩაუშვებს მტრისას. ჰოდა ალბათ მაგას ან ძალიან მალე გამოუშვებენ და ფულსაც მიცემენ ან რავი, ინფარქტი და მაგის ჯანი. ბადრიც ინფარქტმა არ მოკლა?
  11. Grig იქით კაი თემა იყო გახსნილი. ადარებდნენ როგორ კეთდება თბილისი და ბაქო. ჯერ კიდევ 3-4 წლის წინათ ვყვიროდი მე, რომ ეს ვითომდა მასიური მშენებლობები და რემონტები, მხოლოდ დიდი ფულის მოტეხვას ემსახურებოდა. ყველა ამ ტენდერს ახალ-ახალი უცნობი კომპანიები რომ იგებენ როგორ, საიდან? სახელდახელოდ აკეთებენ რაღაცა ფირმას, მოაგებინებენ "ტენდერს" იქიდან მოტეხავენ ძალიან დიდ ფულს, სწორედ მაგით, რომ უხარისხოდ შეასრულებინებენ + ეს უხარისხოდ შესრულებული საშუალებას იძლევა რამდენიმე თვეში ისევ გახდეს გასაკეთებელი, იმ ძველ ფირმას შეგნებულად "გააკოტრებენ" და ლიკვიდაციას მოახდენენ, შექმნიან ახალ ფირმას, ეხლა იმას მოაგებინებენ და ასე დადიან წრეზე. ეს ერთერთი ყველაზე დიდი და მარტივი ბიზნესია საქართველოში, რომელშიც იხარჯება ჩვენი გადახდილი გადასახადები და ის ასულობით მილიონი ვალი, რომელიც ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ, ჰოდა შაქრად შეგერგოთ მიშა.
  12. Nukriko ვაჰ...მე შენ ჯერ კიდევ ჭკვიანი კაცი მგონიხარ და ... წაკითხულიდან შინაარსიც ვერ გამოგაქვს. რა " შენ შიძლება აღიდგინო შენი ბიზნესი ოპო-ს მხარდაჭერისთვის"-? გითხარი "ვიგოდა" რომ მქონდეს ნაციონალებთან ვიქნებოდი თქო. შემოვლითი გზებით რატომ ვივლიდი, რატომ უნდა შემეცვალა ხელისუფლება ახლით, რომ მას დაეჭირა ჩემთვის მხარი, როცა მარტივად შემიძლია არსებულთან მივიდე და მან დამიჭიროს მხარი, მითუმეტეს, რომ პოლიტიკოსებში ყველაზე მეტი ნაცნობი ნაციონალებში მყავს. ასე რომ შენი მარტივი დასკვნა რეალობიდან ძალიან შორს დგას. მე დაგიწერე წინა პოსტში რაც მაქვს საბრძოლველი, რასაც სამწუხაროდ შენ იოტისოდენა ყურადღებაც არ მიაქციე, რაც პირადად ჩემთვის იმაზე მიუთითებს, რომ შენ უბრალოდ დაბოღმილი ხარ ვიღაცეებზე ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო და ძალიან გთხოვ ნუ გამოიტან ასეთ "მარტივ დასკვნებს" იმ ადამიანებზე, რომლებსაც შენგან განსხვავებით ერთი წამით არ უფიქრიათ არცერთხელ, რომ "მაგათ გამო ჩემს ჯანმრთელობას ვერ ვაზარალებო", როცა თვლიდა რომ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა. არც არავინ გამძღოლია წინ, არც არავის ავჩანჩალებულვარ კუდში. იცი, შენ თავად არ გაქვს ჩამოყალიბებული რა გინდა, რას და რატომ თხოვ ყველას, პოლიტიკურ ლიდერებს, საზოგადოებას, ყველას რაღაცას ემართლები და უწუნებ შე კაცო. კარგი ბიჭი ხარ, წესიერი, ასე თუ ისე ნაკითხი, უკეთესობა გინდა, მაგრამ პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი დასკვნების გაკეთება გიჭირს ცხოვრებაში. შენ გინდა, რომ ვიღაც სხვებმა გააკეთონ ისეთი რამე, რაც შენ მოგეწონება, მერე მიგიყვანონ, გვერდში დაგიყენონ, აზრი გკითხონ, მოგიწონონ...სახლში ჯდომით, საკუთარი თავის სისწორეში დარწმუნებულობით, დამნაშავეების მუდამ სხვებში ძებნით, ჯანმრთელობის მოფრთხილებით, შორიდან სეირის ყურებით, ნარცისიზმით, უბრძოლველად ვერაფერს მიიღებ ცხოვრებაში. მითუმეტეს იმას რაც გინდა. სამშობლო რესტორანი არ არის, რომ ამოირჩიო სად უფრო უკეთეს პოლიტიკას და საზოგადოებას გაჭმევენ და იქ წახვიდე, სამშობლო შენი მაცივარია, რაც გაქვს ის უნდა ჭამო და თანაც თავად უნდა მოიმზადო. შორიდან რომ უყურო ამ პროდუქტებს არც თავისით მომზადდება და არც უკეთესი გახდება.
  13. Nukriko მე არ ვთვლი, რომ სააკაშვილი შევარდნაძეზე უარესია და არც იმას ვთვლი, რომ დღევანდელი ოპოზიციური სპექტრიდან ნოღაიდელის გარდა ვინმე შეიძლება სააკაშვილზე უარესი იყოს (თორთლაძეს და ქდმ-ს არ ვთვლი ოპოზიციად). ბიზნესს რაც შეეხება დაახლოებით რომ გითხრა - კი.
  14. Nukriko "ვარდების რევოლუციაში" მონაწილეობა არ მიმიღია, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმეზე ნაკლებად მინდოდა იმ ხელისუფლების შეცვლა, არამედ იმიტომ, რომ მე 2001 წელს ე.წ. "რკინის მინისტრების" მოცილებაში არათუ მონაწილეებს ვიღებდი, სათავეში ვედექი სტუდენტურ მოძრაობას და სწორედ მაშინ გავიცანი პირადად დღევანდელი უმაღლესი ხელისუფლები. იმდენად ბინძური იყო მათი საქმიანობა და თვითონ შემოთავაზება გამიკეთეს ისეთი ბინძური, რომ მათ გვერდზე ვერ დავდგებოდი. პირადულ ინტერესში თუ "ვიგოდას" გულისხმობ არავითარი. ეგ რომ მამოძრავებდეს ცხოვრებაში, მე იმავე 2001 წელს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს და უარი ვთქვი. არც ეხლაა გვიან. ეხლაც სიამოვნებით მიმიღებდნენ და კაი პოსტსაც გამოვკრავდი ხელს. სხვა პიროვნულ ინტერესებს რაც შეეხება, უსამართლობას ვერ ვიტან, მე კიდევ კარგად ვარ, არ მშია, არ მწყურია, არ მცივა და ჩაცმის, დასვენების და გართობის საშუალებაც მაქვს მეტ-ნაკლებად, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ადამიანების (მეგობრები, ნათესავები, მეზობლები) სულს ღაფავს გაჭირვებისგან, ზოგს ოჯახის წევრი მოუკლეს, ზოგს წლობით და ოფლით აშენებული ბიზნესი წაართვეს, ზოგი უბრალოდ სამსახურიდან გამოაგდეს. მე რაც მაქვს ისიც ძველი დანაზოგებიდან და ანაბრებიდან. ბიზნესში (პირადში) ისეთ უსამართლობებს დავეტაკე შუბლით, რომ ამის ყურება არ შეიძლება, ედიკასდროინდელ ქურდებს თუ ძაღლებს არ უკისრიათ ეგეთები. ადრე რამე ბიზნესი რო გქონდა უბრალოდ წილს გთხოვდნენ (დაახლოებით 10-დან 30%-მდე) და ეს მაცოფებდა, ეხლა საერთოდ აღარ გაკეთებინებენ. მთავარი კი ისაა, რომ მე ყოველთვის ვიღებდი აქტიურ პოლიტიკურ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, რადგან ამას ჩემს სამოქალაქო პასუხისმგებლობად ვთვლი და ვალდებულებად ქვეყნისა და შვილების მომავლის წინაშე. შემგუებლობას და მედროვეობას სიკვდილი მირჩევნია.
  15. Saturn ვისთვის დაუბრუნებია აშშ-ს ტერიტორიები? საუკეთესო შემთხვევაში გავლენის სფეროებად დავიყოფით, ანუ აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე ვიქნებით და ვიქნებით იმაზე უკეთ ვიდრე ვართ, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც. მე არ ვარ ამაზე თანახმა.
  16. shamili და გჯერა, რომ აფხაზეთს და ცხინვალს დაგვაბრუნებინებს ეგ სამხედრო კავშირი? უტოპია.
  17. ბიჯო, რა ჩხრეკვა უნდა მაგას? რაც მე მაგაზე იზოლიატორის ადმინისტრაციას დავცინე...ფილტრიანი სიგარეტი არ შეიძლება, რადგან დამწვარ ფილტრს, რომ ფეხი მაგრად დაარტყა "ბრიტვა" კეთდებაო, სამაგიეროდ პლასტმასის ბოთლები შეიძლება. რომლისგან უფრო მაგარი "ბრიტვა" გამოვა? კიდევ კალამი არ შეიძლება, წვეტიანი ყოფილა და ფანქარი შეიძლება. :givi: ისე, თავის მოკვლა კაცს, რომ უნდოდეს, სულ რომ ტიტველი დატოვო ცარიელ ოთახში, კბილებით გამოიჭამს ვენებს. ჩემი ფანტაზია არაა ეს, ასე მოიქცა ერთი ჩემი ნაცნობი მიშას მმართველობის პირველ წლებში, როცა როცა ბუმი იყო, შევარდნაძისდროინდელი გახმაურებული და გაუხსნელი საქმეების ვითომდა გახსნებისა. ეს ჩემი ნაცნობი ცოტა მოძველბიჭო კი იყო, მაგრამ ლოთი იყო და ვიღაც მისგან ბავშვობაში დაჩაგრულმა ჩმორმა და შემდეგ ამათგან რაიონული პოლიციის შეფად დასმულმა შეტენა ძველი მკვლელობა, რომელთანაც არანაირი შეხება არ ჰქონია ამ ბიჭს. 1 კვირის განმავლობაში ისე აწამებდნენ მანამდე ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, ჯერ ვენები გადაიჭრა, მერე საავადმყოფოში თავს იხრჩობდა პროსტინით და ბოლოს ღამე ჩუმად ვენები გამოიჭამა...მთელმა ქალაქმა (სამტრედიელი იყო) იცოდა მისი უდანაშაულობის ამბავი, მარა...
  18. shamili კაი გამარჯობა შენი. გამიხარდა რომ ისევ გამოჩნდი. შამილ, ერთი ალალი კითხვა მაქვს შენთან და იმედი მაქვს პასუხსაც ალალს მივიღებ, თუმცა სანამ გკითხავდე გეტყვი, რომ რეფერენდუმზე მეც ხმა მაქვს მიცემული ნატოში შესვლაზე და ეხლა ვნანობ. ჯერ გკითხავ და მერე გეტყვი რატომ ვნანობ: გულწრფელად გჯერა, რომ ნატო მართლაც მიგვიღებს თავის რიგებში? და თუ მიგვიღებს რის ფასად? მე იმიტომ ვნანობ, რომ მას შემდეგ რაც გაცხადდა საქართველოს სურვილი ნატოში ინტეგრაციაზე და ეს რეფერენდუმშიც აისახა, მაინც სულ ერთ ადგილას დაგვიკიდა ნატომ და განცხადებების გარდა არაფერი გაუკეთებია ჩვენს დასახმარებლად. ომს არ ვგულისხმობ, სულელი არ ვარ ვიფიქრო, რომ ჩვენს გამო ნატო რუსეთთან შეიარაღებულ კონფრონტაციაში შევიდოდა, მაგრამ მას უამრავი ბერკეტები აქვს დიპლომატიური და სამართლებრივი (მათ შორის სანქციებიც) და შეეძლო რუსეთი ეიძულებინა (აგვისტოს ომამდე) ქმედითი ნაბიჯი გადაედგა იძულებით დევნილი პირების დასაბრუნებლად და ეტაპობრივი დეოკუპაციისკენ, ამისთვის ხომ ყველაფერს ვაკეთებდით სამხედრო თვალსაზრისით? (დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების გარდა!) კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში სწორედ ნატოს ინტერესებს ვემსახურებით აგერ უკვე 10 წელია თუ არ ვცდები და სანაცვლოდ რა მივიღეთ? ბუნდოვანი დაპირებები, თავზე ხელის მოთათუნებები და აღშფოთებები? აგვისტოს ომზე შეგნებულად არაფერს ვიტყვი, დავუშვებ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერი ქონდა ნატოს "გასატრაკებელი" (ტალიავინის დასკვნის მიხედვით), მაგრამ ომის შემდეგ ხომ აქვს მიზეზი, რომ დეოკუპაცია მოითხოვოს? 2 წელზე მეტი გავიდა, გოჯით მაინც წაგვიკრა ხელი რამეში? არა და არც იზამს, მისთვის "კონფლიქტის დარეგულირება" კონფლიქტის გაყინვას ნიშნავს. ოღონდაც რეგიონში მშვიდობა იყოს და მაგრად კიდია, ტერიტორიებს რა ერქმევა და ვინ გააკონტროლებს (თუ ტერორისტები არ არიან იქ), ფეხებზე კიდია ერები და მატი სურვილები, ატომური ნარჩენივით რაც შეიძლება ღრმად ჩაფლავს მიწის ქვეშ. თუ ოდესმე ნატოში შევედით, შევალთ აფხაზეთის, ცხინვალის და ახალგორის გარეშე, რადგან ამათი გასაღები ნატოს არ აქვს და რუსებს კი მათზე ბევრად მეტად სჭირდებათ. აი ამიტომ ვნანობ და ხსენებაც აღარ მინდა ნატოსი, ტყუილად ჩვენი ბიჭები უნდა იღუპებოდნენ მათ გამო და თანაც როგორც ზემოთ ვთქვი არაფრის სანაცვლოდ!
  19. Nukriko თუ სწორად გამიგებ ძალიან უცნაური ბიჭი ხარ. არასოდეს არ ლაპარაკობ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და დღეში მინიმუმ ერთ თემას ხსნი ფილოსოფიურ-რიტორიკული შეკითხვებით. გეტყობა რომ ბევრს ფიქრობ, მაგრამ მიზეზების მენტალობაში, ფსიქოლოგიაში და თეორიებში ძებნამ შეიძლება სულაც არ მიგიყვანოს მიზნამდე ანუ სწორ პასუხამდე. გვირაბების თხრა რთული პროფესიაა და რაც უფრო ღრმად თხრი მით უფრო კარგავ ორიენტირს და მით მეტ და რთულ დაბრკოლებებს აწყდები, რაც დროსთან ერთად ძალასაც გართმევს და ჯანმრთელობასაც.
  20. machkatela ლირიკა არა პოეზია. ბოლო პერიოდში მე რაც გავიგე ან ტელევიზორში ვნახე, ძირითადად შუა ასაკის ადამიანები იკლავენ თავს მატერიალური გაჭირვების გამო. ჰალუცინოგენებით ეშმაკები კი არ ელანდებათ, პრიკოლებს ნახულობენ.
  21. babuagiorgi კანონით არაა ვალდებული თუ "ვისგან" ამაზე დაAჟინებით მოგთხოვს პასუხი..."როდის, როგორ და სად" ეს შეიძლება დიაგნოზის დასმის და მკურნალობისთვის იყო საჭირო, მარა მაინც ყველა გეკითხება ვინ იყოო, რომ პოლიციას გადასცეს, რაღაც არაოფიციალური შეთანხმებასავითაა თუ პოლიცია აძალებს არ ვიცი. Saturn მე როგორც ვიცი ფეხი არ აქვს ჯანმრთელად და არა მგონა ეთიკური იყოს მაგაზე ხუმრობა, მარა მჯერა რომ არ იცოდი და იმიტომ იკაიფე მაგაზე.
  22. kisa სუიციდის გამომწვევი მიზეზი აგრესიაა? ანუ ვინც თავს იკლავს მას აქვს აგრესია? მე მეგონა პირიქით, უმწეო ადამიანს აგრესია არ აქვს მეთქი.
  23. Saturn "პაციენტის თქმით"-ო არ წერს, მაგას წერს გამომძიებელი. ექიმი წერს რა და როგორ აქვს დაზიანებული და მისი აზრით რა შეიძლება იყოს დაზიანების მიზეზი. ანუ ვთქვათ თავის ქალა აქვს გატეხილი სავარაუდოდ ბლაგვი საგნის ჩარტყმით, კუჭი აქვს გახეული სავარაუდოდ ბასრი და წვეტიანი საგნით (ანუ დანით) ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს (ამას პირდაპირ წერენ, რადგან ტყვია ამოაქვთ, თუ გამჭოლი ჭრილობა აქვს მაინც, რადგან ცხელი ტყვია კანს და ხორცს წვავს და კვალს ტოვებს), თუ ნაცემია დაწერს რომ (მრავლობითი) ჰემატომები, დაბეჟილობები, მოტეხილობები აქვს მიღებული სავარაუდოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით. ჩემზეც დაუწერით მსგავსი დასკვნა და სვებს რომ უწერდნენ მაგ პროცესებსაც დავსწრებულვარ არაერთხელ. "დაზარალებულის განცხადებით" ან "ბრალდებულის განცხადებით", ამას მხოლოდ გამომძიებელი ხმარობს.
  24. lasha_alo მივაფეისბუქე. კატასტროფა და ერის ტრაგედიაა. ვერაფრით ვიჯერებ ამ ციფრებს. დაახლოებით 27 ადამიანი გამოდის თვეში ანუ ფაქტიურად ყოველ დღე ვიღაც იკლავს თავს! მგონი ამ ფორუმზე ფსიქოლოგებიც არიან და რა მაინტერესებს: მანდ, რომ წერია საკუთარი თავისადმი მიმართული აგრესია შეძლება სხვისკენ მიმართონ მალეო, ეს მართალია? და როგორ? სუიციდს ხომ ძირითადად უსუსურობის და შიშის გამო სჩადიან და შეიძლება ასეთმა სუსტი სუსტი ადამიანი უცებ ძლიერი გახდეს, საკუთარ შიშზე გამარჯვებული გამოვიდეს და ამ შიშის და უმწეობის მიზეზს თავს დაესხას? ძალიან საინტერესო სტატია იყო.
×
×
  • შექმენი...