-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
ეხლა მოვედი ფორუმიდან. არაფერი არ შეცვლილა ფორუმის გეგმებში საერთოდ. მითუმეტეს რა ალასანია, რის ალასანია და რაის ტრუხა მოლაპარაკებებიო. ხვალ გავარკვევ რაღაცეებს და თუ თქვენი და ადმინისტრაციის სურვილი იქნება თვითონ ფორუმის ლიდერები გასცემენ ნებისმიერ თქვენ კითხვას პასუხს.
-
ფედორასტი იგლისელი მასწავლებელი და შაშკინი
analgin replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
600$ ხელფასზე ბომჟის გარდა ვინ ჩამოვა აქა ტო? მასტებს უეჭველი უხარიათ ლოგინში წოლა და ცხელი სუპი :018: -
lasha1997 გავერმენ კი არა გავერნა ბიჯო governor - გუბერნატორი გავერმენ(თ) არი მთავრობა - goverment
-
DonCaredo გადი კაცო აქედან! :( შენ იცი ვანგას რა აქვს ნათქვამი??? · 2010 - The start of WWIII. The war will begin in November of 2010 and will end in October of 2014. Will start as a normal war, then will include usage of nuclear and chemical weapons.
-
როგორ გაყალბდა არჩევნები -რეალური ფაქტები!
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დაუმატე მაგას 1 600 000 მიგრანტი. ყველამ იცის, რომ ნაცებს 1 000 000 ყალბი ამომრჩეველი ყავთ სიაში. სხვანაირად უბრალოდ სასაცილოა 3 700 000 ამომრჩეველის ყოლა. -
არის რაღაც-რაღაცეები, ძველიც და შედარებით ახალიც და ძალიან დაბალბიუჯეტიან ფილმებს გაქაცავ როგორმე, ოღონდ რა თქმა უნდა ყოველგვარი სპეცეფექტების გარეშე. პერსონალს რაც შეეხება ქართული კინოს სკოლა არც ისე ხელწამოსაკრავია. ჰოლივუდის სტანდარტებს რა თქმა უნდა ვერ გავქაჩავთ აბსოლუტური გამოუცდელობის გამო, მაგრამ ევროპული საფესტივალო ფილმების დონეზე მომუშავე კარგი გუნდის შეკვრა შეიძლება. ოპერატორები, გამნათებლები, განსაკუთრებით მხატვრები არ გვყავს ცუდი. მთავარი მინუსი კომპიუტერული გრაფიკა, სპეცეფექტები და აუდიოინჟინერიაა, აქ ძალიან ცამოვრჩით დროს.
-
აგერაა ავთო ვარსიმაშვილი და კითხეთ რა დაუჯდა ინდოეთში ფილმის გადაღება. იქ მზა ინფრასტრუქტურაა და კაპიკები ღირს ყველაფერი. აქ რას სთავაზობენ, რა ჯდება იაფი? ელემენტარულად ფირი არ იშოვება ამ ოხერ ქვეყანაში. ჯერ რა აქვთ საერთოდ, რა? რომ ეუბნები იაფი ღირსო, რა ღირს იაფი? კინო-ვიდეო-აუდიო-განათება-კომპიუტერულ-მონტაჟ-სპეცეფექტებს ვერც ტექნიკას ვერც სერვისს და ვერც პერსონალს ვერ სთავაზობ (ნუ პერსონალს კიდე იპოვი მეტ-ნაკლებად...). ნუ კაი ჯანდაბას პავილიონებში ნაკლებს ახდევინებ და ზოგადად გადასახადებს შედარებით ნაკლებს, ოღონდ ნაკლებს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით (აშშ, ევროპა, იაპონია...) და ინდურთან შედარებით ბევრად ძვირს. როგორმე ცოტა ვერკვევი კინოს გადაღების სპეციფიკის დეტალებში, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და ჩემზე მეტად კიდევ დეპრესა ერკვევა. დაგვეჯერება.
-
მართალია,ჰავტობუსების მაგივრად ტრამვაი ივლის თბილისშიო?
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
+1 ორადორი ქვეყანაა საიდანაც მეტ-ნაკლებად შემოდიოდა ინვესტიციები. ისრაელიდან (ქართული ებრაელობისგან) და თურქეთიდან. დანარჩენი სულ ტუფტაა. აი თუ ჩამოხვალ მალე ისეთებს მოგიყვები... ხო, მესამე ქვეყანაცაა, ბოდიში - რუსეთი. ინვესტიციისა რა გითხრათ და მთელი ენერგეტიკა-რკინიგზა-ყველაფრის სადენები მაგათ მიყიდეს, ზოგი პირდაპირ მაგათ ზოგი ვითომ ყაზახებს, ინგლისელებს და ფრანგებს, მარა რატომღაც სამივე ამ ქვეყნის კომპანიებს ჰედ ოფისი რო მოსკოვში აქვთ ისეთებს. -
რა ვალი აქ ამ გრეჩიხას მეც გამაგებინეთ ერთი? ნუ ეხლა სატურნს ლინკი, ვიდეო და ნოტარიალურად დამოწმებული საბუთის ასლიც ექნება ამისი (ხელისუფლებას რომ ადანაშაულებენ ხომ მსგავს რაღაცეებს ითხოვს ხოლმე?!) რას მაცვევინებთ ერთი მაგის გამო####ვებული კეთილებიც ################## მე რა. პროსტა მე და ერთმა აქაურმა "მიშისტმა" ვილაპარაკეთ იმ დღეს თემაზე: რა მაგრად ტეხავს როცა რაღაც 1000%-ნი იცი, საკუთარი თვალით, ყურით, ხელის შეხებით, კუხნით და ა.შ. და ვიღაც გამოხტება და გიმტკიცებს ნააბაროტ სისულელეს.
-
Siknadmo ვაჟა მიმაჩნია მსოფლიო დონის კლასიკოსად. სერვანტესის, ბალზაკის, გოეთეს, ტოლსტოის წინ თუ არა გვერდზე მაინც დგას ჩემთვის და ულაპარაკოდ ყველა დროის უდიდეს ქართველ პოეტად და მწერლად მივიჩნევ. შოთაზე და ილიაზე წინ დგას ჩემთვის. შეიძლება გალაქტიონივით ჯადოქარიდა აკაკისავით სხარტი არ არის, მაგრამ თითოეულ სტრიქონში ჰუმანიზმის, სიყვარულის და ვაჟკაცობის მთელი ოკეანეა... ნუ ეგ სხვა საკიტხია. მომიტევეთ ოფტოპიკისთვის.
-
ძალიან კაი კაცი. გამიხარდება თუ ხშირად შემოივლის! გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! http://www.youtube.com/watch?v=X0_UOzvELBk
-
რამდენი? 40 000-ზე მეტი მარტო ფორუმს ყავს და მარტო თბილისში. იმენა წევრები, 50წ-მდე მამაკაცები.
-
ბანკში აქვს ჩადებული ეგ სახლი. ასე ადვილად ნუ აყვებით ხოლმე შსს-ს დაყრილ იაფფასიან ჭორებს. რამდენი და რამხელა პრეტენზიებიც არ უნდა მქონდეს გრეჩიხას მიმართ ერთში დარწმუნებული ვარ - ყველამ რო ფული აიღოს მიშასგან და მაგას ყველაზე მეტი შესთავაზოს, ეგ არ აიღებს მაინც. ყოველ შემთხვევაში მიშასგან და მაგის გარემოცვისგან ;) newstudio რატო გგონია რო აინტერესებს? და საერთოდ რა იცი მაგალითად ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე? ჯობდა დეტალები გაგერკვია ყველა მხარისგან და ისე გამოგეტანა დასკვნები. ერთი ბეწოა ეს ოხერი თბილისი მაგის დედა ვატირე, თუ ასე გაინტერესებთ ცოტა მიდექ-მოდექით, მიდით, დაელაპარაკეთ, იკითხეთ...ფორუმი თავის გზას არ გადაუხვევს და ამ შემთხვევაში თუ შემთხვევით გადაიკვეთა გზა ალასანიასთან, სულაც არ ნიშნავს რო უჯერებენ და ერთი გზით ივლიან. ეგრე რო იყოს უკვე წასული ვიქნებოდი ამ ქვეყნიდან. სანამ არ გამოისყიდის და დაამტკიცებს რაღაცეებს ეგ არის ზერო.
-
babuagiorgi მომგებიანი გარემო არა ტოროლა ჩემო გიორგი. აი მომგებიანი გარემო: http://reluctantoptimist.files.wordpress.com/2008/04/cac1987-l2.jpg ჯერ გაიასნდეს ვინ რას ამბობს. სულ რომ არაფერი ჰარაკირს ხო არ ჩაიტარებს ფორუმი? ერთადერთი ძალაა, რომელმაც რეიტინგი აკრიფა და აკრიფა ზუსტად შეურიგებელი პოლიტიკით. აგერ მოვა 4 ნოემბერი მალე და გავიგებთ პასუხს. ალასანია რას იბჟუტურებს არ მაინტერესებს. ხვალ არა და ზეგ გავიგებ რა ხდება და გეტყვით.
-
დაკავებამდე ისინი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდნენ, რომელიც აწარმოებს ტვირთებისა და ნავთობის ინსპექტირებას. აი აქ რა წერია ეხლა გამაგებინეთ ვინმემ თორე გადავხტები ფანჯრიდან :018: ან ტვირთები რას ნიშნავს ან ნავთობი ან ინსპექტირება? ტვირთია ჩემ მეზობელ ვახოს რო კიტრი დააქ გასაყიდად თავის 011-ით, ფედექსს რო ბოინგით ამანათები დააქვს, ვანოს ბიჭებს ტრაილერებით ხე-ტყე და სომხებს ვაგონებით მანდარინი, ყველაფერი ტვირთია. ნავთობი (ნედლი) საქართველოში ერთი ორი ლიტრა მოიპოვება სულ და თუ ბენზინზე, ნავთზე ან დიზელზეა საუბარი თქვან. ინსპექტირება რაღას მიქვია კიდე, ათობით სხვადასხვა უწყებაა საქართველოში რომელიც ინსპექტირებას ახდენს სხვადასხვა პროდუქციისას, ზოგი ფინანსურს, ზოგი ტექნიკურს, ზოგი ხარისხისას, ზოგი უსაფრთხოებისას და ა.შ. და ა.შ. და რაც ყველაზე მთავარია ყველა არის სახელმწიფო უწყება. საქართველოში ჯერ არ არის ევროპული სტანდარტები დანერგილი რომ კერძო ფირმები ახორციელებდნენ რამის ინსპექტირებას. ხოდა რა წერია მანდა, რააა??? ვის ვაგინო ეხლა ადვოკატს თუ ჟურნალისტს? თუ ორივეს ერთად?
-
Saturn აბა ბიჯო?! მარტო ფორუმელი პოლიციელები აგინებენ პატრიარქს. და ყველა სუფრაზე ღმერთის სადღეგრძელოს სვამენ. არადა მე რომ ვნახე პირველი სადღეგრძელო მიშასი დალიეს ყანწით, მეორე ვანოსი ფიალით. რა იყო სატურნ ტეხავს ბევრი ძმაკაცი რო ყავს კაცს არა? მითუმეტეს სამუბანგამოცვლილ, ორსკოლაგამოცვლილ, ორფაკულტეტგამოცვლილ და ქალაქში არც ისე უცნობი მამის შვილს? P.S. შენ მარტო პოლიციაში გყავს ძმაკაცები თუ საერთოდ არ გყავს?
-
asesino_141 ვერ იმუშავებ, წარმოუდგენელია. ერთმა ცემმა ძმაკაცმა დაკრა ფეხი და წავიდა საერთოდ ქვეყნიდან, არადა ეგეთი პერსპექტივები არავის ეჭყანებოდა აქ. MBA ქონდა, ინგლისურს, რუსულს და გერმანულს თავისუფლად ფლობდა, მაგარი ზვანია, ხელფასი (1600 ლარი ხელზე + დაზღვევა, პრემიები, ბენზინი, მობილური...), უშიშროების ხაზით მუშაობდა და სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე მაგარი მანქანები ქონდა ამოდებული ტრაკქვეშ. 1 თვის წინ დაკრა ფეხი და მოიხია, პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ერთერთ ქვეყანაში და გაცილებით ცუდ პირობებში ცხოვრობს, თან ცოლით და ორი პატარა ბავშვით. აუტანელი იყოო ამბობდა, აი ეგრე აუდგება ვიღაცას, მოვა და გეტყვის მიდი ესა და ეს გააფუჭეო და ამ დროს თვითონ ასჯერ უარესს აკეთებსო. ბოლოს თანამშრომლებთან ერთად სუფრაზე პატრიარქის სადღეგრძელო უთქვამს და ამაზე მაგარი სპორი მოსვლია, რუსების აგენტიაო და რაღაც დაუწყიათ, ხმამაღალ შელაპარაკებაში გადასულა ყველაფერი. მერე ამის ერთ მთვრალ თანამშრომელს ამისი ძმაკაცისთვის (უბნელი, ჩვეულებრივი ბიჭი, არაპოლიციელი) უთქვამს შენ რაღაც რუსის ვიდი გაქ, სისხლში რამე რუსული ხო არ გირევიაო? კიო, დედა მყავს რუსი ძმაოო. ხოდა მერე რუსებს რაააო?...ის სირი ეუბნება თურმე. ამანაც შენი დედაცო და გადააწვინა მაგიდაზე. იასნია გამოესარჩლა ეს ჩემი ძმაკაცი თავის ძმაკაცს. დააყარა მაგარი თანამშრომლებს და 2 კვირაში წავიდა კიდეც.
-
lasha1997 მაგ დალუქვაზე რამდენჯერმე დავწერე აქა. კოდუას დედას ქონდა დიდი ფირმა "ინტერკო", თურქეთში ვინც ტანსაცმელს ყიდულობდა და აქ ჩამოქონდა გასაყიდად, მაგის ფირმას უკვეთავდა და ჩამოქონდა კონტეინერებით, განბაჟება, ყველაფერი მაგ ფირმას უნდა გაეკეთებინა. ჰოდა იასნია ის არ აკეთებდა, ვინ მოთხოვდა? ეგ "ელსავაკოც" მაგისია, ანუ ამ მეორე ფირმისაა ლილოს ბაზრობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ის მოვაჭრეები იჯდნენ, ვინც მაგისი ჩამოტანილი ტავარით ვაჭრობდნენ. ხოდა ეხლა ამ ქალმა გახსნა ტანსაცმელების დიდი ფაბრიკა ლილოში. თავისი არგადახდილები გატენა ამ საცოდავ მოვაჭრეებს, თან ფულს აახევენ და თან მერე ააღებინებენ ამის ფაბრიკის შეკერილ ზმანებს. კაროჩე ყველა მხრიდან ხმარობენ რა.
-
lasha1997 უჭირთ მატერიალურად თუ იდეინად უნდა?
-
lasha1997 არ მიდის ეხლა ვაჭრობა. დაკეტილია დიდი ნაწილი. მანდ კიდე მაღაზიების პატრონები იყვნენ, რომლებსაც უნდოდათ ენახათ მაგათი მაღაზიაც თუ დალუქეს და თუ კი, რატომ ესე გაუფრთხილებლად. მაგათ კი არა კანონით მე მაქ უფლება რო სადაც მინდა მივიდე და არათუ სიტყვიერი, წერილობითი განმარტებაც მოვითხოვო რომელი სახელმწიფო ორგანო სად შევიდა და რას აკეთებს, მითუმეტეს ფინანსური პოლიცია. ყველა ინფორმაცია საჯაროა კანონით, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებებისა ( თავდაცვის სამინისტროს ზუსტი შეიარაღების რაოდენობის და განლაგების, დაზვერვა-კონტრდაზვერვის მასალების და ა.შ.).
-
ტაშიი ზუსტად ეგრეა! მარა მუქთა იყოს - კუბო იყოსო, ხო გაგიგია? მაგათზეა ზედგამოჭრილი. მუქთა, დაუმსახურებელ, უშრომელ და არამ ლუკმას სჭამენ და კიდევ იძახიან ქართველი გლეხი ზარმაცი და უცოდინარიაო, ქართველი ბიზნესმენი აგრეთვე უცოდინარი და ღორიო. კაცო, ეგრეც რო იყოს ზუსტად მაგ ერთში, მეორეში და მესამეში უხდიან ხელფასს და მაგდენს კი ვერ ხვდებიან. აი მაგალითად დაწყებული კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს 18 000 ლარი აქვს ხელფასი, უფასო ბენზინი, უფასო მობილური, უფასო მივლინება ბიზნეს კლასით და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ლუქსით, ოჯახის წევრების წაყვანით, ბონუსები, სხვა ბენეფიტები, აკეთებს რამეს? და დამთავრებული სკოლის მანდატურებით 800-800 ლარი რომ აქვთ. + უფასო სამედიცინო დაზღვევა. ამ დროს სკოლის დირექტორის მოადგილეს 217 ლარი ხელფასი, 40 წელი ნამუშევარ და პენსიონერს კი 80 ლარი პენსია და არანაირი დაზღვევა.
-
babuagiorgi ამ შემთხვევაში არ ვამტყუნებ. ულტიმატუმი 4 ნოემბრამდე იყო. რადგან დათანხმდნენ, ოფიციალურად ეგ გზაც გასავლელია, რომ მერე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, სამართლებრივად გაპრავებული იყოს ყველაფერი. ;) ენა რო არ მოუბრუნდეს მერე ვინმეს რა. თორე მაგათაც კარგად იციან რო ესე არაფერს დათმობს მიშა და პროცესის გასაწელად უნდა, რომ დრო გააჭიანუროს და ისევ ნიჰილიზმი დათესოს ხალხში.
-
ტაშიი :D:D:D:D რო არ ტეხავდეს საკუთარ თავზე საჯაროდ მოყოლა, მოკვდებოდი სიცილით ისეთები მოხდა ჩემ სასამართლოზე. ჩავიფსი კინაღამ ისეთი ისტერია მჭირდა, ისეთებს ყვებოდა და ისეთ პასუხებს სცემდა ჩემს ადვოკატს ის პატრული, ვითომ რო მაგან დამიჭირა. არადა მასტი ისეთი სირიკო იყო, რო იპოვეს როგორც იქნა და დააჯინეს რულზე, მეორე პატრულმა ჩემი მობილური, რომელიც წამართვეს, რომ ადვოკატთან ან ვინმესთან არ დამერეკა, გათიშეს და ელემენტი ამოიღეს ამ Y-ს მისცა. ამანაც ჩიდო ჯიბეში. ხოდა სანამ 6 საათი აქეთ იქით მატარეს და მმალეს ტუპიკებში, 4 მანქანა გამოცვალეს და ბოლოს ისევ პირველში ჩამსვეს, მასტს ჯიბიდან ამოვაცალე ჩუმად (უკან ვიჯექი მარტო), ელემენტი ჩავდე, ჩავრთე, მესიჯი გავაგზავნე, მერე ისევ გამოვრთე, ამოვიღე ელემენტი და ჩავუდე ჯიბეში. 4 მანქანა რო აეკიდათ კამერებით, გამო.....ვდნენ, საიდან მოგვაგნეს ამ ჩემისებმაო. ეგეთი გაოცებულები არ მინახია არავინ ცხოვრებაში.
-
გონივრული ეჭვი გონივრული ეჭვის შესახებ
analgin replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo როგორაა ის? იმედი არის, შანსი არა! -
ტაშიი ჩემს სასამართლოზე ერთადერთი მოწმე იყო - ჯაბა ჯიშკარიანი. რომელიც მე რომ ვიყავი ჩემს წინ დააპატიმრეს და ჩასვეს მანქანაში. ხოდა ჯაბა ამბობს ჩემზე, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ ვიყავი. სადაც ჭიდაობა მიდიოდა (მაგას იჭერდნენ) იქიდან საკმაოდ შორს ვიდექი და არაფერს ვაკეთებდი. მერე დამიჭირეს და იმის მერე არ ვიცი რა მოხდა და ეს როგორ და რატო დაიჭირესო. მოსამართლე ეკითხება თუ დაგიჭირეს აქ როგორ ხარო? გადმოვუხტი მანქანიდან (პატრულს) და გავექეციო. ამას თუ მიუსჯით მეც დამიჭირეთ ხო ხედავ ჩემი პირით ვაღიარებო, არადა გაუშვითო, უსამართლობაა ამას არაფერი უქნია და იჭერთ, მე კიდე დაჭერილი გაგექეცით და გარეთ ვარო. ვინ დაადასტურებსო - მოსამართლე ეკითხება. აი ეს და ესო, ორ პატრულს დაადო ხელი სასამართლოს დარბაზში. მართალს ამბობსო? -მოსამართლემ. კიო - პატრულებმა. ცოტა ხანი იფიქრა მოსამართლემ და შენ უკვე 11-ჯერ დაგიჭირეთ, გადი გარეთ, თავისუფალი ხარო. არ გადიოდა და მანდატურებმა გამოაგდეს. ცირკია ეს ქვეყანა და სატურნამ ტყუილიაო. ცოტა ტეხავს ჩემთან მაინც რო არ ერიდება მაგის თქმა.