Gagi 67 ნუკრიკო მემგონი არგუმენტაციის უქონლობას დაეთანხმა, თუმცაღა მისი რელიგიური მრწამსი აზრის შეცვლას უკრძალავს ამიტომ ცოცხალი თავით არ აღიარეს ამას მაგრამ მისი სიჩუმე ნათლად მეტყველებს ამაზე ეხლა შენი შემოტავაზებული კუთხით განვიხილოთ. კარგია რომ შენ აღიარებ ამ ადამიანის ღვაწლს ამ მოვლენაში. რაც შეეხება მოვლენის შეფასებას ქვევით მოგახსენებ ჩემს აზრს. ცოტა გაუგებრად გიწერა, თითYქოს ინგლისურენოვანი წერს რომელმაც ქართული იცის მაგრამ აზრი გასაგებია. ახლა კი მთავარზე რა შუაშია აქ გირგვლიანი? ან სინდიკატის მიერ ადამიანების ხოცვა? ჩვენ ვლაპარაკობთ ვარდების რევოლუციაზე. მოდი გავიხსენოთ მოცემულობები: 2003 წელი. ედიკა, რომელიც პოლიტიკურად სულს ღაფავს. ერთ წელიწადში მოდის საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში არის უპრეცედენტოდ დიდი ოპოზიციური სპექტრი, თავის დაფინანსების წყაროებით, თავის მედიასაშუალებებით. მოსახლეობის სიმპატიები გადანაწილებულია 4-5 პარტიაზე. სასამართლო აშკარად აღარ ემორჩილება ხელისუფლებას. ანუ. არის უპრეცედენტო შანსი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდეს ძალთა გადანაწილება. მოვიდეს პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან ძლიერი ოპოზიცია ეყოლება. ანუ მოხდეს ის, რაც დემოკრატიის, ქვეყნის განვითარების და უცვლელი და ურყევი სისტემის ჩამოყალიბების საწინდარია! ამის ნაცვლად ვიღებთ რას? სრულიად შიზოიდალურ ავანტიურისტ ადამიანს პრეზიდენტად. ადამიანს რომელმაც შექმნა შევარდნაძეზე ასიათასჯერ უფრო ავტორიტარული სისტემა. ამის გამართლებისთვის ერთადერთი გზა იყო. და ეს გზა იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება ( აბა კანალიზაციის გაყვანას ავტორიტარიზმი არ სჭირდება და პირიქით, ავნებს ) . შესაბამისად ამ დაპირებამ განაპირობა 2008 წლის ტრაგედია, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა, მოსახლეობის დემორალიზაცია და ასე შემდეგ... მოდი ეხლა შევაჯამოთ შედეგები. ამ რევოლუციის შედეგად, ჩვენ მივიღეთ შემდეგი მოცემულობები 1. მოყანყალებული და ფაქტობრივად დანგრეული ავტორიტარის ნაცვლად, ძლიერი და ვერაგი უფრო ავტორიტარი. ანუ როგორც მინიმუმ, 2003 წლის მდგომარეობამდე მისვლა აგერ უკვე 7 წელია ვერ ხერხდება. ანუ მინიმუმ 7 წელი ( და ალბათ მეტიც ) დავკარგეთ. 2. ავანტიურისტული და უტვინო დაპირების (რომელზეც მთელი სახელისუფლო მისტიფიკაცია იყო აგებული) შესრულების აუცილებლობამ, განაპირობა აგვისტოს ავანტიურა. რამაც დამატებით ( გეგონება გვაკლდა ) ტერიტორიები დაგვაკარგინა,მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ლტოლვილებათ აქცია, სრული დემორალიზაცია მოახდინა, კდიევ უფრო შორეული ( ათწლეულებზე გაწელილი ) გახადა რაიმე ფორმით ამ კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა. 3. ჯანსაღი კონკურენციის ნაცვლად მივიღეთ ჩაკეტილი, საზოგადოებრიობის წინაშე არა ვალდებული, უკიდურესად ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის დანგრევასაც ღმერთმა უწყის რამდენი ხანი დასჭირდება. 4. მესამე პუნქტიდან გამოწვეული შედეგები, ეკონომიკური სტაგნაცია, ოლიგარქია, თავიდან ელიტარული და ეხლა სულ ქვევით მცოცავი კორუფცია, საგარეო ვალების ზრდა ( აბა ადგილობრიოვი შემოსავლები აღარ არის ამათი უგუნური პოლიტიკის გამო ), დახლეჩილი საზოგადოება, უიმედობა, ემიგრაციის პერმანენტული ზრდა, რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბის ობსტრუქცია და რომელი ერთი ჩამოვთვალო... 2003 წელს, ჩვენ ვიდექით ისტორიული შანსის წინაშე... გვექცია ეს ქვეყანა რეალურად დემოკრატიული, კონკურენტუნარიან, პოლიტიკური და აქედან გამომდინარე ყველა სახის კონკურენციის არსებობა, რაც მოგეხსენებათ წარმატების საწინდარია... ამისთVის საკმარისი იყო საპარლამენტო არჩევნები... რაც მივიღეთ კი მიწერია და აი ამისთვის დიდი მადლობა და დამსახურებული ზიზღი და ფურთხი ბიძია სოროსს...