Jump to content
Planeta.Ge

Noxx

პლანეტელი
  • პოსტები

    38
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Noxx

  1. გლობალური ცვლილება ვიცი ვერ მოხდება ასე, მაგრამ თითო ოროლა ბავშვს იქნებ რაიმე მაინც შეუვიდეს ტვინში და ცოტა დაფიქრდეს.
  2. ketusa ბოზობა არაა საყვარელ ადამიანთან როცა გაქვს სექსი, დაგვიჯერე :sorry: ბოზობა არის, როდესაც ამისგან ღებულობ რაიმე მოგებას, მაგალითად ფულს და ა.შ. ბოზობა არანაირად არაა, როდესაც სიყვარულით და სიამოვნებით კავდებით სექსით შენთვის საყვარელ ადამიანთან რეალში მკიდია ზუსტად :sorry:
  3. ketusa დაიჯერე ათასი წელი არავის დავუწყებ ანგარიშის ჩაბარებას, მითუმეტეს რაის მეზობლები ნუ გადამრიე? ვინ ეკითხებათ მეზობლებს? ეგღა მაკლია ეხლა ვინმე ჩაერიოს ჩემს პირად ცხოვრებაში ან თუნდაც ჩემი დის. ან არ მკიდია რას იფიქრებენ?
  4. ketusa შეყვარებულობის პერიოდში და არა ქორწილის შემდეგ - გექნება სექსი? ვინ გითხრათ, ვინ შთაგაგონათ ეგ? რატომ უნდა დათრგუნო ის, რისი მიღების სრული უფლება გაქვს და მაგით არანაირად არ გელახება ღირსება? მონა ხარ თუ სრულფასოვანი ადამიანი? ჯერ ერთი კი არ "ხმარობს" - არამედ უყვართ ერთმანეთი, არიან ერთად და ბუნებრივად უნდათ ჰქონდეთ სრულყოფილი ურთიერთობა, რომლის შემადგენელი ნაწილი არის სექსი. პლიუს ამას ჩემი გადასაწყვეტი კი არაა ჩემი დის პირადი ცხოვრება - არამედ მისი, რადგან ის არის პიროვნება, სრულფასოვანი და უფლებიანი, ისეთივე, როგორიც მე და შედეგად ის საკუთარ გადაწყვეტილებებში უნდა იყოს დამოუკიდებელი. არა ბიჭო დაკომპლექსებულ ქალიშვილს დავიჯენ სახლში და გათხოვების იქით ყველა პერსპექტივას მოვუშლი.
  5. საქმეც მაგაშია შენით გადაწყვიტე ამათ კიდევ ბავშვობიდან შთააგონეს, რომ ქალიშვილობა არის პატიოსნება, რაც არის დიიიიდი ტყუილი და ასევე უთხრეს, რომ სექსი არის შეურაცხყობა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქორწილამდე. ნუ რაღა თქმა უნდა მრავალფეროვან სექსზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მაგას როგორ იკადრებს პატიოსანი გოგო.
  6. ketusa ეს მხოლოდ შენი ილუზიებია როცა ჯანსაღი ურთიერთობა არა გაქვთ და თანხმდები მის სხვა ქალთან სექსზე ქორწილამდე, თავისთავად ცხადია არც შემდგომ შეიცვლება რამე.
  7. და ღალატი ის არაა სხვასთან როცა მიიღებს სიამოვნებას და მერე შენთან მოვა "ჩემო სიხარულოვო" გეტყვის? ელემენტარულად იმის ამბიცია და მოთხოვნილება არა გაქვს, რომ შენ მისთვის იყო ერთად ერთი ქალი და შენი იყოს თავიდან ბოლომდე? მოდი აბა ეხლა როლები შევცვალოთ და ისე დავსვათ კითხვა: ანალოგიურად რომ შენ მოიქცე და სუფთა ინსტინქტების დონეზე სხვასთან დაწვე ეს ღალატი იქნება შენი მხრიდან? ესეც ხომ ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებაა არა? თუ რა გგონია მოთხოვნილება მარტო კაცებს აქვთ
  8. ketusa გინდა არ გინდა ეგ შენი გადასაწყვეტი არაა ამ შემთხვევაში როდესაც შენ ირჩევ ასეთ ურთიერთობას, სადაც სექსი არ შეიძლება და თანახმა ხარ ქორწილამდე შენმა შეყვარებულმა სხვებთან იაროს - 100% გარანტირებული გაქვს, რომ ქორწილის შემდეგაც გიღალატებს და არა ერთხელ თან ამას უძახი შენ სიყვარულს? გულახდილად მითხარი.
  9. ketusa :fio: და შენ გჯერა ეგეთი კაცი ქორწილის შემდეგ არ გიღალატებს და სხვასთან არ წავა, როცა ურთიერთობის დასაწყისშივე დაბროს აძლევ სხვებთან ჰქონდეს სექსი? ჯანსაღ აზროვნებას ეძახი მასტურბირებას და შეყვარებულის სხვა ქალთან გაშვებას? ესაა ჯანსაღი ურთიერთობის და სიყვარულის მაგალითი შენთვის?
  10. ketusa ესეიგი საყვარელი ადამიანის მიერ შენს ღალატს დაშვებულად თვლი და პრობლემა არ გაქვს ხო?
  11. ketusa გაქვს სურვილი, რომ შენი ქმრისთვის პირველი ქალი იყო? ანუ სექსი = ოჯახს? :chups:
  12. ketusa ერთი ეს გამაგებინე ადამიანი, რომელიც გიყვარს და გაქვს მასთან ურთიერთობა, ის ხომ თავისთავად გიზიდავს როგორც კაცი? ხოდა რანაირად შეიძლება არ გინდებოდეს მასთან სრულყოფილი ურთიერთობის ქონა და სექსი? არ არსებობს ასეთი რამე, უბრალოდ შთაგონებული გაქვს "ეს არ შეიძლება". როგორ შეიძლება თავმოყვარე გოგომ, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემ და გინდა ბედნიერად იგრძნო თავი საყვარელ ადამიანთან ერთად - ის დაუშვა და დათანხმდე, რომ მან სხვა ქალთან იაროს და გიღალატოს?
×
×
  • შექმენი...