Jump to content
Planeta.Ge

mogzauri

პლანეტელი
  • პოსტები

    460
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი mogzauri -ს მიერ

  1. ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე

    მე ვერ დავინახე აქ რუსეთუმეობა, საკმაოდ ჭკვიანური მიდგომაა :)

  2. dire

    მესამეა და კაი ხანია, ასეც იქნება მე მგონი სამუდამოდ, უკვე იმედიც აღარაა ამ ოპოშიზოიდების გადამკიდე!

  3. რაც შენს აზრს არ ემთხვევა პროვოკაციულია?

    აგერ მართAლი მაკა მყავს მოწმედ ეგრე ვფიქრობ კაიხანია -თAნაც რეალში!

    სიტყვის თAვისუფლებას მიზღუდავ?

    მელამ მოწმედ ვინ მოიყვანაო? :lol:

  4. რაზე უქნევდნენ ერთმანეთს ამ თითებს

    ჩემი ცოლი შენ ცოლზე ლამაზიაო, მედვედევს უთქვანს, ამაზე სარკოზი გადარეულა და ეუბნება: სად მივა შენი რუსი ცოლი ჩემ იტალიელ მოდელთანაო, შე უგემოვნებოო :))

  5. საერთოდ ვტოვებ

    არ ქნა ეგ! ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას! ხდება გაუგებრობები, მარა სწორდება მერე ყველაფერი! დაგვაკლდები უბრალოდ და ამიტომ, თორე შენი საქმისა...........

  6. სიმართლე გითხრათ საყურადღებო პროგრამაა, მაგრამ უწერია განხორციელება? ანუ გაიმარჯვებს მისი ავტორი?. სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში არ არის პროგრამების პაექრობა, არამედ არჩევნები პიროვნული დაპირისპირების არენაა . ამიტომაც მგონია, რომ ეს და სხვა პროგრამები იქნება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისათვის არჩევანის საფუძველი, უმრავლესობა კი არჩევანს სხვანაირად გააკეთებს, რაც ნაცების გამარჯვების საფუძვლიან ეჭვს მიჩენს!
  7. ხელზე გამაზვები არ იყოს :)

     

    თუ ტოტალიზატორია ნორმალურად ვიტოტალიზატოროთ, იქნებ არ გვიყვარს ბატონო ეს ხინკალ-არაყი და მწვად ღვინო გვინდა, არა?

    :)

  8. ავიოკატასტროფის დროს, სხვის ტერიტორიაზე, წესით ვინ იკვლევს შემთხვევას?

    და კიდე - ის "შავი ყუთები" სხვა ქვეყნის საკუთრება რომაა, იმის გახსნის უფლება ააქ სხვა ქვეყნის ექსპერტებს გამოძიებისას?

    საერთაშორისო რეისების დროს, შავი ყუთის გახსნა იკაოს მეთვალყურეებისა და იმ ქვეყნის წარმომადგენელთა გარეშე არ დაიშვება!

  9. babuagiorgi

    რადარებით კონტროლდება საჰაერო სივრცე მთლიანად არა კონკრეტული რეისი, თუმცა ასეთი რეისები, რომელსაც ლიტერ1-საც ეძახიან არამარტო რადარებით სამხედრო მოიერეშეებითაც კონტროლდება, რაც შეეხება დისპეტჩერს, თქვენ რომ უსმინოთ დისპეტჩერების მუშაობას შეიძლება თვითმფრინავში არ ჩაჯდეთ საერთოდ :( , არვის არ ვამართლებ და არც თავს ვდებ, რომ ეს არ იყო მოწყობილი, მაგრამ თუ იყო მაშინ ხომალდს კამიკაძე პოლონელი მეთაურობდა!

    არ დაგავიწყდეთ ეს არ იყო სამოქალაქო აეროპორტი, არამედ სამხედრო აეროდრომი და შესაბამისად "სალდაფონი" დიპეჩერი...

  10. 1. არასოდეს არ შეიძლება კატასტროფაში დაღუპულ ადამიანზე აუგის თქმა!

    2. დისპეტჩერის მოვალეობა არაა ლიტერატურულად გამართული ინტერვიუს მიცემა, არამედ თვითმფრინავის მართვა მიწიდან, კოორდინატების მიწოდება: სიმაღლე, ამინდი, ქარის მიმართულება, ხილვადობა, სიმაღლის კარნახი და ა.შ., ხომალდის მეთაურს აშკარად ურჩიეს არ მოეხდინა დაჯდომა, მაგრამ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება და უამინდობის მიუხედავად გარისკა. ავიაციაში არის დადგენილი კანონი-გადაწყვეტილებას ღებულობს ხომალდის მეთაური. იყო თუ არა მასზე ზეწოლა ამის გარკვევა შეუძლებელია ჯერჯერობით.

    ხომალდის მეთაური აგებს პასუხს სრულად, იგი არ უნდა დაემორჩილოს არავის, იფიქროს მხოლოდ და მხოლოდ მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე!

    3. კატასტროფას არ იკვლევს მხოლოდ რუსეთის მხარე, აქ ჩართულია იკაოს(ფრენის საერთაშორისო ორგანიზაცია) და პოლონეთის საავიაციო დეპარტამენტის სპეციალისტები.

    4. არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ წმინდა საავიაციო უსაფრთხოების თვალზსაზრისით ესაა: საავიაციო კატასტროფა, და აქ თვითმფრინავის მარკა, დისპეჩერი და ამინდი არაფერ შუაშია, სახეზეა ეკიპაჟის არასწორი გადაწყვეტილება!

    ძალიან ვწუხვარ!

    ეს არაა რუსების გამართლება, ვერაფერს ვერ დავამტკიცებ, უბრალოდ 10 წელი ვიმუშავე ავიაციაში!

  11. kisa

    ეგ არ არის თვითმფრინავის ბრალი, ყველა ბორტი ზამთარში იფარება სპეციალური სითხით, რომელსაც ქვია არქტიკა, რაც ხელს უშლის მისი ფიუზელაჟის გაყინვას, ამ შემთხვევაში ესაა ტექნიკური მომსახურების სამსახურის ბრალი, ისე ყველა ბორტი გაიყინებოდა!

  12. სადღაც ეწერა, რომ ამ თვითმფრინავს ადრეც ჰქონდა პრობლემები, ნახსენები იყო შემთხვევა როდესაც კაჩინსკი მიფრინავდა იაპონიაში და მონღოლეთში დააჯინეს ბორტი, გადაჯდა სხვა რეისზე და ისე ცაფრინდაო ტოკიოში

    თუ ვიპოვე დაგილინკავ

    ამ ბორტით ვერაფრით ვერ გაფრინდებოდა იაპონიაში, ფრენის სიშორე არ ყოფნის,

    http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D1%83-....B8.D0.BA.D0.B8

    კისი ეს ნახე

  13. ტუ-154 როგორი თვითმფრინავია

    ესაა საუკეთესო მახასიათებლების მქონე საბჭოთა თვითმფრინავი, ყველაზე კარგი პლანირებით და სიმტკიცით. მაგრამ არ უვარგა ძრავები, ხმაურიანია და ევროპაში აკრძალეს, ასევე აქვს არათანამედროვე სანავიგაციო სისტემები, არის მისი მოდერნიზებული ვარიანტი ტუ 154მ, რომელიც უფრო უკეთესია. ისე საკმაოდ ატაბილური თვითმფრინავია და ბევრ რაიმეს უძლებს. აფხაზეთის ომის დროს მაგ მარკის თვითმფრინავით სოხუმამდე ვიფრინეთ 250 კაცმა, თავისი შეიარაღებით(პილოტი სერგო გაზაევი). მოკლედ მაგარი ბორტი იყო თავის დროზე!

     

    აქვს სამი ძრავა, შეუძლია იფრინოს იმ შემთხვევაშიაც, თუ ერთერთი მათგანი მწყობრიდან გამოვა, ამ ბორტით ქართველ მფრინავებს საოცრებები აქვთ ნაკეთები!

  14. შესაძლებელია სამოქალაქო რეისი მანდ დაშვებულიყო?

    შესაძლებელია, სამხედრო აეროდრომები გაცილებით უფრო მოსახერხებელია სამგზავროზე, ისინი გათვალიწინებულია დიდი ბორტებისათვის და უფრო განიერი დასაჯდომი ზოლი აქვთ, არის პატარა სამხედრო აეროდრომებიც, რომელზედაც მხოლოდ მოიერიშეები დაფრინავენ, აი იქ ძნელია. მე დავმჯდარვარ და ავფრენილვარ ვაზიანიდან, არაფერია.

×
×
  • შექმენი...