მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს! საზოგადოების პოლიტიზირების მაღალი დონე ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე. სანამ საზოგადოება პოლიტიკურად დამუხტულია და ახლა ასეა, მანამ არაფერი არ გვეშველება.ასეთ გარემოს პირველ რიგში ჩვენთან ქმნის დაუწყობელი სახელმწიფო, პოლიტიკოსები და მედია ერთად აღებული. მესმის, რომ დაკარგულ ტერიტორიებიანი, ახალი ქვეყანა ვართ, მაგრამ თემები, რომლებიც საზოგადოებისათვის წინაა წამოწეული მხოლოდ პოლიტიკოსთა მიერაა აგორებული, უმრავლეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან. რასაკვირველია ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს აფხაზეთი, სამაჩაბლო, სხვა პოლიტიკური პრობლემები, მაგრამ მეტი უნდა ვიფიქროთ ქვეყნის ეკონომიკაზე და საერთოდ პირად ცხოვრებაზე. ასე ქვეყანაც საინტერესო გახდება და პოლიტიკურ პრობლემებსაც მეტად მოვერევით. ჩენთან რა რანგშიც პოლიტიკაა აყვანილი იმ რანგში, რომ იყოს მეწარმეთა თავისუფლების, სოციალური და სხვა საკითხები, მაშინ ცხოვრებაც უკეთესი იქნებოდა. მე რიგით მოქალაქეს, რატომ უნდა მაინტერესებდეს ვინ იქნება პარლამენტისა თუ საკრებულოს წევრი? ან თუნდაც ქალაქის მერი? მე უნდა ვცხოვრობდე ჩემთვის საინტერესო პრობლემებით და თავისუფლად. მაგრამ, რადგანაც იმ საკრებულოს, პარლამენტის წევრი იქნება ეს თუ მერი და მინისტრი უხეშად მერევა საქმიანობაში, არ მაძლევს თავისუფალი ცხოვრების საშუალებას, არ მიქმნის თავისუფალი ბიზნესის საწარმოებელ გარემოს, და ა.შ. იძულებული ვარ და ასეა უმრავლესობა ჩვენს ირგვლივ, მეტად ვიფიქრო პოლიტიკაზე, ვიდრე მე ეს მინდა და აქედან საზოგადოებაც მეტად პოლიტიზირებული ხდება. შეიძლება ამის დაძლევას დრო ჭირდება, თითონ საზოგადოებრივი აზროვნების ცვლილებები, საკანონმდებლო სივრცე, და სხვა. მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, იდეოლოგიის უქონლობა, ქვეყნის დაულაგებლობა, სახელისუფლებო "ბიზნესის" არსებობა, და ქვეყნის, კანონების არასტაბილურობა კიდევ კარ ხანს მოახდენს გავლენა ყველა ჩვენგანზე და შესაბამისად ჩვენი პოლიტიზირების ხარისხზეც.