Jump to content
Planeta.Ge

Pompiero

პლანეტელი
  • პოსტები

    686
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

პოსტები დაპოსტილი Pompiero -ს მიერ

  1. მორიგი სისულელე

    ხანდახან მგონია რომ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს ვესაუბრები აქ

    მოდერებო, ბანაობა მონატრებია კაცს :D

     

    რა გრჯის ამ ფორუმზე? მიშას სისულელეების დათვლაში რომ გიხდიდნენ ხელფასს, უფრო იხეირებდი :D

     

    ნუ აბა რა ვუპასუხო ასეთ ბრიყვულ შეკითხვაზე:

    და ეს რაღატომ ჩაუსწორეთ, ნამუსი მოწმინდეთ? :D

  2. უნდა იგზავნებოდეს თუ არა ჩვენი დანაყოფები სხვა ქვექნებში საომრად?

    ვეჭვობ, ამ "ნებაყოფლობით" წამსვლელებს არაოფიციალურად "კეთილისმსურველები" ფსიქოლოგიურად ამუშავებენ, რომ თითქოსდა რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. სხვანაირად არცერთი ჭკუათამყოფელი იქ არ წავიდოდა

  3. ძველი, კომუნისტების დრო გამახსენდა, წინასარ რომ უწერდნენ პიონერებს, მუშებს და კოლმეურნეებს

    რა უნდა ეთქვათ

    ამათი სტილი უფრო ჩვენს ბებია-ბაბუებს უნდა ახსოვდეთ, ჩვენ ასეთ მთლად ახალგაზრდა კომუნისტებს არ მოვსწრებივართ :D

  4. kisa

    აუუუუუ, ეს ნახეეთ!

    შემეცოდა რატომღაც :(

     

    რამდენჯერ ვუთხარი პათოლოგებთან ურთიერთობა საზიანო თქვენი ფსიქიკისთვის, მაგრამ მიჯერებენ რო

    სამაგიეროდ მერე აქეთ რომ გადმოხვალ, "ჭირს მყოფი, ლხინში შესული" -- ასწორებს :D

     

    ღვინო დუდუკი და ქალები ეს ხომ ჩვენი ეთნოსის მურთაზიზაციაა

    კაი, მაშინ "ყავა, ტეკილა, კაცები . . ." :D

     

    T_A_T

    ჩამოვხმი სკაიპთან :*

  5. gendolf

    შრომა დასაფასებელია, განსაკუთრებით ფინანსურად უნდა ფასდებოდეს ადექვატურად :D

    უბრალოდ კატეგორიულად უნდა იკრძალებოდეს ბავშვების დასაქმება მავნე სამუშაოზე.

  6. და რომელი სპეცსამსახურებიდან გაქვს შენ ეგ ინფო?

     

     

    კომპეტენტური

    რატომღაც მჯერა, რომ კომპეტენტურებთან გაქვს საქმე :D
  7. აშშ-ის გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილის "გაპრეზიდენტების ოპერაციის" სულისჩამდგმელი, შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის თანაავტორი, კრიმინალური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებების თანამონაწილე, საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს დაუძინებელი მტერი.. "ჭკვიანი" მტერი.

    ეუფფფფ :D

     

    და რომელი სპეცსამსახურებიდან გაქვს შენ ეგ ინფო? :D

  8. ზიყარიყი-მუყიყი

    ეს მეგრულია თუ ესპერანტო? მოთარგმნე ერთი :D

     

    პრიტალენი-აბწიანუტი კაბა შეიკერე სასწრაფოდ და სერცე-გული ვირეზი გააკეტებინე ზედ, თუარადა გლახათაა შენი საქმე

    ერთ ხელზე ბახჩოვი ბრილიანტოვი ბეჭედი კალიცოსთან ერთად, მეორეზე გოზინაყოვი
  9. მაღაროში მუშაობას ბირჟა ჯობიაო

    ისეთ მაღაროს, რომელშიც უსფრთოხების ტექნიკის უვივობის ან დაუდევრობის გამო ყოველ წუთას მოსალოდნელია სიცოცხლესთან დამშვიდობება,მე ბირჟას ვამჯობინებდი

    იმ ბავშვს არ უჭირდა ცემენტის ტომრების თრევა?

    14 წლის ბავშვის მანდ მუშაობა ნიშნავს, რომ 30 წლის ასაკში ინვალიდი იქნება. კატეგორიულად არ შეიძლება მოზარდისთვის ასეთი დატვირთვა (არც არავისთვის)

     

    ფიზიკური მუშაობა სირცხვილიაო

    სირცხვილი არაა, მაგრამ ყველანაირ ფიზიკურ შრომას თავისი უსაფრთხოების ტექნიკის ცოდნა ჭირდება

     

     

    და შესაბამისი ანაზღაურება, რაღა თქმა უნდა

    ისე არა, რომ ამუშავებენ კაპიკებზე და მერე ხშირად ხელფასსაც აღარ აძლევენ

  10. "ვინც "მხედრიონელ" "ფიშტოს" მიეცით ხმა, "ფიშტოს" მიერვე აწყობილ ცხოვრებას უნდა ელოდეთ"

    აი, ეს კი ათიანშია მორტყმული პიარის თვალსაზრისით :D

     

    თან სიმართლეა, თან ლაკონურია, თან ზომიერად შეიცავს იუმორს, თან ნებისმიერი ადამიანისთვის ადვილად გასაგები ლოგიკური დასკვნაა . . .

    :clapp:

     

    იგივეს თქმა არ შეიძლება, მაგალითად, რომელიმე პოპულარულ ფიგურაზე, ვინაიდან ამით ამომრჩევლის დიდი მასა თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს. თუ ასეთი ფიგურის რამე საწინააღმდეგო გაქვს, უნდა კარგად აწონ-დაწონო, აუცილებელია თუ არა ამის გაკეთება და თუ მაინც აუცილებლად მიგაჩნია მისი გაკრიტიკება, ამისათვის უკვა სხვა მიდგომაა საჭირო.

  11. აი ესე წყნარად უნდა დაფიქსირდეს ხოლმე აზრი და საერთოდ უნდა გაეშვან მიშას.თვითონვე გაგიჟდება,

    გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა :D

     

    ერთი სერიოზული ნაკლი აქვთ ლევანს და საერთოდ რესპუბლიკელებს, ჩემი აზრით. ძალიან არაშემოქმედებითად უდგებიან ხალხთან ურთიერთობას. თვითონ ამბობს, რომ ერთეული ადამიანების, თუნდაც ბევრის შესახებ აზრის განზოგადება არ შეიძლება ერზე და მთელ საზოგადოებაზე, ამავე დროს მის საუბარში სულ ისმის "ქართველები ასეთები ვართ" ან "ქართველები ასეთები არიან". ვეთანხმები, რომ ამომრჩევლები არ არიან წინდახედულები და ნაციონალების მიერ შეთავაზებულ მსხვილ და ბევრ კვერცხს ჭამენ, ვინაიდან არ სჯერათ, რომ ოპოზიციის შეთავაზებული მომცრო და უმნიშვნელო რაოდენობიდან ხვალინდელი ქათმები ნამდვილად გამოიჩეკებიან. მაგრამ ოპოზიციონერმა ამაში უნდა დაარწმუნო ამომრჩეველი და თუ ვერ ახერხებ, ამის გზები უნდა ეძებო, გაიკითხო, წაიკითხო, დააკვირდე იმათ, ვისაც ეს წარმატებით გამოსდის . . . მოკლედ, მთლად კარგი მთქმელები ვერ არიან და გამგონეს ტყუილად უჩივიან.

     

    პიარის ოქროს პრინციპია: ობიექტის რეაქცია -- ესაა სუბიექტის მიერ გაცემული სტიმულის არსის გამოხატულება.

    უტრირებულად იგივეა: კლიენტი (ამომრჩეველი) ყოველთვის მართალია

     

    ინტელექტუალურ სუბიექტს უფრო მეტი რესეურსი აქვს, რომ ობიექტს სწორად შეურჩიოს სტიმულები და სასურველი ქცევის მოტივაცია გაუღვიძოს, ვიდრე ნაკლებ ინტელექტუალურ ობიექტს, ამიტომაც ურთიერთობის შედეგზეც ასეთ სუბიექტს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია.

     

    ვერ ვიტყვი, რომ ეს სრულიად არ ესმით, მაგრამ მაინც ჩაკეტილ წრეზე ტრიალებენ

  12. როგორ მეზიზღებიან ეს ცოფიანი ბანდიტები

     

    საგულისხმოა, რომ გასულ კვირაში თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა „შუმის" ერთ - ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა თავი მოიკლა

    აი, ამას რომ წაიკითხაც, როგორ არ მოგინდება წყევლა

     

    რა ზომამდე მიიყვანეს ხალხი

  13. NobodysFool

    ტრენერებზე დონორების მიერ გაცემული თანხები წყალშია გადაყრილი. მათ უმეტესობას დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა საერთოდ არ შეეძლო, არა თუ რაიმე ფასეული რჩევის მიცემა... სამწუხაროდ.

    ტრენერებს თვითონ ტრენინგის პროგრამის იქით არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ და იმიტომ.

     

    ყველამ იცის, რომ ფიზიკას 3 თვესა ან თუნდაც წელიწადში ვერ შეისწავლი, ფსიქოლოგიას კი რა სწავლა ჭირდება: ნორჩ ნაციონალებს იმხელა საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და მეზობლებ-ნათესავ-მეგობრების გამოცდილებასაც თუ მიუმატებ, უცხოელებთან გავლილი პედაგოგიკის ტრეინინგი სრულიად საკმარისია, რომ თავი პროფესორად აღიქვან :D

  14. http://7days.ge/index2.php?newsid=2475

     

    ლევან ბერძენიშვილი:

    პედაგოგთა კვალიფიკაციის დონე რომ დაბალია, ეს არც ჩემი ბრალია, არც თქვენი და არც ამ პედაგოგების. ამ ტესტირების შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ თვითონ სახელმწიფოს დონეა დაბალი, რადგან არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკითა და გაუმართლებელი ექსპერიმენტებით ქართული საგანმანათლებლო სისტემა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. რომ გაუშვან ამდენი პედაგოგი, მერე ვინ ასწავლის? ალბათ, ამერიკიდან ჩამოიყვანენ მწყემსებს და გვეტყვიან, მასწავლებლები არიანო. რაც უკვე გააკეთეს. სხვათაშორის, იმ ინგლისურის მასწავლებლებში არცერთი პროფესიონალი მასწავლებელი არ არის.

  15. ეს რა შუაში იყო..დამაინტერესა სხვა ქვეყნევში შახტში უბედურება რომ ხდება,იმ ქვეყნის პრეზიდენტები ძალიან განიცდიან..??ნუ ეხლა სადაც რესპუბლიკელები არიან სათავეში,იმ ქვეყნებზე არ ვსაუბრობ

    პრეზიდენტი კი არა, საკუთარი ტავის მეტი არავინ არ ვიცით, ვინ რას განიცდის, განსხვავება ისაა, რომ სხვა ქვეყნების პრეზიდენტები (განსაკუთრებით რესპუბლიკელი, ცხადია :D)საქციელით მეტ ადექვატურობას ამჟღავნებენ

  16. ამოწკეპილი ჯინსებით რომ მიბრძანდა, ვითომ ძაან ანაღვლებს მაგათი სიცოცხლე.

     

     

    და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტებს ანაღვლებთ..??

    ეგ "აბა, გრეჩიხა ჯობდას" რიმეიქია? :D

     

    ეჰ, აღარც ცრემლი დამრჩა, აღარც გული :(

  17. რუსულ პაპსას რომ შევეჩვიეთ .შევეჩვიეთ...

    ვინ გითხრა, რომ შევეჩვიეთ? პირადად მე ხმამაღალი საპროტესტო სიტყვით გამოვდივარ ხოლმე, თუ ხელში ჩავიგდე მაგის მოყვარული :D

     

    საელჩოსტან რომ უნიტაზებს დაატრევ და ჯაჭვში დგები ..მერე რუსულ ესტრადას რომ ჩარტავ მანქანაში და რესტორანში იძუნძულებ რუსულ ჰანგებზე ეგ ცოტა სხვა რამეა 2008 წლის მერე არა?

    ვინ ძიგძიგებდა, აღარ იტყვი? არ მითხრა, კარდუო :D

     

     

    :planeta:

    რამე დამაიმედებელი იდეა არ გაქვთ ვინმეს?

    გახსენით რამე პოზიტიური თემა, თორემ გასკდა გული

  18. Saturn მეზარება ახლა თავიდან იმის წაკითხვა :)

     

    ზოგგან ორი ვარიანტიც იყო პასუხად, მაგრამ საკამათო მომენტებს გადავაწყდი და რა ვქნა? სადღაც მესამე ვარიანტებიც დასაშვებია და ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არაა დასახელებული, როგორც პასუხის ვარიანტი. ტესტის შემდგენლები ალბათ რომელიღაც კონკრეტული აღზრდის თეორიის (ან თეორიების)კუთხით განიხილავენ ამა თუ იმ პრობლემური სიტუაციის გადაჭრის გზებს. იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხების ვარიანტებს გთავაზობენ, მითითებულიც უნდა იყოს ყველა ეს თეორია. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები სხვა პასუხიც

     

    ფსიქოლოგია ჯერჯერობით არაა ზუსტი მეცნიერება.

  19. უნდა უპასუხო

    Pompiero, on Today, 02:53 PM, said:

    გააჩნია, რა შემთხვევაში

    მეც ეგრე მინდოდა, მაგრამ არაო: მხოლოდ მოცემული პასუხების ვარიანტებიდან უნდა აარჩიოო

×
×
  • შექმენი...