Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. მადლობა. დღეს მოკლე ტექსტს შევადგენთ და ინგლისურად იქნება გადასათარგმნი. აუცილებელია ეს მივაწოდო სხვა საზღვარგარეტის მედიას. ჩეხები შეეცდებიან ეს მედიაში არ გაიტანონ საერთოდ, ან კიდევ კერძო პრობლემატიკის ჭრილში გააშუქონ. კერძო პრობლემატიკაც არის რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის ისეთი რომ დაჩრდილოს ის რაზე უნდა იყოს საუბარი. თუ გნებავთ ამ მხვრივაც რომ შეხედოს კაცმა, აქაც პრობლემაა, ბოლო-ბოლო რა უნდა დაიცვა სხვისი უფლება როდესაც შენი ვერ დაგიცვია. სკჰინედები არაა ის რაც მე აქ ცხოვრებაში ხელს მიშლიდეს და არა მარტო მე. სკჰინედების მთავარი მიზანია ციგნები, თუმცა არც ეს არის კარგი ამბე, მაგრამ ამ მხვრივ სახელწიფოს აქვს ბევრი შესაძლებლობა. პრობლემა დღეს ჩეხეთში და რამდენად ვიცი არა მარტო ჩეხეთში არის სახელმწიფო სტურქტურებში რასიზმი, განსაკუთრებით პოლიციაში. ამ რასიზმის წინააღმდეგ ოდნავ ძნელია ბრძოლა. მედიას ამ შემთხვევასი არ აქვს სურვილი ასეთი პრობლემების გამოაშკარავებისა. მე აქ მყავს ნაცნობი, შიძლება ითქვას მეგობრები ჯურნალისტებში, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში კონტაქტს ერიდებიან. ერთმა ჟურნალისტმა ცნობილი ჯურნალიდან პირდაირ მთხოვა, რომ მეტი აღარ დავურეკო, რომ ეშინია. არა და კაცი ყოფილი დისიდენტია და რაღაც აქვს ცხოვრებაში გავლილი, არც რისკიანი ცხოვრება აიყო მისთვის უჩვეულო. მასალები სახელმწიფო სტრუქტურებში რასიზმისა მაქვს საკმაოდ. დაწყებული აუდიო ჩანაწერებით დამთავრებული სხვა სახის დოკუმენტაციისთ.
  2. ნუ აქ ორი მომენტია. უნდა დაფიქსირდეს ხალხის სურვილი ცვლილებებზე. ეს უფრო სწორი ამბეა ვიდრე არმისვლა. მეორე. ძიძიგურს არ აქვს შანსი და სხვებსაც, ხო და ხმების გახლეჩა არ ივარგებს და ამ მომნტში მაშინ რჩება ალასანია. ეხლა ალასანია არ არის ჩემთვის ის ვისიც მე მჯერა, მაგრამ აქ უკვე გვეყო დავები და კრიტიკა. დარჩა ერთი დღე და ოდნავ მაღლა უნდა დავდგეთ პირადულზე. ასე რომ ალასანია.
  3. მივმართე და ვერ მოვასწარი, წინა კვირას მოკვდა. არა და ძლიერი პიროვნება იყო. პ.ს. ისე მე ამ აბეში ბედი არ მაქვს. ადრე ერთ ოჯახის დახმარება ვსთოხვე "ოლგა ჰავლოვას ფონდს" პრეზიდენტ ჰაველის გარდაცვლილი მეუღლეს ფონდია. ნუ გარდაცვლილი რომ იყო პასუხიდან გავიგე, რომელიც ფონდიდან მომწერეს. აპასნია ჩემი ასეი წერილები. ბევრი კვდება ან უკვე მკვდარია ზუსტად იმ მომენტში მე რომ მივწერ რა. ისე პაჩტი ყველა მეკითხება მიჭედვისას ლურსმალი როგორ გეკავაო. ჯერ გავხვრიტე ეს შეჩვენებული და მერე მივიჭედე, აბა მესამე ხელი არ მაქვს.
  4. იცით თქვენ ჩემი პოზიცია, სამწუხაროდ ვერ ვხედავ ოპოზიციას, მაგრამ აუცილებელია დაფიქსირდს საზოგადოების პროტესტი. ყველა კანდიდატიდან მე პირადათ ავირჩევდი ზვიად ძიძიგურს. მაინც ვერ შესძლებს ოპოზიცია ამ ადგილოვებრივ მართველობაში რამის მიღწევას, მაგრამ თბილისში არ აქვს შანსი. ასე რომ ხმები რომ არ გაიფანტოს, მე მგონი ამ შემთხვევაში ველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ალასანიაზე ხმის მიცემა. ვნახოთ რა გამოვა ამ ალასანიასგან. მინიმუმ 2013 წლამდე კიდევ ბევრი დროა და იმის არ იყოს "აბანოში გამოჩნდებაო", დაე გამოჩნდეს. ჩემი წინააღმდეგობა და კრიტიკა სამართლიანი იყო ალასანიას მიმართ და არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ ამ კრიტიკას მოვუკლო. თან ჯერ მისგან არ არის ის დამაჯერებელი ფაქტორი რომ ნაციონალებს გაემიჯნა. თუ ოპოზიციის ლიდერებმა ვერ შესძლეს მოლაპარაკება ერთიანი კანდიდატის თაობაზე, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ოპოზიციას იმით, რომ ერთ კანდიდატს მივცეთ ხმა. პ.ს. ისე სათაურმა დაგაბნიათ ხო "ჩქიმი პაკაზუხა"
  5. დამიჯერეთ ის, რომ ამ საკითხზე საუბარი უკვე ისედაც გვიანაა, თუმცა გვიანაც რომ არ იყოს მაინც ამ სტატუსში დავტოვებდი. აქ პრობლემა კიდევ ერთი რამ იყო. ართხოვნის გარდა მე ინტენსიურად დავიწყე სასამართლო პროცესის მოთხოვნა. ბოლო წვეთი იყო მაგათვინ, როდესაც სახალხოდ საელჩოში გადავეცი ეს მოთხოვნა და თან სიტყვაც მივეცი, რომ სასამართლო პროცესის თანხმობის შემთხვევაში ჩამოვიდოდი, თუ მომცემდნენ პროცესი დამთავრებამდე გარანტიებს. ამის პასუხად მომივიდა (უფრო სწორედ საელჩოს მოუვიდა) წერილი რომ კიდევ 3 სისხლის სამართლის მუხლი დამიმატეს.
  6. მადლობა შესწორებისათვის. ჩემი პატივისცემა გადაეცით თუ მიგიწვდებათ.
  7. დანაშაული რომ მქონდეს ჩადენილი აუცილებლად ვთხოვდი. საქართველოს ეროვნულ გვარდიაში სამსახური და სამხედრო ფიცის ბოლომდე შესრულება დანაშაული არაა რამდენად ვიცი. ამიტომ ვერ ვთხოვ.
  8. დავწერე უკვე. ვცდილობ ჩავეტიო კანონის ფარგლებში. გამოვიყენო ყველა შესაძლებელი კანონიერი გზა. ამიტომ გავაკეთე ეს აქცია, რომ დღემდე არამოქმედი აღმოჩნდა ყველა ის კანონიერი გზა რომელიც გამოვიყენე. თუ ეს ასე გაგრძელდა, მაშინ იძულებული ვიქენბი კანონის უზენაესობა სხვა ფორმით მივაღწიო. აქ პოლიციელის მიჭედება იქნება ეს თუ სხვა ფორმა არ ვიცი. სიტუაცია მანახებს. არის ვარიანტი როდესაც არ უნდათ იქეთ აიძულება გააკეთონ რამე. შეიძლება დამიჭერენ, თუ მივეცი ამის საშუალება, მაგრამ მინიმუმ საქმის მიხედვას ვაიძულებ. ღირს ეს სამაგისოდ? არ ვიცი ღირს თუ არა, მაგრამ ვიცი ერთი, რომ უკან არ დავიხევ. არ ვარ ამას მიჩვეული.
  9. რავი, არ მომწონს რამის ამოკერვა. ნუ ესეც შეიძლება პროტესტის ფორმაა. აქ საქმე არაა რამეს ამოიკერავ თუ არა, არამედ გადაწყვეტილებაში. უფრო სწორედ ამ შემთხვევასი ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზულად ვფიქრობ და შემდეგ აქციაზე ერთი პოლიციელი იქნება მიჭედებული ხეზე. გავაკეთე ეს განცხადება უკვე. ჯიგრული ნაწერია "ჩქიმი პაკაზუხა".
  10. ისედაც ჰერში ვარ და კიდევ ჰაერში ჩამოვეკიდო? ასე კუბაში მაინც შევძლებ წასვლას ამ პასპორტით რაც მაქვს. სხვა პასპორტს აბა არავინ მაძლევს. მქონდა ამაზე საუაბრი და მაშინ ერთ კაბინეტში იყვნენ მოხუჭუჭებული, აბსანძე, საგარეო საქმეთა მინისრის მოადგილე და კიდევ რამოდენიმე ბობოლა. ხო და ვაგინე ამათ პაწა ამ საკითზე(ნუ ოდნავ მეტი).ავტომატიურია თუ ავტომატივით ნსაროლი, კანონით ოფიციალურია ოფიციალურად რომ მოგივა გადაწყვეტილება. მე ოფიციალურად აბაშაში ვცხოვრობ დღეს და კვირას ალბათ ოფიციალურად ალასანიას ვაძლევ ხმას. გინდ დაიჯერე და გინდ არა. თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მაშინ ასევე ავტომატიურად მრჩება და ორმაგი მაქვს გამოდის. ისე არც ეს მადარდებს. შემიძლია მოქალაქეობა გარეშეც დავრჩე. ნუ მაგენზეა დამოკიდებული. ისე იმუქრებოდნენ, მაგრამ ოფიციალურად არ მოუხსნიათ.
  11. მე სადღაც ასე 7 წლის წინ მივიღე მოქალაქეობა. მაშინ კინაღამ მიქელამ დამიბარა, ხოდა ოჯახი არ გამიგდონ მეთქი, ნუ სტატუსი შეუწყდებოდა სიკვდილის შემთხვევაში, ხო და მაშინ მივიღეთ. საქართველოში ვცხოვრობ ოფიციალურად დღესაც და თან ასევე ოფიციალურად მეძებენ. მოქალაქეობა არ ჩამოურთმევიათ ოფიციალურად. პრინციპში თუ არაა ჩამორთმეული რაც შეუძლიათ, მაშინ ორმაგი მქონია. ისე რა მნივბენლობა აქვს, თორემ მიშვებენ ეხლა ხომ იცი. ბოლო გამოძიება 6 თვი წინ დაიწყეს მგონი. სადღაც 1 თვის წინ ჩემი და ჰყავდათ დაკითხვაზე. სამსობლოს ღალატიც წაამატეს. ასე რომ სადღაც 40 წელს ვაგროვებ იტოგში. ალაგ-ალაგ მიმატებენ. 4 წლის წინ მიშამ სამი მუხლი დაამატა(სასამართლო პროცესის მოთხოვნის გამო), მქონდა 2, + მიშამ3, ეხლა + 1 მავს =6 მუხლი რეკორდია.
  12. ლოთი და ბევრი სხვა, ამთმა სთხოვეს. 4 ვართ მგონი დარჩენილი ვინც უარი სთქვა თხოვნაზე. ბესარიონი ფინეთში, კიდევ ერი ფინეთში დუშეთიდან, ლევილში ერთი და მე (თუ კიდევ არი ვინმე ბოდიში). შენი არ ვიცი და სურათს რომ მიღებდა ბელორუსელია. ესეც პოლიტიკურია ყოფილი ხო და არწყია ამიტომაა ყველა სურათი შორიდან. ახლოს ვერ მოვიდა.
  13. სად სასჯელ ასრულების კოლონიაში? ეხ ამის დედავატირე მე 17 წელი ხუმრობა როდია და უკვე მგონი სამუდამო უცხოელობა მაქვს მისჯილი. საქართველოში რომ ჩამოვალ, ალბათ იქაც უცხოელი ვიქნები მე. უბრალოდ არასწორ დროს დავიბადე. ან ნაბეტანი ადრე ან კიდევ ძალიან დავაგვიანე. კომუნიზმის პერიოდი მახენდება სკოლაში დავიწყე მუსაობა და "კამსამოლსკაია პრავდას" გამოსაწერად მოვიდნენ რაიკომიდან. მოკლედ ვერ ხართ მეთქი, რად უნდა თითო ოჯახს 7 ერთნაერი გაზეთი. ერთი კვირა დავრბოდი მერე რაიკომში. ეს როგორ სთქვიო. მამაჩემი იყო საცოდავი შეშინებული დამიჭერენო კაცო. არ ვებრძოდი არც კომუნიზმს, არც სხვა ვინმეს, პროსტო ვერ ვიტანდი სისულელეს, ხო და იქედან რომ დაიწყო დღემდე არ მეშვება ეს ამბე. ზვიადის პერიოდშიც იყო ეს პრობლემები. მინისტრი, პრეზიდენტი ერთ ადგილზე მეკიდა თუ სათქმელი იყო. ხო და "ვინაო შენი მტერი და შენი ენაო"
  14. დიდი მადლობა ყველას. დამიჯერეთ ის რომ თქვნ ამ შემთხვევაში ბევრით ვერ დამეხმარებთ. ეს ჩემი ომია და მოვიგებ ყველა ვარიანტში. აქ იმ პირველი ინცინდენტის შემდეგ იყო მოსული ამათი ცენტრალური ტელევიზიიდან. როგორც გაიგეს ის რომ საქმეში სახელნწიფო სტრუქტურებიც იყვნენ გასვრილები ეგრევე უარი სთქვეს. უფრო სწორედ იყო მცდელობა ეს გადაეტანათ მხოლოდ პირადულ მოტივებზე, მაგრამ არ გამოუვიდათ და საერთოდ გაჩუმება ამჯობინეს. ეხალ პაწას დავიტრაბახებ "ჩქიმი პაკაზუხა" და მარლთაც რომ კარგახანია ვარ უცხოელების დაცვის ამბეში. 3 წლის წინ ერთ-ერთი უცხოეთის პოლიციის სამსახურში გამოძიებაც იყო. ჩავიწერე დიქტაფონზე როგორ ნაგლად ელაპარაკებიან უცხოელს. საქმე ეხებოდა მაშინ ჩვენს ქურთ თანამემამულეს. მაგის შემდეგ იქ რომ მივდივარ ჩემთან ერთ პოლიციელს ეკრძალება საუბარი, აუცილებლად უნდა იყოს ორი. მაქვს გაგონილი ასეთი რამეც, რომ ერთ ქალბატონს უკრაინიდან საქმეს უწელავდნენ, მოკლედ საბუთების გაკეთებაში აწვალებდნენ რა, ხო და უთქვამს, თუ არ გამიკეთებთო მაშინ ალანიას დავურეკავო და ეგრევე გაუკეთებიათ თურმე საბუთები. არაა ეს მთლად ტრაბახი გეფიცებით "ჩქიმი პაკაზუხა". ხო და არ მინდა ეს იყოს ისეთი რამ რომ აგერ ბაბუს უჭირს. ბაბუს პრობლემა ბოლო წვეთი იყო უბრალოდ. ნუ ისე არ უნდა შეხებოდნენ, მაგრამ აქ ერთი რამ მოქმედებს, თუ არ ეშინიათ შენი პატივს არ გცემენ რა. ბოლო წელი გაჩუმებული ვიყავი, ისეთი არაფერი საქმე არ მქონდა მაგენთან და ეტყობა დაავაიწყდათ................ მოკლედ არავითარი დემონსტრაციები არაა საჭირო, საკმარისი თუ გნებავთ საპროტესტო წერილი ჩეხეთის საგარეო საქმეთ სამინისტროში. ეს მარტო ამ ამბეს არ დაეხმარება, არამედ საერთო საქმესაც. რაც შეეხება საქრთველოს ხელისუფლების ანგაჟირებას არ გამოვა. ეგენი მე მთლად დასახვრეტად დამზდევენ და სასაცილო გამოვა ოდნავ. ამათმა თუ მოხსნეს ყოველგავრი წინაპირობის გარეშე და თხოვნების გარეშე ჩემი იდიოტური სისხლი სამარტლის საქმე, მაშინ ისედაც ჩამოვალ საქართველოში, აქ ხომ არ მოვკდები აბა.
  15. მე არ ვიცი რას ვაპირებ, ვიცი მხოლოდ ერთი, რომ არ ვაპირებ "დაჩმორიკებულ" პოზაში ყოფნას. ჯერ შევეცდები ვიმოქმედო კანონის ფარგლებში და თუ გაირკვევა, რომ ბოლო-ბოლო ეს კანონიც არ კანონობს, მაშინ მომიწევს მისი შესრულებაც. საკითხავია სანამდე შევძლებ. არ ვარ მიჩვეული ხვეწნას, ვიცი მოთხოვნაც. დიდი მადლობელი ვარ ყველასი ვინც ეს გულთან მიიტანა. თქვენ მე ბევრად ვერ დამეხმარებით, ეს ჩემი ომია და ამ ომს მოვიგებ. აქ წაგება გამორიცხულია.
  16. მეგობარი მუშაობს მანდ რედაქტორად. შეიძლება ითქვას 12 წელია ვმეგობრობთ. აქ ამათ პოზიცია აქვთ ასეთი. მოკლედ უნდა გავააუქმებინო ეს ქართული სამსაური მანდ. რა უნდა გადასცენ ამათმა სიმართლე, ეოდესაც ასეთი რამის გადაცემის ტრაკიც არ აქვთ.
  17. საქართველოდან ერთ რაც შეილება "რადიო თავისუფების" პოზიციის გარკვევა. ჩეხეთის მედიის მესმის, ამათ ამ ტიპის რასიზმზე საუბარი არ აწყობთ. ესენი უფრო გარეთ რომ დაჯირითობენ იმ სკჰინედებზე საუბრობენ, მაგრამ "რადიო თავისუფლებამ " ეს იცოდა იმ მომენტიდან როდესაც მიჭედებული ვიყავი. იციან რატომ და დღემდე სიჩუმეა მაგათ მხრიდან, ხო და მაშინ რა თავისუფლი რადიო ესენი არიან.
  18. სურათბი მეგობარმა გადაიღო, ესეც ყოფილი პოლიტიკური აზილანტია. არ იცოდა დეტაილები, მაგას ეგონა რომ მხოლოდ ლოზუნგის ამბე იქნებოდა. ხოდა გული კინაღამ წაუვიდა, ამიტომ იღებდა შორიდან. საინტერესო იყო ის რომ 50 წუთი ვიყავი მიჭედებული და აზრზე არ იყვნენ, ყველას მხოლოდ ლოზუნგს უყურებდა. პოლიციელი რომელიც მოვიდა, მეკითხება "რას აპროტესტებთო?" "მეთქი აგერ სწერია." "თქვენი საბუთები მომაწოდეთო." "ვერ მოგაწვდი მეთქი ხელი მაკვს მომენტალურად სხვა რამით დაკავებულითქო". ხო და მერე შეამჩნია და გამოიძახა სასწრაფო და მეხანძრეები.
  19. არა ასე მთლად. აქ ის რომ ობიექტის მეპატრონემ სკჰინედი შვილიშვილი გამიყენა არაა პრობლემა. ამას მივხედავდი. პრობლემა იყო მერე, როდესაც პოლიციაამ უარი მითხრა საჩივრის მიღებაზე. კანონით ამის უფლება არ აქვთ. საჩივრის კანონიერებას ადგენს პროკურორი და არა პოლიციელი. პოლიციამ ამ შემთხვეაში მოსამართლის როლიც ითამაშა, რაც ასევე დარღვევა იყო. თან კიდევ ერთი, ეს უბრალოდ ბოლო წვეთი იყო, მანამდე ვთქვათ სასამართლო წავაგე მხოლოდ იმის გულისათვის რომ უცხოელი ვარ. სასამართლო პროცესი 4 წელიწადი მიმდინარეობდა. საქმე იმდენად მარტივი იყო რომ ბავშვიც მიხვდებოდა სადაა სიმართლე, მაგრამ მეორე მხარს იყო სახელმწიფო აქეთ მე და თან უცხოელი. ერთი ქართველის დაცვა თუ გახსოვთ შარშან ვწერდი. დღემდე ვერ გავიტანე ეს ამბე მედიაში და ა.შ.
  20. პირველ რიგში მინდა ავხსნა რას და ვის წინააღმდეგ არის ეს პროტესტი. მე არ მაქვს შეხება როგორც ასეთი სკჰინდებთან და არ ვებრძვი იმ მედიალიზირებულ რასისტულ ფორმას, რომელსაც ალაგ-ალაგ აშუქებენ ჩეხეთში, არამედ რასიზმს სახელმწიფო სტრიქტურებში, რომელთანაც უკვე ბევრი ხანი მაქვს შეხება, განსაკუთრებით როდესაც მიწევს ხოლმე უცხოელების უფლებების დაცვა. სადღაც 8-10 წელიწადი ვეხმარები როგორც ადვოკატი უცხოელებს და ეს პრობლემები კარგად ვიცი. სიმართლე არის ისიც რომ პირველად მიწევს ჩემი პრობლემების გადაწყვეტაც. ჩეხური რასიზმი, შეიძლება ითქვას "შაკლური" ტიპის რასიზმია. მე მაგალითად პირველი ვიყავი ამ ქალაქში უცხოელებისგან ვინც ბანკომატის კარტას ფლობდა. უბრალოდ არ აძლევდნენ ბანკები ამის უფლებას უცხოელებს. განსაკუთერბით უცხოელებს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან. ამისათვის ბანკის თანმშრომლების დაცინვები ჩავიწერე დიკტაფონზე და მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს ბანკომატის კარტა. შემდგომ უკვე ამ ქალაქში უცხოელებს უპრობლემოდ აძლევდნენ ამ კარტებს. პროტესტი არგავაკეთე ხალხმრავალ ადგილზე, რომ პანიკა არ გამომეწვია, მოკლედ ყველანაერად ჩავეტიე კანონის ფარგლებში.
  21. კარგად. ერთი ხვრრლია და ეგაა. დავდებ მასალას ცოტახანში პ.ს ფრუმს რა უქენით მარტო მოზილაში ვხედავ. დანარჩენი მხოლოდ ერთი პოსტს და ჩამონატვალს. რა არ დავაყენე არ უშველა.
  22. ეხლა მოვედი. დავლაგდები ოდნავ. ისე კი რადიო თავისუფლებას უნდა დავცხო. ესენი ისეთი თვისუფლება არიან როგორც მე კოსმონავტი. ჩეხების მესმის, არ აწყობთ რასისტულ თემების წამოწევა, მაგრამ ამათმა ფეხებზე დამიკიდეს.
  23. სახლში ჩავალ დღეს, ასე 4 საათში და დავწერ. ეხლ არაა საშუალება
  24. პროტესტისთვის არმყავს აქ ხალხი და თუ პროესტსობ ხომ უნდა იყოს განსხავებული "ჩქიმი პკაზუხა" ის კი სულიერად ძალა მომცა, თორემ ამ ბოლო დროს ჩემს თავში ვეჭვობდი უკვე.
  25. ძლივს ვპოსტავ. ფორუმი გადაკეტთბულია. თან გამაყუცჩბლები გამდის ეტყობა. მოკლედ ვანახე რომ არ ვხუმრობ და თუ არ დაიჯერეს არც ამის შემდეგ. ხოცვაზე გადავდივარ. ხვალ უფრო კოკნრეტულად, ეხლა ეს ხვრელი მაწუხებს ხელში.
×
×
  • შექმენი...