მიშას არაადეკვატური განცხადებებისა და ქცევის გამო ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მას თავში ყველაფერი რიგზე არა აქვს და თანაც "მაღალ დონეზე". მიუხედავად ამისა ვერსად ვერ ვნახე ქართველი ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მიერ შექმნილი მიშას ფსიქოპორტრეტი. ერთადერთი ფსიქოპორტრეტი შედგენილია უცხოელი სპეციალისტების მიერ, რომლებიც თითქმის, სიტყვასიტყვით წერენ: "აღიზარდა არასრულფასოვან ოჯახში, ჰქონდა ძლიერი მიდრეკილება დედისადმი. ღრმა ემოციური ტრამვის შედეგად გამოუმუშავდა უკიდურესად ნეგატიური, აგრესიული და დაძაბული დამოკიდებულება ბიოლოგიური მამისა და მამინაცვალისადმი. ვერ პოულობდა საერთო ენას თანატოლებთან, რომლებიც მას არასრულფასოვნად აღიქვამდნენ და ემიჯნებოდნენ. არის ექსპრესიული, არაადეკვატური, პათოლოგიურად თავმოყვარე, აშკარად გაზვიადებული თვითშეფასებით, განსაკუთრებულად აგრესიულია მაშინ, როდესაც ჰგონია, რომ დაამცირეს და ეჭვქვეშ დააყენეს მისი ძლევამოსილება. გარეგნული ალტრუიზმისა და კომუნიკაბელობის მიუხედავად, შინაგანად კაცთმოძულე სოციოპათია, შეპყრობილი საკუთარი ზეიდეებისა და პერსონის ფსევდოსიდიადით...საზოგადოება მისთვის ბრბოა, რომელიც მხოლოდ აპლოდისმენტებისა და და მისი ზეიდეების ტკბობისთვის არის გაჩენილი. ნებისმიერ ადამიანს ვისზეც გაუჩნდება ეჭვი , რომ რამე ასპექტით მასზე ძლიერია, აღიქვამს მტრად. ახასიათებს იდეების აკვიატება" უზერებო, ასე თუ არა?