-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
რა არის ე.წ. “ღორის გრიპი” და სიმპტომების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ პაციენტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პაციენტებს ურჩევს, სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად თუ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება, პირველ რიგში ექიმს მიმართონ. სპეციალისტი კი გადაწყვეტს, არის თუ არა საჭირო ვირუსზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება. ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი გაიგზავნება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რომელიც თბილისში, მ. ასათიანის ქუჩა #9-ში მდებარეობს. რა არის გრიპი A(H1N1)? A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსია, რომელიც იწვევს ადამიანთა დაავადებას გრიპით. ახალი ვირუსი პირველად დაფიქსირდა აშშ-ში, 2009 წლის აპრილში. ადამიანური შემთხვევები ამჟამად დარეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, სავარაუდოდ, ისევე ხდება, როგორც სეზონური გრიპის ვირუსისა. რატომ უწოდებენ A(H1N1)-ს ზოგჯერ ღორის გრიპს? ახლად გამოვლენილ გრიპის ვირუსს თავიდან უწოდებდნენ ე.წ. ,,ღორის გრიპს”, რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილო ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულირე ვირუსისგან. ახალი ვირუსის 2 გენი არის გრიპის ვირუსებიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში, ხოლო დანარჩენი ფრინველებსა და ადამიანში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. მეცნიერები ამ ვირუსს ,,ოთხმაგი რეასორტაციის” ვირუსს უწოდებენ. არიან თუ არა ღორები ამ ვირუსის მტარებელნი და შეიძლება თუ არა მათგან გადაგვედოს ეს დაავადება? არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ღორები არიან ინფიცირებულნი ამ ვირუსით, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს არის გრიპის ის ვირუსი, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია გრიპის გამოწვევა ღორებში. ჩვეულებრივ პირობებში ამ ვირუსით ადამიანთა დაინფიცირება არ ხდება, თუმცა გრიპის ვირუსი შეიძლება გადაედოს როგორც ღორიდან ადამიანს, ასევე ადამიანიდან ღორს. არის თუ არა გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდები? დღეისათვის არსებული მონაცემებით, გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდებია და ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. თუმცა ამჟამად უცნობია რამდენად იოლად ვრცელდება ვირუსი ადამიანებს შორის. A(H1N1)-ის სიმპტომები ადამიანებში A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის სიმპტომებისა და მოიცავს შემდეგს: ცხელება, ხველა, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინება. ისევე, როგორც სეზონური გრიპისას, დაავადებას ხანდახან ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება. რამდენად მძიმედ მიმდინარეობს A(H1N1)-ით გამოწვეული დაავადება? ამჟამად არაა ცნობილი, რამდენად მძიმე მიმდინარეობა ექნება დაავადებას მოსახლეობაში. წარმოებს დაავადებულ ადამიანთა ისტორიების შესწავლა, რათა დადგინდეს, როდის არიან ისინი დაინფიცირების, მძიმე მიმდინარეობის ან ჰოსპიტალიზაციის განსაკუთრებული რისკის ქვეშ. სეზონური გრიპის დროს ცნობილია ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. ესენია: მცირე ასაკის ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონენი, 65 წლის ასაკის ზევით მყოფი მოსახლეობა. დღეისთვის უცნობია რომელი ჯგუფები იქნება ყველაზე მოწყვლადი ამ ახალი ვირუსისადმი. წარმოებს ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მოსახლეობის რომელიმე ჯგუფს ბუნებრივი იმუნიტეტი ამ ვირუსისადმი. როგორ ვრცელდება გრიპი A(H1N1)? A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსი ვრცელდება ისევე, როგორც სეზონური გრიპის ვირუსი. ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით. დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს დაინფიცირებული წვეთები ხვდება მათ ხელებზე, აგრეთვე სხვადასხვა ზედაპირებზე ან დისპერსირდება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს კონტამინირებული ჰაერიდან ან დაინფიცირებულ ხელებთან, ზედაპირებთან შეხებისას, თუ იმავე დაუბანელი ხელით შეეხება საკუთარ თვალებს ან ცხვირ-პირს. შეიძლება თუ არა ადამიანი დაინფიცირდეს ღორის ხორცის დამუშავების ან საკვებად გამოყენების დროს? არა. ვირუსის გადაცემა ამ გზით არ ხდება. თქვენ ვერ დაინფიცირდებით ამ გზით. სათანადოდ დამუშავებული ღორის ხორცი და მისი პროდუქტები აბსოლუტურად უსაფრთხოა. არის თუ არა საშიში სასმელი წყალი? ონკანის წყალი, რომელიც სათანადო დამუშავებას გადის, არ განიხილება, როგორც ამ დაავადების გადამტანი. ადამიანის დაავადება დაბინძურებული წყლის გამოყენების გამო არაა ცნობილი. შეიძლება თუ არა დაავადების გავრცელება სარეკრეაციო წ####ბით, აკვა პარკებით, შადრევნებით, საცურაო აუზებით და სხვ. არა. წყალი, რომელიც გადის სათანადო დამუშავებას, არ განიხილება როგორც დაავადების გავრცელების რისკის შემცველი. როგორ დავიცვათ გრიპისგან თავი? დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები: მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებათ ცხელება და ხველა; ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული გრიპის ვირუსით. მოერიდეთ დაავადებულებთან კონტაქტს; ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ეცადეთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. კარგად გამოიძინეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურნი. თავი აარიდეთ სტრესებს, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე და სასარგებლო საკვები. არსებობს თუ არა ახალი ვირუსით გამოწვეული ინფექციის სამკურნალო საშუალებები? მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია მკურნალობისთვის გამოყენებული იქნას ოსელტამივირი ან ზანამივირი. ეს პრეპარატები ამცირებენ ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას. თუ ავად ხართ, ანტივირუსულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ დაავადების სიმპტომების გამოხატულება ან დააჩქარონ გამოჯანმრთელება. ასევე შეიძლება თავიდან აგაცილოთ დაავადების შემდგომი სერიოზული გართულებები. ამჟამინდელი აფეთქების შემთხვევაში ანტივურუსული პრეპარატების გამოყენების პრიორიტეტია მძიმედ მიმდინარე შემთხვევების მკურნალობა. რამდენი ხანია დაავადებული ადამიანი გადამდები? დღეისათვის არსებული ინფორმაციით, იმდენივე ხანს, როგორც სეზონური გრიპის დროს. სეზონური გრიპის დროს ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 1 და გამოვლენის შემდეგ 7 დღე. პატარა ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივად. რომელი ზედაპირები განიხილება როგორც დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები? გამომწვევი შეიძლება გავრცელდეს, თუ ადამიანი ხელით შეეხება გამომწვევებით დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ იმავე, დაუბანელი ხელით საკუთარი თვალის, ცხვირისა და პირის მიდამოს. დაავადებულის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ხდება გამომწვევის გავრცელება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზი ხდება. როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან? A(H1N1) ახალი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ ჯანმრთელობის დაცვისათვის უნდა გამოიყენოთ თავდაცვის სხვა საშუალებები: ხველების და ცემინების დროს მიიფარეთ ცხვირსახოცი. გამოყენების შემდეგ ცხვირსახოცი გადააგდეთ; რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, განსაკუთრებით ხველისა და ცემინების შემდეგ. ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება; არ შეეხოთ ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს. გამომწვევი შეიძლება ასე გავრცელდეს; მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს; დარჩით სახლში სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში ან სიმპტომების გაქრობიდან 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში. ეს დაიცავს სხვა ადამიანებს დაავადებისგან და შეზღუდავს ვირუსის შემდგომ გავრცელებას. სხვა მნიშნელოვანი ქმედებები, რომლებიც შეიძლება თქვენ განახორციელოთ: მისდიეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანოთა რეკომენდაციებს შეზღუდვის ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიცაა საზოგადოებრივი დისტანცირების ღონისძიებები და სხვა. რამდენ ხანს ძლებს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევი ზედაპირებზე? როგორც კვლევებით დადგინდა, ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირებზე მოხვედრილი გამომწვევი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში. როგორ დავიბანოთ კარგად ხელები? საჭიროა ხელების გასაპვნა და წყლით ჩამობანა; სასურველია ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცის ხმარება, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში _ ინდივიდუალური სუფთა ნაჭრების გამოყენება, ყოველი გამოყენების შემდეგ ნაჭრის ხელსახოცი თავსდება სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერში ან ერთჯერადი გამოყენების ცელოფნის პარკში, რომელიც ავსების შემდეგ ექვემდებარება განადგურებას; ხელების დასაბანად უმჯობესია თხევადი საპნის გამოყენება; სასურველია ხელის სპირტისშემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება. რა კლავს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევს? ვირუსი ინაქტივირდება მაღალი ტემპერატურის - 70 გრადუსი C ზემოქმედებით; ქიმიური ნივთიერებებიდან ვირუსის გამანადგურებელი თვისებებით გამოირჩევა ქლორი, ჰიდროგენპეროქსიდი, დეტერგენტები ანუ ანტისეპტიური საპონი და სარეცხი საშუალებები, იოდიფორი, სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებები. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავად ხართ? თუ გაქვთ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, ანუ მაღალი ტემპერატურა, ხველა, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ყელის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან დიარეა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და აცნობეთ, რა სიმპტომები გაქვთ. აუხსენით, რატომ გგონიათ, რომ გაქვთ გრიპი A(H1N1) (მაგალითად, ახლახან იმოგზაურეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებში აღინიშნება ამ დაავადების შემთხვევები), გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებსაც მიიღებთ. თუ ვერ ახერხებთ დაკავშირებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან, საავადმყოფოში მისვლისთანავე აცნობეთ, რომ თქვენ ინფექციის შესახებ გაქვთ ეჭვი; მგზავრობის დროს პირზე და ცხვირზე აიფარეთ ნიღაბი. ბავშვებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია: გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; კანის სილურჯე; სითხის სმის შემცირება; მივარდნილობა, არაკონტაქტურობა; გაღიზიანებადობა; გრიპისმაგვარი სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, მაღალი სიცხე და ხველა; ცხელება და გამონაყარი. მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია: გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში; უეცარი თავბრუსხვევა; მოუსვენრობა, შფოთვა; მძიმე ან შეუჩერებელი პირღებინება. როგორ მოვუაროთ ავადმყოფს სახლის პირობებში? ავადმყოფი უნდა იყოს განცალკევებით ოჯახის სხვა წევრებისგან, სულ მცირე 1 მეტრის მოშორებით; ავადმყოფის მოვლის დროს ცხვირზე და პირზე აიფარეთ ნიღაბი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომერციული, ასევე ის ნიღაბი, რომელსაც თავად გააკეთებთ ხელმისაწვდომი ქსოვილისგან, მაგ. ოთხფენოვანი დოლბანდისგან. გამოყენების შემდეგ ნიღბები უნდა გადაიყაროს ან სათანადოდ გასუფთავდეს (გაირეცხოს, გაუთოვდეს); ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ხშირად გაანიავეთ ის ოთახი, სადაც წევს ავადმყოფი; გამოიყენეთ საოჯახო დეზინფექტანტიანი გამწმენდი საშუალებები, რათა თქვენს ირგვლივ არსებული გარემო სუფთა იყოს. A(H1N1) გრიპის შესახებ ინფორმაცია აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
-
“ალასანია “ცეერუ”-ს წარმომადგენელია 100 პროცენტით.
ლ ი ც ი posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
“ალასანია “ცეერუ”-ს წარმომადგენელია 100 პროცენტით. მაგის პარტიის იდეოლოგია არის საქართველოს დაქცევა” “ალასანია “ცეერუ”-ს წარმომადგენელია 100 პროცენტით. მაგის პარტიის იდეოლოგია არის საქართველოს დაქცევა” “რაც ამ კანონშია წარმოდგენილი, ის აუტანელია. ქართველი კაცი მაგას არასდროს შეეგუება. სააკაშვილს, მერაბიშვილსა და პარლამენტს ჰგონიათ, რომ ეგენი გაიმარჯვებენ, მაგრამ ძალიან ცდებიან, რადგან ხალხს ავტომატი ხელში არ ეკავება, მაგრამ ხალხი ქვასა და კეტს მონახავს და ქვა და კეტიც გააკეთებს თავის საქმეს. მე სხვა ტკივილი მაქვს, სხვა ტკივილი, ტკივილი დიდი და მოუნელებელი. მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ მთელ ამ ე.წ. “9 აპრილის კომიტეტში” ყოფილა უამრავი ხალხი, რომლებიც არიან საქართველოს მტრები და გამყიდველები. გუშინ საღამოს, როცა მე ამხანაგ ალასანიას ვუსმენდი, თვალნათლივ დავინახე, თუ როგორ არის ეს კაცი შეკრული სააკაშვილთანაც, მერაბიშვილთანაც, პარლამენტთანაც, თორთლაძესთანაც, ალასანია შეკრულია პალიკოსთან...”, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ლელიკო ჯაფარიძე გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გასაიდუმლოებული სკანდალი ოპოზიციაში / “ლელიკო ჯაფარიძე: “მე ახლა შენ გეტყვი ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას და ეს ამბავი ჭერიდან კი მაქვს ჩამოტანილი, იქ ვიყავი, სადაც ეს ლაპარაკი მიდიოდა...” “ალასანია “ცეერუ”-ს წარმომადგენელია 100 პროცენტით, “ცეერუ”-ს ჭკუით და “ცეერუ”-ს მითითებით ივლის ეს კაცი. “ცეერუ”-ს სჭირდება საქართველოს ტერიტორია და ეს ყველაფერი “ცეერუ”-ს სჭირდება მანამ, სანამ არსებობს ერაყის, ავღანეთისა და ირანის პრობლემები. მერე როგორც კი ამ პრობლემებს გადაწყვეტენ, დაგვაბიჯებენ ფეხს და გადაგვივლიან. მოხდა უარესი, რასაც არ ველოდი, ალასანიამ პირი გააღო, ანუ შექმნა თავისი პოლიტიკური პარტია. აქამდე ხომ ალასანია პარტიის წევრი არ ყოფილა, როგორც რუსები იტყვიან, აქამდე ის იყო “ვოლნი იგროკი”. მაგის პარტიის იდეოლოგია არის საქართველოს დაქცევა. გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როცა მან განაცხადა, რომ ყველა არჩევნებზე მივა, ყველას დაელაპაკება, ყველას შეხვდება, ყველაფერი გარკვეულია.... აი, გაჩეჩილაძის ამბავი მეც ძალიან მაინტერესებს და ცოტა დამაცადე, მე ვიცი ის, რაც არ იცი შენ. იქ ვიყავი, სადაც ეს ლაპარაკი მიდიოდა. მანამ, სანამ ლევან გაჩეჩილაძის საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეიქმნებოდა, ოპოზიციის “9 აპრილის” შტაბში” დიდი გაწევ-გამოწევა იყო. ითქვა - ოპოზიციას ორი ლიდერი უნდა ჰყავდესო, რომ იკითხეს, ვინ უნდა იყოს ეს ორი ლიდერიო - ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ალასანიაო! - იყო პასუხი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლელიკო ჯაფარიძე. “ამის თქმა იყო და კივილ-წივილით წამოვარდა ერთი ქალბატონი და განაცხადა, რისი გაჩეჩილაძე, რა ალასანია, ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი მე უნდა ვიყოო.... ამდენი ფული მაქვს დახარჯული და თქვენ ალაოდ ხომ არ ხართ, რა გრეჩიხა, რისი ალასანია, ლიდერი მე უნდა ვიყოო! - არ ჩერდებოდა ის ქალი. ფული რამდენი მაქვს დახარჯულიო კი თქვა, მაგრამ არ შემიძლია, ვერ გეტყვი... იქ ალასანია, მგონი, არ იყო, მაგრამ იყო “გრეჩიხა”. მაშინ მაგენმა დათქვეს, რომ კარგი, გადავდოთ ლიდერის საკითხი და მოვილაპარაკოთო. ისინი რაზე მიაწვნენ იცი? შენ რაფერ უნდა იყო ლიდერი არაფერი “პალაჟენია” არ გაქვსო. ისე, რომ იცოდეთ, მე ვთვლი, რომ ეს ქალი - ნინო ბურჯანაძე მართალია რაღაცაში... “კონსერვატორები” - ძალიან მიყვარს ეს ბიჭები, მაგრამ - რატომღაც გაყუჩდნენ. აი, ამ გაწევ-გამოწევას მოჰყვა ნაუცბათევად “დაიცავი საქართველოს” შექმნა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “საკნებმა თავისი მისია ამოწურა. ამას წინათ მე გავაფრთხილე ეკა ბესელია: “სვოდკა” მომივიდა, რომ საკნებს აუცილებლად დაეცემიან და თქვენ თვითონ აიღეთ მეთქი. ეს კანონი ამ გათახსირებულებმა იმიტომ მიიღეს, რომ საკნების აქციის დარბევა გაამართლონ, როგორც კი ეს კანონი ძალაში შევა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, მაგ საკნებთან დედა შვილს ვერ აიყვანს, ისეთი ამბები დატრიალდება... სექტემბერში ველოდები ოქრუაშვილს. ჩამოვა აუცილებლად და ჩამოვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმიტომ, რომ ხალხი მას გაჰყვება. ხალხი მას გაჰყვება ისევე, როგორც გაჰყვება გუბაზს. მაგრამ სისხლი დაიღვრება! ეს ვერ დარჩება, გამორიცხულია, ამას დედას ვუტირებთ. უბრალოდ, მე იმაზე მტკიცა გული, რომ აქ აუცილებლად სისხლი დაიღვრება, აი, ამაშია საქმე! არ შეიძლება ასე, ძმაო, ჩაგარტყამენ ქვას, ჩარტყი ორი ქვა! არ შეიძლება ასე, ხალხს უნდა მოუწოდო. ხალხი ბოინზე წასაყვანი ცხვარივით რომ დადის თავჩაღუნული, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება”, - აცხადებს ლელიკო ჯაფარიძე http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/104095.html ლიცემერი: ვაი ვაი ვაი ვაიიიიი, :ena: მართლა უბედურო საქართველო... ღირსობას ეროვნული სახე აქვსო ! ჩვენი პოლიტიკოსების პოლიტიკის მიხედვით, როგორც ჩანს- უღირსობასაც უზერებო, რას იტყვით? -
“თვითკმაყოფილი ხეპრე, ცისფერ სპორტულ კოსტიუმში” 2009 წლის 18 07, შაბათი - 03:58 ბრიტანულოი The Independent ნატალია ესტემიროვას მკვლელობას შესახებ, მწვავე პუბლიკაციები გამოქვეყნა, ერთ-ერთი მათგანი, ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რაზმან კადიროვისადმია მიძღვნილი, რომელსაც ავტორი შონ უოლკერი “თვითკმაყოფილი ხეპრეს, ცისფერ სპორტულ კოსტიუმში” უწოდებს, სტატიის ავტორი, მის პოლიტიკური კარიერის შესახებ წერს, რომ მისი დანიშვნა ჩეჩნეთის პრეზიდეტად, აღქმული იყო როგორც “გვირგვინის დადგმა” მან მიიღო პუტინის პირადი მხარდაჭერა, რომელიც გამოიყენა სიცრუის, მუქარის და შესაძლოა პირადი მტრების ფიზიკური განადგურებისთვისაც – წერს გაზეთი, სტატიაში წერია, რომ ბევრი ადამიანი, კადიროვს ანა პალიტკოვსკაიას მკვევლობაშიც მიიჩნევს დამნაშავედ, რომელიც ნატალია ესტემიროვას ახლო მეგობარი იყო. ამ ბრალდების საპასუხოდ, კადიროვმა განაცხადა “მე ქალებს არ ვხოცავ” იქვე კადიროვმა თავის მიერ მიცემული ინტერვიუც გაიხსენა: “მე უკვე მოვკალი ყველა ვინც საჭირო იყო, ახლა კი მხოლოდ იმათ დავხოცავ ვინც მათ უკან იდგა, მანამდე სანამ მე არ მომკლავენ ან არ დამაპატიმრებენ, მე მოვკლავ მანამდე, სანამ ცოცხალი ვარ” – აცხადებს კადიროვი. The Independent – წერს, რომ ნატალია ესტემიროვას მკვლელობამ, სრულად წარმოაჩინა თანამედროვე რუსეთის ნამდვილი სახე და შეგვახსენა ის რაც ისედაც ყველამ იცოდა, რომ ამ ქვეყანაში სიმართლის ძებნა, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია” http://fact.ge/news.aspx
-
დეპუტატი აკაკი ბობოხიძე პარლამენტის ქუთაისში გადატანის
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩაგეთვალა...შაბეშა ;): :maladec: -
ლევან გაჩეჩილაძე - ევროკავშირს აქვს ინფორმაცია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური კრიზისში დამნაშავე მმართველი ძალაა, - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ ევროკავშირის ტროიკასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ‘’ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში გაიმართა. ‘’შეხვედრაზე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ დესტაბილაზია ქვეყნის შიგნით იმ ძალადობის შედეგია, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებს’’, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს ინფორმაცია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ‘’ძირითადად, ორი საკითხი განვიხილეთ. პირველი, თუ რატომ დაიწყო საპროტესტო ტალღა საქართველოში და რა პროცესებმა გამოიწვია ეს პროტესი. მეორე - რა თანხებიც შემოდის საქართველოში გრანტებისა და დახმარებების სახით, უნდა მოხმარედს ქართველ ხალხს და არა - სააკაშვილის ხელისუფლებას’’ - განაცხადა გაჩეჩილაძემ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ირაკლი ალასანია - ქართული ოპოზიცია ევროკავშირთან მჭიდრო თამაშრომლობას გეგმავს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
борьбе с алкоголизмом учтем опыт Горбачева Президент РФ Дмитрий Медведев проведет специальное совещание, на котором будут обсуждены меры по борьбе с алкоголизмом с учетом опыта антиалкогольной кампании 1980-х годов. Об этом он сообщил сегодня на заседании Госсовета, посвященном молодежной политике, передает ИТАР-ТАСС. «Опыт антиалкогольной кампании 80-х годов очень разный, но в этот период наблюдался беспрецедентный демографический рост в нашей стране», — сказал он. «Не хочу ничего предвосхищать, но тема крайне важна для выживания государства, — продолжил он. — Мы подумаем над системой мер, для этого я проведу специальное совещание». Напомним, по данным приведенным президентом, в России более 3 миллионов подростков курят «и это не молодежь в целом, а именно подростки, учащиеся школ, — подчеркнул Медведев. — Более трети регулярно прикладываются к бутылке, в прошлом году было зарегистрировано 120 тысяч подростков, страдающих наркорастройствами». «Это официальные цифры, реальные выше», — заметил он. Напомним, на заседании Госсовета будет представлен доклад рабочей группы, в котором, в частности, подчеркивается, что молодежи, государству и всему обществу предстоит осуществить кардинальные усилия по решению ряда приоритетных задач: улучшению демографической ситуации; повышению гражданской ответственности, правосознания подрастающего поколения; укреплению его здоровья, духовно-нравственных и семейных ценностей; развитию творческого и инновационного потенциала, предпринимательской активности и профессиональной компетентности; противодействию распространению таких социальных девиаций в молодежной среде, как алкоголизм, наркомания, проституция, преступность; социальной поддержке молодых людей, оказавшихся в трудных жизненных ситуациях и т.п. В докладе также предложены комплексные меры по модернизации нормативной правовой базы молодежной политики, системы управления ею; формированию инфраструктурного, финансово-экономического, научно-методического, кадрового, информационного обеспечения и методов оценки ее эффективности. Рабочая группа рекомендовала разработать и принять ряд новых федеральных законов, определяющих правовой статус студенческих отрядов и предусматривающих в Градостроительном кодексе РФ формирование инфраструктуры для молодежи при проектировании и строительстве жилых, микрорайонов и домов согласно нормативам, утверждаемым правительством РФ. В докладе, в частности, обосновывается необходимость создания и реализации федеральной целевой программы «Молодежь России» на 2011-2015 гг., направленной на развитие и использование инновационного потенциала молодежи, на повышение роли гражданского образования, патриотического воспитания и правосознания, формирования толерантности молодежи, на поддержку молодежных инициатив и предпринимательства, молодых семей, специалистов и ученых. В качестве антикризисных мер предусматривается расширение сети молодежных школ предпринимательства, консалтинговых центров для его развития, предоставление грантов на открытие собственного дела молодыми людьми. http://rosii.net/?lang=ru ეს ინფორმაცია თუ "ტრუხა" არ არის, მაშინ დარხევიათ და ეგაა ;)
-
კარგი იდეაა...analgin
-
მთვარე დაადგა ფუნიკულიორს ბებიაჩემი აღათა ხარშავს ბულიონს :
-
Freedom House - რუსეთი უუფლებოა და დღემდე პუტინს ექვემდებარაება - რუსეთი უუფლებოა და დღემდე პუტინს ექვემდებარაება რუსეთი უუფლებოა და დღემდე პუტინს ექვემდებარაება. რუსეთი თავის მოსახლეობას არ აძლევს პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლებების რეალიზაციის საშუალებას. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაცია Freedom House –ის მოხსენებაში - “თავისუფლება და მსოფლიო 2009 წელს”. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთში სამართლებრივი ვითარება გაუარესების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, პრეზიდენტის ბოლო არჩევნები არ იყო სამართლიანი, ოპოზიციას არ ჰქონდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალება, ხელისუფლება სასამართლოს აკონტროლებს, ხოლო მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ვიწროებს. Freedom House-სი აღნიშნავს, რომ რუსეთში სავალალო მდგომარეობაა სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის მხრივაც. იზღუდება რწმენის თავისუფლება, შეკრების უფლება; სასამართლო კორუფციისა და არაეფექტურობის გამო პარალიზებულია, რის გამოც რუსეთის მრავალი მოქალაქე იძულებულია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც რუს მეცნიერებს საზღვარგარეთის სპეცსამსახურებთან თანამშროლობაში ადანაშაულებენ. ჩეჩნეთში არსებული ვითარება მოხსენებაში ცალკეა განხილული და რესპუბლიკას სადაო ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. მოხსნების ავტორები აღნიშნავენ, რომ ჩეჩნეთში 1999 წელს დაწყებული სამხედრო კამპანიის შედეგად ტოტალურად გადადგურებულია რესპუბლიკის მოსახლეობის პოლიტიკური უფლებები. “რესპუბლიკაში, ისვე როგორც ყველაფერს, მედიასაც რამზან კადიროვის ადმინისტრაცია აკონტროლებს. ჩეჩნეთში აკრედიტაციის მიღება მხოლოდ იმ გამოცემების ჟურნალისტებს შეუძლიათ, ვინც ფედერალური მთავრობისადმი ლოიალურია”,-ნათქვამია მოხსენებაში. ყოველწლიური მოხსენება მოქალაქეთა უფლებების მდგომარეობას მსოფლიოს 193 ქვეყანასა და 16 სადავო ტერიტორიაზე აღწერს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
მშვენიერი აზრია...lasha_alo
-
არაფერი არ შეცვლილა ...lasha_alo Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 216 რეგისტრ.: 12-July 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 4 231
-
არა, არ მიცდია. ...lasha_alo
-
ვცადე, არ შველის...asds
-
საქმეც მაგაშია, რომ სხვასთან ჩანს, ხოლო ჩემთან-არა Member **** ჯგუფი: Moderator პოსტები: 214 რეგისტრ.: 12-July 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 4 231
-
თავად არ იყავი მოწმე ოთხი დღის წინ...lasha_alo : საქმეც მაგაშია, რომ ჩემი ავატარის დაბლა მაგისდამაგვარი არაფერი არ წერია...analgin
-
ყველაზე არიფი მე ვარ... დღემდე ვერ დავამუღამე ნიკის ჩასმა: სხვათაშორის შენი ხუმრობა დღემდე "მუშაობს", დღემდე მიწევს ახსნა, რომ ქალი არ ვარ : ყველაზე კაიფი კი ის იყო, რომ ბევრი უზერი სვიდანიაზე მეჩალიჩებოდა ...analgin
-
გამარჯობა, analgin კეთილი იყოს შენი ამ ფორუმზე გამოჩენა :maladec:
-
დეპუტატი აკაკი ბობოხიძე პარლამენტის ქუთაისში გადატანის
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
От нечего делать...newstudio : -
გეთანხმები, ჩემო დიტო. ქართული სოციუმის მენტალური გასაღები მეტად რთული გადასატრიალებელია. მყისიერეად ეს არ და ვერ მოხდება, დროა საჭირო
-
გეთანხმები. ქართული სოციუმის მენტალური გასაღები მეტად რთული გადასატრიალებელია. მყისიერეად ეს არ და ვერ მოხდება, დროა საჭირო
-
დამთავრდება, ჩემო დიტო, მაგრამ როდის-"საკითხავი აი ეს არის!"