Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. Pariz ვაპირებდი, მაგრამ ძალიან ცუღლუტური პასუხი გამომდიოდა და-მეთქი, ვაი და ვერ დაამუღამოს და ნაწყენი დამრჩეს-თქო...Pariz რომ გავცე პასუხი ნაწყენი არ დამრჩები? ხუმრობაში გაატარებ?
  2. აკაკი წერეთელი ჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ,ჩემი მტერია!.. მით ჯოჯოხეთს მარად გულით ვატარებ! თუ მარტო ვარ, თავს მომაკვდავს ვადარებ, თუ ხალხში ვარ, ძალით ღრუბელს ვადარებ და მოწყენით ჩემზედ მტერს არ ვახარებ, რომ არა სთქვან ჩემზედ: “რა ოხერია!” ჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!.. აღარა აქვს ბოლო ამ ჩემს სატანჯველს, არვინ მაძლევს სანუგეშოდ ძმურად ხელს; ჩემს შარბათში ნაღველს ვჭვრეტ და ვარდში გველს, მისთვის ვწყევლი და ვემდური ამ სოფელს, რომლისგანაც მე გზები ამერია!.. ჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია! რაღას ველი, დრო არს განქრეს იმედი; გინდ მეწვიოს, ვერას მარგებს აწ ბედი! დამწვარი ვარ ისე, როგორც აბედი! ახა, ღმერთო, რა უდროოდ დავბერდი: საფლავისკენ ფეხი გამიშვერია!… ჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია! დავუძლურდი, განქრა გიჟი ოცნება… ნაღვლიანად ჩემს თავზედ მეცინება და ღმერთს ვვედრებ: “ღმერთო, მომეცი ნება, რომ მეღირსოს საფლავში დაძინება!.. სჯობს, სულ გაქრეს კაცი, რადგანც მტვერია!” ჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!
  3. irene ეს ხო, მაგრამ მე სხვა რამე მინდა გითხრა: როდესაც ფორუმზე ვერ გხედავ დისკომფორტს განვიცდი. მივეჩვიე შენს მარადკეთილ და გონივრულ პოსტებს
  4. ხომ იცი როგორც არის - "შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო"
  5. http://s42.radikal.ru/i096/1004/13/cf15ac244cc2.jpg კალაძე შეიძლება ნოღაიდელის პარტიაში გაწევრიანდეს წყარო: იმედი ლიცემერი: კალაძეს და ნოღაიდელის დაახლოება ქართულ იგავს და მათემატიკურ ფორმულას მაგონებს. იგავიდან - ”მკვდარი მკვდარს აეკიდაო” და მათემატიკიდან: ნულს რომ ნული მივუმატოთ, მაინც ნული დარჩება, თუგინდ ასი ნულიანი შეიკრიბოს.” რას იტყვით?
  6. მესამე კატეგორია მართლა ჭარბობს, მაგრამ შენი თქმის არ იყოს იმედია ნორმალური ხელისუფლების პირობებში ისინი დაიბრუნებენ ღირსებას...Pariz
  7. არსებობს (და არსებობდა) ქართველის ოთხი კატეგორია. პირველი: ვისაც მთელი არსებით ეზიზღება დღევანდელი პოლიტიკური გარემო--დაფუძნებული სიძულვილზე, სიცრუეზე, უზნეობაზე. ეზიზღება, მაგრამ მისი ზიზღი ჩუმი პროტესტით გამოიხატება მხოლოდ. ანუ, ეს არის უხმო პროტესტი, ფუყე და არაფრის მომცემი. მეორე: კატეგორია, რომელიც შეძლებისდაგვარად ფართხალებს, ნახევარტონებში, შეფარვით ამბობს ნახევარ სიმართლეს, , რადგან სრული სიმართლის თქმის ეშინია. მესამე: კატეგორია, რომელიც კეთილდღეობის საფასურად, კომფორტული ცხოვრების საფასურად სულიან-ხორციანად მიეყიდა ხელისუფლებას. ისინი ნაციდეოლოგიის თავგამოდებული ხოტბა-დიდების ფასად იკეთებენ კარიერას, უზრუნველყოფენ თავიანთი დამპალი თესლის მომავალს. მეოთხე: კატეგორია, რომელებსაც არასოდეს უკადრიათ უკადრისი საქციელი, ვინც ერთგულად ემსახურება ქართულ იდეას. მაგრამ, ჩემი აზრით, სამწუხაროდ ეს სია მოკლეა. უზერებო, თქვენი აზრით, დღევანდელ საქართველოში ადამიანების რომელი კატეგორია დომინირებს? და "ზაადნო" კიდევ ერთი კითხვა: თავად რომელ კატეგორიას მიაკუთვნებთ საკუთარ თავს?
  8. ГРУЗИЯ. Бывший адвокат Патаркацишвили утверждает, что Саакашвили убил Жвания ударом пепельницы по голове Время публикации: Сегодня в 14:42 по Имарату Премьер-министра Грузии Зураба Жвания убил лично Михаил Саакашвили, ударив пепельницей по голове. С таким скандальным заявлениям выступил лидер партии «За победу», бывший адвокат ныне покойного бизнесмена и оппозиционера Бадри Патаркацишвили — Шалва Хачапуридзе. http://kavkazcenter.com/russ/content/2010/04/06/71609.shtml ლიცემერი: განვმეორდები და ვიტყვი : არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცდილობთ, გავშიფროთ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ. ჩემი აზრით, ზურას სიკვდილიც ამ კატეგორიაში გადის. მოკლედ, თქვენი აზრით, ეს ინფორმაცია სიმერთლეა თუ ფანტასმაგორია?
  9. nuaka გადავწყვიტე: დღეს დუმილის დღე გამოვაცხადო, ხვალ სიყვარულის დამელოდები? :nekro: ასე რომ: დღეს შეგიძლია გამჭორო და თითი მიქნიო
  10. მოსკოვის #945 სკოლიდან სამართალდამცავებმა ევაკუაცია განახორციელეს 06 / 04, 2010 12:33 მოსკოვის სამხრეთით მდებარე #945 სკოლიდან სამართალდამცავებმა ევაკუაცია განახორციელეს. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება. დედაქალაქის მილიციაში შეტყობინება, სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შევიდა. “უცნობმა სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს SMS შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ სკოლაში ნებისმიერ დროს შესაძლოა აფეთქება მომხდარი~, - განუცხადეს “ინტერფაქსს” მილიციაში. ამ ეტაპზე ყველა მოსწავლე და მასწავლებელი შენობის გარეთ იმყოფება. მიმდინარეობს შენობის შემოწმება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ფსიქოლოგიური ტერორი
  11. Nukriko ვერ დავამუღამე შენი პოსტი და თუ არ შEწუხდები უფრო გასაგებად დაპოსტე
×
×
  • შექმენი...