Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ინდივიდი კი ბატონო, მაგრამ არა ქართული სოციუმის მენტალობა...და თან მყისიერად და მასიურად, გამორიცხულია
  2. ჩემო დიტო, ჩვენი სამშობლო ისეთია, როგორებიც ვართ ჩვენ, ჩვენი შვილების სამშობლო ჩვენი შვილებისნაირი იქნება
  3. თუ კონსერვისავით, რომელმაც შეიძლება დაგანაყროს ან მოგწამლოს...BOO
  4. ეჰ, ჩემო დიტო, განა ვერ ვჭვრეტ, რომ გასაგები სიტყვა გჭირდება და არა მეტაფორებით ნაკაზმი პარაბოლები, მაგრამ, ჰე უზენაესო! სწორად მაგიტომ ვქარგავ სიტყვებს, რომ ჟამი გავიგრძელო უსუსური არსებობისა
  5. თავის პერსონაზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ საქართველოს ოკუპაცია არ უნდოდათ-ო არ უთქვია
  6. ეჰ, ჩEმო კარგო ქალბატონო machkatela , რა შავბნელი აზრები გაწუხებთ, უკაცრავად,-გტანჯავთ :2kiss:
  7. გუბაზი - “ქართული სახელმწიფოსთვის აჯობებს, რომ ჩვენ თვითონ მივცეთ სააკაშვილი პასუხისგებაში” “ეს არის საკმაოდ მძიმე დასკვნა საქართველოსთვის, რადგან ამ დასკვნით საქართველო იყო ინიციატორი, მაპროვოცირებელი ცხინვალში ომის დაწყების. ამ დასკვნაში რუსეთის პასუხისმგებლობაც დევს, მაგრამ სააკაშვილის არის სოლისტი ამ ომის. ქართული სახელმწიფოსთვის აჯობებს, რომ ჩვენ თვითონ მივცეთ სააკაშვილი პასუხისგებაში”, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: უკვე დადგა დრო, სააკაშვილი მოვიცილოთ ნებისმიერ ხერხით, ნებისმიერი იარაღით, რაც ხელში მოგვხვდება და ახლა იმტვრიონ თავი რას ვგულისხმობ! / ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ “ეროვნული ფორუმი” უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში! სხვა შანსი საქართველოს არა აქვს!” http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/111749.html ლიცემერი: უნდა გადავუხვიო ჩემთვის სახელმძღვანელო პრინციპს-რეგვენი კაცის ნათქვამზე კომენტარი არ გავაკეთო და გითხრა: ხელისუფლება რომც შეიცვალოს, აგრესია რუსეთის მხრიდან მაინც იქნება, რადგანაც მიშას წინააღმდეგ კი არა, არამედ საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული ბრიყვო...და საერთოდ: იდი ნახუი
  8. ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/111749.html
  9. ანდრეი პიონტკოვსკი - ტალიავინის მისიას ესმოდა, რომ დასკვნა მოსკოვის სასარგებლოდ იქნებოდა ინტერპრეტირებული და ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავიდა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/111755.html
  10. machkatela უფრო კონკრეტულად რომ ბრძანოთ, ქალბატონო... :siriko:
  11. 10:08 / 05-10-2009 ის, რაც საქართველოზე ანგარიშში არ შევიდა The New York Times ბერლინი - 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომით პოლიტიკური კონფლიქტი არ დასრულებულა: არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ეს კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიარაღებულ კონფრონტაციად იქცეს. ამ კვირას ევროპის კავშირის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისიის ანგარიშმა, რომლის წევრი მეც ვიყავი და რომელსაც კონფლიქტის სათავე და მიზეზები უნდა შეესწავლა, გავრცელებული თვალსაზრისი დაადასტურა - ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, ხოლო იმ პოლიტიკური ზეწოლის ესკალაციისთვის, რომელმაც ვითარება შეირაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანა, რუსეთი თანაბრადაა პასუხისმგებელი. მაგრამ ანგარიშს მნიშვნელოვანი ხარვეზი ჰქონდა. მან საერთოდ ვერ შესძლო კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროსა და მის შემდეგ იმ გადამწყვეტი როლის გაანალიზება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეასრულა. მხოლოდ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, საქართველოს პოლიტიკისა და მისი მარცხის შეფასება შესძლებს ომის საწყისების ახსნას, ევროკავშირსა და პრეზიდენტ ობამას დაეხმარება საქართველოსა და რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის ფორმირებაში. თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში, პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი თვალსაზრისით პრეზიდენტ კლინტონის პოლიტიკა განაგრძო - დაეთანხმა საქართველოს დასავლურ ორიენტაციას, უარი სთქვა “ახლო საზღვარგარეთში” რუსეთის გავლენის სფეროების არსებობის აღიარებაზე, მხარი დაუჭირა ნატო-ში საქართველოს სწრაფვას და საქართველო-ამერიკისა და დასავლეთის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ინტერესებისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნია. მაგრამ 9 სექტემბრის შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკა შეცვალა და ორი ისეთი ელემენტი შემოიტანა, რომელიც სერიოზულ სტრატეგიულ ხარვეზად იქცა. ბუშმა საქართველო თავის პარტნიორად არა მხოლოდ “ტერორის წინააღმდეგ” მიმდინარე ომში აღიარა, არამედ მიხეილ სააკაშვილი და საქართველო “დემოკრატიის გავრცელების” ცენტრალურ ელემენტად გამოაცხადა. 2005 წელს, თბილისში ბუშმა სააკაშვილის საქართველოს “თავისუფლების შუქურა” უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუში სულ უფრო ხვდებოდა კრემლის დახმარების საჭიროებას ირანთან და ამერიკის სხვა ინტერესებთან დაკავშირებით, ის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის საქართველოს გაზვიადებული მნიშვნელობის ტყვედ რჩებოდა. ბუშის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ ისინი აფრთხილებდნენ სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს ესოდენ დიდი იდეოლოგიური მნიშვნელობა მიენიჭა, ბუშს საჯაროდ მისი გაფრთხილება და როგორც აღმოჩნდა, შეჩერებაც აღარ შეეძლო. იმის გამო, რომ სააკაშვილი წარმატებაზე ამდენად დამოკიდებული გახდა, შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ის პოლიტიკური გავლენა, რომელიც მას შეაჩერებდა. 7 აგვისტოს როდესაც ომი დაიწყო, პრეზიდენტმა ბუშმა ნებისმიერ სამხედრო ქმედებაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, რომელსაც იმ დროს ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, დაზავების მოხერხება სთხოვა. ეს ნაბიჯიც სტრატეგიული შეცდომა იყო: მხოლოდ შეერთებული შტატები ფლობდა ისეთ გავლენას, რომელსაც შეეძლო მოლაპარაკებოდა რუსეთს და სერიოზული სამშვიდობო შეთანხმებისთვის მიეღწია. სარკოზი ომის შეჩერებისთვის ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ ის იძულებული იყო დასთანხმებოდა რუსეთის მიერ წაყენებულ მძიმე პირობებს. მას შემდეგ ევროკავშირი იძულებულია ჩაყლაპოს რუსეთის მიერ საზავო შეთანხმების მუდმივი დარღვევა. შესაბამისად ბუშის პოლიტიკის მარცხი უფრო იმაში მდგომარეობდა, რომ არაფერს აკეთებდა, ვიდრე იმაში რომ ცუდს აკეთებდა: მან არ გააჩერა სააკაშვილი და სათავეში არ ჩაუდგა მშვიდობიან მოწესრიგებას. დღეს, როდესაც რუსეთმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის ვადის გაგრძელებაზე უარი სთქვა, შეერთებულ შტატებს საქართველოს კონფლიქტში ჩართვის ერთადერთი პოლიტიკური ელემენტი დარჩა, ეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ქართული ჯარის აღდგენაა, რაც კონფლიქტის გადაწყვეტას ძნელად თუ შეუწყობს ხელს. გადაუდებლად საჭიროა აშშ-ის ქართული პოლიტიკისა და დიპლომატიის გადაფასება. ობამას ადმინისტრაცია ევროკავშირის მაგალითს უნდა გაჰყვეს და უნდა შექმნას საკუთარი საგამოძიებო კომისია, არა მხოლოდ იმისთვის რომ ევროკავშირის ანგარიშში დარჩენილი ლაკუნები ამოავსოს, არამედ იმისთვისაც, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოაყალიბოს ახალი დაბალანსებული პოლიტიკა, ისეთი, რომელიც აშშ-რუსეთის ურთიერთობათა “გადატვირთვის” პროცესს გაითვალისწინებს. იორგ ჰიმელრაიხი ForeignPress
  12. თემა ჩაძირული დამხვდა, არადა მართლა კარგი თემაა
×
×
  • შექმენი...