დაჩი ცაგურია-"თუ ხელისუფლება ულტიმატუმს არ დააკმაყოფილებს, სახალხო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ" დაჩი ცაგურიას თქმით, მათი ქმედებები რადიკალური იქნება და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შეთხვევაში, სახალხო დაუმორჩილებლობასაც არ გამორიცხავენ. - ეს აქციები ყველა ჩინოვნიკის სახლთან, სასტუმროსა და აგარაკთან გაიმართება. სააკაშვილს არ მივცემთ ნებას, შუადღეს მკვლელობის ანგარიშები ჩაიბაროს და საღამოს რესტორანს ეწვიოს. http://www.ambebi.ge/politika/11277-qthu-k...ckhadebthq.html ლიცემერი: დიდოსტატს დავესესხები:-"იცი ყმაწვილო, ცხენზე ყოველი კაცი ჯდება, უზანგებს თუ შეაწვდინა ფეხი, თუთუნსაც ბევრი სწევს, ღვინოსაც ბევრი სვამს, ქალსაც ბევრი დასდევს, მაგრამ არაფერი ისე ძნელი გამოსაცნობი არაა, როგორც ცხენი, თუთუნი, ღვინო და ქალი..." თუ მკრეხელობად არ ჩამეთვლება ოდნავ პერიფრაზით ვიტყვი: პოლიტიკაც ასეა, ჩემო ბატონო დაჩი, ბევრი შენნაირი უცადი და პირტიტველა ყმა პოლიტიკანობს, მაგრამ პოლიტიკის აზრზე არ არის. ასე რომ არ იყოს, მაშინ გეცოდინებოდა, რომ თქვენმა მატარებელმა ჩაიარა და პუსტა-პუსტაზე ტვინს არ მოთქნავდი უზერებო, ჩაიარა თუ არა რადიკალების მატარებელმა? პ.ს. ჩემი აზრით, მატარებელმა ჩაიარა, მაგრამ მემანქანის ყალბი პათოსი დარჩა