Jump to content
Planeta.Ge

Harry Potter

პლანეტელი
  • პოსტები

    86
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Harry Potter

  1. asesino_141 გააკეთე შესაბამისი საიტი ვინ გიშლის?
  2. lasha1997 პრივეტ, არა არ ვაპირებ საკაიფოდ ვგრძნობ თავს აქეთ T_A_T მხატვრული ღირებულება არაა პრობლემა ერთად-ერთი შეზღუდვაა რომ ნეგატიური არ უნდა იყოს ---------------- ჰოდა სტატიებზე რას ჰფიქრობთ? დაწერეთ რაზეც გაგიხარდებათ და რა ენაზეც
  3. მივესალმები განყოფილების გულანთებულ შვილებს! მოკლედ, გავხსენით ახალი საიტი http://mediabank.ge - ეს არის ფოტო ბანკი საქართველოზე. ანუ იქნება უამრავი ფოტო რომელიც ასახავს პოზიტიურ ვიზუალურ მასალას საქართველოზე. პროექტი არის არაკომერციული და ალტრუისტული, რომლის მიზანიცაა საქართველოს შესახებ ნეგატიური ინფორმაციის პოზიტიურით ჩანაცვლება ინტერნეტ სივრცეში. ვისაც გაქვთ სურვილი ატვირთეტ თქვენი ფოტოები და დაგვეხმარეთ ამ საქმეში საიტი ჯერ-ჯერობით არის ტესტურ რეჟიმში და მალე სრული დატვირთვით გაეშვება. ახლა ვაგვარებთ მცირე ტექნიკურ დეტალებს. გვაქვს ასევე ბლოგი - http://mediabank.ge/blog . ამ ბლოგისთვის გვჭირდება კონტრიბუტორები, რომლებიც დაწერენ სხვადასხვა სტატიებს საქართველოზე - მის ისტორიაზე, კულტურაზე ტრადიციებზე, ლეგენდებზე, ბოლო დროინდელ ამბებზე და ა.შ. ოღონდ არა ენციკლოპედიურ და მშრალ სტატიებს არამედ უშუალო, არაგადატვირთული, ერთი სიტყვით, ბლოგერულ სტატიებს. ვიცი რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც უამრავი ინფო აქვს საქართველოზე, მის ისტორიაზე, ლეგენდებზე და ა.შ. ძალიან კარგი იქნბა თუ ვინმე დაგვეხმარება და დაწერს ხოლმე ჩანაწერებს ჩვენი ბლოგისთვის წინასწარ დიდი მადლობა ვისაც სურვილი გექნებათ გამომეხმაურეთ
  4. ნუ თუ დაიშლება არც ეგაა პრობლემა. მე ვერ ვხდავ ალასანიაში ძლიერ პოლიტიკოსს! რესპუბლიკელების ფანი ვარ მე, მაგრამ ძალიან არათანმიმდევრულები არიან და ხშირად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ. იგივე ბათიაშვილის აყვანა პარტიაში... რე ვიცი. თუ არ დაიშლება და არც ეგაა პრობლემა - აი ზემოთ აღნიშნული მარგინალი ამხანაგები რაც მალე დასტოვებენ ამ ალიანსს მით უკეთესი სოზარაც რო წავიდა ეგეც კარგია - სიტყვებზე მოხტუნავე პოლიტიკოსები ტეხავს რა. ომბუდსმენობის დროს ერთს ბაზრობდა, ახლა პოლიტიკური ქულების ამბავში სხვა რამეს ბაზრობს და ა.შ.
  5. როგორც იუმოისტული საიტის ერთ-ერთი ავტორი თავს უფლებას მივცემ გავხსნა ეს თემა ამ განყოილებაში განგვიხილეთ, გვეჩხუბეთ, დაგვემუქრეთ და ა.შ.-ეთ. ნიწ-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ -> http://ni2.ge/about-2/ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე: http://www.facebook.com/photo.php?pid=272458&id=100000475999169#!/pages/ni2-niusi/80667806193 ------------------------------------------------------------------------ ბოლოს გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებ ”ქართველობის” და საქართველოს დამცველთათვის ქართული ენის კურსები გაიხსნება თბილისი, 29 მაისი – ფონდი ”ღია საზოგადოება – საქართველო” ახალ პროექტს იწყებს. ქართული სულის, ცნობიერების, ქართველობისა და სხვა ასეთი ზეაღმატებული ცნებების დამცველებისთვის ქართული ენის გამარტივებული კურსები გაიხსნება. ”ჩვენი ფონდის თავკაცს, ჯორჯ სოროსს, ძალიან სწყინს, რომ მისგან საქართველოს გაუნათლებელი ხალხი იცავს. ამიტომ მან გადაწყვიტა საქართველოს დამცველებს (რომლებიც სულიერებას ძირითადად წითელი ხიდის მისადგომებთან იცავენ ხოლმე) დაეხმაროს და საკუთარი ენა ასწავლოს” – აცხადებს ფონდის პრეს-მდივნის მრჩეველი (აი დაახლოებით დენიელ ფრიდმანის და მეთიუ ბრაიზას კალიბრის როჟა *ავტ. შენ). როგორც ნი2-ისთვის გახდა ცნობილი, ცენტრში შეასწავლიან რამდენიმე საგანს: * პირველი პირის ნიშანი – ვ * ალბად თუ ალბათ? – ყველაზე დიდი დილემა “თეთრი და შავი ნინძის მორევა-ვერმორევის პრობლემის” შემდეგ. * მრავლობითი თუ ვითარებითი ბრუნვა? – ანუ დედრი დრიდინა დედრ დრდვილზე დრდოდა * ქალთა პორტრეტები არალიბერალ-მოძველბიჭო პოლიტიკოსების ფეისბუქის ვოლებზე და ა.შ. კურსების პოტენციური მსმენელი სანდრო ბოზიშვილი ნი2-ს გაესაუბრა:- “ჩემი გვარის პატრონს არ ეკადრება ქართული ენის კარგათ არ ცოდნა! ეს ნაბოზრებიც ქართულათ წერენ და საუბრობენ, ოღონთ გამართულათ. ჰოდა, ჩვენც უნდა ვისწავლოდ რა! ჰო, გაგიგიად, მტრის ენა უნდა იცოდეო რა, ჩემი გვარი ვიყო!” ნი2-ს პატიოსანი ჯგუფი ბოდიშს გიხდით თუ რამე შეცდომა გაგვეპარა პუნქტუაციასა ან სხვა რამე გრმატიკულ წიაღსვლებში – ჩვენს კორექტორს ძინავს და… http://ni2.ge/2010/ena/
  6. newstudio მიტრის ტარების უფლება და დამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მისცა. ახსნეს ეგ უკვე რას ნიშნავს და კარგიიქნებოდა წაგეკითხა. კიდე ერთი ეგეთი ჯილდო და ნიშნავს, რომ იქნება პროტოპრესვიტერი, რაც არის უმაღლესი თანამდებობა თეთრ ამღვდელოებაში. ანუ მაქამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია ისაკაძეს. ვახ!
  7. newstudio კაი ახლა მე ნუ დამაბრალებ ყველა უბედურებას
  8. Lo Janko ვაპირებ დაიგნორებას 30-მდე დიდი დროა თან newstudio რისხვა არ გამოუწვევია, მაგრამ არც სიმპატიები.
  9. newstudio უკეთესი ამ შემთხვევაში პირობითი ცნებაა
  10. newstudio ლოგიკა ისაა რაც აქამდე იყო ამ ქვეყანაში. არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. სამწუხარო ლოგიკა.
  11. მე ვისაც არ ვკითხე ყველა გიგის უჭერს მხარს მათ შორის მეც :bushti: მიუხედავად იმისა რომ უგულავა მკვეთრად მიუღებელია ჩემთვის. ალასანიაში ვერ ვხედავ მე ვერაფერს ისეთს რის გამოც ღირს მაგ ადამიანისთვის მხარდაჭერა.
  12. თქვენ უნდა გენახათ, რამიშვილის მაგ განცხადებებს რა რეაქციები მოჰყვა "ლიბერალიზმის მამებში" - ეს ლევანია? უიმეე არაა ეგ მაგის სტილი... ლოლ :TAT: მგონი მართლა შიდა დაპირისპირებაა
  13. პოლიტიკა და არჩევნები ისედაც იქნებოდა ამიტომ საზოგადოებრივ საკითხს შევეხები მაინტერესებს ედპ-ს კონკრეტული, ყველანაირი ჯამბო-მამბოს გარეშე ნათქვამი პოზიცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის შესახებ მე როგორც ამომრჩეველი, რომელიც სეკულარულ სახელმწიფოს ემხრობა, ვინტერესდები პარტიის პოზიციით ამასთან დაკავშირებით. გთხოვთ მიპასუხოთ
  14. lasha1997 ვეღარ დიტო მივდივარ მალე თბილისში და მანამდე ვერანაირად მოვახერხებ ძალიან მწყდება გული, მაგრამ...
  15. დღეს ვფიქრობდი შარშანდელ ამბებზე დამეწერა ჩემი მოგონებები, თუმცა გადავიფიქრე. მოსაგონარი კარგი არაფერია და როცა ვფიქრობდი ამ ყველაფერზე ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ სხვა საკითხზე დავწერო და ჩემი აზრები მოგახსენით ქართული პოლიტიკის შესახებ. ამ პოსტში ერთმანეთს შევადარებ 2003 წლის ოპოზიციას და დღევანდელ ოპზიციას. საქმე ისაა, რომ ორივე შემთხვევაში რაღაც ეტაპზე ოპოზიციას ვუჭერდი მხარს. 2003-ში შევარდნაძის წინააღმდეგ, 2007-ში – სააკაშვილის, თუმცა ორივე შემთხვევაში ნეიტრალურ ”პოზაში” დავრჩი ბოლოს. ჩემმა ვირტუალურმა მეგობარმა ლიშთოთამ პირად-ვირტუალურ საუბარში მითხრა, ”შენ ქრონიკული ოპოზიციონერი ხარ, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაშიო.” მაშინ შოთას ვუპასუხე, რომ მე ქრონიკული ოპოზიციონერი კი არა იდეალისტი ვიყავი ქრონიკული ძიების რეჟიმში. დავიწყოთ - განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ ოპოზიციონერებს ან ოპოზიციურ მუხტს შორის არის მოლოდინები: შევარდნაძის წასვლის შემდეგ ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა უკეთესობისკენ (როგორ რა შეიცვალა ეს უკვე სხვა საკითხია) – ბრძოლა კორუფციასთან, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკონომიკა, საერთაშორის ურთიერთობები, ღირებულებების ცვლილება, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. მართალია ძალიან ბევრი მოლოდინი ვერ გამართლდა, თუმცა იმაზე უკეთესად ნამდვილად არის საქმე ვიდრე იყო (თუ ომს და ტერიტორიებს არ ჩავთვლით, რომელიც ჩემი აზრით სულაც არაა მთავრობის ბრალი – ნუ თავისი წილი აქვს რა თქმა უნდა ამ ყველაფერში მთავრობასაც, მაგრამ ისე არა როგორც ამას ოპოზიციონერები გვიხატავენ). მიუხედავად ამ ყველაფრისა დღემდე არ ვნანობ 2003 წელს ვარდების რევოლუციისას რუსთაველზე ამერიკის დროშით დგომას (მაშინაც ამერიკოფილი ვიყავი ). ახლა შევხდეოთ რა მოლოდინებია დღევანდელი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში – ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: ამასწინად, ჩემმა მეგობარმა მოყვა ფორუმზე, ერთ-ერთ ტაქსში ჯდომისას შემდგარი საუბრის შესახებ; ტაქსისტმა აღტაცებით აღნიშნა რომ ბანკის სესხს აღარ იხდიდა: ”ადრე მაწვებოდნენ მოიტანეო, ახლა კიდე მეხვეწებიან რამე მაინც გადაიხადეო, სულ მალე კიდე საერთოდ ხახვივით შევირჩენო.” ცხადია მე იმას არ ვამბობ რომ ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი ასე ფიქრობს, მაგრამ ასეთი ხალხი მრავლადაა, ძალიან ბევრია განაწყენებული ხალხი – აი იდეალებისთვის მებრძოლი და რეალურად შეცდომების გამო გარეთ გამოსული ხალხი ძალიან ცოტაა, თვითონ ოპოზიციის ლიდერებს შორისაც კი. ფაქტია რომ ჩვენ ყველას, ოპოზიციონერებს, ხელისუფლების მხარდამჭერებს და ნეიტრალებს მოლოდინი ერთი გვაქვს – უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება; იმას არ ვამბობ და არ ვამტკიცებ ბატონო, რომ უარესობისკენ წავა, მაგრამ უკეთესობა რომ არ იქნება ეს ცხადია – ჯერ ერთი როგორც ზემოთ აღვნიშნე თვითონ ოპოზიციონერებში არაა ამის მოლოდინი. იმ ტაქსისტის და მისი მსგავსი ადამიანებისთვის მხოლოდ განვადებით გამოტანილი სარეცხი მანქანის ”შეტყაპუნებაა” მთავარი და არა ქვეყნის წინსვლა. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ტაქსისტი ალბათ იმედგაცრუებულია 2003 წლის მოლოდენების გამო, მას ეგონა რომ კარგად იცხოვრებდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ მაშინ მას კარგად ცხოვრება უნდოდა, ქვეყნის განვითარებაც უნდოდა, თავისი შვილის კეთილდღეობა უნდოდა – დღეს მას სარეცხი მანქანა უნდა მუქთად. მოლოდინების რეზიუმე: ა) ოპოზიცია პროგრამის და გეგმების ხსენებისას იცინის, ქილიკობს. მე მახსოვს საკანში ქამარტული ცინიკური საუბარი: ”სამეგრელოში ერთმა ბუტკის ქალმა პროგრამა მოგვთხოვა ოპოზიციონერებსო, ისე ხმას ვერ მოგცემთო.” და რა გასაკვირია რომ ამ ადამიანს მართლაც სდომოდა პროგრამა? აქ ჩანს ჩემი აზრით ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა. პათოსი ერთია – გამომყევი, სად რა მნიშვნელობა აქვს? არადა კაცმა რომ სთქვას, იმ ქვეყანაში რომელშიც ამერიკაზე დიდი თუთის ხეები დგას ამომრჩევლის ინტელექტი და პოლიტიკური კულტურა რატომ უნდა გიკვირდეს? ბ) ჩემი აზრით ხელისუფლება გაუშვა ხელიდან ისტორიული შანსი, ექცია საქართველო ნამდვილ დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანად. მეტი აქ რა უნდა ითქვას? შეცდომა ბევრია, თან ძალიან დიდი შეცდომები, მაგრამ შეჩვეული ჭირი მირჩევნია მე პირადად (ეს იმიტომ რომ ოპოზიციის რეგრესულობას არ ვამტკიცებ, ხელისუფლებას ვუყენებ ტოლსწორად). გ) 2003 წელს ვარდების რევოლუციაზე დგომას არ ვნანობ, 2007 წლის 7 ნოემბერში მონაწილეობას – კი. მეორე შემთხვევაში უფრო მოტყუებულად და იმედგაცრუებულად ვიგრძენი თავი. მაშინდელ ოპოზიციას, ისევე როგორც დღეს ყავდა ”უცნობი.” ადამიანი რომელიც დღეს ბევრს გულს ურევს და ბევრის ქილიკის სამიზნეა, მაშინ რეალურად ქმნიდა ამინდს საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით. მისი ამბოხის სტილის მუსაკა, რომელიც უთითებდა ხელსუფლების მანკიერებაზე, მოუწოდებდა საზოგადოებას ამასთან ბრძოლას და ა.შ. დიდ როლს თამაშობდა იმ პროცესებში რაც შემდეგ მოხდა. მახსოვს პერიოდ როცა ”უცნობის” კასეტები ყველა მეორეს კი არა 10-დან 9 კაცს ჰქონდა ნაყიდი. მოგვწონს არ მოგვწონს ეს უნდა ვაღიაროთ. მაშინ უცნობი იყო ”ზორო,” დღეს ის არის საკანში გამოკეტილი ჯამბაზი, რომელიც იმ დონემდე გააფეტიშეს რომ წმინდა გიორგისაც უწოდებენ. მაშინ მას ქონდა ”დუხი,” დღეს ის ფარისველია. საზოგადოება მაშინ შეკრა ინტელექტმაც, თუ მაშინდელ ქარიზმატულ ლიდერებს, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ინტელექტი ჰქონდათ წინ წამოწეული – დღეს ”ჯიგარია” წინ, ფსევდო ”ილიაიზმი,” რელიგიური სპეკულაციები, შიდა არეულობები და ამბიციები, მოღალატეობრივი მენტალიტეტი (თოფაძის, სტურუას და მსგავსების გამონათქვამები რად ღირს მარტო) და ა.შ. და ა.შ. ამ ყველაფრის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ასე ვიტყვი: დღევანდელი ოპოზიცია გადააგდებდა შევარდნაძეს, მაგრამ საკაშვილს ვერ მოერევა. 2003 წლის ოპოზიცია შევარდნაძესაც გადააგდებდა, სააკაშვილსაც და დღევანდელ გაერთიანებულ ოპოზიციასაც. დისკუსიას გახსნილად ვაცხადებ http://fazanda.wordpress.com/2009/08/07/oppo/
  16. მე მომიწვიეთ თუ გინდათ სერიოზულად
  17. დისკუსიაში შესვლის სურვილი ტუ გამიჩნდება, რეპლიკა და ა.შ. მე არ მესმის რატომ უნდა ამიკრძალოს ეს ადმინისტრაციამ ნუ წესები თქვენია და არ ვეწინაარმდეგები, მაგრამ არასწორია იმჰო
  18. წავიდა უკვე? ახლა გამახსენდა ერთი კითხვა, რომელსაც ყველა ოპოზიციონერს ვუსვამ ხოლმე როგორც წესი პასუხს ვერ ვიღებ, მაგრამ... ტუ აქაა დავსვამ მაშინ
  19. ალლ დუ რესფექთ, მაგრამ კითხვები არ მაქვს და + "მეგობრების დღიურის" რეჟიმიც არ მინდა თემა და ინტერაქცია უფრო ცოცხალი რომ იყოს კამათის რეჟიმის სჯობს,იმჰო - თუმცა თქვენი საქმისა თქვენ იცით
×
×
  • შექმენი...