Jump to content
Planeta.Ge

Goddess

პლანეტელი
  • პოსტები

    805
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Goddess

  1. newstudio ნუ ეგ უკვე ჩამოყალიბებული მიზეზია, სადაც მითითებულია ისიც, რომ წყვილია, მაგრამ ერთი "გვერდზე" თხოვდება ეგეთი შემთხვევაშიც ძეტსკი საძიკია ქორწილის ჩაშლები, ან რაიმეს გაფუჭებები და ვნებები, ვინაიდან, ამ შემთხვევაშიც არაფერია დასათმობი. აქეთ დაგთქმეს, გამოდის, და ამიტომ. თუ შენ გულისხმობ იმას, რომ აი, ოჯახი გოგოს ათხოვებს ფინანსურ დაინტერესებიდან გამომდინარე და შენც "თმობ" ვინაიდან ფიქრობ, რომ შენ მას იმ გარემოს და ზიზილ პიპილოებს ვერ შეუქმნი, რასაც ის, ვისზეც ათხოვებენ და რაც მთავარია, თავადაც თხოვდება.. ისევ და ისევ... განა რა გაგჩენია დასათმობი. სიყვარულს მირთმეულ მიბრძანებული არ სჭირდება, არამედ, ერთობლივი შექმნა სჭირდება რაღაცეების! დამიჯერე, მეც მქონია "აკრძალული სიყვარული" და ბევრი სისულელეები გვიკეთებია და დათმობები და ათასი უაზრობა... აი მართლა უაზრობა.. ნამდვილ ორმხრივ სიყვარულს არანაირი დათმობები არ სჭირდება (ვგულისხმობ, ერთმანეთის დათმობა) და ცალმხრივში კიდევ დასათმობი აღარაფერი გამოდის.
  2. tb_parazitka ან შენ ვერ იგებ წესიერად :D datodo აი ეს მაგალითი მაგარი ძეტსკი საძიკია.... და ყველა ამ კატეგორიის სიტუაცია. ანუ, ცალმხრივი სიყვარულის შემთხვევაში დასათმობი არც არაფერია, თუ რამის ჩაშლას გადაწყვეტ კი, არ დათმობა კი არა ბოროტება და მავნეობა გამოდის, პლიუს სიმდაბლე. ისე კი, ორმხრივი სიყვარული შემთხვევაში, ვერ წარმოვიდენ რა დათმობაზე შეიძლება იყოს საუბარი. მაგალითი მოიყვანე და პოჟალუსტა.. ვიმსჯელოთ.
  3. datodo ნუ მოკლედ, შენ ცოტა უფრო სიღრმეში შეხვედი მე, ერთი შეხედვით ნორმალურად აწყობილ ოჯახში მომხდარ ღალატს ვგულისხმობდი, სადაც წამყვანი მიზეზი, ძირითადად, მხოლოდ კაციას უნიათობა და არალოიალურობაა. რაც შენ ჩამოთვალე, მითითხნილი სადილი, მოუწესრიგებელი ქალი და ხიჭვებიანი ფიცარი ლოგინში, მაგ შემთხვევაში ღალატი კიდევ კარგი ვარიანტია, ვგონებ ის არც ჩემთვის არის მისაღები, როცა გათხოვდებიან საკუთარი თავის მოვლას რომ ეგრევე ივიწყებენ და ა.შ. ასევე არასრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება... თუმცა, ამ ყოველივეს სულ სხვა მიზეზი უდევს სათავეში, რომელიც ცალკე განხილვის საგანია, და რომელზე შეთანხმებაც თითქმის შეუძლებელია ქართული ფორუმის რეალობაში (ქალიშვილობის და ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრების პრობლემა). შენი მთელი მონათხრობი კი აგებული იყო მიჩაჩანაკებულ ქალებზე.. იმაზე რა აზრის ხარ, როცა თავიდან იწყებ, ცდილობ, თავს ევლები, საუკეთესო ხარ, თუმცა, შენი ქმარი, გარდა იმისა, რომ სამსახურიდან მოვა, სავარძელზე გაკოტრიალდება და ქალო ლობიო გააცხელეს მეტს არაფერს შვრება.. ამის მერე, შენ მოგბეზრდება ერთ დღესაც და ერთი ამის კარგიც მოვსდღანო რომ იტყვი და პოლუფაბრიკატებზე გადაიყვან, მაგის მერე თუ გიღალატა აი თავში ქვაც უხლია.. ცოტა უფრო ლოგიკურად მინდოდა ახლა განხილვა, მაგრამ მომიტევთ ჩამოუყალიბებელი პოსტისთვის, დაქალი მადგას აგერ თავზე ნახევარი ფეხი გარეთ მაქვს, მივდივარ
  4. datodo მე ცოტა სხვანაირად ვუდგები ამ საკითხს და ჩემი გადმოსახედიდან, ნუ, ქალის ბრალიათქო, მთლად ეგრე არ გამოდის, თუმცა, რაც მოგივა დავითაო ვარიანტი კი არის... თუ ისეთ ადამიანთან ხარ, რომელიც მერე გიღალატებს, შენი ბრალია, იმ გაგებით, რომ ვერ შეარჩიე სწორი პარტნიორი (ბუნებრივი, ბიოლოგიური გადარჩევის პრინციპს თუ მივყვებით, სწორედ მდედრი ირჩევს შესაბამის პარტნიორს). აქედან გამომდინარე, თუ მცდარი პარტნიორი შეგირჩევია და ყველაფერთან ერთად ამდენის ტლიკინის უფლებასაც აძლევ, ისევ შენ გამოდიხარ სუსტი და ვინც სუსტი ის დამნაშავეას პრინციპია... დაბალი ღობე რა... იგივე ლოგიკა შეიძლება განავრცო სხვა ყველა დანარჩენ სიტაციებზეც. პ.ს.datodo მომწონს შენი თემებიც და პოსტებიც
  5. ოოო, სხვათაშორის, ძალიან საინტერესო მიმართულებით ცდილობ თემის წაყვანას და აქ მეც სიამოვნებით შემოგიერთდები... თორემ, ღალატი რომ ყველასათვის ერთნაირად არასასიამოვნო და მტკივნეულია, ეგ ხომ ყველამ ვიცით... ერთი შეხედვით, არც ისე რთულია ალბათ იმ ფენომენის გაგება, რომ ქალები ეგეთ შემთხვევაში მეტად მიმტევებლები არიან.. ამის უკან შეიძლება იდგეს შემდეგი მიზეზები: - ბიოლოგიური მიმტევებლობის შედარებით მაღალი დონე - ფიქრები, ტიპა "ის მხოლოდ სექსის ობიექტია, თორემ ისე მაინც მე ვუყვარვარ", ანუ სიყვარულის და სრულყოფილი ურთიერთობის დაბალი კულტურის გამოხატულება - ღალატის არპატიების მომდევნო შედეგების შიში. (ფინანსური დამოკიდებულება, საყოფაცხოვრებო დამოკიდებულება, საზოგადოებრივი აზრი, არასასურველი იარლიყების შიში და ა.შ.) - სექსუალური ცხოვრების მნიშვნელობის აბსოლუტური იგნორირება (ღამით უემოციო შეშის ხერხვა, არანაირი სექსი) ვოტ ტაკ... ეს ისე... ერთი ორი სიტყვით..
  6. mashiko The Reader :jump: ახალი კადრი.... http://i065.radikal.ru/0910/49/681643520360.jpg
  7. ფსიქოლოგი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
  8. გუბაზს ვეთანხმები იმ სტრატეგიაში, რომელსაც მისი პატრია გაყვა და სამწუხაროა, რომ სხვებმა ვერ გაიზიარეს. ეს არის რეგიონებში გასვლა და იმის გახსენება, რომ სწორედაც რომ რეგიონებიდან იწყება ყველაფერი, თორემ თბილისში, ასე თუ ისე, მეტ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი და ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით. ასევე ვეთანხმები წვრილფეხა პოლიტიკური პარტიების შემთხვევაშიც
  9. http://i046.radikal.ru/0910/cf/7f63e87a9d6c.jpg http://i078.radikal.ru/0910/08/15e11f58a500.jpg http://s59.radikal.ru/i165/0910/99/a3d5e80d5bac.jpg აი ეს ფეხმძიმეებისათვის, ვფიქრობ, ძალიან მაგარი იქნება http://s16.radikal.ru/i190/0910/b6/7215e9f04bf8.jpg გოგო კარგია (ვიქტორია ბექჰემი), კაბაც კარგია, მაგრამ ეს მეზობლის ეზოში მოტეხილი ტოტი საიდან მოათრია ნეტა ვიცოდე http://i075.radikal.ru/0910/90/0b5f43332211.jpg To Be Continued... * * * ცოტაც რეტრო... http://i061.radikal.ru/0910/53/5d1d24dbf1e6.jpg http://s53.radikal.ru/i140/0910/f5/6a6996a26ab4.jpg http://i021.radikal.ru/0910/54/e5d0a38139a3.jpg http://s57.radikal.ru/i158/0910/0e/0b7b11479ce0.jpg http://s50.radikal.ru/i129/0910/b2/ef55da702b33.jpg To Be Continued... * * * დანარჩენი მოკლე კაბები... http://i061.radikal.ru/0910/11/e6e8800dd744.jpg http://i029.radikal.ru/0910/1b/15243974b018.jpg http://s03.radikal.ru/i176/0910/4e/c3df2ed036d5.jpg http://s49.radikal.ru/i126/0910/7b/f43a8ef11710.jpg ამის გარეშე კი... წარმოუდგენელია... http://s44.radikal.ru/i103/0910/24/975149f5f089.jpg http://s58.radikal.ru/i162/0910/54/eebc88de54ee.jpg http://s47.radikal.ru/i118/0910/c4/2fed23334c46.jpg
  10. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ შეტევა მართლაც ჩვენ დავიწყეთ და ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ საქმე აქ სულ სხვა რამეშია და შენ ვერ მიმიხვდი კარგად. ტალიავინის დასკვნა გაცილებით ღრმაა და ყოვლისმომცველი, ვიდრე უბრალოდ ერთი ფრაზა თუ ერთი ფაქტი, ვინ დაიწყო პირველმა და ამ შემთხვევაში, ისიც კი მეორეხარისხოვანია უკვე, თუ ვინ დაიწყო, მთავარია შედეგი როგორი დადგა. თუმცა, დასავლური მედიის მიერ "გაპიარებული" ფრაზის "საქართველომ დაიწყო ომი" მეშვეობით, ეს ხდება მნიშვნელოვანი და იკარგება ყველა დანარჩენი შინაარსები დასკვნისა, სადაც მკაფიოდ ისახება რუსეთის პასუხისმგებლობა.... ამიტომ, აუცილებელია მოხდეს უპირველესად ამაზე რეაგირება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ხმამაღალი, ერთსულოვანი განცხადებებით, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ოპოზიციური სპექტრის მიერ, თუნდაც სარჩელი შეიტანონ სასამართლოებში ყველა იმ მედიის წინააღმდეგ, რომელმაც სპეკულაცია დაიწყო დასკვნაში არგაჟღერებული ფრაზით. ყველაფერ ამას იმხელა ხმაური უნდა მოჰყვეს, რომ ეს დაწყებული რუსეთის სასარგებლო პიარი მიიჩრდილოს.
  11. newstudio კოტექსტში ჯდება, თუმცა, ჩემის ღრმა რწმენით, ჯერ სხვა ნაბიჯებია გადასადგამი, უფრო სასწრაფო რომლებიც არის. მაგალითად, მთელს დასავლურ მედიას ატაცებული აქვს ფრაზა, ომი საქართველომ დაიწყო! რომელიც უკვე საკმარისია გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. დამიჯერე, ბევრი არ დაჯდება და არ წაიკითხავს 900 გვერდიან დასკვნას, რომ სრული და ღრმა ანალიზი გააკეთოს და დასკვნა თავად გამოიტანოს, ერთ ფარატინა ფრაზაში კი: "ომი საქართველომ დაიწყო" ძალიან არასასურველი ვერდიქტი სჩანს, თუ დროულად არ მოხდა ამაზე რეაგირება. მართალია, თავადაც არ წამიკითხავს ეს დასკვნა, თუმცა, სხვა საინფორმაციო წყაროებს თუ ვენდობით, დასკვნაში არ გაჟღერებულა ღია ფრაზა, თუ როგორ დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ ომი. ასევე არ დაუდანაშაულებიათ რუსეთი სამხედრო აგრესიასა და დანაშაულში ღიად, თუმცა, დასკვნაში მოყვანილი ყველა ფაქტი ამაზე მიუთითებს, თუმცა, არც ერთ პრესაში არ გამოჩენილა მგონი მსგავსი სახელწოდებიდ სტატია: "რუსეთმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინა". ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ ეს ატაცებული ფრაზა შედეგების მოტანას დაიწყებს (თუნდაც, ჩვენი კონფლიქტური რეგიონების აღიარება), ჯერ ამ საკითხს უნდა მოეაროს სასწრაფოდ და ამ საკითხში აბსოლუტური ერთსულოვნებაა საჭირო. როცა ეს მოგვარდება, მერე კი უკვე დასკვნის დეტალებზე გადასვლა და ბრალდებულების სათანადოდ დასჯა იქნება აქტუალური.
  12. "The New York Times”-ი აქვეყნებს ჰაიდი ტალიავინის წერილს სათაურით - "საქართველოს კონფლიქტის გაკვეთილები" საქართველოში 2008 წლის ომის მიზეზბის გამომწვევი ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის გავლენიანი ამერიკული გაზეთისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნავს, რომ ერთი წლის წინ ევროკავშირმა იმ ომის დასრულებაში შეასრულა შუამავლის როლი, რომელმაც 850 ქართველის (მათ შორის ოსიც) და რუსის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 138,000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულად აქცია. ტალიავინის განცხადებით, შემდეგ, პირველად თავის ისტორიაში ევროკავშირმა ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი კომისია შექმნა, რათა გაერკვია, რატომ წარიმართა ყველაფერი ასე ცუდად და როგორ უნდა იყოს აცილებული თავიდან მსგავსი მოვლენების გამეორება. ~ჩემთვის პატივი იყო ის, რომ ამ ინიციატივის ხელმძღვანელად ამირჩიეს. ჩვენი ანგარიში უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია და ევროპისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილებს შეიცავს. ისე, როგორც ყველა კატასტროფული მოვლენა, 2008 წლის ომს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული ჯარის მიერ სეპარატისტული პროვინციის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ცხინვალის დაბობვა გახდა, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოყვა. მეორე ფაქტორი თხუთმეტ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ორი “გაყინული კონფლქიტის” გადაწყვეტის პროცესში პროგრესის უკმარისობა იყო~, - წერს ტალიავნი. მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2002-2006 წლებში, როგორც საქართველოში გაერო-ს მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ გაიხსნა ოდნავ იმედის სარკმელი და როგორ ჩაიკეტა 2005 წლის პირველ ნახევარში, რის შემდეგაც უთანხმოებამ რუსეთსა და დასავლეთს შორის კოსოვოს გამო და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა გაუარესებამ რეალური მოლაპარაკებების პერსპექტივა მოსპო. ~რუსეთი სისტემატურად ურიგებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს პასპორტებს და ამტიკიცებდა, რომ იმ სივრცეში, რომელსაც ის “ახლო საზღვარგარეთს” უწოდებს, რუსებზე პასუხისმგებლობა ეკისრება. ამას საქართველოსთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე აკეთებდა, რის გამოც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სულ უფრო დგებოდა რისკის ქვეშ~, - ნათქვამია სტატიაში. ტალიავინი ამბობს, რომ ამ დროს საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება დაიწყო და შეერთებული შტატების, უკრაინისა და ისრაელის დახმარებით შეირაღებული ძალების ძირეულ მოდერნიზაციას შეუდგა. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 1 პროცენტიდან 8 პროცენტმადე გაიზარდა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან განლაგებული სამხედრო ბაზები განახლდა. ~2007 წელს და 2008 წლის პირველ ნახევარში საზავო შეთანხმება, რომელიც პირველი ქართული ომის შემდეგ დაიდო, სულ უფრო დიდი დაძაბულობის ქვეშ ექცეოდა. რუსული ჯარი შეუზღუდავად ესროდა ქართულ თვითმფრინავების აფხაზეთის საჰაერო სივრცეში და ორივე მხარის მიერ პროვოცირებული ინციდენტები სულ უფრო და უფრო გახშირდა. გაერო-სა და ეუთო-ს იქ ყოფნის გამო, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების ნაკლებობას არ განიცდიდა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება სხვაგან იხედებოდა ისე, თითქოს უარი თქვა არა მხოლოდ საბაზისო კონფლიქტების გადაწყვეტაზე, არამედ სულ უფრო მყიფე საზავო შეთანხმების მხარდაჭერაზე. ძალადობრივი კონფრონტაციისთვის გზა გახსნილი იყო~, - მიიჩნევს ტალიავინი. შვეიცარიელი დიპლომატი წერს, რომ 2008 წლის კონფლიქტი პროგნოზირებადი და პრევენციისთვის ხელმისაწვდომი იყო. ~დღეს ყველა დამარცხდა: საქართველო გაყოფილია; სეპრატისტული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ერთმა მუჭა სახელმწიფოებმა აღიარეს; და რაც უფრო მნიშვნელოვანია, 35,000 ადამიანზე მეტი გაურკვეველი დროით იძულებით გადაადგილებულად იქცა. როგორ შეიძლებოდა ამ კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება? ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ნამდვილად იქნებოდა პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვა, მაგრამ ეს მოითხოვდა ყველა საკვანძო აქტიორის მიერ თავისი ვალდებულების სრულად შესრულებას, იმას, რასაც ევროკავშირი “ეფექტურ მულტილატერალიზმს” უწოდებს~, - ნათქვამია წერილში. ტალიავინის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში გარე სახელმწიფოების ჩარევამ, სამწუხაროდ, საერთო პოზიციების მოძიების ნაცვლას, მიდგომათა გამკაცრება გამოწივია. ~არავის უცდია კონფლიქტის ყველა მონაწილის რეალური წუხილის აღიარება. საბოლოოდ, უნილატერალიზმი - ინდიფერენტულობა იმისადმი, თუ როგორ აღიქმება ქმედება მეორე მხარეს - სახელმძღვანელო პრინციპად იქცა. საერთაშორისო საზოგადოებას მეტის გაკეთება შეეძლო და ამისთვის ბორბლის გამოგონება არ სჭირდებოდა. ის, უბრალოდ, უნდა მიბრუნებოდა გაერთიანებული ორგანიზაციის იმ პრინციპს, რომელიც 1975 წელს იქნა შეთანხმებული~, - წერს ტალიავინი. აქვე ტალიავინი აღნიშნავს, რომ კარგი მეზობლობა უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, რომ ~მუქარა და ძალის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო დანაშაულზე, ისე, როგორც ეს 2008 წლის ომის დროს იყო ჩადენილი, მთლიანად უნდა იყოს აკრძალული, ისევე, როგორც დიდი ქვეყნების მიერ პატარების დაშინება. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული და დღემდე გადაუჭრელი ბევრი პრობლემა ჭეშმარიტი თანამშრომლობის სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად უნდა გადაწყდეს~, - წერს ტალიავინი. მისივე აზრით, მისიის ანგარიში ადასტურებს, რომ უნილატერალიზმი და ძალადობა ჯერ კიდევ დიდ ადგილს იკავებს ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ~სტაბილური ევროპული წესრიგი კი კანონის უზენაესობასა და მულტილატერალიზმისადმი ჭეშმარიტ ერთგულებას უნდა ეფუძნებოდეს~, - ასკვნის თავის სტატიაში ჰაიდი ტალიავინი. სტატიის ქართულ თარგმანს “ფორინპრესი” ავრცელებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ეს ყველაფერი უკვე გასაგებია.... მაგრამ, მე ყველაზე მეტად მაინტერესებს შემდეგი. რა მიზანს ემსახურებოდა ეს დასკვნა? იწვალეს, შეკრიბეს ფაქტები, დააბრეხვეს დასკვნები და ასევე წარმატებულად შემოიფრიალებენ ახლა ამ სქელტანიან დასკვნას ევროკავშირის რომელიმე თაროზე? ეს მხოლოდ თეორია უნდა იყოს თუ პრაქტიკული გამოსავალი უნდა ჰპოვოს ამ ჰაიდი ტალიავინის დასკვნამ? როგორ ფიქრობთ, რა ქმედება უნდა მოყვეს ყოველივე ამას და რა მოყვება, თქვენი აზრით?
  13. newstudio მთვარეზე მიშვებთ??? კაცო, მერე დაგეწერათ... რომ დამასახელეს იმხელა პატივი იყო... და რომ დააიგნორეთ ეგ მეწყინდა, თორემ, ვორნოფილი ჯერ არ გავმხდარვარ და ღმერთმა დამიფაროს კიდევოც
  14. nika3012 გამოვიცანი მე????? ჰა კადრი... უუუუუუუუუუუუუძლიანმაგრესი ფილმი http://i039.radikal.ru/0909/13/810eaa5ec8f7.jpg http://i025.radikal.ru/0909/68/75dd4df0821f.jpg http://i015.radikal.ru/0909/b2/820c078b8119.jpg
  15. რა იყო, რავა უდიერად გადამისვი ხაზი ამხელა ფილარმონია ქალს????
  16. მდას.... სულმოუთქმელად ველი ტალიავინის დასკვნის ოფიციალურ ვერსიას და ასევე, მაინტერესებს რა შედეგს გამოიღებს. თუ მოცემული მოკლე შინაარსი სიმართლეს შეესაბამება ( და რა თქმა უნდა შეესაბამება), როგორი იქნება ქართული საზოგადოების რეაქცია? ტელემედიის და ა.შ. დამოკიდებულება ამ დღეებში უკვე გასაგები გახდა, მთავარია, რამდენად აიტაცებს ამას ხალხიც...
  17. nika3012 ფათოდ დახუჭული თვალები?????????????????
  18. რა დრო იყო, ამ ადამიანის მიმართ სიმპატიებით რომ ვიყავი განწყობილი... ახლა კი, სუფთა ცისფერი მთების გრელანდიაა... გ ა ი ტ ა ნ ე თ ! ! !
  19. ამ თემაში ვასახელებთ კანდიდატებს! გთხოვთ, თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაი-ლაისგან! საჭორაოდ არსებობს თემა. პრეტენზიებიც განიხილეთ შესაბამის თემაში!
  20. lasha1997 გარკვეულწილად, მეც იგივეს ვფიქრობ. თემები მომრავლდა, იუზრებიც გვემატება და მეტი მრავალფეროვნება გვჭირდება აზრებში....
  21. ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი ფილმი... http://i082.radikal.ru/0909/76/844597e93213.jpg http://s61.radikal.ru/i171/0909/b8/7f0ba2c6db28.jpg http://s43.radikal.ru/i100/0909/3b/831b7aee1517.jpg http://i061.radikal.ru/0909/72/0c1c05c49858.jpg
  22. იეს! მართალი ვყოფილვარ the hours http://s51.radikal.ru/i133/0909/bb/8439dac94869.jpg
  23. მგონი ხო... საერთოდ, მაგარი განსხვავებული ბიჭი იყო. ჩემი უბანი განსაკუთრებულად წყალწაღებულია და მიმაჩნია, რომ ძალიან დასაფასებელია ის, რომ ასეთი გარემოში ლევანი ძალიან წესიერი იყო. სულ ეკაიფებოდნენ იმის გამო, რომ სწავლაზე და პოლიტიკაზე გაფანატებული ტიპი იყო. კვირაში ერთხელ მაინც ამოდიოდა ჩემთან რაღაც საინტერესო წიგნით და უყვარდა დისკუსიები ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი და მართლა გული მტკივა ასეთ მდგომარეობაში რომ არის. ეს ამბავი კი არ მეჯერება, ვინაიდან, მთელი ცხოვრება წიგნით მოარულზე ძნელად წარმოსადგენია დანების ტრიალი, ან საერთOდ ის, რომ დანა დაჰქონდა, ან რაიმე მსგავსი.
×
×
  • შექმენი...